საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №9/2019 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31/2020
სარეგისტრაციო კოდი
010240000.15.008.016503
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/09/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №31/2020

2020 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №9/2019 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №9/2019 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქციის  (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 21/03/2019, 010240000.15.008.016441) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის:

1. „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

2. „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთი რეკვიზიტების არსებობის შემთხვევაში).“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი