საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„კარი მეშვიდე7
სასამართლოს მონაწილეობა კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებაში
თავი XLIV14
კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულება
მუხლი 36334. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების საკითხის განხილვა
1. სასამართლო უფლებამოსილია ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე განიხილოს კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების საკითხი.
2. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების საკითხს შესაბამისი განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო შესაბამისი დამსაქმებლის ადგილსამყოფლის მიხედვით.
3. მხარემ, რომელიც სასამართლოს კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების მოთხოვნით მიმართავს, უნდა წარადგინოს მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების დედანი ან მისი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
4. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს საქმის ზეპირი განხილვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა გამორკვევას. საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
სასამართლო უარს იტყვის კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებაზე, თუ ამ შეთანხმების შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს ან თუ, აღნიშნული შეთანხმების შინაარსიდან გამომდინარე, მისი აღსრულება შეუძლებელია.
1. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება გამოიტანება განჩინების ფორმით. მხარეს სასამართლოს განჩინებასთან ერთად გადაეცემა სააღსრულებო ფურცელი.
2. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
3. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
სამართალწარმოება გაფიცვასთან ან ლოკაუტთან დაკავშირებულ საქმეზე
თავი XLIV15
გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების საქმის განხილვა
მუხლი 363 37. რეგულირების სფერო
გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების საქმეზე ვრცელდება ამ კოდექსით დადგენილი წესები, ამ თავით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
1. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო დამსაქმებლის ადგილსამყოფლის მიხედვით.
2. გაფიცვის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელი შეიძლება აღძრას გაფიცვის მონაწილე დასაქმებულებთან შრომით ურთიერთობაში მყოფმა დამსაქმებელმა.
3. ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელი შეიძლება აღძრას იმ დასაქმებულმა, რომელსაც ეხება ლოკაუტი, ან დასაქმებულთა გაერთიანებამ, რომლის წევრებსაც ეხება ლოკაუტი.
4. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ სარჩელი შეიძლება აღიძრას გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყების თარიღიდან 7 დღის ვადაში. გაფიცვის ან ლოკაუტის გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელი შეიძლება აღიძრას გაფიცვის ან ლოკაუტის გადადების ან შეჩერების საფუძვლის წარმოშობიდან 3 დღის ვადაში.
1. სასამართლო გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს ამ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს.
2. გაფიცვის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელში მითითებული უნდა იყოს გაფიცვის მონაწილე ყველა დასაქმებული.
3. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად წარდგენის შემთხვევაში სასამართლო ადგენს ხარვეზს და მოსარჩელეს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც 3 დღეზე ნაკლები არ შეიძლება იყოს. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში სასამართლო აღნიშნულ სარჩელს წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებს მოსარჩელეს უბრუნებს.
4. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლოს განჩინება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსარჩელისათვის მისი გაცნობიდან 3 დღის ვადაში კერძო საჩივრით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.
5. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეგზავნება მოპასუხეს და მას შესაგებლის წარსადგენად 10-დღიანი ვადა ეძლევა.
1. სასამართლო გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილება გამოაქვს ამ სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში.
2. სასამართლო გაფიცვის ან ლოკაუტის გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილება გამოაქვს ამ სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 7 დღის ვადაში.
1. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება მხარემ შეიძლება ამ კოდექსით დადგენილი წესით გაასაჩივროს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღისა.
3. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
4. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ეს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით;
ბ) განსახილველად იღებს სააპელაციო საჩივარს.
5. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში ზეპირი მოსმენით განიხილავს მას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს;
ბ) უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღისა გასაჩივრდეს საკასაციო წესით.
7. საკასაციო სასამართლო საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას და გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ან განსახილველად იღებს საკასაციო საჩივარს.
8. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს მას და მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს ან უარს ამბობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 29 სექტემბერი 2020 წ. N7184-Iს |