„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.121.016407
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/09/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2020 წლის 9 სექტემბერი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის და 23-ე მუხლის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 20.11.2017 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016257) დამტკიცებულ დანართ №1-ში („ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დანართის მე-10 მუხლის მეოთხე პუნქტის ა) ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ა.ე) ქვეპუნქტი:

„ა.ე) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.“.

2. დანართის მე-11 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მერიის საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინირება; სახელმწიფო ინსტიტუციების მხარდაჭერისა და ცნობიერების ამაღლება გენდერულ საკითხებში; ღონისძიებების დაგეგმვა გენდერული თანასწორობის მდგომარეობის გაუმჯობესების და ხელშეწყობის მიზნით; დასახლების საერთო კრების ორგანიზება და ინფორმაციის გავრცელება დღის წესრიგის, მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ; სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის ბავშვის დაბადების და პირის გარდაცვალების შესახებ კონსოლიდირებული ვერსიის მიწოდება; წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამის შემუშავება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება; ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის დელეგირებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელება და შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინირებული მუშაობა; არასამათავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; მერიის საყოფაცხოვრებო საქონლით, საწვავ-საპოხი მასალით, საკანცელარიო და სხვა დანარჩენი აუცილებელი საქონლით მომარაგება.“

3. დანართის  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. დანართი მე-14 მუხლის მე-12 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ასრულებს კანონით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებებს.“.

5. დანართის მე- 14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების 85-ე მუხლის შესაბამისად, გასცემს ცნობას მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ოქტობრიდან.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი