📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №589
სარეგისტრაციო კოდი 350050000.10.003.022309
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/09/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 739 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს N34 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის მიზნით სალიკვიდაციო კომისიის შექმნის თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 95% 08.08.2019 გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 24.04.2015 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 05.12.2017 საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 94% 15.12.2020 დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 23.06.2021

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №589 2020 წლის 22 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის აღწერის მომზადებისა და ჩატარების საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის, აგრეთვე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების შეთანხმებული მოქმედების უზრუნველსაყოფად შეიქმნას საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს იუსტიციის მინისტრი – კომისიის წევრი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – კომისიის წევრი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი; საქართველოს თავდაცვის მინისტრი – კომისიის წევრი; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – კომისიის წევრი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – კომისიის წევრი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – კომისიის წევრი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – კომისიის წევრი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – კომისიის წევრი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – კომისიის წევრი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – კომისიის წევრი; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი – კომისიის წევრი; სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის წევრი; სახელმწიფო ინსპექტორი – კომისიის წევრი; სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე – კომისიის წევრი; სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის წევრი; სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის პასუხისმგებელი მდივანი. მუხლი 2🔗 ეთხოვოს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინოს თავისი წარმომადგენელი, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ იქნენ სსიპ – საქსტატის საბჭოს წევრები ან/და დემოგრაფები. მუხლი 3🔗 კომისიამ საქართველოს მთავრობის სხდომებზე პერიოდულად წარმოადგინოს ინფორმაცია მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება. მუხლი 5🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №157 დადგენილება. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება ქვეყანაში მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების, მისი ორგანიზებულად ჩატარების, წამოჭრილი საკითხებისა და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად. 2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით. მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები კომისიის ძირითადი ამოცანებია: ა) მოსახლეობის აღწერის ჩატარების ზუსტი თარიღის დადგენა, აღწერის მომზადებისა და ჩატარების საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების შეთანხმებული მოქმედების (კოორდინაციის) უზრუნველყოფა; ბ) აღწერის მომზადებისა და განხორციელებისათვის საჭირო სამუშაოთა ჩამონათვალის, მათი შესრულების ვადებისა და შემსრულებლების განსაზღვრა; გ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეთოდოლოგიის დამტკიცება; დ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამისა და კითხვარ(ებ)ის დამტკიცება; ე) აღწერის ორგანიზების ხელშეწყობა და ამ მიზნით სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ვ) აღწერასთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა და ხარვეზების სასწრაფოდ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების დასახვა; ზ) აღწერის შედეგების კონტროლის მიზნით სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება. მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი კომისია უფლებამოსილია: ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოითხოვოს და მიიღოს ყველა სახის საჭირო ინფორმაცია საქართველოს საახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა  ორგანოებიდან/დაწესებულებებიდან/ორგანიზაციებიდან; ბ) საჭიროების შემთხვევაში, სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული იურიდიული პირების დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები; გ) დებულების მე-2 მუხლში მითითებული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. მუხლი 4🔗. კომისიის თავმჯდომარე და კომისიის პასუხისმგებელი მდივანი 1. კომისიის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას; ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს; გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს; დ) ქმნის უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებს; ე) წარმოადგენს კომისიას მესამე პირ(ებ)თან ურთიერთობაში. 2. კომისიის პასუხისმგებელი მდივანი: ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას; ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე. მუხლი 5🔗. კომისიის სხდომის ჩატარების წესი 1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინადადებით, დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით. 2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალების შესაბამისად – ერთ-ერთი მოადგილე. 3. სხდომა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის შემადგენლობის ერთი მესამედის თანხმობით. 5. კომისიის გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის პასუხისმგებელი მდივანი. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ თავშეკავების ან უარის თქმის მიზეზი (თუ კომისიის წევრი ამის შესახებ სხდომაზე განაცხადებს), აგრეთვე სხდომაზე გამოთქმული ყველა განსხვავებული აზრი.