,,ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №33 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №53
2009 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
,,ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №33 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №33 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, №22, მუხლი 287) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტისა და ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე:“.
2. დადგენილებას დაემატოს 11 და 12 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,11 . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა, სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ 2009 წლის 1 აპრილამდე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს წარუდგინონ იმ პირთა მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო, ადგილობრივი ან/და ავტონომიური ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული დაზღვევით.
12 . ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 1 აპრილამდე წარუდგინონ იმ პირთა მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), რომლებიც სარგებლობენ ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული დაზღვევით.“.
3. დადგენილებით დამტკიცებულ ,,ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ვ) დაზღვეული – ამ პროგრამის მოსარგებლე, რომლის სასარგებლოდ დამზღვევის მიერ გაფორმდა სადაზღვევო ხელშეკრულება და გადახდილია დამზღვევის წილი. ამ შემთხვევაში პროგრამის მოსარგებლე ავტომატურად ითვლება არამატერიალიზებული ფორმის სადაზღვევო ვაუჩერის მესაკუთრედ.“;
ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ პროგრამის მოსარგებლეები (შემდგომში – მოსარგებლე) არიან 3-დან 60 წლამდე საქართველოს მოქალაქეები და რეზიდენტები, გარდა სახელმწიფო, ადგილობრივი ან/და ავტონომიური ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით უკვე დაზღვეული მოქალაქეებისა, კერძოდ:
ა) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები;
ბ) სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაზღვეული კონტინგენტი;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაზღვეული კონტინგენტი;
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაზღვეული კონტინგენტი;
ვ) ქალაქ თბილისის მერიისა და სხვა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაზღვეული კონტინგენტი.“;
გ) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. სადაზღვევო შემთხვევების ეფექტიანი მართვისა და სამედიცინო დაწესებულებების ეფექტიანი ანაზღაურების მიზნით ამ პროგრამის მონაწილე მზღვევე-ლები სამინისტროსთან არსებულ სადაზღვევო ტექნი-კურ საბჭოსთან ერთად მიმდინარე წლის 20 აპრილამ-დე შეიმუშავებენ სამედიცინო მომსახურების მომწო-დებელთა კონტრაქტირებისათვის საჭირო ხელშეკრულებ(ებ)ის ფორმებს.“;
დ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სადაზღვევო კომპანიის ამ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად არის კომპანიის დასტური ამ პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების უპირობო შესრულებისათვის.“;
ე) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. პროგრამის მონაწილე მზღვეველები ვალდებულნი არიან 2009 წლის 1 აპრილიდან დადგენილი წესის მიხედვით სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია, კერძოდ:
ა) ყოველი კალენდარული თვის 10 (ათი) რიცხვამდე გასულ თვეში გაფორმებული „ბაზისური“ და დამატებითი სადაზღვევო ხელშეკრულებების შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა.ა) დაზღვეულთა შესახებ ინფორმაციას და მასში შეტანილ ცვლილებებს, დაზღვეულის სახელის, გვარის, დაბადების თარიღისა და პირადი ნომრის ჩვენებით. 15 წლამდე ასაკის პირისათვის, თუ მას არა აქვს მინიჭებული საქართველოს მოქალაქის ან რეზიდენტის პირადი ნომერი, უნდა წარედგინოს დაბადების მოწმობის ნომერი;
ა.ბ) ინფორმაციას დაზღვეულისათვის შეძენილი სადაზღვევო პოლისის („ბაზისური“ თუ დამატებითი), სადაზღვევო პოლისის ნომრისა და პრემიის მოცულობის შესახებ;
ა.გ) სადაზღვევო პერიოდის დაწყებისა და დასრულების ვადებს, აგრეთვე ხელშეკრულების გაფორმების თარიღს;
ა.დ) ეს ინფორმაცია სააგენტოს წარედგინება ქაღალდისა და ელექტრონული მატარებლებით, რომლებიც შეიცავენ იდენტურ მონაცემებს დაზღვეულთა შესახებ და მომზადებულია თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №4). ამ ინფორმაციის წარდგენის საბოლოო ვადაა 2009 წლის 1 აგვისტო;
ბ) ყოველი კალენდარული თვის 10 რიცხვამდე ინფორმაცია დაზღვეულების ზარალის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ბ.ა) დაზღვეულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი (თუ აქვს), სადაზღვევო პოლისის ნომერი;
ბ.ბ) რა სამედიცინო მომსახურება ჩაიტარა – დიაგნოზი, სად (მიმწოდებლის დასახელება, მისამართი), როდის (დაწყებისა და დამთავრების თარიღები);
ბ.გ) ზარალის რაოდენობა (ლარებით) – მოთხოვნილი თანხა, დაზუსტებული თანხა, უკვე გადახდილი თანხა;
ბ.დ) განაცხადები, რომლის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა დაზღვეულს;
გ) მზღვეველმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ვაუჩერის მეშვეობით დაზღვეული პორტფელის 12 თვის ტექნიკური რეზულტატი.“;
ვ) მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. სააგენტო ვალდებულია დაზღვეულთა შესახებ მზღვეველების მიერ ყოველთვიური ინფორმაციის წარდგენიდან არა უმეტეს 10 კალენდარულ დღეში შესაბამისი უწყებებიდან (დაწესებულებიდან) იმ დროისათვის მიღებული მონაცემების საფუძველზე გადაამოწმოს მიღებული ინფორმაცია და გამოავლინოს ის პირები, რომლებიც ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ვერ ჩაითვლებიან ამ პროგრამის მოსარგებლეებად, ან რომელთაც ორ ან მეტ კომპანიაში შეიძინეს ,,ბაზისური“ ან დამატებითი დაზღვევა.“;
ზ) მე-6 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. სააგენტო ვალდებულია:
ა) ერთი და იმავე პირის ორ ან რამდენიმე კომპანიაში აღმოჩენის (გამოვლენის) შემთხვევაში პროგრამით გათვალისწინებული სახელმწიფო დასაზღვევო წილი გადაუხადოს იმ სადაზღვევო კომპანიას, რომელმაც ყველაზე ადრე დააზღვია მოსარგებლე. ამ შემთხვევაში ის კომპანია, რომელმაც ყველაზე ადრე დააზღვია მოსარგებლე, აგრძელებს სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, და შესაბამისად, იღებს ამ პროგრამით გათვალისწინებულ სახელმწიფო დაფინანსებას, ხოლო დანარჩენი მზღვეველები ვალდებულნი არიან ცალმხრივად შეწყვიტონ სადაზღვევო ხელშეკრულება. ცალმხრივად შეწყვეტილი სადაზღვევო ხელშეკრულების შემთხვევაში დამზღვევის მიერ გადახდილი პრემია უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება;
ბ) გამოვლენილი შემთხვევების შესახებ წერილობით აცნობოს შესაბამის სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც სააგენტოს შეტყობინების საფუძველზე:
ბ.ა) ცალმხრივად წყვეტენ სადაზღვევო ხელშეკრულებას, თუ გამოვლენილი პირი ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არ ითვლება ამ პროგრამის მოსარგებლედ და ამ შემთხვევაში დამზღვევის მიერ გადახდილი პრემია უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება;
ბ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ პირი რამდენიმე კომპანიაში აღმოჩნდა დაზღვეული ერთსა და იმავე დღეს, სააგენტოს შეტყობინების მიღებიდან 20 დღის განმავლობაში დაინტერესებული კომპანიები გადაწყვეტილებას იღებენ ურთიერთშეთანხმებით. ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს დამზღვევი. მზღვეველი, რომელიც აგრძელებს სადაზღვევო ვალდებულების შესრულებას, ამ მუხლით დადგენილ ვადაში სააგენტოს უგზავნის დაინტერესებული კომპანიების ურთიერთშეთანხმების ოქმს და მხოლოდ ამ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ წარმოექმნება ამ დაზღვეულისათვის სახელმწიფო დაფინანსების წილის მოთხოვნის უფლება, ხოლო დანარჩენი მზღვეველები ვალდებულნი არიან ცალმხრივად შეწყვიტონ სადაზღვევო ხელშეკრულება. ცალმხრივად შეწყვეტილი სადაზღვევო ხელშეკრულების შემთხვევაში დამზღვევის მიერ გადახდილი პრემია უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.“;
თ) მე-6 მუხლის მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ი) მე-6 მუხლს დაემატოს მე-14 და მე-15 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,14. სააგენტოს მიერ ამ პროგრამის ფარგლებში დაზღვეული პირებისათვის სადაზღვევო პრემიის სადაზღვევო კომპანიებისათვის სახელმწიფო წილის განაღდება არ წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვას.
15. ამ პროგრამით განსაზღვრული დებულებები და სადაზღვევო კომპანიის მიერ წერილობითი დადასტურება პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის პროგრამით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულებისათვის და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან დამატებითი ხელშეკრულების გაფორმებისაგან (მათ შორის, სადაზღვევო პრემიის სახელმწიფო წილის გადახდის მიზნით).“;
კ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სადაზღვევო პრემია შედგება სახელმწიფოს წილისა (სადაზღვევო ვაუჩერის ღირებულება) და დამზღვევის წილისაგან.“;
ლ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სახელმწიფოს წილი როგორც ,,ბაზისურ“, ისე დამატებით სადაზღვევო პროდუქტის წლიურ პრემიაში არის 40.20 ლარი (სადაზღვევო ვაუჩერის ღირებულება), რომელიც ექვემდებარება კორექტირებას 2009 წლის 30 ივნისის შემდეგ, მაგრამ ეს წილი არ გადაიხდება, თუ დაზღვევის გაფორმების მომენტში წლიური პრემია ერთი დაზღვეულისათვის აღემატება 180 ლარს.“;
მ) მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. სააგენტო სადაზღვევო პერიოდის შესაბამის სადაზღვევო პრემიის სახელმწიფოს წილს იხდის ყოველთვიურად, თვის 20 რიცხვამდე. მზღვეველის მიერ ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, არ გადარიცხოს სადაზღვევო პრემიის სახელმწიფო წილი.“;
ნ) მე-7 მუხლს დაემატოს 81 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,81 . მზღვეველის მიერ ინფორმაციის დაგვიანებით წარდგენა არ ათავისუფლებს სააგენტოს სადაზღვევო პრემიის სახელმწიფო წილის გადახდის ვალდებულებისაგან.“;
ო) მე-7 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში მისი წლიური სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება გრძელდება.“.
4. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული №4 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური