,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№83
2020 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №41 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016783) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამართლის, საექსპორტო/საიმპორტო პროდუქციის კონტროლის, ლიცენზირების ან ნებართვების რეგულირების სფეროში მუშაობის გამოცდილება – 5 წელი, მათ შორის, ხელმძღვანელობის – 2 წელი (სასურველია მასობრივი განადგურების იარაღის და მათი გადატანის საშუალებების გაუვრცელებლობის ან/და ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ან/და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის კონტროლის ან/და მცირე და მსუბუქი იარაღისა და ჩვეულებრივი შეიარაღების გაუვრცელებლობის და ექსპორტის კონტროლის სფეროში).“;
ბ) მე-4 პუნქტის:
ბ.ა) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანება.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (სასურველია ინგლისური და რუსული).“.
2. მე-2 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამართლის, საექსპორტო/საიმპორტო პროდუქციის კონტროლის, ლიცენზირების ან ნებართვების რეგულირების სფეროში მუშაობის გამოცდილება – 5 წელი, მათ შორის, ხელმძღვანელობის – 2 წელი (სასურველია მასობრივი განადგურების იარაღის და მათი გადატანის საშუალებების გაუვრცელებლობის ან/და ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ან/და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის კონტროლის ან/და მცირე და მსუბუქი იარაღისა და ჩვეულებრივი შეიარაღების გაუვრცელებლობის და ექსპორტის კონტროლის სფეროში).“;
ბ) მე-4 პუნქტის:
ბ.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანება.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6ю უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (სასურველია ინგლისური და რუსული).“.
3. მე-3 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამართლის, საექსპორტო/საიმპორტო პროდუქციის კონტროლის, ლიცენზირების ან ნებართვების რეგულირების სფეროში მუშაობის გამოცდილება – 5 წელი, მათ შორის, ხელმძღვანელობის – 2 წელი (სასურველია მასობრივი განადგურების იარაღის და მათი გადატანის საშუალებების გაუვრცელებლობის ან/და ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ან/და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის კონტროლის ან/და მცირე და მსუბუქი იარაღისა და ჩვეულებრივი შეიარაღების გაუვრცელებლობის და ექსპორტის კონტროლის სფეროში).“;
ბ) მე-4 პუნქტის:
ბ.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანება.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6ю უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (სასურველია ინგლისური და რუსული).“.
4. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამართლის, საექსპორტო/საიმპორტო პროდუქციის კონტროლის, ლიცენზირების ან ნებართვების რეგულირების სფეროში მუშაობის გამოცდილება – 1 წელი (სასურველია მასობრივი განადგურების იარაღის და მათი გადატანის საშუალებების გაუვრცელებლობის ან/და ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ან/და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის კონტროლის ან/და მცირე და მსუბუქი იარაღისა და ჩვეულებრივი შეიარაღების გაუვრცელებლობის და ექსპორტის კონტროლის სფეროში).“;
ბ) მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანება.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5) უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (სასურველია ინგლისური და რუსული).“.
5. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუშაობის გამოცდილება 1 წელი (სასურველია მასობრივი განადგურების იარაღის და მათი გადატანის საშუალებების გაუვრცელებლობის ან/და ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ან/და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის კონტროლის ან/და მცირე და მსუბუქი იარაღისა და ჩვეულებრივი შეიარაღების გაუვრცელებლობის და ექსპორტის კონტროლის სფეროში).“;

„5. უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (სასურველია ინგლისური და რუსული).“.
6. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს 51 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. რეკომენდაციების შემუშავების სამმართველოს სპეციალისტი (მეოთხე რანგი, კატეგორია –პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება.
2. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანება.
3. უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (სასურველია ინგლისური და რუსული).
4. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.“.
7. მე-6 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამართლის, საექსპორტო/საიმპორტო პროდუქციის კონტროლის, ლიცენზირების ან ნებართვების რეგულირების სფეროში მუშაობის გამოცდილება – 2 წელი (სასურველია მასობრივი განადგურების იარაღის და მათი გადატანის საშუალებების გაუვრცელებლობის ან/და ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ან/და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის კონტროლის ან/და მცირე და მსუბუქი იარაღისა და ჩვეულებრივი შეიარაღების გაუვრცელებლობის და ექსპორტის კონტროლის სფეროში).“;
ბ) მე-4 პუნქტის:
ბ.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანება.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (სასურველია ინგლისური და რუსული).“.
8. მე-7 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამართლის, საექსპორტო/საიმპორტო პროდუქციის კონტროლის, ლიცენზირების ან ნებართვების რეგულირების სფეროში მუშაობის გამოცდილება 1 წელი (სასურველია მასობრივი განადგურების იარაღის და მათი გადატანის საშუალებების გაუვრცელებლობის ან/და ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ან/და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის კონტროლის ან/და მცირე და მსუბუქი იარაღისა და ჩვეულებრივი შეიარაღების გაუვრცელებლობის და ექსპორტის კონტროლის სფეროში).";
ბ) მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანება.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5) უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (სასურველია ინგლისური და რუსული).“.
9. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუშაობის გამოცდილება 1 წელი (სასურველია მასობრივი განადგურების იარაღის და მათი გადატანის საშუალებების გაუვრცელებლობის ან/და ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ან/და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის კონტროლის ან/და მცირე და მსუბუქი იარაღისა და ჩვეულებრივი შეიარაღების გაუვრცელებლობის და ექსპორტის კონტროლის სფეროში).“;
ბ) მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანება.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (სასურველია ინგლისური და რუსული).“.
10. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს 81 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 81. ლიცენზიებისა და ნებართვების სამმართველოს სპეციალისტი (მეოთხე რანგი, კატეგორია –პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება.
2. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანება.
3. უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (სასურველია ინგლისური და რუსული).
4. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.“.
11. მე-9 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამართლის, საექსპორტო/საიმპორტო პროდუქციის კონტროლის, ლიცენზირების ან ნებართვების რეგულირების სფეროში მუშაობის გამოცდილება – 2 წელი (სასურველია მასობრივი განადგურების იარაღის და მათი გადატანის საშუალებების გაუვრცელებლობის ან/და ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ან/და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის კონტროლის ან/და მცირე და მსუბუქი იარაღისა და ჩვეულებრივი შეიარაღების გაუვრცელებლობის და ექსპორტის კონტროლის სფეროში).“;
ბ) მე-4 პუნქტის:
ბ.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანება.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (სასურველია ინგლისური და რუსული).“.
12. მე-10 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამართლის, საექსპორტო/საიმპორტო პროდუქციის კონტროლის, ლიცენზირების ან ნებართვების რეგულირების სფეროში მუშაობის გამოცდილება – 1 წელი (სასურველია მასობრივი განადგურების იარაღის და მათი გადატანის საშუალებების გაუვრცელებლობის ან/და ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ან/და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის კონტროლის ან/და მცირე და მსუბუქი იარაღისა და ჩვეულებრივი შეიარაღების გაუვრცელებლობის და ექსპორტის კონტროლის სფეროში).“;
ბ) მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანება.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (სასურველია ინგლისური და რუსული).“.
13. მე-11 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუშაობის გამოცდილება 1 წელი (სასურველია მასობრივი განადგურების იარაღის და მათი გადატანის საშუალებების გაუვრცელებლობის ან/და ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ან/და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის კონტროლის ან/და მცირე და მსუბუქი იარაღისა და ჩვეულებრივი შეიარაღების გაუვრცელებლობის და ექსპორტის კონტროლის სფეროში).“;
ბ) მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანება.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5) უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (სასურველია ინგლისური და რუსული).“.
14. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-12 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტი (მეოთხე რანგი, კატეგორია –პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება.
2. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანება.
3. უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (სასურველია ინგლისური და რუსული).
4. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი