„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წევრის შეცვლის წესის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი არჩევნები
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი010.008.003.870

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №60/1999

1999 წლის 1 სექტემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წევრის შეცვლის წესის შესახებ

ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №53 დადგენილების შესაბამისად შექმნილი სპეციალური ჯგუფის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გადადგომის თაობაზე მიღებული განცხადების საფუძველზე, მისი მიღების დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამოიკრას განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის შესახებ.

2. „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, წარდგინებები კომისიის წევრად დანიშვნის თაობაზე მიღებულ იქნეს განცხადების გამოკვრის დღიდან 3 დღეში.

3. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემოსული წარდგინებები განიხილოს 3 დღის გასვლის შემდეგ პირველსავე სხდომაზე.

თავჯდომარის მოადგილე   გ.ზესაშვილი