1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს:
ა) მოვალეს – საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით;
ბ) კრედიტორს;
გ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს;
დ) რეაბილიტაციის მმართველს − კონვერსიის მოთხოვნით, როდესაც მოვალის მიმართ გახსნილია რეაბილიტაციის რეჟიმი;
ე) გაკოტრების მმართველს − კონვერსიის მოთხოვნით, როდესაც მოვალის მიმართ გახსნილია გაკოტრების რეჟიმი.
2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის მოთხოვნას რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზ