საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.09.2020
ძალაში შესვლა 01.01.2022
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №155
სარეგისტრაციო კოდი 040030000.54.066.016199
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/09/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,926 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.09.2020 მიღება
01.01.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 81% 18.03.2022 სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 80% 31.08.2018 შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 78% 07.02.2018 „საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 77% 23.01.2023 სპეციალური ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 76% 31.03.2021

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება  №155 2020 წლის 24 სექტემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების, საქართველოს საჰაერო კოდექსის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს საჰაერო კოდექსის 9​1 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნები“. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის N135 ბრძანება. მუხლი 3🔗 ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებს, რომლებიც ამ ბრძანების ამოქმედებამდე ასრულებდნენ ინსპექტორის მოვალეობებს, ამ წესის შესაბამისად მოწმობის აღების ვალდებულება წარმოეშობათ 2022 წლის 30 სექტემბრიდან. მუხლი 4🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. მიზანი და რეგულირების სფერო 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ (შემდგომში – საკვალიფიკაციო მოთხოვნები) მიზანია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დონის ამაღლება, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის გზით. 2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვრცელდება სააგენტოს  ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებზე: ა) საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის ინსპექტორი (OPS) დაშვებებით: ა.ა) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ინსპექტორი (POI); ა.ბ) თვითმფრინავის პილოტი-ინსპექტორი (FOI/A); ა.გ) შვეულმფრენის პილოტი-ინსპექტორი (FOI/H); ა.დ) თვითმფრინავის ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) პილოტი-ინსპექტორი (FSTD/A); ა.ე) შვეულმფრენის ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) პილოტი-ინსპექტორი (FSTD/H); ა.ვ) სამგზავრო სალონის უსაფრთხოების ინსპექტორი (CS); ა.ზ) საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირების ინსპექტორი (RAMP); უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირების ინსპექტორი (SAFA); ბ) საფრენად ვარგისობის ზედამხედველობის ინსპექტორი (AIR) დაშვებებით: ბ.ა) თვითმფრინავის საფრენად ვარგისობის ზედამხედველობის ინსპექტორი (A); ბ.ბ) შვეულმფრენის საფრენად ვარგისობის ზედამხედველობის ინსპექტორი (H); ბ.გ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს ინსპექტორი (AMO; CAMO); ბ.დ) თვითმფრინავის ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) ტექნიკური ექსპლუატაციის (ვარგისობის) ინსპექტორი (FSTD/A); ბ.ე) შვეულმფრენის ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) ტექნიკური ექსპლუატაციის (ვარგისობის) ინსპექტორი (FSTD/H); გ) ავიასამედიცინო შემფასებელი (MED); დ) ავიასპეციალისტის სერტიფიცირების ინსპექტორი (PEL) დაშვებებით: დ.ა) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის და ავიადისპეტჩერის სერტიფიცირების ინსპექტორი (FCL); დ.ბ) მომსახურე ეკიპაჟის წევრის სერტიფიცირების ინსპექტორი (CC); დ.გ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალის სერტიფიცირების ინსპექტორი (AML); დ.დ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სერტიფიცირების ინსპექტორი (ATCO); ე) ავიასპეციალისტის სასწავლო დაწესებულების ინსპექტორი (ATO) დაშვებებით: ე.ა) სასწავლო დაწესებულების ინსპექტორი (POI); ე.ბ) საფრენოსნო და მომსახურე ეკიპაჟის სასწავლო დაწესებულების ინსპექტორი (FCL/A, FCL/H, CC); ე.გ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სასწავლო დაწესებულების ინსპექტორი (ATCO); ე.დ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალის სასწავლო დაწესებულების ინსპექტორი (AMTO); ვ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ინსპექტორი (DG); ზ) აეროდრომის/ვერტოდრომის ინსპექტორი (AGA), დაშვებებით: ზ.ა) აეროდრომის/ვერტოდრომის ინფრასტრუქტურის ინსპექტორი (IFS); ზ.ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეების ინსპექტორი (OLS); ზ.გ) აეროდრომის/ვერტოდრომის ვიზუალური საშუალებების ინსპექტორი (VIS); ზ.დ) აეროდრომის/ვერტოდრომის ელექტროუზრუნველყოფის სისტემების ინსპექტორი (ELS); ზ.ე) აეროდრომის/ვერტოდრომის ველური ბუნების კონტროლის ინსპექტორი (WLC); ზ.ვ) აეროდრომის/ვერტოდრომის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინსპექტორი (RFF); ზ.ზ) აეროდრომის/ვერტოდრომის საგანგებო ვითარების მართვის სისტემის ინსპექტორი (EMS); ზ.თ) ავიასაწვავგამმართველი საწარმოს ინსპექტორი (FUS); ზ.ი) აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის ინსპექტორი (AOP); თ) საავიაციო უშიშროების ინსპექტორი (AVSEC); ი) სააერნაოსნო მომსახურების ინსპექტორი (ANS) დაშვებებით: ი.ა) საჰაერო მოძრაობის ორგანიზების ინსპექტორი (ATM); ი.ბ) კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების ინსპექტორი (CNS); ი.გ) მეტეოროლოგიური მომსახურების ინსპექტორი (MET); ი.დ) სააერნაოსნო ინფორმაციით მომსახურების ინსპექტორი (AIS); ი.ე) ფრენის პროცედურების დიზაინის ინსპექტორი (PANS-OPS); ი.ვ) საავიაციო რუკების ინსპექტორი (Cartographic); ი.ზ) საავიაციო ძებნა–შველის ინსპექტორი (SAR); კ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის ინსპექტორი (UAS); ლ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატაციის და ექსპლუატანტის სერტიფიცირების ინსპექტორი (ULA-OPS); მ) საერთო დანიშნულების ავიაციის ინსპექტორი (GAU); ნ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის სერტიფიცირების ინსპექტორი (ULA-FCL); ო) საჰაერო ხომალდის სპეციალიზებული ექსპლუატაციის ინსპექტორი (SPO). მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებები 1. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებს, მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, დამატებით მოეთხოვებათ: ა) ინგლისური ენის ცოდნა, მოლაპარაკებების წარმართვის, საავიაციო შინაარსის ტექსტების კითხვის, აღქმისა და გადმოცემის დონეზე. 2. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის კვალიფიკაცია პირს ენიჭება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, ამ წესით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენისა და ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის მოსამზადებელი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ. 3. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მომზადების პროგრამა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. 4. დაუშვებელია პირის დანიშვნა ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორად, რომელსაც შეუჩერდა ან გაუუქმდა ავიასპეციალისტის მოწმობა. მუხლი 3🔗. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ინსპექტორის (POI) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის მიმართულებით; ბ) ავიაკომპანიაში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის სპეციალიზაციით. 2. თვითმფრინავის (FOI/A), შვეულმფრენის (FOI/H), ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის  (FSTD/A; FSTD/H) პილოტი-ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის (პილოტის) სპეციალიზაციით; ბ) საფრენოსნო მუშაობის გამოცდილება FOI/A-ს და FSTD/A-ს შემთხვევაში არანაკლებ 2000 ნაფრენი საათისა, ხოლო  FOI/H და FSTD/H-ს შემთხვევაში – არანაკლებ 1000 ნაფრენი საათისა; გ)  პილოტის მოწმობა შესაბამისი კატეგორიის საჰაერო ხომალდზე, ინსტრუქტორის საკვალიფიკაციო აღნიშვნით. შენიშვნა: პილოტის მოწმობა შეიძლება იყოს როგორც მოქმედი, ასევე – მოქმედების ძალის არმქონე. 3. სამგზავრო სალონის უსაფრთხოების ინსპექტორის (CS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება ბორტგამყოლის სპეციალიზაციით; ბ) საფრენოსნო მუშაობის არანაკლებ სამწლიანი და ბორტგამყოლ-ინსტრუქტორად მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება. 4. საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირების ინსპექტორი (RAMP); უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირების ინსპექტორი (SAFA): ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო (პილოტის, ბორტინჟინრის, ბორტგამყოლის) ან ტექნიკური ექსპლუატაციის (ავიატექნიკოსის) სპეციალიზაციით; ან ბ) ბოლო 2 წლის განმავლობაში საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის, საავიაციო პერსონალის სერტიფიცირების, საჰაერო ხომალდის მომსახურე ეკიპაჟის წევრად მუშაობის ან სახიფათო ტვირთების მომსახურების ან გადაზიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) კომერციული პილოტის ან ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის, ბორტინჟინრის, ბორტგამყოლის ან ავიატექნიკოსის მოწმობა; ან სახიფათო ტვირთების გადაზიდვების სფეროში მომზადების კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ინგლისური ენის ცოდნა და ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი, (ICAO English Proficiency Level 4 ან Common European Framework for Languages – Level B2), იმ შემთხვევაში, თუ საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების ენას არ წარმოადგენდა ინგლისური. შენიშვნა: შესაბამისი მოწმობა შეიძლება იყოს როგორც მოქმედი, ასევე – მოქმედების ძალის არმქონე. 5. საფრენად ვარგისობის ზედამხედველობის (AIR) ინსპექტორის (A; H; AMO; FSTD/A; FSTD/H; CAMO) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება საჰაერო ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლუატაციის სპეციალიზაციით; ბ) შესაბამისი კატეგორიის საჰაერო ხომალდზე ან ტექნიკური მომსახურების საწარმოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 6. ავიასამედიცინო შემფასებლის (MED) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოქმედი სერტიფიკატი; გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი და საავიაციო მედიცინის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება. 7. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის და ავიადისპეტჩერის სერტიფიცირების ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები (FCL): ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის სპეციალობით; ბ) სააგენტოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. 8. მომსახურე ეკიპაჟის წევრის სერტიფიცირების ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები (CC): ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის სპეციალობით; ბ) სააგენტოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. 9. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალის სერტიფიცირების ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები (AML): ა) უმაღლესი ან პროფესიული  განათლება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის სპეციალობით; ბ) სააგენტოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. 10. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სერტიფიცირების ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ATCO): ა) უმაღლესი ან პროფესიული  განათლება  საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სპეციალობით; ბ) სააგენტოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. 11. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების ინსპექტორის (ATO/POI) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა)  უმაღლესი განათლება; ბ)  სამოქალაქო ავიაციის სფეროში ხარისხის ან უსაფრთხოების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 12. საფრენოსნო ეკიპაჟის სასწავლო დაწესებულების ინსპექტორის  (ATO/FCL(A), ATO/FCL(H)) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის (პილოტის) სპეციალიზაციით; ბ) საფრენოსნო გამოცდილება შესაბამისი კატეგორიის საჰაერო ხომალდზე, ინსტრუქტორის საკვალიფიკაციო აღნიშვნით. 13. მომსახურე ეკიპაჟის სასწავლო დაწესებულების ინსპექტორის (ATO/CC) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის (პილოტის) ან ბორტგამყოლის სპეციალიზაციით; ბ) საფრენოსნო მუშაობის არანაკლებ სამწლიანი და ინსტრუქტორად მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება. 14. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სასწავლო დაწესებულების ინსპექტორის (ATO/ATCO) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული  განათლება საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სპეციალიზაციით; ბ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების სწავლების ან შეფასების მიმართულებით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება. შენიშვნა: საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობა შეიძლება იყოს როგორც მოქმედი, ასევე მოქმედების ძალის არმქონე. 15. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალის სასწავლო დაწესებულების (ATO/MTO) ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული საინჟინრო განათლება საჰაერო ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლუატაციის სპეციალიზაციით; ბ) შესაბამისი კატეგორიის საჰაერო ხომალდზე ტექნიკური მომსახურების საწარმოში ან საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალის სასწავლო დაწესებულებაში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 16. სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ინსპექტორის (DG) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) სახიფათო ტვირთის საჰაერო გადაზიდვის ან სახიფათო ტვირთის მომსახურების სწავლების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; ან სააგენტოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. 17. აეროდრომის/ვერტოდრომის ინფრასტრუქტურის ინსპექტორი (IFS): ა) უმაღლესი საინჟინრო განათლება მშენებლის სპეციალიზაციით; ბ) ავიასაწარმოში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება აეროდრომის/ვერტოდრომის დაგეგმარების, ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების მიმართულებით. 18. ავიასაწვავგამმართველი საწარმოს ინსპექტორი (FUS): ა) უმაღლესი განათლება ინჟინერ–მექანიკოსის სპეციალიზაციით; ბ) ავიასაწარმოში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება აეროდრომის/ვერტოდრომის დაგეგმარების, ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების მიმართულებით. 19. აეროდრომის/ვერტოდრომის ელექტროუზრუნველყოფის სისტემების ინსპექტორი (ELS): ა) უმაღლესი განათლება ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალიზაციით; ბ) ავიასაწარმოში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება აეროდრომის/ვერტოდრომის დაგეგმარების, ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების მიმართულებით. 20. აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეების ინსპექტორი (OLS); აეროდრომის/ვერტოდრომის ვიზუალური საშუალებების ინსპექტორი (VIS): ა) უმაღლესი საინჟინრო განათლება მშენებლის ან ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალიზაციით; ბ) ავიასაწარმოში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება აეროდრომის/ვერტოდრომის დაგეგმარების, ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების მიმართულებით. 21. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის ინსპექტორი (AOP): ა) უმაღლესი საინჟინრო განათლება მშენებლის, ინჟინერ-მექანიკოსის ან ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალიზაციით; ბ) ავიასაწარმოში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება აეროდრომის/ვერტოდრომის დაგეგმარების, ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების მიმართულებით. 22. აეროდრომის/ვერტოდრომის ველური ბუნების კონტროლის ინსპექტორი (WLC);  აეროდრომის/ვერტოდრომის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინსპექტორი (RFF); აეროდრომის/ვერტოდრომის საგანგებო ვითარების მართვის სისტემის ინსპექტორი (EMS): ა) უმაღლესი განათლება; ბ) სააგენტოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. 23. საავიაციო უშიშროების ინსპექტორის (AVSEC) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საავიაციო უშიშროების სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, ან ფრენის უსაფრთხოების სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების  საპასუხო მოქმედებებში ჩართულ უწყებაში, ორგანიზაციაში ან ავიასაწარმოში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 24. საჰაერო მოძრაობის ორგანიზების ინსპექტორის (ATM) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სპეციალიზაციით; ბ) მეთვალყურედ მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 25. კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების ინსპექტორის (CNS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი საინჟინრო განათლება ტექნიკური საშუალებების მომსახურების სპეციალიზაციით; ბ)  ტექნიკური საშუალებების მომსახურების ტექნიკოსად მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 26. მეტეოროლოგიური მომსახურების ინსპექტორის (MET) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი საბუნებისმეტყველო განათლება მეტეოროლოგის სპეციალიზაციით ან უმაღლესი ან პროფესიული განათლება საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის ან პილოტის სპეციალიზაციით; ბ) შესაბამისი მიმართულებით მუშაობის (მეტეოროლოგი, პილოტი, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე) არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 27. ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების ინსპექტორის (AIS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული საინჟინრო  განათლება; ბ) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 28. ფრენის პროცედურების დიზაინის ინსპექტორის  (PANS-OPS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება პილოტის ან ავიამეთვალყურის სპეციალიზაციით ან  შესაბამისი სპეციალიზაციით სწავლების დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი; ბ) შესაბამისი მიმართულებით (პილოტად ან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურედ, ან ჰაერნაოსნობასთან უშუალოდ დაკავშირებული სპეციალობით) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 29. საავიაციო რუკების ინსპექტორის (Cartographic) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება კარტოგრაფიის სპეციალიზაციით, ან შესაბამისი სპეციალიზაციით სწავლების დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი; ბ) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში ან სააგენტოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 30. საავიაციო ძებნა-შველის ინსპექტორის  (SAR) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის  ან სახელმწიფო ავიაციის სისტემაში, ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში საჰაერო მოძრაობის ორგანიზების (ATM)  მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. 31. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის ინსპექტორის (UAS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი საინჟინრო ან პროფესიული განათლება საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის (პილოტის ან ავიატექნიკოსის) სპეციალიზაციით; ბ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის სამწლიანი გამოცდილება 32. საჰაერო ხომალდის სპეციალიზებული ექსპლუატაციის ინსპექტორის (SPO) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის (პილოტის ან ავიატექნიკოსის) სპეციალობით, ან შესაბამისი სპეციალიზაციით სწავლების დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი ბ) ავიასაწარმოში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 33. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატაციის და ექსპლუატანტის სერტიფიცირების ინსპექტორის  (ULA–OPS) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული საინჟინრო განათლება საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის (პილოტის ან ავიატექნიკოსის) სპეციალიზაციით; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 34. საერთო დანიშნულების ავიაციის ინსპექტორის (GAU) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული საინჟინრო განათლება საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის (პილოტის ან ავიატექნიკოსის) სპეციალიზაციით; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. 35. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის სერტიფიცირების ინსპექტორის (ULA–FCL) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება, სასურველია საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ან ტექნიკური ექსპლუატაციის (პილოტის ან ავიატექნიკოსის) სპეციალიზაციით; ბ) სააგენტოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.