„საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი არჩევნები
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი010.008.003.872

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №84/1999

1999 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ღ" ქვეპუნქტის შესაბამისად და საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვანი გამოყენების მიზნით,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ამა წლის 28-30 სექტემბერს დანიშნონ წევრები იმ საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის შესაბამისად არ დაინიშნა საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობა.

2. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრების დასანიშნად წარდგინებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვროს 1999 წლის 27 სექტემბერი.

კომისიის თავმჯდომარე ჯ.ლომინაძე