„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 27.05.99წ. №1-3/274 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.912
სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის
ბრძანება №1-3/754
1999 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 27.05.99 წ. №1-3/274 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე კანონის შესაბამისად, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნეს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილება და დაემატოს: ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლით განსაზღვრული იურიდიულ პირებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, სახელმწიფოებრივი აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია კონკურსის გარეშე უზუფრუქტის სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით ქონების გადაცემა განხორციელდეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე.
2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე აბზაცის ბოლოში დაემატოს: ”სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1 პუნქტის, მე-3 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულების ”სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ მე-3 თავის მე-11 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის №262 განკარგულების მოთხოვნათა საფუძველზე.
3. დაევალოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს, ამ ბრძანების ”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულებში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად.
4. დაევალოს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტს უზრუნველყოს ”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ გაზეთ „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ქალბატონ ი. ქავთარაძეს და მინისტრის მოადგილეს ბატონ დ. გელაშვილს.
მ. უკლება
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 27.05.99წ. №1-3/274 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.10.1999.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 27.05.99წ. №1-3/274 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 27.05.99წ. №1-3/274 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 26.10.1999. მიმღები ორგანო — სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო. დოკუმენტის ნომერი — №1-3/754. სარეგისტრაციო კოდი — 020.012.003.912.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 27.05.99წ. №1-3/274 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 27.05.99წ. №1-3/274 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.1999 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 27.05.99წ. №1-3/274 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №1-3/754, 26.10.1999, სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.912 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.1999). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/49978/