აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებით დაჯილდოების და საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.08.2020
გამომცემი ორგანო №
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.057.016332
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/09/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.08.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე |
| № | დაჯილდოებული/საპატიო წოდება მინიჭებული პირის სახელი, გვარი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესის და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ოქმი საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებით დაჯილდოების და საპატიო წოდების მინიჭების წესის
დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №8
2020 წლის 26 აგვისტო
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებით
დაჯილდოების და საპატიო წოდების მინიჭების წესის
დამტკიცების შესახებ
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად,
1.
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებით დაჯილდოებისა და საპატიო წოდების მინიჭების თანდართული წესი, თანახმად №1, №2, №3 და №4 დანართებისა.
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებით
დაჯილდოების და საპატიო წოდების მინიჭების წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმშენებლობაში, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებით დაჯილდოებისა და საპატიო წოდების მინიჭების პროცედურებს.
მუხლი 2🔗
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოების სახეობებია:
ა) ტბელ აბუსერისძის ორდენი – I ხარისხის, II ხარისხის, III ხარისხის;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედალი.
2. საპატიო წოდება პირს შეიძლება მიენიჭოს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
მუხლი 3🔗
1. ტბელ აბუსერისძის ორდენით ჯილდოვდება პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმშენებლობაში – მმართველობის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების, ეკონომიკის, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს, განათლების, კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების ან ლიტერატურის დარგის განვითარებაში – შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სპორტული მიღწევისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის. ტბელ აბუსერისძის ორდენი სამი ხარისხისაა:
ა) ტბელ აბუსერისძის III ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი გამორჩეული საქმიანობისათვის;
ბ) ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის ან სხვა დარგში გამოჩენილი მოღვაწეობისათვის, საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის;
გ) ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედლით ჯილდოვდება პირი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ღირსეული სამსახურისათვის.
3. საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს განათლების, კულტურის, მეცნიერების, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ხელოვნების, სპორტის ან საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროში მოღვაწე პირს შესაბამისი სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
მუხლი 4🔗
1. გადაწყვეტილებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი დაჯილდოებისა და საპატიო წოდების მინიჭების შესახებ იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით (შემდეგში – კანონი) და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი ჯილდოვდება/საპატიო წოდება ენიჭება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება კანონით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი დაჯილდოვდეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი და საპატიო წოდება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოსა და შესაბამისი მოწმობის, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო მოწმობისა და სამკერდე ნიშნის აღწერილობებს განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
მუხლი 5🔗
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი ჯილდოვდებიან და საპატიო წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, კანონით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდების მინიჭების პირობების შესაბამისად.
2. დაჯილდოებული პირი ახალი დამსახურებისათვის შეიძლება კვლავ დაჯილდოვდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი, ასევე საპატიო წოდება მინიჭებულ პირს ახალი დამსახურების გამო შეიძლება კვლავ მიენიჭოს საპატიო წოდება, თუ კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. პირისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი დაჯილდოება და საპატიო წოდების მინიჭება შეიძლება სიკვდილის შემდეგაც.
მუხლი 6🔗
პირს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი აჯილდოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე. პირს საპატიო წოდებას ანიჭებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის, მუნიციპალიტეტის მერის ან/და სხვა თანამდებობის პირის წარდგინების საფუძველზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი (შემდგომში მთავრობის აპარატი) უფლებამოსილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი დაჯილდოებამდე ან საპატიო წოდების მინიჭებამდე, დასაჯილდოებელი/საპატიო წოდება მისანიჭებელი პირის შესახებ დასკვნის წარმოსადგენად მიმართოს შესაბამის საჯარო დაწესებულებებს.
მუხლი 7🔗
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირისათვის საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე დაწესებულება, რომელშიც იგი მუშაობს ან ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე იგი ცხოვრობს, შუამდგომლობით მიმართავს წარდგინების უფლებამოსილების მქონე ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირს.
2. პირის დაჯილდოებისა და საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირის წარდგინებაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე, ჯილდოს/საპატიო წოდების გადამცემი პირის ვინაობა. წარდგინებას უნდა ერთოდეს შევსებული დაჯილდოების/საპატიო წოდების მინიჭების ფურცელი (დანართი №1, №2).
3. მთავრობის აპარატი განიხილავს წარდგინებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და მისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს პირის დაჯილდოების/საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე შესაბამის წინადადებას, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ დაჯილდოების/საპატიო წოდების მინიჭების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში – ამზადებს სამართლებრივი აქტის პროექტს.
მუხლი 8🔗
წარდგენილი პირის დაჯილდოება/საპატიო წოდების მინიჭება ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 9🔗
1. პირს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს/საპატიო წოდების სამკერდე ნიშანს საზეიმოდ გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან მისივე გადაწყვეტილების (რეზოლუციის) საფუძველზე, ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი.
2. დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს/ საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის თაობაზე მთავრობის აპარატი ავსებს სააღრიცხვო ბარათს (დანართი №3). იმ შემთხვევაში, თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უშუალოდ არ გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს/საპატიო წოდების სამკერდე ნიშანს დაჯილდოებული/საპატიო წოდებული მინიჭებული პირისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს/საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის გადაცემის შესახებ დგება ოქმი (დანართი №4), რომელსაც ხელს აწერს ჯილდოს/ საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის გადამცემი პირი.
3. დაჯილდოების/საპატიო წოდების მინიჭების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთ თვეში, №4 დანართით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს/საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის გადაცემის ოქმი ეგზავნება მთავრობის აპარატს.
მუხლი 10🔗
1. პირს კანონით გათვალისწინებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოსა და საპატიო წოდებასთან ერთად ეძლევა ერთდროული ფულადი გასაცემელი შემდეგი ოდენობით:
ა) ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენისათვის – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;
ბ) ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენისათვის – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;
გ) ტბელ აბუსერისძის III ხარისხის ორდენისათვის – 3 000 (სამი ათასი) ლარი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედლისათვის – 2 000 (ორი ათასი) ლარი;
ე) საპატიო წოდებისათვის – 1000 (ერთი ათასი) ლარი.
2. ამ წესით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოსა და საპატიო წოდებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლები გაიცემა შესაბამისი წლის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით ამ მიზნისათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.
3. პირის გარდაცვალების შემდეგ მისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი დაჯილდოებისა/საპატიო წოდების მინიჭების შემთხვევაში ერთდროული ფულადი გასაცემელი ეძლევა ამ პირის მემკვიდრეს (არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗
1. დაჯილდოებული/საპატიო წოდება მინიჭებული პირისათვის ერთდროული ფულადი გასაცემლის გაცემის მიზნით, პირის დასაჯილდოებლად/საპატიო წოდების მისანიჭებლად წარმდგენი დაწესებულება/ორგანო ან დაჯილდოებული/საპატიო წოდება მინიჭებული პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგენს:
ა) დაჯილდოებული/საპატიო წოდება მინიჭებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
ბ) დაჯილდოებული/საპატიო წოდება მინიჭებული პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) ან პირის დასაჯილდოებლად/საპატიო წოდების მისანიჭებლად წარმდგენი დაწესებულების/ორგანოს მიერ დადასტურებულ ცნობას ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით;
გ) შესაბამისი პირის დაჯილდოების/საპატიო წოდების მინიჭების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის ასლს (მოთხოვნის შემთხვევაში);
დ) სამკვიდრო მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს (პირის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების/საპატიო წოდების მინიჭების შემთხვევაში).
2. მთავრობის აპარატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგენს დაჯილდოების/საპატიო წოდების მინიჭების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის ასლს.
მუხლი 12🔗
თუ გარდაცვლილ დაჯილდოებულ/საპატიო წოდება მინიჭებულ პირს ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულს/საპატიო წოდება მინიჭებულ პირს არ ჰყავს მემკვიდრე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდო/საპატიო მოწმობის სამკერდე ნიშანი ინახება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში, შესაძლებელია შემდგომში გადაეცეს მუზეუმს.
მუხლი 13🔗
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოსა და საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის დუბლიკატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მფლობელ პირს არ შეეძლო მათი დაკარგვის ან დაზიანების თავიდან აცილება. ხოლო შესაბამისი მოწმობის დუბლიკატს გასცემს მთავრობის აპარატი, იმავე პირობის არსებობის.
მუხლი 14🔗
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს დაჯილდოებული პირის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს შეურაცხმყოფელი საქციელის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოზე წარმდგენი თანამდებობის პირის შუამდგომლობით.
დანართი №1
დაჯილდოების ფურცელი
1. გვარი, სახელი, მამის სახელი
____________________________________________________________________
2. სამუშაო ადგილი, თანამდებობა
_____________________________________________________________________
____________________________________________________________________
3. დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
4. მოქალაქეობა
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
5. განათლება________________________________________________________
____________________________________________________________________
6. რომელი აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის ჯილდოთი იყო დაჯილდოებული
ან საპატიო წოდება ჰქონდა მინიჭებული და როდის
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
7. მისამართი
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
ტელეფონი ბინის ______________________ სამსახურის __________________
8. რომელ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოზეა წარდგენილი
____________________________________________________________________
დამსახურება, რისთვისაც წარდგენილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოზე
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
საჯარო დაწესებულების, ორგანიზაციის
კადრების სამსახური
ბ.ა. _______________________________________________
საჯარო დაწესებულების,
ორგანიზაციის ხელმძღვანელი
_______________________________________________
„______ “______________________ 20.. წ.
დანართი №2
საპატიო წოდების მინიჭების ფურცელი
1. გვარი, სახელი, მამის სახელი
____________________________________________________________________
2. სამუშაო ადგილი, თანამდებობა
_____________________________________________________________________
____________________________________________________________________
3. დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
4. მოქალაქეობა
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
5. განათლება________________________________________________________
____________________________________________________________________
6. რომელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი იყო დაჯილდოებული ან
საპატიო წოდება ჰქონდა მინიჭებული და როდის
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
7. მისამართი
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
ტელეფონი ბინის ______________________ სამსახურის __________________
8. დამსახურება, რისთვისაც წარდგენილია საპატიო წოდების მინიჭებაზე
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
საჯარო დაწესებულების, ორგანიზაციის
კადრების სამსახური
ბ.ა. _______________________________________________
საჯარო დაწესებულების,
ორგანიზაციის ხელმძღვანელი
_______________________________________________
„______ “______________________ 20.. წ.
დანართი №3
სააღრიცხვო ბარათი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი
დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს/საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის გადაცემის შესახებ
№
ბრძანება №
თარიღი
აჭარი ავტონომი-ური რესპუბლი-კის
ჯილდოს
დასახელება ან საპატიო წოდების მითითება
დაჯილდოებულის/ საპატიო წოდება მინიჭებული პირი
სახელი, გვარი
ვის მიერ არის
წარმოდგენილი
ვის გადაეცა
(ორგანიზაცია,
გვარი,
სახელი,
თანამდებობა,
ტელეფონი)
გადაცემის
თარიღი
მიმღების
ხელმოწერა
დანართი №4
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს/საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის გადაცემის
ო ქ მ ი
----------------------------
გადაცემის ადგილი
„--------“ -------------- 20.. წ.
გადაცემის თარიღი
მე, ________________________________________ ______________________
(თანამდებობა, სახელი და გვარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 20.. წლის „ -----------“ ----------------------------
№-------------------------- ბრძანებით დაჯილდოებულ/საპატიო წოდება მინიჭებულ ქვემოთ მითითებულ პირ(ებ)ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის სახელით გადავეცი
____________________________________________________________________
(აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს/საპატიო წოდების დასახელება)
№
დაჯილდოებული/საპატიო წოდება მინიჭებული პირის სახელი, გვარი
სამუშაო ადგილი, თანამდებობა
_____________________________
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს/საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის გადამცემი პირის ხელმოწერა.