„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №63-99 |
|
2020 წლის 8 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილების მე-3 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:
„6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია მოქმედი ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობაში ან მიწის ნაკვეთზე დაადგინოს მხოლოდ ზონალური პარკირების ადგილები შემდგომში მისი პარკირების ოპერატორის მიერ მოწყობის მიზნით. ამ შემთხვევაში აღნიშნულ შენობა-ნაგებობაზე ან მიწის ნაკვეთზე დადგენილ ზონალური პარკირების ადგილზე ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებულის წესის შესაბამისად დადგენილი პარკირების რეგულირების წესი (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტისა).
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებზე სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების დარღვევისათვის შესაბამისი ჯარიმა და საურავი გადაიხდება ბიუჯეტში.“.
2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის:
ა) მე-3 მუხლს 33 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 პუნქტი:
„34. ამ მუხლის 32 პუნქტით დადგენილი უფასო პარკირების უფლება არ ვრცელდება ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზონალური პარკირების ადგილზე.“;
ბ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება მესაკუთრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
გ) მე-7 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრე უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას და შესთავაზოს მის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე ან მიწის ნაკვეთზე მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად ზონალური პარკირების ადგილების მოწყობა, რომელზეც გავრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული წესი (გარდა წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტისა). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი. პარკირების ოპერატორსა და ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას ითანხმებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, რომელშიც, მათ შორის, გათვალისწინებული იქნება ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შესაბამისი საზღაური პარკირების საფასურიდან.
32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა განსაზღვრავს ზონალური პარკირების ადგილებს შესაბამის შენობა-ნაგებობაზე ან მიწის ნაკვეთზე.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.09.2020.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.09.2020. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №63-99. სარეგისტრაციო კოდი — 310060000.35.101.016773.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.09.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №63-99, 08.09.2020, სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.016773 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4988854/