„საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება მოქმედი სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 20.10.1999
გამომცემი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №154/1999
სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.901
გამოქვეყნების წყარო სსმ, 55(62), 23/10/1999
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.10.1999 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 52.05pt 49.65pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.901
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება N 154/1999
1999 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს საუბნო საარჩევნო კომისიის საქიანობის შესახებ შემდეგ ინსტრუქცია.
2. საარჩევნო ბიულეტენზე ჰოლოგრამის გამოყენების წესი განისაზღვროს ცალკე ინსტრუქციით.
ჯ. ლომინაძე
დანართი
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ
I. ამომრჩეველთა სია და მისი შედგენის წესი
1. არჩევნებში მონაწილეობის უფლება:
ა) ამომრჩეველი შეიძლება იყოს საქართველოს ყოველი მოქალაქე, რომელსაც აქვს საარჩევნო უფლება;
ბ) საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან (ე.ი. მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღისათვის უსრულდება 18 წელი).
2. ამომრჩეველთა სია და შედგენის წესი:
ა) ამომრჩეველთა სია თითოეული უბნის მიხედვით დგება ორ ცალად სიას ყველა გვერდზე ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი;
ბ) ამომრჩეველი შეიტანება ამომრჩეველთა მხოლოდ ერთ სიაში. სიაში შეაქვთ ამომრჩეველთა სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (წელი) და მისამართი (1981 წელს დაბადებულ პირს აუცილებლად უნდა მიეთითოს დაბადების თვე და რიცხვი);
გ) ამომრჩეველთა სიაში შეაქვთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც სიის შედგენის მომენტისათვის რეგისტრირებულია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე;
დ) თუ ამომორჩეველთა სიების შედგენის დამთავრების შემდეგ ამომრჩეველი ერთზე მეტ საარჩევნო სიაში აღმოჩნდება, შესაბამისმა საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა გამოარკვიონ პირის რეგისტრაციის ადგილი და დატოვონ იგი ერთ სიაში. თუ ასეთი ამომრჩეველის ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა შეუძლებელი გახდა, პირი ამოიღება ყველა სიიდან, რის შესახებაც მას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.
3. სიაში ამომრჩევლის დამატებით შეტანა:
ა) არჩევნების დღეს ამომრჩეველი დამატებით სიაში შეაქვთ, თუ ის გამორჩენილია ამომრჩეველთა სიაში და წარადგენს მოცემული უბნის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელ მოწმობას ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ გაცემულ ცნობას სურათიან პირადობის მოწმობასთან ერთად:
ბ) ამომრჩეველთა დამატებით სიაში შეაქვთ კომისიის წევრები, რომლებიც დანიშნულნი არიან იმავე ოლქის სხვა საუბნო საარჩევნო კომისიაში და ისინი ხმას აძლევენ ხმის მიცემის მოწმობის საფუძველზე, როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ არჩევნებში. თუ პირი დანიშნულია სხვა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად, იგი მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში ხმის მიცემის მოწმობის საფუძველზე;
გ) დამატებით სიაში შეაქვთ ამომრჩეველი, რომელიც არჩევნების დღეს არ იქნება თავის უბანში. მას ხმის მიცემის უფლების მოწმობა მიეცემა ძველი ადგილსამყოფელის მიხედვით მისივე თხოვნით და პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის საფუძველზე, რის შემდეგაც მას ამოიღებენ ამომრჩეველთა სიიდან. მოწმობის მიღებას ამომრჩეველი სიაში ხელმოწერით ადასტურებს და მონაწილეობას არ იღებს სხვა ერთმანდატიან ოლქში წარდგენილი კანდიდატების არჩევნებში;
დ) თუ ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზთა გამო შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, მისი თხოვნით, რომელიც არჩევნების წინა დღის 18 საათამდე უნდა ეცნობოს საუბნო საარჩევნო კომისიას, ამ უკანასკნელმა უნდა გაატაროს იგი განცხადებათა ჟურნალში. კომისიის თავჯდომარე წევრებს ავალებს კენჭისყრის მოწყობას ამომრჩეველთა ყოფნის ადგილას ამომრჩეველთა სიის დანართის საფუძველზე, რის შესახებაც ამომრჩეველთა სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა. ამ შემთხვევაში კენჭისყრის ჩატარებაში მონაწილეობას იღებს კომისიის სულ ცოტა ორი წევრი; ამ პროცესს შეიძლება დაესწრონ საარჩევნო უბანში დასწრების უფლების მქონე პირებიც. კენჭისყრის ამგვარად ჩასატარებლად გამოიყენება ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთი. ასეთივე წესით ეწყობა კენჭისყრა იმ შემთხვევაშიც, როცა ამომრჩეველი თავისუფლების აღკვეთის ადგილას იმყოფება სასამართლოს განაჩენის გარეშე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ამ დაწესებულებებში არჩევნების შეუფერხებელ ჩატარებას.
4. ნაოსნობაში მყოფი მეზღვაურები ხმას აძლევენ ქ. თბილისის N 3 საბურთალოს საარჩევნო ოლქში. შესაბამის საარჩევნო უბანს განსაზღვრავს საოლქო საარჩევნო კომისია. ხმის მიცემა ხდება მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით. გემის კაპიტნები მონაცემებსა და სიას გადასცემენ N 3 საბურთალოს საარჩევნო ოლქს არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა.
5. მოქალაქე ამომრჩეველთა სიაში არ შეიტანება, თუ იგი:
ა) არ არის რეგისტრირებული კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ;
გ) სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში;
დ) არჩევნების დღისათვის საზღვარგარეთ ცხოვრობს მუდმივად ან დროებით და არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე.
6. სამხედრო მოსამსახურეთა სიაში შეტანის წესი:
ა) ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები არჩევნებში მონაწილეობას იღებენ შესაბამისი სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილის მიხედვით;
ბ) ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები შეიძლება შეტანილ იქნენ იმ ოლქში შექმნილი შესაბამამისი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში, რომლის ტერიტორიიაზედაც არის დისლოცირებული სამხედრო ნაწილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს იწვევს ამ უბნის ამომრჩეველთა კანონით დადგენილი რიცხოვნობის ზრდას, ან სამხედრო ნაწილი საარჩევნო უბნიდან მოშორებითაა განლაგებული. გადაწყვეტილებას საარჩევნო უბნის შექმნის შესახებ იღებს საოლქო კომისია;
გ) სამხედრო ნაწილის მეთაური ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა სიას შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს არაუგვიანეს ამა წლის 28 ოქტომბრისა;
დ) არჩევნების დღეს განსაკუთრებული დაცვის ობიექტზე მყოფი დაცვის მუშაკი ხმას აძლევს იმ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესით, რომლის ტერიტორიაზედაც არის განთავსებული ეს ობიექტი;
ე) სამხედრო მოსამსახურეები არჩევნებში მონაწილეობენ როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით.
II. საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე და ხმის მისაცემ შენობაში დასწრების უფლების მქონე პირები
1. საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომებზე და ხმის მისაცემ შენობაში ყუთის დალუქვიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე დასწრების უფლება აქვთ:
ა) საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარესა და მის წევრებს, შესაბამისი საოლქო ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს;
ბ) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისა და საარჩევნო ბლოკის რწმუნებულს შესაბამის საარჩევნო ოლქში;
გ) პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილ პირს შესაბამის საარჩევნო ოლქში;
დ) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმ რეგისტრირებული პარტიის თითო მეთვალყურეს, რომელსაც შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში არ დაუნიშნავს კომისიის წევრი;
ე) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული საზოგადოებრივი გაერთიანებების თითო წარმომადგენელს;
ვ) პრესის, ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლებს, რომლებმაც გაიარეს აკრედიტაცია დადგენილი წესით;
ზ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ მეთვალყურეებს სხვა სახელმწიფოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან;
თ) პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატების თითო მეთვალყურეს შესაბამის საარჩევნო ოლქში;
ი) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების თითო მეთვალყურეს.
2. პარტის (ბლოკის) მეთვალყურეს ნიშნავს პარტიის (ბლოკის) რწმუნებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ან პარტიის (ბლოკის) რწმნებული შესაბამის საარჩევნო ოლქში. იმ შემთხვევაში, თუ მეთვალყურე დანიშნა როგორც პარტიის (ბლოკის) რწმუნებულმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ისე რწმუნებულმა შესაბამის ოლქში, - დანიშნულად ითვლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიის (ბლოკის) რწმუნებულის მიერ დანიშნული მეთვალყურე.
3. პარტიის (ბლოკის) მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის მიერ მეთვალყურის დანიშვნა ხდება ამ დადგენილების II თავის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ დანიშნული მეთვალყურის დანიშვნა დამოწმებული უნდა იქნეს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ.
5. იმ შემთხვევაში, თუ პარტიის მიერ მეთვალყურის დანიშვნა განხორციელებული არის პარტიის ტიტულოვან ბლანკზე, საჭირო აღარ არის მასზე პარტიის ბეჭდის არსებობა.
6. ბლოკის მიერ მეთვალყურის დანიშვნა განხრციელდეს ბლოკის წესდებით დადგენილი იმ წესით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება სხვა საარჩევნო დოკუმენტაციის წარმოება.
7. მეთვალყურეთა დანიშვნა და მათთან დაკავშირებული ყველა ცვლილება განხორციელდეს 1999 წლის 29 ოქტომბრის 18 საათამდე, დანიშვნის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს მეთვალყურის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, თარიღი და დამნიშნავი პირის ხელმოწერა.
III. ხმის მიცემის საიდუმლოების უზრუნველყოფა
საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი და ხმის მისაცემ შენობაში დასწრების უფლების მქონე პირები პასუხისმგებელნი არიან ხმის მიცემის საიდუმლოების უზრუნველყოფაზე დროის ნებისმიერ მონაკვეთში. დაუშვებელია კონტროლი ამომრჩეველთა ნების გამოვლინებისადმი და ხმის ღიად მიცემა.
IV. ხმის მისაცემი შენობის მოწყობა
1. ხმის მიცემა ხდება სპეციალურად გამოყოფილ შენობაში, რომელიც არაა მხოლოდ ერთი პარტიის (საარჩევნო ბლოკის) სარგებლობაში. შენობაში უნდა იყოს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილი ოთახები ან კაბინები. კენჭისყრის შენობასა და ოთახში (კაბინაში) გამოკრული უნდა იყოს ოლქში წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატთა სიები და პარტიული სიები, აგრეთვე ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა შეივსოს საარჩევნო ბიულეტენი. თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი პარტია (საარჩევნო ბლოკი) ან პარლამენტის წევრობის კანდიდატი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, სათანადო განცხადება თავლსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას როგორც შენობაში, ასევე მისაცემ ოთახში (კაბინაში).
2. კენჭისყრის ოთახებში (კაბინებში) უნდა იყოს კალმები.
3. ხმის მისაცემ შენობაში მაგიდები (ამომრჩეველთა სიებით) და საარჩევნო ყუთები ისე უნდა დაიდგას. რომ ამომრჩეველთა სიაში სათანადო აღნიშვნისა და ბიულეტენის მიღების შემდეგ ამომრჩეველი შედიოდეს ხმის მიცემის ოთახში (კაბინაში), ხოლო ოთახიდან (კაბინიდან) გამოსვლისას მივიდეს ყუთთან და მასში ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ დატოვოს ხმის მიცემის შენობა.
V. წესრიგის დაცვა ხმის მისაცემ შენობაში
ხმის მიცემის დღეს ხმის მისაცემ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. იგი ახორციელებს სრულ ადამინისტრაციულ ფუნქციებს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება ყველასთვის სავალდებულოა. ხმის მისაცემ შენობაში დაუშვებელია შეიარაღებულ პირთა შესვლა. პოლიციის თანამშრომელი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს, კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ზეპირი თანხმობით. ამომარჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ კენჭისყრისათვის საჭირო დროის განმავლობაში.
VI. ხმის მიცემის შენობის გაღება და ხმის მიცემის დაწყება
1. ხმის მიცემის შენობა უნდა გაიღოს და ხმის მიცემა დაიწყოს ზუსტად 07 საათზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ხმის მიცემის (არჩევნების) დღეს ხმის მიცემის შენობაში უნდა გამოცხადდნენ 06.30 საათზე და მოამზადონ ხმის მიცემის შენობა.
2. არჩევნების დღეს ხმის მიცემის შენობაში პირველი ამომრჩევლის გამოცხადებისას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით აცხადებს მიღებული ბიულეტენების რაოდენობას და მათი თანდასწრებით ამოწმებს და ლუქავს საარჩევნო ყუთებს. ხსნის საუბნო კომისიისათვის გადაცემულ დალუქულ კონვერტს, რომელშიც დევს საუბნო კომისიის ბეჭედი, რის შემდეგაც ყუთში უშვებენ საკონტროლო ფურცელს, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები და ხმის მისაცემად მისული პირველი ამომრჩეველი. საკონტროლო ფურცელს უნდა დაესვას უბნის ბეჭედი და აღინიშნოს ყუთში მისი ჩაშვების დრო. საკონტროლო ფურცელი ამავე წესით ჩაშვებულ უნდა იქნეს გადასატან ყუთშიც.
VII. ხმის მიცემა
1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. სხვა პირთა ნაცვლად ხმის მიცემა დაუშვებელია.
2. საარჩევნო ბიულეტენებს გასცემს საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიის ან ხმის მიცემის უფლების მოწმობის საფუძველზე. ამომრჩეველმა უნდა წარადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ყოფილი სსრკ-ის პასპორტი ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ცნობა სურათიან პირადობის მოწმობასთან ერთად.
3. საარჩევნო ბიულეტენის მიღებას ამომრჩეველი ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით. ხმის მიცემის უფლების მოწმობები ერთვის ამომრჩეველთა დამატებით სიას.
4. ამომრჩეველი ბიულეტენის მიღების შემდეგ მიდის მაგიდასთან, რომელსაც უსხედან კომისიის წევრები. საარჩევნო ბიულეტენი მოწმდება ჰოლოგრამით, საარჩევნო კომისიის ორი წევრის ხელმოწერითა და კომისიის ბეჭდით (ყუთში აღმოჩენილი უჰოლოგრამო ბეჭედდაუსმელი და ხელმოუწერელი ბიულეტენი ჩაითვლება დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენად). ამის შემდეგ ამომრჩეველი შედის ხმის მისაცემ ოთახში (კაბინაში) და ავსებს ბიულეტენს.
5. შევსებულ ბიულეტენებს ამომრჩეველი უშვებს საარჩევნო ყუთში.
6. პროპორციულ საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩეველმა უნდა შემოხაზოს იმ ერთი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი, რომელსაც ხმას აძლევს, ხოლო მაჟორიტარულ საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩეველმა უნდა შემოხაზოს იმ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი, რომელსაც ხმას აძლევს.
7. ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია ვინმეს დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს ბიულეტენი, უფლება აქვს კაბინაში ან ოთახში მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირისა, პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლის, რწმუნებულისა და მეთვალყურისა.
VIII. ხმის მიცემის შეწყვეტა
1. ხმის მიცემა მიმდინარეობს 20 საათამდე. ზუსტად 20 საათზე ხმის მისაცემი შენობა უნდა დაიკეტოს, ამ დროისათვის ხმის მისაცემ შენობაში მყოფ ამომრჩეველს, აგრეთვე რიგში მდგომ იმ ამომრჩევლებს, რომელთაც 20 საათის შემდეგ პერსონალურად დააფიქსირებენ ჟურნალში კომისიის წევრები, უფლება აქვთ მისცენ ხმა.
2. 20 საათის შემდეგ ხმის მისაცემ შენობაში აკრძალულ იქნეს იმ პირთა შესვლა, რომელთაც აქვთ კომისიის სხდომებზე და ხმის მისაცემ შენობაში დასწრების უფლება.
3. საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, ძნელად მისადგომ ადგილებში, სამხედრო ნაწილებსა და იზოლატორებში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიას შეუძლია ხმის მიცემა დამთავრებულად გამოაცხადოს ნებისმიერ დროს, თუ ხმა მისცა სიაში შეყვანილმა ყველა ამომრჩეველმა. საარჩევნო ყუთი, ამ შემთხვევაში, უნდა გაიხსნას არჩევნების დამთავრების შემდეგ - 20 საათზე.
IX. გადასატანი ყუთი
1. თუ ამომრჩეველს ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საუბნო საარჩევნო კომისიის არჩევნების წინა დღის 18 საათამდე. შეტყობინება უნდა გატარდეს განცხადებათა ჟურნალში. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აღნიშვნას აკეთებს ამომრჩეველთა სიაში და კომისიის არანაკლებ ორ წევრს ავალებს კენჭისყრის მოწყობას ამომრჩეველის ადგილსამყოფელის მიხედვით გადასატანი ყუთით. გადასატანი ყუთი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამხედრო ნაწილებშიც.
2. გადასატანი ყუთის თანხლების უფლება აქვთ აგრეთვე საარჩევნო უბანში დასწრების მქონე პირებსაც. კომისიის წევრებმა თან უნდა წაიღონ დადგენილი წესით დამოწმებული ბიულეტენები და იმ ამომრჩეველთა სია, რომელთაც უნდა მოემსახურონ გადასატანი ყუთით.
3. ამომრჩეველმა ბიულეტენის მიღება ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.
X. ხმების დათვლა საარჩევნო უბანში
1. ხმების დათვლისას დაცულ უნდა იქნეს შემდეგი თანმიმდევრობა:
ა) კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისია თვლის და პაკეტებად კრავს და ბეჭედს უსვამს (ლუქავს) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს. პაკეტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის სახელი და ნომერი, გამოუყენებელი ბიულეტენების სახეობა და რაოდენობა. მას ხელს უნდა აწერდნენ კომისიის თავმჯდომარე (ან მოადგილე) და მდივანი და უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი; დაითვლება და პაკეტად შეიკვრება გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები და გაფორმდება ზემოაღნიშნული წესით;
ბ) ამომრჩეველთა ძირითადი და დამატებითი სიების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას და არჩევნებში მონაწილეთა, ანუ იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომელთაც მიიღეს ბიულეტენები;
გ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთებზე ბეჭდის (ლუქის) მთლიანობას, ხსნის მათ და ამოწმებს ყუთებში საკონტროლო ფურცლის არსებობას. თუ ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ამის შესახებ კომისიის ახსნა-განმარტება უნდა დაერთოს ოქმს;
დ) კომისია ცალ-ცალკე თვლის ყუთებში არსებული სხვადასხვა ფერის დადგენილი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობას. ცალკე ითვლება დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენები. ბათილად ცნობილი და დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენები ფერების მიხედვით ცალ-ცალკე კონვერტებში იდება და იმდაგვარად იბეჭდება, რომ ბეჭდის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს კონვერტიდან ბიულეტენის ამოღება ან მასში ჩადება. კონვერტებს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი. მათში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა და სახეობა;
ე) ბიულეტენი ნამდვილად უნდა იქნეს ცნობილი, თუ ამომრჩეველმა მხოლოდ ერთ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მისცა ხმა ამ კანონით დადგენილი წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება;
ვ) საარჩევნო ბიულეტენი ნამდვილად უნდა იქნეს ცნობილი, თუ ამომრჩეველმა მხოლოდ ერთ კანდიდატს მისცა ხმა. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ბიულეტენი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ზ) კომისია ახარისხებს და ცალ-ცალკე თვლის ყოველი კანდიდატისათვის მიცემული ხმების რაოდენობას. ამის შემდეგ ბიულეტენები ისე უნდა ჩაეწყოს, როგორც "დ" ქვეპუნქტშია მითითებული. ყოველ კონვერტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, პარლამენტის წევრობის კანდიდატის გვარი, კონვერტში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა;
თ) კომისია ახარისხებს და თვლის ყოველი პარტიისათვის, საარჩევნო ბლოკისათვის ან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისათვის მიცემული ხმების რაოდენობას. ამის შემდეგ ბიულეტენები ისე უნდა ჩაეწყოს. როგორც "დ" ქვეპუნქტშია მითითებული; ყოველ კონვერტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, პარტიის ან ბლოკის სახელი, კონვერტში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა;
ი) საუბნო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს, აფორმებს ორ ოქმს, რომელთაგან ერთში აღნიშნული უნდა იყოს ყოველი ოლქში წარდგენილი კადიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მეორეში - ყოველი პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. ოქმების ცალთა რაოდენობა სამით უნდა აღემატებოდეს კანდიდატების, პარტიების, საარჩევნო ბლოკების რაოდენობას. ოქმის ყოველ ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები, მას უნდა დაესავას კომისიის ბეჭედი;
კ) ოქმების ორ-ორ ცალს და ყველა საარჩევნო ბიულეტენს დაუყოვნებლივ უგზავნიან საოლქო საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით. ოქმების თითო ცალი ინახება თვით საუბნო საარჩევნო კომისიაში, თითო ცალი კი უნდა ჩაბარდეს კანდიდატთა ნდობით აღჭურვილ პირებს, პარტიებს ან საარჩევნო ბლოკებს.
2. საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში საკითხს ღია კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია, რომელსაც კეჭისყრის შედეგი შეაქვს ოქმში და ასეთ ბიულეტენებს ცალკე დასტად კრავს ზემოაღნიშნული წესით.
XI. არჩევნების შედეგების შეჯამება
1. საუბნო საარჩევნო კომისია აჯამებს არჩევნების შედეგებს და ავსებს ოქმს.
2. ოქმში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) მიღებული ბიულეტენების რაოდენობა;
ბ) გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა;
გ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა ძირითადი და დამატებით სიებში შეტანილ ამომრჩეველთა რაოდენობის ჯამი);
დ) არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა (გაცემული ბიულეტენების რაოდენობა, იგივეა, რაც ამომრჩეველთა მიერ სიებში ხელმოწერათა რაოდენობა);
ე) საარჩევნო ყუთში არსებული დადგენილი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობა;
ვ) ბათილი ბიულეტენების რაოდენობა;
ზ) დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობა.
3. XI თავის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "გ" და "დ" ქვეპუნქტების შედეგები ოქმში შეიტანება ყუთის გახსნამდე.
4. ოქმში შესატან მონაცემებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
XI თავის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტში შესატანი რიცხვი "საარჩევნო ყუთში არსებული დადგენილი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობა" შეიძლება იყოს ტოლი ან ნაკლები XI თავის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტში შესატანი რიცხვისა "არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობისა".
5. ბიულეტენი, რომელშიც ხმა მიღებული აქვს პარლამენტის წევრობის კანდიდატს ან პარტიას (საარჩევნო ბლოკს), რომელიც აღარ მონაწილეობდა არჩევნებში, ითვლება ბათილად. მაჟორიტარული ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატი.
6. არჩევნების შედეგების ოქმებს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ან მოადგილე, მდივანი და წევრები.
XII. საარჩევნო უბნებში არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებათა განხილვა
1. განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე საარჩევნო უბანში არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ შედგენილ უნდა იქნეს არჩევნების დღეს 07 საათიდან 20 საათამდე. განცხადებას თან უნდა დაერთოს დარღვევის შესახებ ოქმი, რომელშიც აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა; სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პირის შესახებ; დარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; მოწმეთა გვარები და მისამართები; დამრღვევის ახსნა-განმარტება და სხვა დამატებითი ცნობები. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიას ეს განცხადება ოქმთან ერთად შეიძლება წარედგინოს არა უგვიანეს არჩევნების მომდევნო დღის 18 საათისა.
2. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ იღებს ორი დღის ვადაში.
XIII. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ თავისი უფლებამოსილების მოხსნის წესი
საუბნო სარჩევნო კომისიის წევრი თავისი უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადებას პირადად აბარებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ცნობას ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მეორე დღისა გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას.