№10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 13 მაისის №537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№623
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.027.017117
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/09/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №623

2020 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„№10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 13 მაისის №537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„№10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 13 მაისის №537 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.027.017032) დამტკიცებული დებულების 36-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება მსჯავრდებულის ხარჯით და დაწესებულების კონტროლით, მიყურადების გარეშე. საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) მეშვეობით მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) მეშვეობით განხორციელების შემთხვევაზე. „ცხელი ხაზის“ მეშვეობით სატელეფონო საუბრის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებშიც.“.

მუხლი 2
საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ ამ ბრძანების მიზნების შესაბამისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სავარაუდოდ აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „№10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 13 მაისის №537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.09.2020.
როდის იქნა მიღებული „№10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 13 მაისის №537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„№10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 13 მაისის №537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 24.09.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №623. სარეგისტრაციო კოდი — 100020020.22.027.017117.
რამდენი მუხლისგან შედგება „№10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 13 მაისის №537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „№10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 13 მაისის №537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „№10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 13 მაისის №537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.09.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „№10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 13 მაისის №537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №623, 24.09.2020, სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017117 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4999891/