კრედიტორთა რეესტრი უნდა შედგეს ამ კანონით გათვალისწინებული კრედიტორთა ჯგუფების შესაბამისად. იგი უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას (მონაცემებს):
ა) კრედიტორის გვარს, სახელსა და მისამართს, ხოლო თუ კრედიტორი იურიდიული პირია – სახელწოდებას, იურიდიულ მისამართსა და საიდენტიფიკაციო ნომერს (არსებობის შემთხვევაში);
ბ) კრედიტორის ელექტრონული ფოსტის მისამართს;
გ) კრედიტორთა რეესტრში შეტანის დღისთვის კრედიტორის მოთხოვნის მოცულობას. ამ მოთხოვნის ძირითადი თანხა, პროცენტი და პირგასამტეხლო ცალ-ცალკე მიეთითება;
დ) ვალის ოდენობას;
ე) უზრუნველყოფილი მოთხოვნის შემთხვევაში − მითითებას იმის თაობაზე, თუ ამ მოთხოვნის რა ნაწილია უზრუნველყოფილი. კრედიტორის უზრუნველყოფილი მოთხოვნა და არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა ცალ-ცალკე უნდა იქნეს აღიარებულ