მუხლი 116. უცხო ქვეყანაში გახსნილი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილების ცნობა
თავი XII — საერთაშორისო გადახდისუუნარობა
1. უცხო ქვეყანაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში არსებულ უძრავ ქონებას ან/და კრედიტორებს ეხება, ცნობილი უნდა იქნეს საქართველოს მიერ უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისთვის „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. გარდა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზოგადი საფუძვლებისა, უცხო ქვეყანაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილების ცნობა დაუშვებელია, თუ მისი ცნობის შედეგი აშკარად გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფუნდამენტური მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო იქნებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (18.09.2020).
Law of Georgia „LAW OF GEORGIA
ON REHABILITATION AND THE COLLECTIVE SATISFACTION OF CREDITORS' CLAIMS“, მუხლი 116, №7165-Iს, 18.09.2020, სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.020190 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4993950/muxli-116/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია