⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2021)
გაუქმებულია:

პენიტენციურ დაწესებულებებში შემოღებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების განმავლობაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებისთვის დანამატის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 27.09.2020
ძალის დაკარგვა 01.01.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №629
სარეგისტრაციო კოდი 270090000.22.027.017124
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/09/2020
matsne.gov.ge 190 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.09.2020 მიღება
01.01.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

პენიტენციურ დაწესებულებებში შემოღებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების განმავლობაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებისთვის დანამატის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება  №629 2020 წლის 27 სექტემბერი ქ. თბილისი პენიტენციურ დაწესებულებებში შემოღებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების განმავლობაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებისთვის დანამატის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, 39-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში შემოღებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების განმავლობაში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ მოსამსახურეებს, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმყოფებიან პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე და საგანგებო რეჟიმში ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას, დაუწესდეთ ყოველთვიური დანამატი, არაუმეტეს მათი სრული თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობით.  2. დაევალოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული მოსამსახურეებისთვის დანამატის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის დროებითი წესის შემუშავებასთან/გამოცემასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ხასიათის ღონისძიებების განხორციელება. 3. ეს ბრძანება მოქმედებს 2021 წლის 1 იანვრამდე. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი