„საქართველოს ერვნული ბანკის 1998 წლის 3 დეკემბრის №118 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების წესში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№242
სარეგისტრაციო კოდი
090.009.003.865
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 48(55), 01/10/1999

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 090.010.003.865

საქართველოს ეროვნული ბანკი ს პრეზიდენტის

ბრძანება №242

1999 წლის 27 სექტემბერი

ქ.თბილისი

"საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 3 დეკემბრის№118 ბრძანებით დამტკიცებულ "კომერციულ ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების წესში"ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილურობის, კომერციული ბანკების საიმედობისა და მდგრადობისუზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე "საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის" 59-ე მუხლისა და "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10, 21-ე, 25-ე, 30-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად,საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 3 დეკემბრის №118 ბრძანებით დამტკიცებულ "კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების წესში" ეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშების დაზუსტებისათვის შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

"მთლიანი აქტივები".  "მთლიანი აქტივების" გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს 03 (გარდა 034), 04, 05, 06, 07, 08, 15, 16, 17, 18 (გარდა 182. 184), 19, 21-დან 61-ის ჩათვლით, 62 (გარდა 626, 628), 65, 67, 71, 72, 76, 77, 78 (გარდა 781), 80, 81, 82, 89, 90 (გარდა 906), 92, 93, 94 (გარდა 941) პირველი თანრიგის აქტიური და აქტიურ-პასიური საბალანსო ანგარიშების სადებეტო ნაშთები 012, 014, 015, 945 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხების გამოკლებით".

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით"

" ლიკვიდური აქტივების" გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს 031, 032, 033, 036, 040, 041, 060, 061, 063, 064, 072. 084, 088, 161, 165 (194-ის 10%), 678, 816 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები".

3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"მიმდინარე აქტივები" წარმოადგენს ბანკის სალაროში, საკორესპონდენტო ანგარიშებზე, ეროვნულ ბანკში განთავსებულ მინიმალური რეზერვების ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრებისა და ერთ თვემდე დაფარვის ვადით აქტივების - სადეპოზიტო ანგარიშებზე რიცხული ფულადი სახსრების, სახაზინო ვალდებულებების, სხვა სავალო ფასიანი ქაღალდების, ბანკის მიერ გაცემული სესხების, აგრეთვე ბანკის სასარგებლოდ სხვა გადასახდელების თანხობრივ ჯამს".

4. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"ფიქსირებული აქტივების" მიმდინარე ღირებულებას წარმოადგენს "ფიქსირებული აქტივების ნარჩენი ღირებულება", რომლის გაანგარიშებისას 920, 921, 923, 926, 929, 930, 937 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული "ფიქსირებული აქტივების" თანხობრივ ჯამს აკლდება "ფიქსირებულ აქტივებზე" დარიცხული ამორტიზაციის თანხა - 015 საბალანსო ანგარიშზე რიცხული თანხა".

5. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის მე-2 წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"ფიქსირებული აქტივების პრივანდელი ღირებულების" გაანგარიშებისას 920, 921, 923, 926, 929, 930, 937 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული "ფიქსირებული აქტივების" თანხების ჯამს აკლდება "ფიქსირებული აქტივების" გადაფასების თანხა (017 საბალანსო ანგარიშზე რიცხული თანხა და/ან საწესდებო კაპიტალში ასახული "ფიქსირებული აქტივების" გადაფასების თანხა)"

6. მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"მთლიანი ვალდებულებები". "მთლიანი ვალდებელებების" გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს 04, 07, 08, (090 მინუს 120), 11, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19,20-დან 60-ის ჩათვლით, 63, 64, 67, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 80, 81, 82, 89, 90 (გარდა 906), 91, 93, 94 (გარდა 943, 945), პირველი თანგრიგის პასიური და აქტიურ-პასიური საბალანსო ანგარიშების საკრედიტო ნაშთები და ბანკის მირ გაცემული გარანტიების თანხობრივი მოცულობის (გარესაბალანსო ანგარიში 9925) 50%".

7. მე-6 მუხლის მე-13 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს 904 და 932 საბალანსო ანგარიშები.

8. ეს ბრძანება ამოქმედდეს 1999 წლის 1 ოქტომბრიდან.

9. ამ ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის და რეგულირების სამმართველოს (ლ.ქისტაური).

პრეზიდენტის მოვალეობის

შემსრულებელი                    მ. კაკულია