„სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი) შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 25.10.1999
ძალის დაკარგვა 29.12.2010
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
ნომერი №1-3/750
სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.909
გამოქვეყნების წყარო სსმ, 57(63), 05/11/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,363 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.10.1999 მიღება
29.12.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი) შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 45.0pt 42.55pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                 020.012.003.909 საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ბრძანება №1-3/750 1999 წლის   25 ოქტომბერი ქ. თბილისი სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (საწესდებო კაპიტალის 50 %-ზე მეტი) შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ საფუძველზე და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 აგვისტოს №492 ბრძანებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (საწესდებო კაპიტალის 50 %-ზე მეტი) შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესი (თან ერთვის). 2. დაევალოს სამინისტროს საწარმოთა ლიკვიდაციისა და აქტივების პრივატიზების დეპარტამენტს, იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად, უზრუნველყოს დებულების იუსტიციის სამინისტროში წარდგენა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. 3. დაევალოს ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტს უზრუნველყოს ბრძანების გაზეთ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა“ და „მესაკუთრეში“ გამოქვეყნება ბრძანების იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ. 4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საწარმოთა ლიკვიდაციისა და აქტივების პრივატიზების დეპარტამენტს მ. უკლება დებულება სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი) შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ     მუხლი 1🔗. საერთო დებულებანი 1. ეს დებულება შემუშავებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 აგვისტოს №492 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი) შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესს. 2. ლიკვიდაცია არის იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტა, რომლის შედეგად მისი უფლებები და მოვალეობები არ გადადის სამართალმემკვიდრეობის წესით სხვა პირებზე. 3. ლიკვიდაციის საფუძველებია: ა) პარტნიორთა გადაწყვეტილება; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება. 4. გადაწყვეტილებას საწარმოს (საზოგადოების) ლიკვიდაციის თაობაზე იღებს პარტნიორთა (აქციონერთა) კრება, სადაც სახელმწიფოს წარმოადგენს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, აგრეთვე სასამართლო, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არარეგისტრირებული საწარმოების ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იღებს უშუალოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო. 5. საწარმოს (საზოგადოების) ლიკვიდაცია დასრულებულად ითვლება სასამართლოს მიერ სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანისთანავე.     მუხლი 2🔗. ლიკვიდატორი (სალიკვიდაციო კომისია) 1. საწარმოს (საზოგადოების) ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი. 2. საწარმოს (საზოგადოების) ლიკვიდატორი შეიძლება იყოს საწარმოს დირექტორი, აგრეთვე სასამართლოს მიერ დანიშნული პირი ან პირთა ჯგუფი (სალიკვიდაციო კომისია). 3. ლიკვიდატორის (გარდა დირექტორისა) უფლებამოსილება იწყება სასამართლოს მიერ შესაბამისი დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლიდან და წყდება სამეწარმეო რეესტრში საწარმოს (საზოგადოების) ლიკვიდაციის შესახებ შესაბამისი აღნიშვნით. 4. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, ლიკვიდაციის განმახორციელებელი პირები (სალიკვიდაციო კომისია) შეიძლება დაინიშნონ იმ სასამართლოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც საზოგადოებას აქვს ადგილსამყოფელი. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს ლიკვიდატორების (სალიკვიდაციო კომისია) კანდიდატურებს წარადგენს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო. 5. ლიკვიდატორის უფლება-მოვალეობანი: ა) ლიკვიდატორი დანიშვნისთანავე ადგენს საწარმოს ბალანსს; ბ) თუ საწარმოს ლიკვიდაცია გრძელდება ორ ან მეტ წელიწადს, მაშინ ლიკვიდატორმა ყოველწლიურად უნდა შეადგინოს შუალედური ბალანსები; გ) კრედიტორებთან საბოლოო ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ ლიკვიდატორი ადგენს საწარმოს სალიკვიდაციო ბალანსს; დ) ლიკვიდატორი საწარმოს ბალანსებს დასამოწმებლად წარადგენს შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში; ე) ლიკვიდატორი ვალდებულია სალიკვიდაციო საწარმოს ქონება ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში შეაფასოს დამოუკიდებელი აუდიტის მეშვეობით, რომლის გასამრჯელოს აანაზღაურებს საწარმო. აუდიტორის კანდიდატურა და მისი გასამრჯელოს ოდენობა შეთანხმებული უნდა იქნეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან; ვ) საწარმოს საბუღალტრო წიგნებიდან ან სხვა წყაროებიდან ცნობილ კრედიტორებს საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში უნდა აცნობონ სპეციალური შეტყობინებით, ხოლო უცნობ კრედიტორებსა და იმ კრედიტორებს, რომელთა მისამართი უცნობია – საჯარო განცხადებით და მოიწვიონ ისინი მათი პრეტენზიების განცხადებისათვის; ზ) ლიკვიდატორი მოვალეა დაასრულოს საწარმოს მიმდინარე საქმეები, განახორციელოს აქტივები და შეასრულოს საზოგადოების ვალდებულებები; თ) ლიკვიდატორი წარმოადგენს საწარმოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ გარიგებებში, წარმართავს მათ გამო პროცესებს. მას უფლება აქვს დაამთავროს საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები; ი) ლიკვიდატორი უზრუნველყოფს საწარმოს დებიტორული დავალიანებების ამოღებას, საჭიროების შემთხვევაში სარჩელით მიმართავს სასამართლოს; კ) ლიკვიდატორს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს ახალ გარიგებებში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით; ლ) ლიკვიდატორები (სალიკვიდაციო კომისია) საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ ნამდვილი კომერსანტის გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, წარმოშობილი ზარალისათვის სოლიდარულად აგებენ პასუხს პარტნიორის წინაშე. 6. ლიკვიდატორი ვალდებულია საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს საწარმოს ლიკვიდაციის გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) საწარმოს სრულ დასახელებას, იურიდიულ მისამართს და მის საბანკო ანგარიშებს; ბ) საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე, ვალის მოცულობაზე და სტრუქტურაზე; გ) საწარმოს აქტივების მოცულობასა და სტრუქტურაზე; დ) დებიტორული დავალიანების ამოსაღებდ გასატარებელ ღონისძიებებს; ე) კრედიტორთა მოთხოვნების ცნობისა და უარყოფის შესახებ; ვ) წინადადებებს სალიკიდაციო საწარმოს ქონების გასაყიდად ლოტებად დაყოფის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ ფულადი სახსრები არ არის საკმარისი კრედიტორების დასაკმაყოფილებლად); ზ) პირობებზე, ღირებულებასა და ფორმებზე, რომელთა მიხედვითაც მოხდება ქონების გაყიდვა; თ) ღონისძიებებს სოციალური შედეგების ასაცილებლად საწარმოს ლიკვიდაციისას; ი) კრედიტორებთან ანგარიშსწორების წესის შესახებ; კ) წინადადებებს კრედიტორების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი ფულადი სახსრების განაწილების შესახებ. საწარმოს ლიკვიდაციის გეგმას თან უნდა ახლდეს ბალანსი მისი ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, აგრეთვე კრედიტორების სია, მათი მოთხოვნათა ჯამის მითითებით, დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა სალიკვიდაციო საწარმოს ღირებულების თაობაზე და მოწვეულ პირთა რაოდენობაზე, ფუნქციებსა და ანაზღაურებაზე. 7. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წინაშე. 8. ლიკვიდატორის გასამრჯელო ანაზღაურდება სალიკვიდაციო საწარმოს ქონებიდან. გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ სალიკვიდაციო საწარმოს ქონების ღირებულებისა და ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით. თუ საწარმოს ლიკვიდაციას აწარმოებს სალიკვიდაციო კომისია, კომისიის თავჯდომარის გასამრჯელოს განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ხოლო წევრებისას – კომისიის თავმჯდომარე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით. 9. ლიკვიდატორის შეცვლის შემთხვევაში ყოფილი ლიკვიდატორი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტით გადააბაროს სალიკვიდაციო საწარმოს ქონება და დოკუმენტაცია ახალ ლიკვიდატორს.     მუხლი 3🔗. ლიკვიდაციის გადაწყვეტილების გამოქვეყნება 1. ლიკვიდატორი საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში მიმართავს სასამართლოს სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის შეტანის მიზნით. 2. ლიკვიდატორი საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ ნაბეჭდი და ელექტრონული ინფორმაციის საშუალებებით. ინფორმაციის გამოქვეყნება სავალდებულოა გაზეთებში „საქართველოს რესპუბლიკა“, „მესაკუთრე“ და იმ რაიონულ გაზეთში, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს სალიკვიდაციო საწარმო. 3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) სალიკვიდციო საწარმოს დასახელება, მისი იურიდიული მისამართი; ბ) ლიკვიდატორის ვინაობა და მისი მისამართი; გ) კრედიტორების მიერ წარსადგენი მოთხოვნების წარდგენის ვადა; დ) ინფორმაცია მოთხოვნის წარმოდგენის წესის შესახებ.     მუხლი 4🔗. კრედიტორის მიერ წარსადგენი მოთხოვნა 1. კრედიტორის მოთხოვნა წარედგინება საწარმოს ლიკვიდატორს. 2. კრედიტორის მოთხოვნაში აისახება: ა) კრედიტორის ვინაობა და მისამართი; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები; გ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით; დ) იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას; ე) ვალდებულების წარმოშობის საფუძველი და პერიოდი; ვ) ვალდებულების ოდენობა (გამოხატული ფულად თანხაში); ზ) კრედიტორის მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს ვალდებულების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები). 3. კრედიტორს მოთხოვნის წარდგენის უფლება აქვს საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში. 4. კრედიტორის მოთხოვნა და შესაბამისი დოკუმენტები რეგისტრირდება ლიკვიდატორის მიერ სპეციალურად შექმნილ ჟურნალში. 5. მოთხოვნის წარდგენის მოვალეობა არ წარმოეშობა იმ კრედიტორებს, რომელთა მოთხოვნა გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობიდან. 6. კრედიტორის მიერ მოთხოვნის წარმოდგენის შემდეგ ლიკვიდატორი განიხილავს მას და გამოაქვს დადგენილება მისი ცნობის ან უარყოფის შესახებ. ლიკვიდატორის დადგენილება მოთხოვნის უარყოფის თაობაზე უნდა იყოს დასაბუთებული.     მუხლი 5🔗. კრედიტორული დავალიანების დაფარვის რიგითობა 1. სალიკვიდაციო საწარმოს ქონების გაყიდვის შედეგად შემოსული თანხები მთლიანად ირიცხება ამ საწარმოს საბანკო ანგარიშზე, საიდანაც მოხდება კრედიტორების დაკმაყოფილება. 2. საწარმოს ლიკვიდაციის დროს მისი კრედიტორები დაკმაყოფილდებიან შემდეგი რიგითობით: ა) სასამართლოს ხარჯები, ლიკვიდატორის, დამოუკიდებელი აუდიტორის, ლიკვიდატორის მიერ მოწვეული პირების გასამრჯელო, აგრეთვე ლიკვიდაციის პროცესში წარმოშობილი ვალდებულებები; ბ) იმ მოქალაქეთა მოთხოვნები, რომელთა წინაშეც საზოგადოებას ეკისრება პასუხისმგებლობა მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანისათვის, შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნები; გ) ის მოთხოვნები, რომელთა მოთხოვნის უფლება უზრუნველყოფილია სალიკვიდაციო საწარმოს ქონებაზე გირავნობის უფლებით; დავალიანებები ბიუჯეტისა და არასაბიუჯეტო ფონდების მიმართ; დ) კანონით გათვალისწინებული სხვა კრედიტორების მოთხოვნები.     მუხლი 6🔗. საწარმოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება 1. საწარმოს საბოლოო სალიკვიდაციო ბალანსის შედგენის შემდეგ ლიკვიდატორი მიმართავს სასამართლოს სამეწარმეო რეესტრში საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ ჩანაწერის გაკეთების მიზნით. 2. ლიკვიდირებული საწარმოს ქონება პარტნიორებს შორის განაწილდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 14.3 მუხლის მიხედვით.     მუხლი 7🔗. ძალაში შესვლა ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.     მუხლი 8🔗. დავების განხილვა ამ დებულების საფუძველზე წარმოშობილ დავებს განიხილავს სასამართლო საერთო წესით.