სს „კალასის“ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „კალასის” რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
2020 წლის 25 სექტემბერს, 12-00 საათზე ქ. თბილისში, ჭიჭინაძის ჩიხი №1-ში მოწვეულია სს „კალასის” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით:
1. სააქციო საზოგადოება „კალასის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა;
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2020 წლის 29 აგვისტო.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო – 2020 წლის 25 სექტემბერი 11-00 საათი.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს დღის წესრიგის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილებისათვის საჭირო რეკომენდაციების მიღება შეუძლიათ სს „კალასის” სამეთვალყურეო საბჭოში ან დირექციაში, 2020 წლის 4 სექტემბრიდან, 2020 წლის 25 სექტემბრამდე, ყოველ სამუშაო დღეს 12-00 საათიდან 14-00 საათამდე, მისამართზე ქ. თბილისი, ჭიჭინაძის ჩიხი №1.
კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება სს „კალასის” რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის" მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ან სს „კალასის” მისამართზე: ქ. თბილისი, ჭიჭინაძის ჩიხი №1.
სააქციო საზოგადოება „კალასის” დირექტორი გოდერძი ბასილაძე