⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.03.2010)
გაუქმებულია:

„საბროკრო კომპანიების საწყისი საკუთარი კაპიტალის მიმართ მოთხოვნების შესახებ“ წესის თაობაზე“

მიღების თარიღი 02.11.1999
ძალის დაკარგვა 15.03.2010
გამომცემი ორგანო ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.919
გამოქვეყნების წყარო სსმ, 58(65), 03/11/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,861 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.11.1999 მიღება
15.03.2010 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საბროკრო კომპანიების საწყისი საკუთარი კაპიტალის მიმართ მოთხოვნების შესახებ“ წესის თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt 53.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციოკოდი                 090.013.003.919 საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის დადგენილება №1 1999 წლის 2 ნოემბერი ქ. თბილისი "საბროკერო კომპანიების საწყისი საკუთარი კაპიტალის მიმართ მოთხოვნების შესახებ" წესის თაობაზე "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად: 1. დამტკიცდეს თანდართული წესი "საბროკერო კომპანიების საწყისი საკუთარი კაპიტალის მიმართ მოთხოვნების შესახებ". 2. "საბროკერო კომპანიების საწყისი საკუთარი კაპიტალის მიმართ მოთხოვნების შესახებ" წესში საწყისი საკუთარი კაპიტალის ოდენობები განსაზღვრულია ეროვნული ვალუტის – ლარის აშშ დოლარზე გადაცვლის შემდეგი თანაფარდობით: 1 აშშ დოლარი: 2 ლარი. 3. საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის აშშ დოლარზე გადაცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თანაფარდობის ცვლილებიდან გამომდინარე, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულმა კომისიამ გადაინგარიშოს თანდართულ წესში მითითებული საწყისი საკუთარი კაპიტალის ოდენობები. 4. წინამდებარე დადგენილების მე-3 პუნქტში აღნიშნული ცვლილებების შემთხვევაში საწყისი საკუთარი კაპიტალის გადაანგარიშებული ოდენობების შესახებ ინფორმაცია საბროკერო კომპანიებს მიეწოდოს 3 თვით ადრე ამ მოთხოვნისათვის თანდართულ წესში მითითებულ შესაბამის თარიღამდე. 5. თანდართული წესი "საბროკერო კომპანიების საწყისი საკუთარი კაპიტალის მიმართ მოთხოვნების შესახებ" ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ვ. სტურუა წესი "საბროკერო კომპანიების საწყისი საკუთარი კაპიტალის მიმართ მოთხოვნების შესახებ"     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს საწყისი საკუთარი კაპიტალის მინიმალურ ოდენობას (საწყისი საკუთარი კაპიტალის მიმართ მოთხოვნებს) იმ საბროკერო კომპანიებისათვის (შემდგომში – კომპანია), რომელთაც ეძლევათ ლიცენზია კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების განსახორციელებლად. 2. საბროკერო კომპანიის აუდიტებული საწყისი საკუთარი კაპიტალის ოდენობა უნდა წარმოადგენდეს შემდეგი კომპონენტების ჯამს: ა) ჩვეულებრივი და პრიველეგირებული სააქციო კაპიტალის ჯამი (ფიქსირებულვადიანი პრიველეგირებული კუმულატიური სააქციო კაპიტალის გამოკლებით); შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების შემთხვევაში – საწესდებო კაპიტალი; ბ) საემისიო კაპიტალი – სააქციო საზოგადოებების შემთხვევაში; გ) რეზერვები (გადაფასების რეზერვების გამოკლებით); დ) გაუნაწილებელი მოგება; ე) მიმდინარე შუალედური პერიოდის მოგება ან ზარალი (უკანასკნელ შემთხვევაში იგი გამოაკლდება). 3. საბროკერო კომპანიების საწყისი საკუთარი კაპიტალი უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ოდენობას.     მუხლი 2🔗. განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები. გარდა ამისა, გამოიყენება ტერმინები შემდეგი მნიშვნელობებით: 1. აუდიტებული დოკუმენტი – დოკუმენტი (მაგ.: ბალანსი), რომელსაც ახლავს "აუდიტორული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული აუდიტორული დასკვნა. 2. ბაზრის ინსტიტუციონალური მონაწილის ლიცენზიის მქონე კომპანია – კომპანია, რომელიც საბროკერო კომპანიის საქმიანობის განსახორციელებლად ლიცენზირებული იყო კანონის ძალაში შესვლამდე. 3. გადაფასების რეზერვი – რეზერვი, რომელიც იქმნება არსებული აქტივების საბალანსო ღირებულების გადაფასების შედეგად, რათა აქტივების ღირებულება უფრო რეალური გახდეს აქტივების შეცვლის ფასის თვალსაზრისით. 4. გაუნაწილებელი მოგება – გაუნაწილებელი წმინდა მოგება, რომელიც დაგროვილი იქნა კომპანიის არსებობის განმავლობაში. 5. დამოუკიდებელი აუდიტორი – ფიზიკური პირი ან აუდიტორი ფირმა, რომელიც სათანადოდ არის ლიცენზირებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ "აუდიტორული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით აქვს ამგვარი საქმიანობის უფლება, მიუკრძოებელია კომპანიის კლიენტების მიმართ და თავისი გადაწყვეტილებების მიღებისას. 6. მიმდინარე შუალედური პერიოდის მოგება – კომპანიის სამეურნეო წლის მიმდინარე პერიოდის წმინდა მოგება. 7. რეზერვი – გაუნაწილებელი მოგებიდან კომპანიის სპეციალურ ანგარიშზე გარკვეული მიზნით გადადებული თანხა. 8. საემისიო კაპიტალი – კაპიტალი, რომელიც წარმოადგენს სხვაობას კომპანიის მიერ საკუთარი აქციების ნომინალურ ღირებულებაზე მაღალ ფასში გაყიდვიდან მიღებულ წმინდა შემოსავალსა და ამავე აქციების მთლიან ნომინალურ ღირებულებას შორის. 9. ფიქსირებულვადიანი პრიველეგირებული კუმულატიური სააქციო კაპიტალი - კომპანიის მიერ გამოშვებული და განთავსებული იმ აქციების ნომინალურ ღირებულებათა ჯამი, რომლებიც (აქციები) ძალაშია მხოლოდ დროის ფიქსირებული პერიოდის განმავლობაში, რომლის გასვლის შემდეგაც ხდება ამ აქციების სანაცვლოდ მათი მფლობელებისათვის განსაზღვრული თანხის გადახდა. ამ აქციების მფლობელებს აქვთ გარკვეული უპირატესობა ჩვეულებრივი აქციების მფლობელებთან შედარებით დივიდენდების გადახდის და კომპანიის ლიკვიდაციის დროს, აგრეთვე მათზე ხდება წინასწარ განსაზღვრული დივიდენდების აკუმულირება, დივიდენდების გაუნაწილებლობის შემთხვევაში. 10. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საწესდებო კაპიტალი - როგორც მინიმუმი - კაპიტალი, რომელიც განისაზღვრება "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით და შეიძლება გაიზარდოს მესაკუთრეთა დამატებითი შენატანებით ან კომპანიის წმინდა მოგების ხარჯზე. 11. ჩვეულებრივი სააქციო კაპიტალი – კომპანიის მიერ გამოშვებული და განთავსებული ხმის უფლების მქონე აქციები ნომინალურ ღირებულებათა ჯამი.     მუხლი 3🔗. მოთხოვნები საწყისი საკუთარი კაპიტალის მიმართ 1. იმ ლიცენზიის მისაღებად ან შესანარჩუნებლად, რომელიც კანონის 23-ე მუხლის პირველი პირველი პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან ორივე საქმიანობის განხორციელების უფლებას იძლევა: ა) ინვესტორებისათვის პირდაპირი კონსულტაციების გაწევა ინვესტიციებთან დაკავშირებით, მათ შორის: ფასიანი ქაღალდების ფასის, ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების განხორციელების, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვისა და მათთან დაკავშირებულ უცხოური ვალუტის გარიგებებში; ან/და ბ) ფასიანი ქაღალდების გამოშვებასა და ფულის მოზიდვასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, იურიდიული პირის აუდიტებული საწყისი საკუთარი კაპიტალი ქვემოთ ჩამოთვლილი შესაბამისი პერიოდებისათვის არ უნდა იყოს მითითებულ ოდენობაზე ნაკლები: ამ წესის ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ – 4 000 ლარი 2001 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  5 600 ლარი 2002 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  7 800 ლარი 2003 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  11 000 ლარი 2004 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  15 400 ლარი 2005 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  21 600 ლარი 2006 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  30 200 ლარი 2007 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  42 200 ლარი 2008 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  60 000 ლარი 2009 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  82 600 ლარი 2010 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –   110 000 ლარი. 2. იმ ლიცენზიის მისაღებად ან შესანარჩუნებლად, რომელიც, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ", "დ", "ე" და "ვ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან მეტი საქმიანობის განხორციელების უფლებას იძლევა: ა) ემიტენტის ფასიანი ქაღალდების არაგარანტირებულ საფუძველზე განთავსების მომზადება და განხორციელება; ბ) ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით კლიენტის დავალებების მიღება და გადაცემა, კლიენტების სახსრებით მათივე ინტერესებისათვის ფასიანი ქაღალდებით გარიგების განხორციელება; გ) კლიენტების საინვესტიციო პორტფელებისა და ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებისათვის გამოყოფილი სახსრების მართვა; დ) კლიენტების საინვესტიციო სახსრების ან/და ფასიანი ქაღალდების შენახვისა და აღრიცხვის წარმოება, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელის მომსახურება, იურიდიული პირის აუდიტებული საწყისი საკუთარი კაპიტალი ქვემოთ ჩამოთვლილი შესაბამისი პერიოდისათვის არ უნდა იყოს მითითებულ ოდენობაზე ნაკლები: ამ წესის ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ – 10 000 ლარი 2001 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  14 000 ლარი 2002 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  19 600 ლარი 2003 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  27 400 ლარი 2004 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  38 400 ლარი 2005 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  53 800 ლარი 2006 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  75 200 ლარი 2007 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით – 105 400 ლარი 2008 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  147 600 ლარი 2009 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  206 600 ლარი 2010 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  270 000 ლარი 3. იმ ლიცენზიის მისაღებად ან შესანარჩუნებლად, რომელიც, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა, კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ", "თ" და "ი" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან მეტი საქმიანობის განხორციელების უფლებას იძლევა: ა) თავისივე ინტერესებისათვის საკუთარი სახსრებით ფასიანი ქაღალდებით გარიგების განხორციელება; ბ) ემიტენტის ფასიანი ქაღალდების გარანტირებულ საფუძველზე განთავსების მომზადება და განხორციელება; გ) კლიენტებისათვის ფასიანი ქაღალდების სესხად მიცემა და მათგან სესხება, აგრეთვე კლიენტებისათვის ფასიანი ქაღალდების შესაძენად საკუთარი სახსრების გამოყენება, ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წესებით განსაზღვრულ "მოკლე გაყიდვებში" მონაწილეობის მიღება, იურიდიული პირის აუდიტებული საწყისი საკუთარი კაპიტალის ქვემოთ ჩამოთვლილი შესაბამისი პერიოდისათვის არ უნდა იყოს მითითებულ ოდენობაზე ნაკლები: ამ წესის ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ – 18 600 ლარი 2001 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  26 000 ლარი 2002 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  36 400 ლარი 2003 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  51 000 ლარი 2004 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  71 600 ლარი 2005 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  100 200 ლარი 2006 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  140 200 ლარი 2007 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  196 200 ლარი 2008 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  274 800 ლარი 2009 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –  384 600 ლარი 2010 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით –   500 000 ლარი 4. იურიდიულმა პირმა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) შევსებული კითხვარი (ამ წესის დანართი №1 შესაბამისად); ბ) საწყისი საკუთარი კაპიტალის აუდიტებული გაანგარიშება (ამ წესის დანართი №2 შესაბამისად); გ) აუდიტებული ბალანსი; და დ) აუდიტებული მოგებისა და ზარალის ანგარიშგება. 5. კითხვარისა და გამოთვლილი საწყისი საკუთარი კაპიტალის საფუძველზე თითოეულ იურიდიულ პირს მიეცემა ლიცენზია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობების განსახორციელებლად, მათი სურვილისა და კაპიტალის დონის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები 1. ამ წესის ძალაში შესვლის თარიღისათვის, ყოველი ლიცენზირებული საბროკერო (ბაზრის ინსტიტუციონალური მონაწილის ლიცენზიის მქონე) კომპანია მიიჩნევა კომპანიად, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. ყოველმა ლიცენზირებულმა საბროკერო (ბაზრის ინსტიტუციონალური მონაწილის ლიცენზიის მქონე) კომპანიამ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიაში უნდა წარმოადგინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები ამ წესის ძალაში შესვლიდან ორი თვის განმავლობაში. 3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებს თან უნდა დაერთოს იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერითა და ამ იურიდიული პირის ბეჭდით დამოწმებული დადასტურება (ამ წესის დანართი № 3 შესაბამისად). 4. ეს წესი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. „საბრიკერო კომპანიებისათვის საწყისი  საკუთარი კაპიტალის მიმართ  მოთხოვნების შესახებ“ წესის დანართი №1 კ ი თ ხ ვ ა რ ი 1. იურიდიული პირის დასახელება და იურიდიული მისამართი: –––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის (ან ყოფილი ფასიანი ქაღალდების და საფონდო ბირჟების ინსპექციის) მიერ ლიცენზიის გაცემის თარიღი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა (შპს, სააქციო საზოგადოება): ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. ამ წესით ნებადართული საქმიანობები, რომელთა განხორციელებაც სურს იურიდიულ პირს: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ა. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ბ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ე. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ვ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ზ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– თ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ი. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. იურიდიული პირის მმართველი ორგანოს ყველა წევრის გვარი, სახელი და მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 6. იურიდიული პირის საწყისი საკუთარი კაპიტალის ოდენობა (ციფრებით და სიტყვებით): –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– იურიდიული პირის ხელმძღვანელის სახელი, გვარი: ხელმოწერა:                                                                                                                              ბ.ა. თარიღი: „საბრიკერო კომპანიებისათვის საწყისი  საკუთარი კაპიტალის მიმართ  მოთხოვნების შესახებ“ წესის დანართი №2 იურიდიული პირის ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                                                        (დასახელება, მისამართი) საწყისი საკუთარი კაპიტალის გაანგარიშება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– - ის                                                                                     (წელი, რიცხვი, თვე) მდგომარეობით 1. ჩვეულებრივი და პრივილეგირებული სააქციო კაპიტალის ჯამი, ფიქსირებულვადიანი პრივილეგირებული კუმულაციური სააქციო კაპიტალის გამოკლებით; (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების შემთხვევაში - საწესდებო კაპიტალი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. საემისიო კაპიტალი - მხოლოდ სააქციო საზოგადოების შემთხვევაში ––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. რეზერვები, გადაფასების რეზერვების გამოკლებით ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. გაუნაწილებელი მოგება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. მიმდინარე შუალედური პერიოდის მოგება (+) ზარალი (-) –––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საწყისი საკუთარი კაპიტალი (1-5 პოზიციების ჯამი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– „საბრიკერო კომპანიებისათვის საწყისი  საკუთარი კაპიტალის მიმართ  მოთხოვნების შესახებ“ წესის დანართი N 3 დ ა დ ა ს ტ უ რ ე ბ ა მე, –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– , ვადასტურებ, რომ –––––––––––––––––––––                  (სახელი, გვარი, თანამდებობა) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– -ის მიერ წარმოდგენილ კითხვარში,  საწყისი (იურიდიული პირის დასახელება) საკუთარი კაპიტალის გაანგარიშებაში, ბალანსსა და მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში მოცემულია ზუსტი და სრული მონაცემები და ინფორმაცია. ხელმოწერა:                                                                                                       ბ.ა თარიღი: