„საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის წესისა და ვადების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება მოქმედი სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 01.09.1999
გამომცემი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №59/1999
სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.869
გამოქვეყნების წყარო სსმ, 42(49), 17/09/1999
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.09.1999 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის წესისა და ვადების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; mso-style-link:"khelmocera_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} span.khelmoceraxmlChar {mso-style-name:"khelmocera_xml Char"; mso-style-link:khelmocera_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.008.003.807
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №59/1999
1999 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის წესისა და ვადების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,
ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. საოლქო საარჩევნო კომისიებმა საარჩევნო უბნების მიხედვით ოლქის ამომრჩეველთა რეგისტრაცია ამომრჩეველთა სიაში მათი შეტანის გზით განახორციელონ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს – გამგეობის (მერიის) მიერ მათთვის გადაცემული სიის საფუძველზე.
2. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა – გამგეობებმა (მერიებმა) შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს ამომრჩეველთა სია გადასცენ არა უგვიანეს ამა წლის 6 სექტმბრისა.
3. ამომრჩეველთა სიაში შეტანილ იქნენ ის ამომრჩევლები, რომელთაც აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
გ) ყოფილი სსრკ-ის პასპორტში შესაბამისი ჩანაწერის აღნიშვნა;
დ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა.
4. ამომრჩეველთა სიაში შეტანილ იქნეს ის მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღეს უსრულდება 18 წელი და სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ცნობით დადგინდება მისი შესაბამის ოლქში რეგისტრაცია.
5. ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები შეიძლება შეტანილ იქნენ იმ ოლქში შექმნილ შესაბამის საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში, რომლის ტერიტორიაზეც არის დისლოცირებული სამხედრო ნაწილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს იწვევს ამ უბნის ამომრჩეველთა კანონით დადგენილი რიცხოვნობის ზრდას ან სამხედრო ნაწილი საარჩევნო უბნიდან მოშორებით მდებარეობს. გადაწყვეტილებას საარჩევნო უბნის შექმნის შესახებ იღებს საოლქო საარჩევნო კომისია.
6. სამხედრო ნაწილის მეთაურმა ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა სია შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცეს არა უგვიანეს ამა წლის 28 ოქტომბრისა.
7. დევნილი ამომრჩეველი შეტანილ იქნეს შესაბამის ოლქში შესაბამის საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში, რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობს იგი. დევნილთა კომპაქტურად დასახელების ადგილას საარჩევნო უბნის შექმნის საკითხს წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია.
8. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დევნილთა სია გადასცეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს ამა წლის 6 სექტემბრისა.
9. საავადმყოფოებისა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში არჩევნების დღეს მყოფი ამომრჩეველი შეტანილ იქნეს იმ უბნის ამომრჩეველთა სიაში, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება შესაბამისი საავადმიყოფო ან სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება.
10. საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფ ამომრჩეველთა სია საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცეს არა უგვიანეს ამა წლის 30 ოქტომბერს 18 საათისათვის.
11. ამომრჩეველი, რომელიც იმყოფება ნაოსნობაში მყოფ გემზე, შეტანილ იქნეს გემის მიწერის ნავსადგურის მიხედვით არსებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში.
12. ნაოსნობაში მყოფი გემის კაპიტანმა გემზე მყოფ ამომრჩეველთა სია შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცეს (გადაუგზავნოს) არა უგვიანეს ამა წლის 30 ოქტომბრის 18 საათისა.
13. სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ამომრჩევლების ამომრჩეველთა სიაში შეტანა განხორციელდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით შექმნილი საარჩევნო უბნების მიხედვით. ამ უბნების საარჩევნო ოლქისათვის მიკუთვნების საკითხს წყვეტს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
14. ამომრჩეველთა სიაში არ იქნეს შეტანილი ის მოქალაქე:
ა) რომლის მოცემული საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება;
ბ) რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო;
გ) რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
15. ამომრჩეველი შეტანილ იქნეს მხოლოდ ერთ სიაში. სიაში შეიტანება ამომრჩევლის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი), მისამართი, სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება და ნომერი.
16. ამომრჩეველთა რაოდენობა დადგინდეს საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიების მიხედვით.
17. ამომრჩეველთა სიები გამოქვეყნდეს არა უგვიანეს ამა წლის 1 ოქტომბრისა.
თავმჯდომარის მოადგილე გ. ზესაშვილი