პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 17.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №586
სარეგისტრაციო კოდი 050040000.10.003.022306
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/09/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.09.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ „ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №586
2020 წლის 17 სექტემბერი
ქ. თბილისი
პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველოს საპატენტო კანონის 521 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესი და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობა“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის
გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესი და სავალდებულო
ლიცენზიის
გაცემასთან
დაკავშირებით
გადაწყვეტილების
მიმღები
მუდმივმოქმედი
საბჭოს
შემადგენლობა
1. პატენტით დაცული გამოგონების ან/და სასარგებლო მოდელის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიის (შემდგომში – სავალდებულო ლიცენზია) გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (საბჭოს თავმჯდომარე);
ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრი (საბჭოს წევრი);
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (საბჭოს წევრი);
დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე (საბჭოს წევრი);
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე/მინისტრის მოადგილე (საბჭოს წევრი);
ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე (საბჭოს წევრი);
ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე (საბჭოს წევრი);
თ) სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე (საბჭოს წევრი).
3. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
4. საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს საბჭოს საქმიანობას, ამზადებს საბჭოს სხდომის ოქმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, უგზავნის მათ საბჭოს წევრებს, შესაბამის დაინტერესებულ პირებსა და უწყებებს.
მუხლი 2🔗
1. ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სახელმწიფო უწყება უფლებამოსილია, მიმართოს საბჭოს სავალდებულო ლიცენზიის გაცემის/მიღების მოთხოვნით.
2. სავალდებულო ლიცენზია არაექსკლუზიურია და შესაძლებელია, გაიცეს ერთდროულად ერთ ან რამდენიმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე და/ან, შესაბამის შემთხვევებში, სახელმწიფო უწყებაზე.
მუხლი 3🔗
1. საქართველოს საპატენტო კანონის 521 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული გონივრული ვადა არ უნდა იყოს 3 თვეზე ნაკლები. განმცხადებელმა (სავალდებულო ლიცენზიის სავარაუდო მიმღები) ლიცენზიის მოთხოვნამდე, პატენტზე ნებართვის მოპოვების მიზნით, უნდა აწარმოოს წინასწარი მოლაპარაკებები პატენტზე უფლების მფლობელთან. მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, მიმართოს საბჭოს.
2. წინასწარი მოლაპარაკებების გარეშე ლიცენზიის გაცემა შესაძლებელია საქართველოს საპატენტო კანონის 521 მუხლის მე-12 პუნქტის შემთხვევაში.
მუხლი 4🔗
1. განცხადება სავალდებულო ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით წარედგინება სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“ წერილობითი ფორმით.
2. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის სახელს/სახელწოდებას, მისამართს;
ბ) პატენტის ნომერს (იმ შემთხვევაში, თუ იგი ცნობილია);
გ) უფლების მფლობელის/პატენტმფლობელის სახელს/სახელწო-დებას;
დ) დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რატომ უნდა გაიცეს სავალდებულო ლიცენზია;
ე) ლიცენზიის მიღების მიზნით განხორციელებული ქმედებების დამადასტურებელ დოკუმენტაციას (საქართველოს საპატენტო კანონის 521 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად). ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენა სავალდებულო არ იქნება საქართველოს საპატენტო კანონის 521 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო ლიცენზიის გამომყენებელი იქნება სხვა პირი, გარდა განმცხადებლისა, ასევე უნდა მიეთითოს მისი სახელი/სახელწოდება;
ზ) საქართველოს საპატენტო კანონის 521 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ შემთხვევებში:
ზ.ა) დამოკიდებული პატენტის შესახებ ინფორმაციას;
ზ.ბ) საქართველოს საპატენტო კანონის 521 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
მუხლი 5🔗
1. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის მოთხოვნის შესახებ განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში სავალდებულო ლიცენზიის გაცემამდე უფლების მფლობელს ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.
2. შეტყობინების გარეშე ლიცენზიის გაცემა შესაძლებელია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში.
3. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის შესახებ შეტყობინება უფლების მფლობელს ეგზავნება ლიცენზიის გაცემის შემდგომ დაუყოვნებლივ.
მუხლი 6🔗
1. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით განაცხადის მიღების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში უფლების მფლობელი უფლებამოსილია, საბჭოს წერილობითი ფორმით წარუდგინოს მისი მოსაზრება განცხადებასთან დაკავშირებით.
2. საბჭო უფლებამოსილია, ზეპირ მოსმენაზე მიიწვიოს განმცხადებელი და მოსაზრების წარმდგენი პირი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – შესაბამისი დარგის სპეციალისტი.
მუხლი 7🔗
1. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას საბჭო იღებს განაცხადის შეტანიდან ორი თვის განმავლობაში.
2. გადაუდებელი აუცილებლობის დროს საბჭო სავალდებულო ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაუყოვნებლივ.
3. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი ფორმით, ხმათა უმრავლესობით.
4. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, სულ მცირე, საბჭოს წევრთა 2/3-ის მონაწილეობის შემთხვევაში.
5. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი სახელმწიფო უწყება მიმართავს საბჭოს სავალდებულო ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით, იგი არ მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებაში. შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილებით, მის ადგილს საბჭოს შემადგენლობაში დაიკავებს სხვა სახელმწიფო უწყება.
მუხლი 8🔗
საბჭოს გადაწყვეტილება სავალდებულო ლიცენზიის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) პატენტის ნომერს, რომელზეც გაიცა სავალდებულო ლიცენზია;
ბ) სავალდებულო ლიცენზიის ფარგლებსა და მოქმედების ვადას;
გ) სავალდებულო ლიცენზიის მიმღების (ბენეფიციარების) შესახებ ინფორმაციას;
დ) სავალდებულო ლიცენზიის გაცემის საფუძვლებს;
ე) ფულადი კომპენსაციის ოდენობას, რომელიც სავალდებულო ლიცენზიის მიმღებმა უნდა გადაუხადოს უფლების მფლობელს.
მუხლი 9🔗
1. საბჭოს გადაწყვეტილება სავალდებულო ლიცენზიის გაცემის თაობაზე ძალაში შედის მისი მიღებისთანავე.
2. საბჭოს გადაწყვეტილება სავალდებულო ლიცენზიის გაცემის თაობაზე ქვეყნდება დაუყოვნებლივ.
3. საბჭოს გადაწყვეტილება სავალდებულო ლიცენზიის გაცემის თაობაზე შესაძლებელია, გასაჩივრდეს სასამართლოში მისი სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს საპატენტო კანონის 521 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 10🔗
1. საქართველოს საპატენტო კანონის 521 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე დგინდება კომპენსაციის ოდენობა. კომპენსაცია გაიცემა მისაღები კომერციული პირობებით.
2. საბჭო, უფლების მფლობელის მოთხოვნის შესაბამისად, უფლებამოსილია, სავალდებულო ლიცენზიის გაცემის შემდგომ, წელიწადში ერთხელ, გადახედოს კომპენსაციის ოდენობას.
მუხლი 11🔗
1. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ორ წელიწადში ერთხელ საბჭოს წარუდგინოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არსებობს სავალდებულო ლიცენზიის შენარჩუნების საფუძვლები.
2. უფლების მფლობელი უფლებამოსილია, წარადგინოს მტკიცებულებები, რომ აღარ არსებობს სავალდებულო ლიცენზიის შენარჩუნების საფუძვლები და მოითხოვოს სავალდებულო ლიცენზიის გაუქმება.
3. ლიცენზიის გაცემის საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში, საბჭო აუქმებს სავალდებულო ლიცენზიის მოქმედებას.
მუხლი 12🔗. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას საბჭო იღებს ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.