„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 170020000.22.027.017075) მე-2 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. ნოტარიუსი ვალდებულია შვებულების მიზეზით სამუშაოზე მისი არყოფნის შესახებ 5 კალენდარული დღით ადრე აცნობოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, სადაც უნდა მიეთითოს შვებულების დაწყებისა და დასრულების თარიღების შესახებ. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოქმედი სანოტარო ბიურო შვებულების პერიოდში შეაჩერებს ფუნქციონირებას, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაცემული ნებართვის მოქმედება ჩერდება იმავე ვადით. შვებულების ვადის ამოწურვისთანავე ნებართვა ითვლება ამოქმედებულად. ნოტარიუსი უფლებამოსილია, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ორსულობის, მშობიარობის, ახალშობილის შვილად აყვანის ან ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის შემთხვევაში, საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან და სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან შეთანხმებით, შვებულების ვადით, დანიშნოს შემცვლელი პირი, რომელიც შეყვანილია ნოტარიუსის შემცვლელი პირების რეესტრში.“.
|