„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.104.016443
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/09/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2020 წლის 4 სექტემბერი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 აგვისტოს N27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 25/08/2017წ, სარეგ.კოდი 010250050.35.104.016322) და ამ დადგენილების პირველი და მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

აიკრძალოს სააგიტაციო მასალის განთავსება/გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა  და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე.

მუხლი 2

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  საარჩევნო პლაკატების გასაკრავად განთავსდეს სპეციალური სტენდები შემდეგ ადგილებში:

ა) № 68.01 ქ. წალენჯიხის საარჩევნო უბანში – ქ. წალენჯიხა, №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია; (ქ. წალენჯიხა, სალიას ქუჩა №1);

ბ) №68.02 ქ.წალენჯიხის საარჩევნო უბანში – ქვედა მაზანდარას N4 საბავშვო ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე  (ქ. წალენჯიხა, წმინდა ნინოს ქუჩა N68);

გ) №68.03 ქ. წალენჯიხის საარჩევნო უბანში – ქ. წალენჯიხის №2  საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (ქ. წალენჯიხა, გამსახურდიას ქუჩა №1);  

დ) №68.04 ქ.წალენჯიხის საარჩევნო უბანში – წალენჯიხის №5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (ქ. წალენჯიხა, ზღვაიას დასახლება);

ე) №68.05 ქ.ჯვარის საარჩევნო უბანში – ქ. ჯვარის №2 საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ. ჯვარი, ანდრია პირველწოდებულის ქუჩა);

ვ) №68.06 ქ. ჯვარის საარჩევნო უბანში – ქ. ჯვარი №3 საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორია (ქ.ჯვარი, სოხუმის ქუჩა №2);

ზ) №68.07 ქ. ჯვარის საარჩევნო უბანში –  ქ. ჯვარი, №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (ქ.ჯვარი, ქანთარიას  ქუჩა №6);

თ) №68.08 ქ. ჯვარის საარჩევნო უბანში – ქ. ჯვარის N4 საბავშვო ბაღი „ცხუმის“  მიმდებარე ტერიტორია (ქ.ჯვარი);

ი) №68.09 ეწერის საარჩევნო უბანში – ეწერის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ეწერი);

კ) №68.10 ლიის საარჩევნო უბანში – ლიის №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (ლიის ადმინისტრაციული ერთეული, გ. ჭანტურიას ქუჩა №1);

ლ) №68.11 ლიის საარჩევნო უბანში – ლიის №2 საბაზო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ლიის ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი პალური);

მ) №68.12 მედანის საარჩევნო უბანში – მედანის №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (მედანის ადმინისტრაციული ერთეული);

ნ) №68.13 მიქავას საარჩევნო უბანში – მიქავას საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე (მიქავას ადმინისტრაციული ერთეული);

ო) №68.14 მუჟავას საარჩევნო უბანში – მუჟავას საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (მუჟავას ადმინისტრაციული ერთეული);

პ) №68.15 ნაკიფუს საარჩევნო უბანში – ნაკიფუს  კულტურის სახლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეული);

ჟ) №68.16 ობუჯის საარჩევნო უბანში – ობუჯის №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (ობუჯის ადმინისტრაციული ერთეული);

რ) №68.17 საჩინოს საარჩევნო უბანში – საჩინოს  ყოფილი ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე (საჩინოს ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი კუხეში);

ს) №68.18 ფახულანის საარჩევნო უბანში – ფახულანის №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (ფახულანის ადმინისტრაციული ერთეული);

ტ) №68.19 ფახულანის საარჩევნო უბანში – ფახულანის  №2 საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ფახულანის ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი წყოუში);

უ) №68.20 ჩქვალერის  საარჩევნო უბანში – ჩქვალერის  კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე (ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეული);

ფ) №68.21 ჭალეს საარჩევნო უბანში – ჭალეს №1 საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ჭალეს ადმინისტრაციული ერთეული);

ქ) №68.22 ჭალეს საარჩევნო უბანში – ჭალეს  №2 საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე  (ჭალეს ადმინისტრაციული ერთეული);

ღ)  №68.23 ჯგალის საარჩევნო უბანში – ჯგალის  №1 საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ჯგალის ადმინისტრაციული ერთეული);

ყ) №68.24 ქ.წალენჯიხის საარჩევნო უბანში – №3 საბავშვო  ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ. წალენჯიხა, ქიაჩელის ქ.);

შ) №68.25 ქ.წალენჯიხის საარჩევნო უბანში – ქ. წალენჯიხის №7 საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ. წალენჯიხა, შანავას ქუჩა №10);

ჩ) №68.26 ქ.ჯვარის საარჩევნო უბანში – ქ. ჯვარის N5 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ. ჯვარი, ოჭანეს უბანი);

ც) №68.27 ჯგალის საარჩევნო უბანში – ჯგალის  საბავშვო ბაღის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ჯგალის ადმინისტრაციული ერთეული);

ძ) №68.28 საჩინოს საარჩევნო უბანში – საჩინოს საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე (საჩინოს ადმინისტრაციული ერთეული).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდარეჯან დადიანი