„საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების „ნებართვის“ წარმოებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 12.10.1999
გამომცემი ორგანო ტრანსპორტის სამინისტრო
ნომერი №78
სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.889
გამოქვეყნების წყარო სსმ, 53(60), 21/10/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,155 სიტყვა · ~11 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
GEO საქართველო ტრანსპორტის სამინისტრო საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი GEORGIA MINISTRY OF TRANSPORT THE  DEPARTMENT OF ROAD  TRANSPORT
000000 ნებართვა გამგზავრებაზე Journey Authorisation
საქართველოსა და           ___________   Between the GEO and      ___________ ტრანზიტით საქართველოს ტერიტორიაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების „ნებართვის“ წარმოებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 1.0in 35.45pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი      180.012.003.889 საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის ბრძანება №78 1999 წლის 12 ოქტომბერი ქ. თბილისი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების „ნებართვის“ წარმოებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის და სამთავრობათაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სახელმწიფოებრივი რეგულირების უზრუნველყოფის მიზნით: 1. დამტკიცდეს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების „ნებართვის“ წარმოებისა და გამოყენების თანდართული წესი. 2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი     ვ. ლომაძე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების „ნებართვა“               წარმოებისა და გამოყენების წესი     მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო 1. მოცემული წესი გამოიყენება უცხოელ გადამზიდავებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე (ან ტრანზიტულად) ახორციელებენ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებს. 2. მოცემული წესი განსაზღვრავს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების შესრულების საერთო პირობებს განებართვიანების სისტემის შესაბამისად, რომელთა დაცვა სავალდებულოა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყველა მფლობელთათვის.     მუხლი 2🔗. განმარტებები 1. წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: ა) „საავტომობილო ტრანსპორტი“ – ტრანსპორტის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს საავტომობილო ტრანსპორტირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას; ბ) „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – გზაზე ძალის მეშვეობით გადაადგილებადი, მძღოლის (ოპერატორის) მიერ მართვადი ურელსოდ მოძრაობისათვის განკუთვნილი თვლებიანი მექანიზმი; გ) „ნებართვა“ – ნიშნავს დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე დარეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას შევიდეს, დატოვოს ან იმოძრაოს ტრანზიტით მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე; დ) „კვოტა“ – ნიშნავს იმ ნებართვების რაოდენობას, რომელიც აძლევს უფლებას მფლობელს განახორციელოს მონაწილე მხარეებს შორის ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა ნებისმიერი გადასახადისა და მოსაკრებლის გარეშე; ე) „ტრანზიტი“ – ნიშნავს ტვირთის გადაზიდვასა (დატვირთვის ან გადმოტვირთვის გარეშე) და მგზავრების გადაყვანას (ჩასხდომისა და გადმოსხდომის გარეშე) ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე დაფუძნებული გადამზიდავის მიერ, მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიის გავლით, მესამე ქვეყანაში ან ქვეყნიდან; ვ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები – ნიშნავს ნებისმიერ საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებს, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალება კვეთს საზღვარს ორ (ან მეტ) სახელმწიფოს შორის; ზ) „საშიში (საფრთხეშემცველი) ტვირთები“ – ტვირთები, რომლებიც ითვლება საშიშად, თანახმად კონვენციის დებულებისა (ევროპული შეთანხმება საფრთხეშემცველი ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ, რომელიც მიღებულია 1957 წლის 30 სექტემბერს           (ქ. ჟენევაში); თ) მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალების გზაზე გადაადგილების მართვას დადგენილი წესით; ი) „მარშრუტი“ – განსაზღვრული პუნქტებს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დადგენილი მიმართულება; კ) „გადამზიდავი“ – ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, დაფუძნებულს ერთ-ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, რომელსაც აქვს უფლება განახორციელოს საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები, ამ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად; ლ) „საავტომობილო გადაზიდვა“ – ნიშნავს გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის (მგზავრის) გადატანას (გადაყვანას); მ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან განმკარგავი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ნ) სპეციალური ნებართვა – ნიშნავს ერთჯერად დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს ერთი მონაწილე მხარის სატრანსპორტო საშუალებას შევიდეს, დატოვოს ან იმოძრაოს ტრანზიტით მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, თუ ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მთლიანი წონა, გაბარიტები, ღერძზე დატვირთვა აღემატება დადგენილ ნორმებს ან ხდება საშიში ტვირთების გადაზიდვა.     მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი შემადგენლობის შემოსვლასა და ტრანზიტით გატარებაზე განებართვიანების სისტემა განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოსა და სხვა უცხო ქვეყნებს შორის დადებული სამთავრობათაშორისო შეთანხმებით „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ და გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სახელმწიფოებრივი რეგულირების უზრუნველყოფის მიზნით. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყანაში შესვლაზე, ტრანზიტით გატარებაზე და ქვეყნიდან გასვლის უფლებას იძლევა სპეციალური დოკუმენტი - „ნებართვა“ (დანართი №1). 3. კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც განსაზღვრავს პარიტეტულ გაცვლას „ნებართვის“ ბლანკებისა შეთანხმებული და ოქმის ხელის მომწერი საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებს შორის, წარმოადგენს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი. 4. „ნებართვის“ ბლანკების ურთიერთშეთანხმებული რაოდენობის გაცვლა ხორციელდება მხარეების აღმასრულებელი ორგანოების მიერ. 5. აკრძალულია კვოტის ზემოთ შემოსული, საქართველოს ტერიტორიიდან უკუმიმართულებით, უცხო ქვეყნის ავტომობილის დატვირთვა, სპეციალური ნებართვის გარეშე. 6. „ნებართვა“ აძლევს უფლებას გადამზიდავს, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, შეუფერხებლად შევიდეს და იმოძრაოს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე როგორც ორმხრივი, ასევე ტრანზიტით მიმოსვლისას. 7. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, გასვლა, ყოფნა და ტრანზიტით მოძრაობა უცხო ქვეყნის საავტომობილო გადამზიდავების მძღოლების, ტვირთის გამცილებლების ან მიმავალი როგორც მგზავრების, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. „ნებართვების“ გაცემა 1. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისათვის გადამზიდავებზე ნებართვების გაცემისა და გაფორმების საერთო ხელძღვანელობას ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი. 2. კვოტების ფარგლებში უცხოეთიდან მიღებულ „ნებართვებს“ ქართველ გადამზიდავებზე გასცემს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ უფლებამოსილი ორგანიზაცია – შპს „საქინტერავტოსერვისი“. 3. კვოტების ზემოთ საქართველოში შემოსული ან ტრანზიტად მიმავალი უცხოელი გადამზიდავები „ნებართვებს“ იღებენ სასაზღვრო საავტომობილო გადასასვლელებში კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დადგენილ ფასებში, ეს „ნებართვა“ არ აძლევს უფლებას უცხოელ გადამზიდავს საქართველოდან უკუმიმართულებით ტვირთის წასაღებად და არ ათავისუფლებს მას კანონით დადგენილი სხვა გადასახადებისაგან. 4. გადამზიდავზე ასეთი უცხოური „ნებართვის“ გაცემა განხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა ავტოსატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს მასზე წაყენებულ მოთხოვნებს, ამასთანავე, გადამზიდავს აქვს ყველა ის საგზაო დოკუმენტი, რომელიც საჭიროა ნებართვის გაცემისათვის, კერძოდ: ა) განცხადება; ბ) შესაბამისობის სერტიფიკატი; გ) ავტომობილის ტექნიკური პასპორტი; დ) მძღოლის მართვის მოწმობა. 5. „ნებართვის“ გამცემი ორგანო არა უგვიანეს ორი დღისა იღებს გადაწყვეტილებას "ნებართვის" გაცემასა ან უარის თქმაზე, რის შესახებაც უნდა ეცნობოს გადამზიდავს. 6. უარი „ნებართვის“ გაცემაზე გადამზიდავს წარედგინება იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) წარმოდგენილ დოკუმენტებში შეტანილია არასწორი მონაცემები; ბ) განმცხადებელს სატრანსპორტო ოპერაციების შესრულებისას ჩადენილი აქვს დარღვევები (დარღვევები საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისას და სხვა). 7. „ნებართვის“ მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში გადამზიდავს უფლება აქვს გაასაჩივროს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილ წესით. 8. „ნებართვა“ ძალაშია მხოლოდ ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და მხოლოდ იმ გადამზიდავისათვის (მძღოლისათვის), ვისზედაც გაცემული იქნა იგი სათანადოდ და არ ექვემდებარება გადაცემას. 9. „ნებართვა“, რომელიც გაიცემა გადამზიდავზე, ერთჯერადია და მოქმედებს მხოლოდ ერთი რეისის შესრულებაზე და იმ წლის განმავლობაში, რომელიც აღნიშნულია მასში. 10. თუ აღმოჩნდა, რომ უცხოელ გადამზიდავს გასვლისას დაკარგული აქვს „ნებართვა“, რომელიც მან მიიღო საქართველოში შემოსვლისას, დგება სათანადო ოქმი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 11. ავტოსატრანსპორტო საშუალებით მძიმეწონიანი, არაგაბარიტული და საშიში ტვირთების გადაზიდვისას, გადამზიდავს „ნებართვის“ გარდა ეძლევა „სპეციალური ნებართვა“, რომელსაც გასცემენ შესაბამისი ორგანოები.     მუხლი 5🔗. გადაზიდვები, რომელთა შესრულებისას ავტოტრანსპორტი არ საჭიროებს „ნებართვას“ გადაზიდვები, რომელთა შესრულებისას ავტოტრანსპორტი არ საჭიროებს „ნებართვას“: ა) გარდაცვლილთა გადასვენება სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებებით; ბ) თეატრალური წარმოდგენისათვის დეკორაციების გადაზიდვა; გ) იმ ტვირთის, აღჭურვილობისა და ცხოველების გადაყვანა, რომლებიც საჭიროა მუსიკალური და კინო შოუებისათვის, საცირკო და ფოლკლორული წარმოდგენებისათვის, სპორტული ასპარეზობისათვის, ტელე -, და რადიოპროგრამების ჩასაწერად; დ) ცხოველთა გადაყვანა (გარდა სასაკლაოზე მათი გადაყვანისა); ე) ხელოვნების ნიმუშების გადატანა; ვ) დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვა; ზ) საფოსტო გადაზიდვები; თ) აეროპორტიდან და აეროპორტებში ბარგის შემთხვევითი გადაზიდვები ფრენის მარშრუტის შეცვლის შედეგად; კ) დამხმარე მასალების გადაზიდვა სტიქიური უბედურების დროს; ლ) ბაზრობებისა და გამოფენებისათვის მასალების გადაზიდვა; მ) სხვა შემთხვევები, რომლებიც განსაზღვრულია სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე.     მუხლი 6🔗. „ნებართვების“ ბლანკების დამზადება, აღრიცხვა და გამოყენება 1. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესრულებაზე „ნებართვის“ ბლანკები მზადდება სტამბური წესით, გააჩნია რიგითი ნომერი და ძალაშია საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტმენტის ბეჭდით დამოწმების და რეგისტრაციაში გატარების შემდეგ. საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, „ნებართვის“ ბლანკი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: 2.„ნებართვის“ ბლანკის წინა მხარეს: ა) იმ სახელმწიფოს დასახელება, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს გაცემული „ნებართვა“; ბ) „ნებართვის“ ბლანკის ნომერი, ნებადართული გასვლის რაოდენობა; გ) გადამზიდავის დასახელება და მისი სრული მისამართი; დ) „ნებართვის“ ბლანკის გაცემის ადგილი და თარიღი; ე) იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერა და ბეჭედი, რომელიც გასცემს „ნებართვის“ ბლანკს; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მარშრუტი; ზ) საზღვარზე გასვლის პუნქტი; თ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დასახელება, მისი სახელმწიფო ნომერი და მოდელი. „ნებართვის“ ბლანკის უკანა მხარეს: ა) მინაწერი მასზე, რომ „ნებართვა“ უნდა იმყოფებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და წარედგინოს მოთხოვნილებისამებრ იმ პირთ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ შემოწმება. იგი მოქმედია მხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვებზე და არ იძლევა უფლებას შიდა გადაზიდვების შესრულებაზე. აკრძალულია „ნებართვის“ მესამე პირზე გადაცემა. გადამზიდავი ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების ნორმები და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. 3. „ნებართვა“, რომელშიც არ არის შევსებული რეკვიზიტები და არ გააჩნია კომპეტენტური ორგანოს ბეჭედი და ხელმოწერა, არ არის მოქმედი. 4. „ნებართვის“ ბლანკების შენახვა,  აღრიცხვა და რეგისტრაცია  წარმოებს კანონით დადგენილი წესით. 5. საქართველოს სასაზღვრო საავტომობილო გადასასვლელებზე „ნებართვების“ გაცემის შესახებ თვეში ერთხელ ანგარიში წარედგინება საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ უფლებამოსილ ორგანიზაციას – შპს „საქინტერავტოსერვისს“. 6. საოქმო შეთანხმებებისას, რომელიც შეეხება საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებს შორის „საერთაშორისო საავტომობილო გადზიდვებზე“ განებართვიანების სისტემის შექმნას, „ნებართვის“ ბლანკი შეიძლება იყოს რამდენადმე სახეშეცვლილი. 7.„ნებართვის“ ბლანკის რეკვიზიტების შესავსებად სამუშაო ენად განისაზღვრება თითოეული მხარის სახელმწიფო ენა.     მუხლი 7🔗. „ნებართვის“ ბლანკის შევსება 1. გრაფაში „საქართველო და ...“ იწერება ქვეყანა, სადაც რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება. 2. თუ გადაზიდვა ხორციელდება საქართველოში ან საქართველოდან, გრაფაში „ტრანზიტით საქართველოს ტერიტორიაზე“ გადაიშლება. 3. თუ გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, გრაფას „ტრანზიტით საქართველოს ტერიტორიაზე“ ქვეშ ხაზი გაესმება. 4. გრაფაში „1. გადამზიდავის დასახელება და სრული მისამართი“ –იწერება ქვეყანა, სადაც რეგისტრირებულია გადამზიდავი, მისი დასახელება და სრული მისამართი. 5. გრაფაში „2. მოქმედების ვადა“ – იწერება საქართველოში ავტოტრანსპორტის ყოფნის ვადა დღეებში, რომელიც განისაზღვრება დანიშნულების ადგილამდე მისვლის, დაცლისა და უკან დაბრუნების ვადის გათვალისწინებით. 6. გრაფაში „3. დამატებითი შეზღუდვები“  – იწერება ის შეზღუდვები, რომლებიც შეიძლება მოქმედებდნენ მარშრუტზე (რომელიმე დასახლებულ პუნქტში შესვლის აკრძალვა და სხვა). ასევე თუ „ნებართვა“ გაცემულია საქართველოს ტერიტორიაზე, იწერება „საქართველოს ტერტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე“. 7. გრაფაში „4. დამატებითი ცნობები საჭიროების შეითხვევაში“ – იწერება დატვირთვის და განტვირთვის პუქტი, ხოლო გრაფაში „გადაზიდვები ხორციელდება საერთაშორისო საავტომობილო მიმოსავლისათვის განკუთვნილ გზებზე“ – მოძრაობის მარშრუტი. 8. გრაფაში „5“ – იწერება ავტომობილის მარკა, მოდელი და სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი. 9. გრაფაში „6“ – იწერება „ნებართვის“ გაფორმებისა და გაცემის ადგილი, თარიღი, პასუხისმგებელი პირის გვარი, სახელი და ხელმოწერა.     მუხლი 8🔗. „ნებართვის“ შემოწმება, პასუხისმგებლობა 1. საქართველოში შემოსულ უცხოელ გადამზიდავს საქართველლოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ უფლებამოსილი შპს „საქინტერავტოსერვისი“; ა) უმოწმებს, აქვს თუ არა მას საქართველოში შემოსვლის „ნებართვა“, რომელიც მიიღო მან თავისი ქვეყნის კომპეტენტური ორანოსაგან და რომელსაც „ნებართვები“ კვოტების ფარგლებში გადასცა საქართველოს კომპეტენტურმა ორგანომ; ბ) უმოწმებს „ნებართვების“ შევსებს სისწორეს და აუცილებლობის შემთხვევაში მოუწესრიგებს „ნებართვას“ (შეავსებს შეუვსებელ გრაფებს) და უფორმებს მოძრაობის მარშრუტს; გ) იმ შემთხვევაში, თუ გადამზიდავს არ აქვს „ნებართვა“ და ავტოსატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს შემოსვლის პირობებს, სთავაზობს მას მომსახურებას „ნებართვის“ გაფორმებასა და გაცემაზე. თანხმობის შემთხვევაში აფორმებს „ნებართვას“ და აწარმოებს რეგისტრაციას. ამასთან ინფორმაციას უკეთებს გადამზიდავს იმის თაობაზე, რომ შემდგომში „ნებართა“ მან უნდა მიიღოს თავის ქვეყანაში არსებული წესის შესაბამისად. 2. საქართველოს ტერიტორიიდან გასვლისას საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ უფლებამოსილ შპს „საქინტერავტოსერვისი“: ა) უმოწმებს „ნებართვას“,  რომელიც უნდა ჰქონოდა მას საქართველოში შემოსვლისას, „ნებართვის“ სისწორეს, შევსების სისწორეს და მოქმედების ვადებს; ბ) „ნებართვის“ უქონლობის შემთხვევაში მოქმედებს ამ წესების მე-8 მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად. 3. საქართველოდან გასვლისას „ნებართვები“ იხურება და მოწმდება საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ უფლებამოსილი ორგანიზაციის შ.პ.ს. „საქინტერავტოსერვისის“ მიერ, ამასთან „ნებართვა“ რჩება გადამზიდავს. თუ გადამზიდავს აღმოაჩნდა არადადგენილი ფორმის „ნებართვა“, იგი ჩამოერთმევა და დგება აქტი შემდგომი რეგისტრირებისათვის. GEO საქართველო ტრანსპორტის სამინისტრო საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი GEORGIA MINISTRY OF TRANSPORT THE  DEPARTMENT OF ROAD  TRANSPORT 000000 ნებართვა გამგზავრებაზე Journey Authorisation 199           საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების საერთაშორისო           გადაზიდვების ნებართვა, რომლებიც ხორციელდება           ცალკეული სატრანსპორტო საშუალებებით ან           სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობით           Authorisation for the international carriage of goods by           means of a single vehicle or a combination of vehicles მოქმედია ერთ რეისზე                                       valid for journey საქართველოსა და           ___________ Between the GEO and      ___________ ტრანზიტით საქართველოს ტერიტორიაზე By transit through the GEO 1. გადამზიდავის დასახელება და სრული მისამართი Name and full addres of the carrier 2. მოქმედების ვადა                            დან                                                მდე Validity                                                from                                                to 3. დამატებითი შეზღუდვები Restrictions, if any 4. დამატებითი ცნობები, საჭიროების შემთხვევაში Additional information, if reguested გადაზიდვები ხორციელდება საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლისათვის განკუთვნილ გზებზე Transport is effected by roads designated for international road traffie 5. ავტომობილის სარეგისტრაციო ნომერი Registration No of the carrier 6. ნებართვის გაცემის ადგილი და თარიღი. გამცემი ორგანოს მისამართი, ხელმოწერა და ბეჭედი Place, date of issue, signature and stamp of the issuing საერთო მიწერილობები გაცემული ნებართვა  თან უნდა ახლდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და იგი წარედგინება კონტროლის უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებს, მათი მოთხოვნის საფუძველზე. იგი მოქმედია მხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვებისათვის და არ იძლევა უფლებას შიდასახელმწიფოებრივი გადაზიდვების განსახორციელებლად. არ შეიძლება ნებართვის გადაცემა მესამე პირზე. გადამზიდავი ვალდებულია დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონები. წესები და ადმინისტრაციული მოწერილობანი, რომლებიც ეხება საავტომობილო ტრანსპორტს და საგზაო მოძრაობას. General Conditions This autorisation must be carried on the vehicle and be produced at the reguest of any autorised inspecting officer. It authorises only the international carriage of goods. It is not valid for national transport. It is not transferable. The carrier is reguired to comply within the territory of GEORGIA with laws, regulations and administrative provisions of the State, and in pariticular with those concerning road transport and traffic. გასვლისას Outwards შემოსვლისას Return საბაჟო ორგანოს ბეჭედი და შესაძლო შენიშვნები Customs office stamp (s) and possible annotations გადასატანი ტვირთის დასახელება Nature of goods გადასატანი ტვირთის წონა Weight of goods carried დატვირთვის პუნქტი Place of loading განტვირთვის პუნქტი Place of unloading