წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
მიღების თარიღი 08.09.2020
ძალის დაკარგვა 10.08.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №63-98
სარეგისტრაციო კოდი 010190040.35.101.016774
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება 09.08.2012
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის
მოწესრიგების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №63-98
2020 წლის 8 სექტემერი
ქ. თბილისი
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის
მოწესრიგების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია სააგიტაციო მასალის გაკვრა საკულტო შენობა-ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე (დანართი №1), ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში. ქალაქის კულტურულ-ეკონომიკური ინტერესების, ცალკეული არქტიტექტურული ობიექტების იერსახისა და მათი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების დაცვის მიზნით სააგიტაციო მასალის გაკვრა აიკრძალოს ასევე თანდართულ რუკაზე (დანართი №2) მონიშნულ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე. ამასთან, რუკაზე მონიშნული ტერიტორიის გრაფიკულ გამოსახულებასა და ტექსტურ ნაწილს შორის წინააღმდეგობის არსებობისას უპირატესობა ენიჭება ტერიტორიის გრაფიკულ გამოსახულებას.
მუხლი 2🔗
აკრძალულია სააგიტაციო მასალის გაკვრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე.
მუხლი 3🔗
სააგიტაციო მასალები განთავსდეს დანართი N3-ით განსაზღვრულ ადგილებში. გარდა დანართი №3-ით განსაზღვრული ადგილებისა, სააგიტაციო მასალის გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლების გათვალისწინებით სააგიტაციო მასალის გაკვრა დასაშვებია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით.
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-38 დადგენილება.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე