პენიტენციურ დაწესებულებებში შემოღებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების განმავლობაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებისთვის დანამატის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №629 |
|
2020 წლის 27 სექტემბერი ქ. თბილისი |
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, 39-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში შემოღებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების განმავლობაში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ მოსამსახურეებს, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმყოფებიან პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე და საგანგებო რეჟიმში ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას, დაუწესდეთ ყოველთვიური დანამატი, არაუმეტეს მათი სრული თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობით. |
2.
დაევალოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული მოსამსახურეებისთვის დანამატის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის დროებითი წესის შემუშავებასთან/გამოცემასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ხასიათის ღონისძიებების განხორციელება. |
3.
ეს ბრძანება მოქმედებს 2021 წლის 1 იანვრამდე. |
4.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პენიტენციურ დაწესებულებებში შემოღებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების განმავლობაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებისთვის დანამატის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.09.2020.
- როდის იქნა მიღებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შემოღებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების განმავლობაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებისთვის დანამატის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- „პენიტენციურ დაწესებულებებში შემოღებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების განმავლობაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებისთვის დანამატის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 27.09.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №629. სარეგისტრაციო კოდი — 270090000.22.027.017124.
- სად არის „პენიტენციურ დაწესებულებებში შემოღებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების განმავლობაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებისთვის დანამატის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პენიტენციურ დაწესებულებებში შემოღებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების განმავლობაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებისთვის დანამატის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №629, 27.09.2020, სარეგისტრაციო კოდი 270090000.22.027.017124 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5001536/