„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.104.016442
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/09/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2020 წლის 31 აგვისტო

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში ((საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.104.016429) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა

1. პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური მოვლენების (ხანძარი, მეწყერი, ქარბუქი, ღვარცოფი, კლდეზვავი, დენადი გრუნტი), შედეგად დაზარალებული ოჯახების ფულად დახმარებას;

2. პროგრამის ფარგლებში განიხილება  საცხოვრებელი ფართის დაზიანება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სტიქიური მოვლენების გამო. იგი პირობითად იყოფა ოთხ კატეგორიად: 1) ორსართულიანი კაპიტალური ან ხის სახლის სრული დაზიანება; 2) ერთსართულიანი კაპიტალური ან ხის სახლის სრული დაზიანება; 3) სახლის ნაწილობრივი დაზიანება; 4) დამხმარე ნაგებობის (ე.წ. სამზადი (როგორც ხის ასევე კაპიტალური, ერთსართულიანი ნაგებობა, რომელიც ძირითადი საცხოვრებელი სახლისგან არის განცალკევებული)) დაზიანება.

3. დაზარალებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის დასკვნა, სტიქიით მიყენებული ზარალის ამსახველი ფოტომასალა, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა, დაზარალებულის ახლო მეზობლის დამოწმებით, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი, დაზარალებული პირის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში. აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ დახმარების გაწევაზე და გასაწევი თანხის ოდენობაზე გადაწყვეტილებას იღებს სოციალური კომისია:

ა) I კატეგორია – 15 000 ლარამდე;

ბ) I I კატეგორია – 10 000 ლარამდე;

გ) I I I  კატეგორია – 5 000 ლარამდე;

დ) I V კატეგორია – 3 000 ლარამდე.

მუხლი 2
დადგენილება  ძალაშია 2020 წლის 31 აგვისტოდან.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდარეჯან დადიანი