„საქართველოში იმპორტირებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესი“-ს დამტკიცების შესახებ“
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება მოქმედი გარემოს დაცვა
მიღების თარიღი 18.10.1999
გამომცემი ორგანო საბაჟო დეპარტამენტი
ნომერი №198
სარეგისტრაციო კოდი 360.013.003.908
გამოქვეყნების წყარო სსმ, 56(63), 29/10/1999
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.10.1999 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოში იმპორტირებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესი“-ს დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 45.0pt 1.0in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.013.003.908
საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის
თავმჯდომარის ბრძანება №198
1999 წლის 18 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოში იმპორტირებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ
„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ" საქართველოს 1998 წლის 20 მარტის N 1316 კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მიზნით საქართველოში იმპორტირებული საქონლის კლასიფიცირებისა და შეფასების, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის, სატარიფო და არასატარიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით და სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში საბაჟო გადასახადების თანხების მაქსიმალური მობილიზაციის უზრუნველსაყოფად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს "საქართველოში იმპორტირებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესი" (დანართი N 1);
2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის კოორდინაციის სამმართველომ (მ. ლელაშვილი) უზრუნველყოს აღნიშნული წესის ამოქმედებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ექსპერტების მონაწილეობა;
3. საბაჟო სტატისტიკისა და ფინანსური მონიტორინგის სამმართველომ (ბ. პაიჭაძე) უზრუნველყოს მეთოდური მითითებების მომზადება უცხოელ ექსპერტებთან ერთად;
4. კადრების სამმართველომ (დ. შველიძე) უზრუნველყოს მეთოდური მითითებების სწავლების ორგანიზება უცხოელ ექსპერტებთან ერთად;
5. აღნიშნული წესი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ნოემბრიდან;
6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ გ. მალაზონიას.
თ. მაღლაკელიძე
საქართველოში იმპორტირებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესი
ნაწილი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
წინამდებარე წესები შემუშავებულია საქართველოს საბაჟო კოდექსისა და "საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ" საქართველოს 1998 წლის 20 მარტის კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე. ამ წესების დებულებები განსაზღვრავენ საქართველოში იმპორტირებული საქონლის წარმოშობის ქვეყანას:
ა. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის მიზნით;
ბ. არასატარიფო ზომების გამოსაყენებლად;
გ. წარმოშობის სერტიფიკატის მოსამზადებლად და გასაცემად;
დ. ანტიდემპინგური და საკომპენსაციო ზომების გამოსაყენებლად;
ე. სიამპორტო კვოტებისა და სატარიფო შეღავათების დასადგენად;
ვ. სავაჭრო სტატისტიკის საწარმოებლად.
მუხლი 2🔗
ეს წესები ეფუძნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის 1994 წლის შეთანხმებას საქონლის წარმოშობის წესების შესახებ და მისი ინტერპრეტაცია უნდა ხდებოდეს აღნიშნული შეთანხმების მე-3 მუხლის მიხედვით. ეს წესები გამოიყენება ყველა შემთხვევაში, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც საქონლის იმპორტი რეგულირდება საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლებიც ითვალისწინებენ თავისუფალი სავაჭრო ზონის, საბაჟო კავშირის ან სხვა ავტონომიური სავაჭრო რეჟიმის შექმნას, GATT 1994 - ის 24-ე მუხლის შესაბამისად.
ნაწილი II. საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის ზოგადი წესები
მუხლი 3🔗
1. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქონელი, რომელიც მთლიანად მიღებული ან წარმოებულია მოცემულ ქვეყანაში, ჩაითვლება ამ ქვეყანაში წარმოებულად. ტერმინი "მოცემულ ქვეყანაში მთლიანად მოპოვებული საქონელი" აღნიშნავს:
ა. ამ ქვეყანაში მოპოვებულ მინერალურ პროდუქტებს;
ბ. ამ ქვეყანაში მოყვანილ მცენარეულობას;
გ. ამ ქვეყანაში გაჩენილ და გაზრდილ ცოცხალ ცხოველებს;
დ. ამ ქვეყანაში ცოცხალი ცხოველებისაგან მიღებულ პროდუქტებს;
ე. ამ ქვეყანაში წარმოებული ნადირობისა და თევზჭერის შედეგად მიღებულ პროდუქციას;
ვ. საზღვაო თევზჭერის შედეგად მიღებულ და სხვა პროდუქციას, მოპოვებულს მოცემულ ქვეყანაში რეგისტრირებული ან მასზე მიწერილი და მისი დროშით მოცურავე გემების მიერ ამ ქვეყნის ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ;
ზ. ამ ქვეყანაში რეგისტრირებულ ან მასზე მიწერილ და მისი დროშით მოცურავე სარეწ გემებზე მოპოვებულ ან ამ მუხლის (ვ) პარაგრაფში აღნიშნული პროდუქციისაგან წარმოებულ საქონელს;
თ. მოცემული ქვეყნის ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ მდებარე ზღვის ფსკერიდან ან ზღვის ფსკერის წიაღიდან ამოღებულ პროდუქციას, თუ ქვექყანას აქვს ზღვის ფსკერის წიაღის ამ მონაკვეთის დამუშავების საგანგებო უფლებები;
ი. საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებულ ნარჩენებს, ჯართსა და გამოყენებულ ნაწილებს, თუ მათი შეგროვება განხორციელდა მოცემულ ქვეყანაში და მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ მასალების გაუმჯობესების მიზნით;
კ. ამ პარაგრაფის (ა), (ბ), (გ), (დ), (ე), (ვ), (ზ), (თ) და (ი) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი საქონლისაგან ან მისგან მიღებული ნაწარმისაგან წარმოების ნებისმიერ ეტაპზე წარმოებულ საქონელს;
2. ამ მუხლის მიზნებისათვის სიტყვა "ქვეყანა" მოიცავს ამავე ქვეყნის ტერიტორიულ წყლებსაც.
მუხლი 4🔗
1. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქონელი, რომლის წარმოშობის განსაზღვრაც ვერ ხერხდება ამ წესების მე-3 მუხლის მიხედვით, და საქონელი, რომლის წარმოებაშიც ჩართული იყო ორი ან მეტი ქვეყანა, ჩაითვლება იმ ქვეყანაში წარმოებულად, სადაც მან განიცადა ბოლო მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია.
ა. ამ მუხლის მიზნებისათვის ტერმინი "მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია" ნიშნავს მნიშვნელოვან და ეკონომიკურად გამართლებულ გადამუშავებას ან ამ მიზნებისათვის აღჭურვილ საწარმოში შესრულებულ სამუშაოს, რომლის შედეგადაც წარმოებულ იქნა ახალი პროდუქცია, ან რომელიც წარმოადგენს წარმოების პროცესის მნიშვნელოვან ეტაპს.
ბ. თუ მნიშვნელოვანი საწინააღმდეგო მტკიცებულება არ არსებობს, საქონელი, რომელიც წარმოებულია ისეთი მასალებისაგან, რომელთაგანაც თითოეულმა განიცადა ცვლილება სატარიფო კლასიფიკაციაში ოთხციფრიან დონეზე საქონელში ჩართვის შედეგად, ჩაითვლება მნიშვნელოვან ტრანსფორმირებულად. ამავე დროს, ცვლილება სატარიფო კვალიფიკაციაში არ მიიჩნევა საკმარისად იმისათვის, რომ დადასტურებულად ჩაითვლოს "მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია" მხოლოდ იმის გამო, რომ ადგილი ჰქონდა:
1) ცვლილებას საქონლის გამოყენებაში;
2) შეფუთვის ოპერაციებს, როგორიცაა ბოთლებში ჩამოსხმა, შემთხვევა და ა.შ.
3) დაუკომპლექტებელი ან დაუმთავრებელი საქონლის მიმართ საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის მე-2 ზოგადი განმარტებითი წესის (ა) ქვეპუნქტის გამოყენებას;
4) ისეთი საქონლის ერთმანეთთან დაკავშირებას ან შეერთებას, როგორიცაა კომპიუტერი, მონიტორი და კლავიატურა;
5) მხოლოდ კონსერვანტების გამოყენებას.
2. საქონელი, რომელიც ჰარმონიზებული სისტემის მიხედვით მიეკუთვნება "ნაერთების" კატეგორიას, ან/და საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის მე-3 ზოგადი განმარტებითი წესის მიხედვით მიეკუთვნება ამავე კატეგორიას, ჩაითვლება იმ ქვეყანაში წარმოებულად, სადაც შეიქმნა ნარევი.
მუხლი 5🔗
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქონლის წარმოშობის წესებში შეტანილ ცვლილებებსა და საქონლის წარმოშობის ახალ წესებს არ ექნება უკუქცევითი ძალა.
მუხლი 6🔗
ის ინფორმაცია, რომელიც თავისი ხასიათით კონფიდენციალურია ან რომელიც მიწოდებულია კონფიდენციალურ საფუძველზე ამ წესების დებულებების გამოყენების მიზნით, არ შეიძლება გამჟღავნდეს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიერ ამ ინფორმაციის მომწოდებელი პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
ნაწილი III. წარმოშობის დადასტურება
მუხლი 7🔗
1. საქონლის წარმოშობა შეიძლება დადასტურდეს წარმოშობის სერტიფიკატით (როგორც დედნით, ისე ოფიციალურად დამოწმებული ასლით), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს;
ა. იგი გაცემულ უნდა იქნეს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ,
ბ) იგი უნდა შეიცავდეს ყველა იმ მონაცემს, რომლებიც საჭიროა საქონლის იდენტიფიცირებისათვის. ეს მონაცემებია:
1) ექსპორტიორის სახელი და მისამართი;
2) იმპორტიორის სახელი და მისამართი;
3) ადგილების რაოდენობა, შესაფუთი მასალის სახეობები, ნიშნები და ნუმერაცია;
4) საქონლის სახეობა;
5) საქონლის ბრუტო (მთლიანი) და ნეტო (წმინდა) წონა, ხოლო, თუ შესაძლებელია ტრანსპორტირებისას საქონლის წონაში დაკლება, ან მისი წონის დადგენა შეუძლებელია, - საქონლის რაოდენობა და მოცულობა;
6) თუ შესაძლებელია, ტრანსპორტირების საშუალებები და ტრანსპორტირების მარშრუტი;
გ. იგი შედგენილ უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე;
დ. იგი უნდა შეიცავდეს საქონლის გამომგზავნის განცხდებას იმის თაობაზე, რომ საქონელი შეესაბამება წარმოშობის შესაბამის კრიტერიუმებს;
ე. იგი უნდა შეიცავდეს სერტიფიკატის გამცემი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს წერილობით დადასტურებას სერტიფიკატში მოცემული მონაცემების სიზუსტის თაობაზე;
2. სათანადოდ გამცემული სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეადგენს 4 წელიწადს დღიდან მისი ხელმოწერისა.
3. წარმოშობის სერტიფიკატი არ მოითხოვება, თუ იმპორტირებული საქონლის ღირებულება არ აღემატება 1000 აშშ დოლარს ან ამ თანხის ექვივალენტს სხვა უცხოური ვალუტით.
4. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის ან მასში აღნიშნული მონაცემების უტყუარობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში საქართველოს საბაჟო ორგანოს შეუძლია თხოვნით მიმართოს ამ სერტიფიკატის გამცემი ქვეყნის სხვა კოპეტენტურ უწყებას დამატებითი ან დაზუსტებული მონაცემების მისაღებად
ნაწილი IV. წარმოშობის განსაზღვრის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა გასაჩივრება
მუხლი 8🔗
ამ ინსტრუქციის მოქმედებასთან დაკავშირებული სადაო საკითხები განიხილება სასამართლო წესით.