„საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში მატერიალური სტიმულირებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდის შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ“
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება მოქმედი გარემოს დაცვა
მიღების თარიღი 04.10.1999
გამომცემი ორგანო საბაჟო დეპარტამენტი
ნომერი №184
სარეგისტრაციო კოდი 360.013.003.876
გამოქვეყნების წყარო სსმ, 50(57), 09/10/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.10.1999 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში მატერიალური სტიმულირებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდის შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.013.003.876
საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის
თავჯდომარის ბრძანება №184
1999 წელი 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში მატერიალური სტიმულირებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდის შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ
1999 წლის 25 ივნისის №2202-IIს საქართველოს კანონით საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლში შეტანილი ცვლილებიდან და დამატებებიდან გამომდინარე და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 29 აგვისტოს №512 ბრძანებულების მოთხოვნათა შესაბამისად ვბრძანებ:
დამტკიცდეს დებულება „საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში მატერიალური სტიმულირებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდის შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ".
თ. მაღლაკელიძე
დებულება
საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში მატერიალური სტიმულირებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდის შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ
I . ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს 1999 წლის 28 მაისის №2046-IIს „საბაჟო მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს 1998 წლის 18 თებერვლის №1226, „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ"საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს 1999 წლის 28 მაისის №2044-IIს და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის №2201-IIს კანონებისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 29 აგვისტოს №512 ბრძანებულების მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო ორგანოების მატერიალური სტიმულირებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდის შექმნისა და გამოყენების წესს.
2. მატერიალური სტიმულირებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდის შექმნის მიზანია საბაჟო ორგანოების მიერ კონტროლირებადი საბიუჯეტო შემოსავლების სრულად და თავისდროულად ჩარიცხვის საქმეში სისტემის მუშაკთა დაინტერესება, მათი სამუშაო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.
3. დებულება შემოსავლის წყაროებისა და მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით იყოფა სამ ნაწილად:
ა) მატერიალური სტიმულირების ფონდის შექმნისა და გამოყენების წესი;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდის შექმნისა და გამოყენების წესი;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული და ჩარიცხული მატერიალური სტიმულირების ფონდის* შექმნისა და გამოყენების წესი.
შენიშვნა: *) შემდგომში იწოდება „დამატებითი მატერიალური წახალისების ფონდი".
II. მატერიალური სტიმულირების ფონდის შექმნისა და გამოყენების წესი
4. მატერიალური სტიმულირების ფონდი იქმნება „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის №2201-IIს კანონის შესაბამისად საბაჟო ორგანოების მიერ კონტროლირებადი შემოსავლების მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტში ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების პროპორციულად - 3 პროცენტის ოდენობით საბაჟო ორგანოების მომსახურე საბანკო დაწესებულების მიერ საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის მომსახურე ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე თანხების გადარიცხვისა (ცენტრალიზაციის) და ამ თანხებიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის – 15, იუსტიციის სამინისტროსათვის – 2,5 და ეკონომიკის სამინისტროსათვის – 2,5 პროცენტული ოდენობებით თანხების გადარიცხვის შემდეგ დარჩენილი სახსრების ხარჯზე.
5. მატერიალური სტიმულირების ფონდში ჩასარიცხი თანხების გაანგარიშებისათვის საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური ბუღალტერია ყოველი თვის 5 რიცხვისათვის ყველა საბაჟო ორგანოებიდან იღებს მაჩვენებლებს საბიუჯეტო თანხების 3%-ის ოდენობით საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის მომსახურე ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის შესახებ.
6. მოცემული დებულების მეოთხე პუნქტის შესაბამისად თანხების გადარიცხვის შემდეგ, სტიმულლირების ფონდში დარჩენილი თანხები ნაწილდება შემდეგი პროპორციით: 80% მიიმართება საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემის მუშაკთა პრემირებაზე, ხოლო 20% - საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარის ფონდში.
7. საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემის მუშაკთა პრემირების ფონდის (80%) განაწილება ხდება ყოველთვიურად, ცენტრალური აპარატისა და საბაჟო ორგანოებისათვის დამტკიცებული საბიუჯეტო ხელფასის ფონდის პროპორციულად.
საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას უფლება აქვს ცალკეულ შემთხვევაში საბიუჯეტო შენატანების საგეგმო პარამეტრების შესრულების შესაბამისად კორექტირება შეიტანოს განაწილებაში.
8. საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარის ფონდის (20%) თანხები გამოიყენება ცენტრალური აპარატისა და საბაჟო ორგანოების იმ სამმართველო რგოლებისა და მუშაკებისათვის დამატებითი ჯილდოს გასაცემად, რომლებსაც თავიანთი შრომით დიდი წვილილი შეაქვთ საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო თანხების მობილიზაციაში, საბაჟო სისტემის საქმიანობის გაძღოლასა და საბაჟო სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოვლენაში, აგრეთვე გეგმის შესრულების პარამეტრების გათვალისწინებით საბაჟო ორგანოებზე თანხების გადანაწილებისათვის და ცალკეული მუშაკების დამატებითი მატერიალური დახმარებისათვის.
9. საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და ადგილობრივი საბაჟოებისათვის დადგენილ ხელფასზე დანამატის ფონდი სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაკებზე განაწილდება თანამდებობრივი განაკვეთების პროპორციულად.
10. საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და საბაჟო ორგანოების მიხედვით საპრემიო ფონდის თანხების განაწილება ხდება დეპარტამენტის თავჯდომარის ბრძანებით, საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის სტატისტიკისა და ფინანსური მონიტორინგის სამმართველოსა და ცენტრალური ბუღალტერიის მიერ წარდგენილი გაანგარიშების საფუძველზე.
11. მატერიალური სტიმულირების თანხების დარიცხვისა და ჩარიცხვის სისწორეზე კონტროლს ახორციელებენ საბაჟო დეპარტამენტის სტატისტიკისა და ფინანსური მონიტორინგის სამმართველო და ცენტრალური ბუღალტერია.
12. საანგარიშო თვის დამთავრების შემდეგ მუშაკთა მატერიალური სტიმულირების ფონდის გაუხარჯავი (ნაშთად დარჩენილი) თანხები გადადის მომდევნო თვეში და იხარჯება მიზნობრივად.
13. საანგარიშო წლის დამთავრების შემდეგ მუშაკთა მატერიალური სტიმულირების ფონდის გაუხარჯავი (ნაშთად დარჩენილი) თანხები გადადის მომდევნო წლის შესაბამის ფონდში.
III. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდის შემნისა და გამოყენების წესი
14. საბაჟო ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდი იქმნება „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს 1999 წლის 28 მაისის №2064-IIს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის №2201-IIს კანონებით დამტკიცებული საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლისა და „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს 1999 წლის 18 თებერვლის №1226, „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს 1999 წლის 28 მაისის №2044-IIს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად, საბაჟო მოსაკრებლების სახით ამოღებული თანხები მთლიანად, საბანკო დაწესებულებების მიერ ირიცხება ხაზინაში საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტისათვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
15. ცალკეული თვეების მიხედვით, საბაჟო მოსაკრებლების თანხების დარიცხვისა და ჩარიცხვის სისწორეზე კონტროლს ახორციელებს საბაჟო სახელმიფო დეპარტამენტის სტატისტიკისა და ფინანსური მონიტორინგის სამმართველო და ცენტრალური ბუღალტერია.
16. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდში ჩასარიცხი თანხების გაანგარიშებისათვის საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური ბუღალტერია ყოველი თვის 5 რიცხვისათვის ყველა საბაჟო ორგანოებიდან იღებს მაჩვენებლებს საბაჟო მოსაკრებლების სახით საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის მომსახურე ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის შესახებ.
17. საბაჟო სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდი, რომელიც იქმნება მთელი საბაჟო სისტემის ტექნიკური განვითარების წინასწარ შედგენილი და დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად, გამოიყენება მთლიანად ბიუჯეტის ხარჯების კლასიფიკაციის ყველა მუხლით, მათ შორის: ხელშეკრულებით მომუშავე მუშაკთა შრომის ანაზღაურებისათვის საბაჟო სისტემაში შენობა-ნაგებობების პროექტირების, მშენებლობისა და რეკონსტრუქციისათვის, რადიო-ელექტრონული საშუალებების, ორგტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური აღჭურვილობის, საწვავ-საცხები მასალების, სამეურნეო და საკანცელარიო ნივთებისა და სხვა ქონების შესაძენად, კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მივლინებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების გასაწევად და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის.
18. საბაჟო სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდის სახსრების განაწილება ხდება საბაჟო ორგანოების მიერ წინასწარ შედგენილი და საბაჟო დეპარტამენტში წარმოდგენილი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით.
საბაჟო ორგანოს, განსაკუთრებულ შემთხვევაში, საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ნებართვით უფლება აქვს ადგილზე დატოვოს საჭირო თანხები.
19. ცენტრალური ბუღალტერია მიღებული მაჩვენებლების გაანალიზების საფუძველზე ამუშავებს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდის განაწილების ხარჯთაღრიცხვას და ბრძანების პროექტს, რომელსაც ამტკიცებს საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.
20. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდის განაწილება (ხარჯთაღრიცხვა), დამტკიცებული საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, გადაეცემა ცენტრალურ ბუღალტერიას შესასრულებლად.
IV. დამატებითი მატერიალური წახალისების ფონდი
21. დამატებითი მატერიალური წახალისების ფონდი იქმნება „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის №2201-IIს კანონის შესაბამისად, საბაჟო ორგანოების მუშაკთა მიერ ჩატარებული შემოწმებების და სასამართლო განხილვების შედეგად ფინანსური სანქციების, ჯარიმებისა და საურავების სახით დარიცხული, აგრეთვე კონტრაბადული კონფისკაციაქმნილი საქონლის რეალიზაციიდან ამოღებული და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული და ჩარიცხული თანხების პროპორციულად – 50 პროცენტის ოდენობით საბაჟო ორგანოების მომსახურე საბანკო დაწესებულების მიერ საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის მომსახურე ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე თანხების გადარიცხვისა (ცენტრალიზაციის) და ამ თანხებიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის – 15, იუსტიციის სამინისტროსათვის – 2,5 და ეკონომიკის სამინისტროსათვის – 2,5 პროცენტული ოდენობებით თანხების გადარიცხვის შემდეგ დარჩენილი სახსრების ხარჯზე.
22. საბაჟო დეპარტამენტი შესაბამისი მასალების (ოქმის, ცნობის, საბანკო დაწესებულების მიერ დამოწმებული საგადასახადო დავალების ასლების და ა.შ) საფუძველზე განიხილავს დარიცხული, სახელმწიფო ბიუჯეტში და საბაჟო დეპარტამენტის სახაზინო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების სისწორეს.
23. დამატებითი მატერიალური წახალისების ფონდის განაწილება ხდება საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ.
V. მუშაკთა მატერიალური სტიმლირების ფონდის ხარჯვის ზოგადი პრინციპები
24. საბაჟო სახელმწიო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, საბაჟო ორგანოების ხელმძღვანელებს, საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმღვანელობასთან შეთანხმებით. უფლება აქვთ ხელქვეით მუშაკებს შეუმცირონ გასაცემი წახალისების თანხა არა უმეტეს – 50%-სა.
25. ცალკეულ თანამშრომლებზე შემცირებული მატერიალური წახალისების თანხები გადანაწილდება შესაბამისი საბაჟო ორგანოების თანამშრომლებზე.
26. საბაჟო დეპარტამენტის სისტემის ახლად დანიშნული მუშაკისათვის წახალისების თანხების გაცემა წარმოებს მასზე დარიცხული ხელფასის პროპორციულად.
27. მატერიალური წახალისების თანხების დარიცხვა წყდება მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან.
28. საბაჟო სისტემის ყოველი მუშაკის მემკვიდრენი ინარჩუნებენ მათი კუთვნილი საპრემიო თანხების მიღების უფლებას.
29. საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას უფლება აქვს გარდაცვლილი მუშაკის ოჯახს გაუწიოს ერთდროული ან ყოველთვიური მატერიალური დახმარება კმაყოფაზე მყოფი შვილების სრულწლოვანების მიღწევამდე.
30. მუშაკის ერთი საბაჟო ორგანოდან მეორე საბაჟო ორგანოში გადასვლისას. პრემია გაიცემა ძველი სამუშაო ადგილიდან.
31. დეკრეტულ შვებულებაში მყოფ თანამშრომლებს დახმარება მიეცემათ დეკრეტულ შვებულებაში გასვლიდან 1,5 წლის განმავლობაში სტიმულირების ფონდიდან მათზე დასარიცხი თანხის 50%-ის ოდენობით.
32. შვებულებაში და საავადმყოფო ფურცელზე მყოფ მუშაკებზე სტიმულირების თანხები გაიცემა მათი თანამდებობრივი განაკვეთის პროპორციულად (სამსახურში დაბრუნების შემდეგ).
VI. გარდამავალი დებულებანი
33. საბაჟო დეპარტამენტის სტატიტიკისა და ფინანსური მონიტორინგის სამმართველო ცენტრალურ ბუღალტერიასთან ერთად პერიოდულად ამოწმებს საბაჟო ორგანოების მიერ მატერიალური სტიმულირების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ერთიანი ფონდის გამოყენების საკითხებს. რისთვისაც ადგილობრივი საბაჟო ორგანოებიდან ღებულობს შესაბამის ინფორმაციას დადგენილი წესით.
34. მოცემული დებულების გამოყენებასთან წამოჭრილი დავები განიხილება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.