საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.09.2020
ძალის დაკარგვა 08.12.2021
გამომცემი ორგანო სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
ნომერი №004
სარეგისტრაციო კოდი 280060000.73.085.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/09/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,995 სიტყვა · ~30 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.09.2020 მიღება
08.12.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი  (სულ მცირე 5-წლიანი საინვესტიციო ჰორიზონტით) ლიმიტი
ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები) 25%-მდე
სასესხო ფასიანი ქაღალდები 50%-მდე
წილობრივი ფასიანი ქაღალდები 40%-დან 60%-მდე
უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები 60%-მდე
სხვა აქტივები 10%-მდე
მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი   (საინვესტიციო ჰორიზონტი საშუალორისკიან პორტფელზე მეტი) ლიმიტი
აქტივის კლასი წონა
საქართველოს სახაზინო ობლიგაციები 25%
დეპოზიტები/სადეპოზიტო სერტიფიკატები ლარში 60%
უცხოური აქციები 15%
მეტრიკა რისკის ლიმიტი
1-წლიანი უარყოფითი გადახრის რისკი 5% -იანი ალბათობა, რომ საბაზრო რისკის გამო ბენჩმარკ პორტფელის მოსალოდნელი ამონაგებიდან უარყოფითი გადახრა 1 წელიწადში იქნება 15%-ზე მეტი
საინვესტიციო ჰორიზონტის უარყოფითი გადახრის რისკი 5%-იანი ალბათობა, რომ საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოს საინვესტიციო პორტფელს არ ექნება დადებითი რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით).
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება №004 2020 წლის 25 სექტემბერი ქ. თბილისი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ამ ბრძანებაზე თანდართული ფორმით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიჭინაძე დანართი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი მიზანი 1. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს მიერ დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დადგენილ საპენსიო აქტივების მართვისა და ინვესტირების ჩარჩოს. 2. საინვესტიციო საბჭო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს ამტკიცებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საინვესტიციო მანდატის შესაბამისად. ამგვარად, პოლიტიკის ეს დოკუმენტი განხილული უნდა იქნეს შესაბამის კანონმდებლობასთან და საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ აქტებთან ან მათ შემცვლელ სამართლებრივ აქტებთან ერთობლიობაში.  3. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი გარდამავალი ხასიათისაა და მისი გადასინჯვა და განახლება განხორციელდება საქართველოს კაპიტალის ბაზრებზე განვითარებული მოვლენებისა და საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სიმწიფის შესაბამისად, რაც მოიცავს როგორც საპენსიო სააგენტოში დასაქმებულ პირთა უნარებისა და ცოდნის, ისე ინვესტიციის და რისკების მართვის პროცესებისა და სისტემების კომპლექსურობის დონეს. ტერმინთა განმარტებები 4. აფილირებული პირი – ნებისმიერი პირისათვის:   ა) წილობრივი მონაწილეობის 10 პროცენტზე მეტის ხმის უფლების მფლობელი ან წილობრივი მონაწილეობის 10 პროცენტზე ნაკლების მფლობელი, რომელსაც ამ პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენის მოხდენა შეუძლია; ბ) ნებისმიერი სხვა იურიდიული პირი, რომლის ხმის უფლების მქონე წილის 25 პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი ამავე დროს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ამ პირის ხმის უფლების მქონე წილის 25 პროცენტზე მეტს; გ) საინვესტიციო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიმღები პირი ან სამეთვალყურეო საბჭოს ნებისმიერი წევრი. 5. აქტივების მმართველი კომპანია – აქტივების მართვის მიზნით ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული და ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საპენსიო აქტივების მართვას აქტივების მართვის ხელშეკრულების საფუძველზე, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აქტივების მართვის მიზნით ან/და საინვესტიციო რჩევების გაცემის მიზნით შექმნილი ან დაფუძნებული პირი, რომლის წევრი სახელმწიფო არის საქართველო და რომელიც ცალკეული ქვეყნების შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებას არ  ექვემდებარება; 6. ბენჩმარკ პორტფელი – აქტივების განთავსების სტრატეგიის პროცესის შედეგად შექმნილი პორტფელი, რომელიც წარმოადგენს საინვესტიციო საბჭოს აქტივების განაწილების გრძელვადიან სტრატეგიას, რისკის აპეტიტის, საინვესტიციო მიზნებისა და საინვესტიციო ჰორიზონტის გათვალისწინებით და რომელიც შეიძლება შეიცვალოს აღნიშნულ პარამეტრებთან ერთად. ის გამოიყენება ფაქტობრივი საინვესტიციო პორტფელისა და საინვესტიციო სამსახურის მიერ განხორციელებული შესაბამისი ნამატი ღირებულების მომტანი საქმიანობის ეფექტიანობისა და რისკების შეფასებისათვის; 7. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი – კანონით განსაზღვრული უფროსი საინვესტიციო ოფიცერი; 8. საინვესტიციო სამსახური – კანონით განსაზღვრული საინვესტიციო სამსახური;  9. ნდობითი ვალდებულების მქონე პირი – ფიზიკური (ან იურიდიული) პირი, რომელსაც საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით მონაწილეების წინაშე ეკისრება პასუხისმგებლობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რამდენადაც აღნიშნული პირი: ა) ახორციელებს საპენსიო აქტივების მართვის პროცესში ნებისმიერ უფლებამოსილებას ან კონტროლს, გარდა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების მიზნებისთვის კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) საპენსიო სააგენტოს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე აძლევს საინვესტიციო რჩევას; გ) აღრიცხავს გარიგებებს და ამუშავებს ამ გარიგებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, აწარმოებს ან/და ინახავს მონაწილეთა შესახებ ჩანაწერებს; 10. საინვესტიციო საბჭო  – საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო, რომელიც განსაზღვრავს საპენსიო აქტივებთან დაკავშირებულ საინვესტიციო პოლიტიკას; 11. საინვესტიციო პორტფელი – ფაქტობრივი საინვესტიციო პორტფელი, საინვესტიციო ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელშიც ინსტრუმენტების შემადგენლობა დამოკიდებულია საინვესტიციო პერიოდზე, საინვესტიციო მიზნებსა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ რისკის მიმართ ტოლერანტობაზე; 12. საინვესტიციო ჰორიზონტი – დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც აქტივების განთავსების სტრატეგიის შესაბამისად განსაზღვრული რისკის მიმართ ტოლერანტობისა და სასურველი საინვესტიციო შემოსავლის გათვალისწინებით საპენსიო სააგენტო ან/და აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) ინვესტიციის კონკრეტული კლასის აქტივებში ან საინვესტიციო პორტფელში განთავსებას გეგმავს (გეგმავენ); 13. მონაწილე – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საპენსიო შენატანს ან/და რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება საპენსიო შენატანი საპენსიო სააგენტოს დაგროვებით საპენსიო სქემაში; 14. საპენსიო აქტივები – ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული ყველა აქტივის ერთობლიობა. საპენსიო აქტივებზე არ ვრცელდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; 15. კანონი – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი; 16. პოლიტიკა – საპენსიო სააგენტოს მიერ კანონის შესაბამისად განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი; 17. პორტფელის ფორმირება – ქმედებების ერთობლიობა, რომლის მიზანია საინვესტიციო პორტფელის განაწილების ბენჩმარკ პორტფელიდან სასურველ გადახრებთან მიახლოება;    18. მარეგულირებელი – საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც განსაზღვრულია კანონით; 19. ამონაგები – ინფლაციის გათვალისწინებით რეალური ამონაგები, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული (მაგალითად: ნომინალური ამონაგები); 20. რისკის აპეტიტი –რისკის აგრეგირებული დონე და რისკის ტიპები, რომელთა აღებაც სურს საპენსიო სააგენტოს იმისათვის, რომ მიაღწიოს დასახულ სტრატეგიულ და საინვესტიციო მიზნებს; 21. რისკის ლიმიტები – მომავალზე ორიენტირებულ დაშვებებზე დაფუძნებული რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომლებიც საპენსიო სააგენტოს აგრეგირებულ რისკის აპეტიტს უსადაგებენ საინვესტიციო და საოპერაციო საქმიანობებს, შესაბამის შემთხვევებში – იურიდიულ პირებს, რისკის კონკრეტულ კატეგორიებს (მათ შორის აქტიურ რისკის ბიუჯეტს), კონცენტრაციებსა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ელემენტებს; 22. აქტიური რისკის ბიუჯეტი – მაქსიმალური დასაშვები გადახრა ბენჩმარკ პორტფელიდან, რომელიც იზომება ბენჩმარკ პორტფელისა და საინვესტიციო პორტფელის მოსალოდნელი ამონაგების სხვაობის წლიური სტანდარტული გადახრით; 23. აქტივების განთავსების სტრატეგია  –  საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც მოიცავს საინვესტიციო პორტფელში სხვადასხვა კლასის აქტივების განთავსების იმ მიზნობრივ მაჩვენებლებს, მაჩვენებლების განსაზღვრის საფუძველს და მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დაშვებულ ნორმებს, რომლებიც დამოკიდებულია საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) რისკის მიმართ ტოლერანტობაზე, საინვესტიციო პერიოდსა და საინვესტიციო მიზნებზე და რომლებიც დროთა განმავლობაში შესაძლებელია შეიცვალოს აღნიშნული პარამეტრების ცვლილების შესაბამისად; 24. სპეციალიზებული დეპოზიტარი – ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული და ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი ან ამ პირის ფილიალი, რომელიც  საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე; 25. სამეთვალყურეო საბჭო – საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება საქართველოს ფინანსთა მინისტრისაგან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისგან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისაგან და რომლის თითოეული წევრი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობას იკავებს საკუთარი თანამდებობიდან გამომდინარე.  საინვესტიციო მანდატი 26. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი და მარეგულირებლის მიერ მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტები განსაზღვრავს საინვესტიციო მანდატს და საინვესტიციო საბჭოს აძლევს წერილობით მითითებებს საინვესტიციო ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საინვესტიციო პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგს: კანონის 27-ე მუხლი (მე-8, მე-12 და მე-13 პუნქტები) მოითხოვს, რომ: საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდეს სხვადასხვა რისკისა და მოსალოდნელი მოგების მქონე სამი საინვესტიციო პორტფელის მეშვეობით. ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი  (სულ მცირე 5-წლიანი საინვესტიციო ჰორიზონტით) ლიმიტი ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები) 75%-მდე სასესხო ფასიანი ქაღალდები 100%-მდე წილობრივი ფასიანი ქაღალდები 20%-მდე უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები 20%-მდე საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი  (საინვესტიციო ჰორიზონტი ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელზე მეტი) ლიმიტი ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები) 50%-მდე სასესხო ფასიანი ქაღალდები 75%-მდე წილობრივი ფასიანი ქაღალდები 20%-დან 40%-მდე სხვა აქტივები 10%-მდე უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები 40%-მდე მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი   (საინვესტიციო ჰორიზონტი საშუალორისკიან პორტფელზე მეტი) ლიმიტი ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები) 25%-მდე სასესხო ფასიანი ქაღალდები 50%-მდე წილობრივი ფასიანი ქაღალდები 40%-დან 60%-მდე სხვა აქტივები 10%-მდე უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები 60%-მდე კანონის 27-ე მუხლი (მე-2 პუნქტი) ითვალისწინებს: კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვის მოთხოვნას: ა) საპენსიო აქტივების ინვესტირების შედეგად გრძელვადიან პერიოდში მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდა; ბ) ინვესტიციების დივერსიფიკაცია; გ) გრძელვადიანი ინვესტირების პირობებში საპენსიო აქტივების უსაფრთხოება; დ) ადეკვატური ლიკვიდურობის შენარჩუნება. კანონის 27-ე მუხლის  (მე-7 პუნქტი) თანახმად: საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი გარკვევით უნდა განსაზღვრავდეს სულ მცირე შემდეგს: ა) საინვესტიციო მიზნებს; ბ) აქტივების განთავსების სტრატეგიას და აქტივების განთავსების სტრატეგიიდან გადახრის დაშვებულ ნორმებს თითოეული კლასის აქტივებისთვის და მიზნობრივი საინვესტიციო მაჩვენებლებისთვის; გ) მთლიანი რისკების პროფილს და ცალკეული რისკების მიმართ ტოლერანტულობის მატრიცას, მისი მოქმედების საინვესტიციო ჰორიზონტის მითითებით; დ) საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს, მათ შორის აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა საინვესტიციო მომსახურების გამწევი პირების  შერჩევის, მონიტორინგის, შეფასებისა და მათთან დადებული ხელშეკრულებების შეწყვეტის კრიტერიუმებს. თითოეულ საინვესტიციო პორტფელში განხორციელებული ინვესტიციები უნდა ითვალისწინებდეს საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოსათვის მოსალოდნელი დადებითი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მიღების მაღალ ალბათობას (95% და მეტი).  კანონის 27-ე მუხლის  (მე-15 პუნქტი) თანახმად: საინვესტიციო საბჭო თითოეული აქტივების მმართველი კომპანიისათვის (არსებობის შემთხვევაში) ამტკიცებს დეტალურ საინვესტიციო სახელმძღვანელოს თითოეული ტიპის საინვესტიციო პორტფელისთვის, რომელიც, უნდა მოიცავდეს სულ მცირე უკუგების მიზნობრივ მაჩვენებლებს (თამასას), თამასისადმი რისკების გადახრის ზღვრულ მაჩვენებელს მიზნობრივი მაჩვენებლების მიმართ, დასაშვებ და აკრძალულ ინვესტიციებს, საკრედიტო რისკებს, საინვესტიციო ჰორიზონტს, სარეიტინგო ზღვრებს, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის და კანონის შესაბამისად. კანონის 27-ე მუხლის (21-ე, 22-ე და 23-ე პუნქტები) თანახმად: ა) დაუშვებელია საპენსიო აქტივების 5%-ზე მეტის ინვესტირება ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (გარდა ფულადი სახსრებისა და საბანკო დეპოზიტებისა); ბ) დაუშვებელია ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული ფასიანი ქაღალდების 10 პროცენტზე მეტის ფლობა; გ) ზემოაღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის ან საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული,  არანაკლებ АА- (ან მისი ეკვივალენტური) საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზე. ამავდროულად, კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად: ა) „ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში ამ კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტში მითითებულ ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (გარდა ფულადი სახსრებისა და საბანკო დეპოზიტებისა) საპენსიო აქტივების ინვესტირების ლიმიტია 15 პროცენტი“. კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე:  ა) „ღია საფონდო ინსტრუმენტში განხორციელებული ინვესტიცია  ყოველი საანგარიშგებო წლის ბოლოს საპენსიო აქტივების 40 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს“. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №258/04 ბრძანება (ან მისი შემცვლელი სამართლებრივი აქტი) ითვალისწინებს მოთხოვნას, რომ: იმ ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებშიც შესაძლებელია განხორციელდეს საპენსიო აქტივების ინვესტირება, უნდა ჰქონდეთ, სულ მცირე, ერთი გლობალური სარეიტინგო სააგენტოს (Standard & Poor’s, Moody’s, Fitch Ratings, Scope Ratings) მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი და შესყიდვის დროს შეესაბამებოდეს შემდეგიდან  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №258/04 ბრძანების შესაბამისად განსაზღვრულ სარეიტინგო მოთხოვნებს: ა) რეზიდენტი პირის, ან მის მიერ გამოშვებული ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური რეიტინგი განისაზღვრება საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგზე ერთი ნიშნულით დაბლა. ასეთი ფინანსური ინსტრუმენტების წონა საინვესტიციო პორტფელში არ უნდა აღემატებოდეს საპენსიო აქტივების 10%-ს; ბ) არარეზიდენტი პირის მიერ გამოშვებული (მათ შორის, საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული) ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური რეიტინგი განისაზღვრება BBB-/Baa3 ან მის ეკვივალენტურ დონეზე; გ) ფულადი სახსრები და დეპოზიტები შეიძლება განთავსდეს მხოლოდ, სულ მცირე, A-/A3 ან ეკვივალენტური რეიტინგის მქონე არარეზიდენტ ფინანსურ ინსტიტუტში, ან საქართველოში ლიცენზირებულ  კომერციულ  ბანკებში, თუ აღნიშნულ კომერციულ ბანკებს აქვს სულ მცირე ერთი გლობალური სარეიტინგო სააგენტოს (Standard & Poor’s, Moody’s, Fitch Ratings, Scope Ratings) მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი. დასაშვები აქტივები 27. კანონის შესაბამისად, საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ შემდეგ ფინანსურ ინსტრუმენტებში: ა) მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებულ საქართველოს საბანკო დაწესებულებებში არსებულ ფულად სახსრებსა და დეპოზიტებში; ბ) მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში; გ) საქართველოს მთავრობის ან მუნიციპალიტეტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში; დ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებში; ე) კორპორაციულ სასესხო ფასიან ქაღალდებში, რომლებიც რეგისტრირებულია მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით; ვ) საქართველოს საფონდო ბირჟაზე ან სხვა, ნებისმიერ რეგულირებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო გზით განთავსებული საწარმოთა აქციებში, რომლებზეც ხორციელდება შესაბამისი მარეგულირებლის განგრძობადი ზედამხედველობა; ზ) საქართველოში რეგისტრირებული და მარეგულირებლის მიერ რეგულირებულ ღია საფონდო ინსტრუმენტებში; თ) რეპო გარიგებები, რაც დაშვებულია მარეგულირებლის მიერ; ი) სხვა ფინანსურ და არაფინანსურ აქტივებში, რომლებიც შესაძლოა წინასწარი თანხმობით ინვესტირებისთვის დაუშვას მარეგულირებელმა. 28. კანონის შესაბამისად, საპენსიო აქტივების ინვესტირება შესაძლებელია უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ შემდეგ ფინანსურ ინსტრუმენტებში: ა) მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებულ საქართველოს საბანკო დაწესებულებებში არსებულ ფულად სახსრებსა და დეპოზიტებში;  ბ) მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში; გ)  სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში; დ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული განვითარების მიზნის მქონე საფინანსო ინსტიტუტების მიერ  გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებში; ე) სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში, თუ ის სათანადოდ არის დაცული (გარანტირებული) შესაბამისი სახელმწიფოს მიერ; ვ) კორპორაციულ სასესხო ფასიან ქაღალდებში, რომლებიც განთავსებულია კერძო ან საჯარო შეთავაზების გზით და რეგისტრირებულია შესაბამის მარეგულირებელთან; ზ) საწარმოთა აქციებში ან გლობალურ დეპოზიტარულ ხელწერილებში, რომლებიც რეგისტრირებულია სახელმწიფოს კაპიტალის ბაზრის შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზით და რომელთა ვაჭრობაც ხორციელდება საფონდო ბირჟაზე, იმ პირობით, რომ მათზე განხორციელდება შესაბამისი მარეგულირებლის განგრძობადი ზედამხედველობა; თ) ღია საფონდო ინსტრუმენტებში; ი) სხვა ფინანსურ და არაფინანსურ აქტივებში, რომლებიც შესაძლოა წინასწარი თანხმობით ინვესტირებისთვის დაუშვას მარეგულირებელმა. 29. დაუშვებელია საპენსიო აქტივების ინვესტირება: ა) საშუალო და მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში 2023 წლის 6 აგვისტომდე; ბ) აქტივებში, რომელთა გასხვისებაც კანონით დაუშვებელია; გ) უძრავ ქონებასა და სხვა ფიზიკურ აქტივებში; დ) იმ აქტივებში, რომელსაც ფლობს აქტივების მმართველი კომპანია, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, საინვესტიციო საბჭოს წევრი ან მათთან აფილირებული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი; ე) ოფციონებში, ფიუჩერსულ და ფორვარდულ გარიგებებში და სხვა დერივატივებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ხორციელდება პორტფელის ჰეჯირების მიზნით ე.ი. რისკების შემცირება ხდება ღია პოზიციების ზრდის გარეშე; ვ) აქტივების მმართველი კომპანიის ან მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში; ზ) მარეგულირებლის მიერ განსაზღვრულ სხვა ფინანსურ ან/და არაფინანსურ ინსტრუმენტებში. 30. დაუშვებელია საპენსიო აქტივების გასხვისება: ა) აქტივების მმართველ კომპანიაზე, რომელიც მომსახურებას უწევს ამ საპენსიო აქტივებს ან აღნიშნულ აქტივების მმართველ კომპანიასთან აფილირებულ ნებისმიერ პირზე; ბ) სამეთვალყურეო საბჭოს და საინვესტიციო საბჭოს წევრზე ან მათთან აფილირებულ ნებისმიერ პირზე. სტრატეგიული მიზნები 31. საინვესტიციო სამსახურის მთავარი მიზანია მონაწილეთა საპენსიო აქტივებზე მაღალი რეალური ამონაგების მიღება ფინანსურად უსაფრთხო და კარგად დივერსიფიცირებული ინვესტიციების მეშვეობით, გამჭვირვალე და კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით, საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული მოთხოვნების გათვალისწინებით. აღნიშნულის მისაღწევად, კანონის შესაბამისად ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელისთვის განისაზღვრება შემდეგი სტრატეგიული მიზნები (საშუალო და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელების სტრატეგიული მიზნები მოგვიანებით განისაზღვრება): ა) საინვესტიციო მიზანი  – ინვესტიციები იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ მაღალი ალბათობით (95%-იანი ან მეტი ალბათობით) საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოს მოსალოდნელი იყოს ინვესტიციებიდან დადებითი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მიღება. წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისათვის ნაკლებად რისკიანი პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი განისაზღვრება 5 წლით. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, საინვესტიციო ჰორიზონტი არ უნდა იქნეს მიჩნეული საინვესტიციო პორტფელში არსებული ინდივიდუალური ინვესტიციების მაქსიმალური ხანგრძლივობის ან ვადიანობის ზღვრად. საინვესტიციო პორტფელის მართვის პროცესზე ვრცელდება „კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპი“, იმგვარად, რომ საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდეს ყურადღებით, ექსპერტული უნარების გამოყენებით, გონივრულად და  სათანადო გულისხმიერებით;  ბ)  ლიკვიდურობის მიზანი  – საინვესტიციო პროცესი იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ ბაზარზე მოსალოდნელი ძლიერი რყევების დროსაც კი უზრუნველყოფილი იყოს საჭირო ლიკვიდურობის მობილიზება და ფულადი ნაკადების ვალდებულებების შესრულება. აქტივების განთავსების სტრატეგია 32. აქტივების განთავსების გრძელვადიანი სტრატეგია არის საინვესტიციო პროცესის ძირითადი საყრდენი, რომელიც მაქსიმუმამდე ზრდის იმის ალბათობას, რომ საინვესტიციო პორტფელი საინვესტიციო ჰორიზონტის განმავლობაში გამოიმუშავებს მაქსიმალურ ამონაგებს, შესაბამისი რისკის აპეტიტისა და სამართლებრივი და მარეგულირებელი შეზღუდვების გათვალისწინებით. 33. ბენჩმარკ პორტფელი იქმნება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით: ა) ის მოიცავს მხოლოდ მთლიან აქტივების კლასებს და არა ცალკეულ ფასიან ქაღალდებს; ბ) მისი რისკისა და ამონაგების მახასიათებლები შეესაბამება პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებს; გ) ბაზარზე ხელმისაწვდომია მყისიერად, დაბალი ხარჯებით; დ) ის ასახავს საქართველოს კაპიტალის ბაზრების  განვითარების არსებულ დონეს. 34. ბენჩმარკ პორტფელის შემადგენლობა და აქტივების განთავსების სტრატეგია გადაისინჯება პერიოდულად და შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ არსებითად შეიცვალა: ა) საინვესტიციო მიზნები, საინვესტიციო ჰორიზონტი ან რისკის აპეტიტი; ბ) კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებით განსაზღვრული საინვესტიციო შეზღუდვვები; გ) დაშვებები რისკისა და ამონაგების ბალანსის გრძელვადიანი თანაფარდობის შესახებ; დ) საქართველოს კაპიტალის ბაზრებზე ხელმისაწვდომი საინვესტიციო ინსტრუმენტები. 35. აქტივების განთავსების სტრატეგიის პროცესის უფრო დეტალურ აღწერილობას შეიმუშავებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი „აქტივების განთავსების სტრატეგიის  ჩარჩო“ დოკუმენტში, რომელსაც ამტკიცებს საინვესტიციო საბჭო. 36. ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობის შეფასების მიზნით გამოიყენება შემდეგი ბენჩმარკ პორტფელი: აქტივის კლასი წონა ინდექსი საქართველოს სახაზინო ობლიგაციები 25% 5-წლიანი სახელმწიფო სახაზინო ობლიგაცია განახლებადი პრინციპით დეპოზიტები/სადეპოზიტო სერტიფიკატები ლარში 60% საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთების საშუალო შეწონილი უცხოური აქციები 15% MSCI World ინდექსი ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, საინვესტიციო სამსახურს არ ევალება აღნიშნული ბენჩმარკ პორტფელის რეპლიკაცია. საინვესტიციო პორტფელის ბენჩმარკ პორტფელისგან გადახრების შემცირება მოსალოდნელია 2020 წლის ბოლოსთვის. საინვესტიციო პორტფელის ფორმირება 37. საინვესტიციო პორტფელის ფორმირება გულისხმობს აქტივების კლასებში  ინვესტირების სამიზნე მაჩვენებლებისა და დიაპაზონების განსაზღვრას და აღნიშნული აქტივების კლასების განთავსების მართვას შესაბამისი სასურველი დიაპაზონის ფარგლებში. აღნიშნული საქმიანობის მიზანია ბენჩმარკ პორტფელზე მაღალი ამონაგების უზრუნველყოფა მცოცავი საინვესტიციო პერიოდის განმავლობაში. 38. დროის ნებისმიერ მომენტში საპენსიო აქტივების ფაქტობრივი შემადგენლობა  არის საინვესტიციო პორტფელი, რომლის  რისკებიც  ბენჩმარკ პორტფელთან შედარებით იცვლება  ბაზარზე არსებული ტენდენციებისა ან  უფროსი საინვესტიციო ოფიცრის საინვესტიციო შეხედულებების მიხედვით. საინვესტიციო პორტფელი დინამიურად უნდა ასახავდეს ბაზრებზე არსებული მდგომარეობის ცვლილებას და მომგებიანად უნდა იყენებდეს  რისკის და ამონაგების ბალანსის დარღვევით გამოწვეულ  ფასების ასიმეტრიას. 39. ფაქტობრივ საინვესტიციო პორტფელში უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ცდილობს ბენჩმარკ პორტფელთან შედარებით გამოიმუშაოს ნამატი ღირებულება შემდეგი ორი გზით, აქტივების კლასების წონების შეცვლით: ა)  სტრატეგიული გადახრა (ბენჩმარკ პორტფელის შიგნით) – ნამატი ღირებულების მომტანი სტრატეგია, რომელიც ცვლის საინვესტიციო პორტფელის ალოკაციებს აქტივების გარკვეულ კლასებს შორის, თუმცა ეს არ უნდა სცდებოდეს ბენჩმარკ პორტფელში შემავალ აქტივების კლასებს. სტრატეგიული გადახრა შეიძლება მოიცავდეს აქციებს, ობლიგაციებსა და უცხოურ ვალუტას. ამ სტრატეგიით საინვესტიციო პორტფელში იზრდება იაფი აქტივების წილი და მცირდება ძვირი აქტივების წილი, რაც გამომდინარეობს შეფასების გრძელვადიანი სიგნალებიდან; ბ)  აქტიური ამონაგების სტრატეგია (ბენჩმარკ პორტფელიდან გასვლა) – რისკის პრემიის რეალიზება და უნარებზე დაფუძნებული სტრატეგია, რასაც მოაქვს ნამატი შემოსავალი დასაშვები აქტივების კლასებიდან, რაც არ შედის ბენჩმარკ პორტფელში. ამ სტრატეგიის ფარგლებში ინვესტირება ხდება აქტიური რისკის ბიუჯეტის ფარგლებში. გადაწყვეტილებას აქტიური ამონაგების სტრატეგიის განხორციელებაზე იღებს მხოლოდ საინვესტიციო სამსახური.  40. ნამატი ღირებულების მომტანი საინვესტიციო საქმიანობა წარმოშობს აქტიურ რისკს ბენჩმარკ პორტფელთან მიმართებით. ამ აქტიური რისკის პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საინვესტიციო საბჭო საინვესტიციო საქმიანობას ზღუდავს აქტიური რისკის ბიუჯეტის განსაზღვრით. საინვესტიციო სამსახური ვალდებულია მკაცრად დაიცვას აქტიური რისკების განაწილების პროცესი, რაც გულისხმობს, რომ საინვესტიციო სამსახური უფლებამოსილი არ არის, გადააჭარბოს რისკის ლიმიტებს (გარდა 41-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა), რათა უზრუნველყოფილ იქნეს საინვესტიციო შესაძლებლობების მუდმივი შეფასება აქტიური რისკის ბიუჯეტთან მიმართებაში. 41. აქტივების კლასებში განთავსება უნდა განხორციელდეს რისკის ლიმიტებთან შესაბამისობის დაცვით. არსებული განთავსებების დროებითი გადახრა რისკის ლიმიტებიდან დასაშვებია ექსტრემალური საბაზრო პირობების შემთხვევაში. თუ აქტივების კლასებში განთავსება აჭარბებს რისკის ლიმიტებს, საინვესტიციო სამსახურმა უნდა უზრუნველყოს აქტივების განთავსების დროული დაბრუნება რისკის ლიმიტების ფარგლებში, რისი ზუსტი ვადები  კი უპირველესად დამოკიდებულია ტრანზაქციის ხარჯებსა და ლიკვიდურობაზე. განსაკუთრებული საბაზრო გარემოებების არსებობისას ფაქტობრივი საინვესტიციო პორტფელი შეიძლება დროებით სცდებოდეს რისკის ლიმიტებს, თუმცა მსგავსი გადახრა მოკლევადიანი უნდა იყოს და ის უნდა დამტკიცდეს საინვესტიციო საბჭოს მიერ, თუ ის აჭარბებს აქტიური რისკის ბიუჯეტს. 42. საინვესტიციო პორტფელის რებალანსირების ზომა მნიშვნელოვანია და მას შეუძლია საინვესტიციო პორტფელის ამონაგებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა. საინვესტიციო პორტფელში აქტივების განთავსების ვიწრო დიაპაზონში შესანარჩუნებლად ბრმად რებალანსირება ზრდის ტრანზაქციის ხარჯებს საინვესტიციო პორტფელის ამონაგების დოკუმენტურად დადასტურებული გაუმჯობესების გარეშე. მეორე მხრივ, რებალანსირებისთვის ზედმეტად ფართო დიაპაზონმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გადახრა აქტივების განთავსებაში. საინვესტიციო პორტფელი ყოველთვის შესაბამისობაში უნდა იყოს კანონითა და მარეგულირებლის მიერ დადგენილ ლიმიტებთან. 43. საინვესტიციო პორტფელის ფორმირების დეტალური აღწერილობა და რებალანსირების პროცესი უნდა შეიმუშაოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა „საინვესტიციო პორტფელის ფორმირების ჩარჩო“ დოკუმენტის ფარგლებში, რომელსაც ამტკიცებს საინვესტიციო საბჭო. დოკუმენტი უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგს: ა) სტრატეგიული გადახრის აღწერას, რომელშიც საინვესტიციო პორტფელის ალოკაციები განსხვავდება ბენჩმარკ პორტფელისგან და ასახავს საბაზრო ფასების განსხვავებას აქტივების ფუნდამენტური ღირებულებისგან და მიზნად ისახავს ბენჩმარკ პორტფელთან შედარებით უფრო მაღალი მოსალოდნელი ამონაგების მიღებას;  ბ) აქტიური ამონაგების სტრატეგიის აღწერილობას, რომელიც მოიცავს შემდეგ პროცედურებსა და პროცესებს: მოსალოდნელი ამონაგებსა და რისკების ანალიზს შესაძლო ინვესტიციებისთვის, სამიზნე ამონაგებსა და სამიზნე ამონაგებიდან გადახრის ლიმიტებს, აქტიური ამონაგების სტრატეგიებისთვის აქტივების მმართველი კომპანიების გამოყენების და პირდაპირი ინვესტირების პროცესს; გ) პორტფელის ფორმირების ინსტრუქციას, რომელიც მოიცავს რებალანსირების პროცესში გამოყენებულ გაანგარიშების მეთოდოლოგიას, რისკის ლიმიტებიდან დასაშვებ გადახრებს (როგორც ბენჩმარკ პორტფელთან მიმართებაში, ისევე გადახრების აბსოლუტურ მაჩვენებლებს), ტრანზაქციის დამტკიცების, გადამოწმებას, აღსრულებას, დადასტურებას, ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ მითითებებს, რეკონსილაციას პროცესებს, ვაჭრობამდე და ვაჭრობის შემდგომ შესაბამისობის შემოწმებას. რისკის მართვა 44. რისკის აღება საინვესტიციო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. საინვესტიციო საბჭო იყენებს რისკის მართვის ფუნქციას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს მონაწილეთათვის მაქსიმალური ღირებულების შექმნა ადეკვატური რისკის მართვის პრაქტიკის დამკვიდრებისა და საოპერაციო და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესებში წარმატებული შედეგების ალბათობის გაზრდის გზით. საინვესტიციო საბჭო აცნობიერებს, რომ შეუძლებელია რისკის სრულად აღმოფხვრა, თუმცა ის მკაფიოდ უნდა იყოს გაცნობიერებული იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს მოსალოდნელ ამონაგებსა და რისკ შორის მიზნობრივი ბალანსი. 45. რისკი იმგვარად უნდა იმართოს, რომ: ა) უზრუნველყოფილი იყოს მთლიანი საინვესტიციო რისკების მართვის ერთიანი პროცესი, საინვესტიციო საქმიანობაზე მოქმედი ყველა ოპერაციული რისკების გათვალისწინებით; ბ) მოხდეს საინვესტიციო პორტფელთან და აქტივების თითოეულ კლასთან დაკავშირებული საინვესტიციო რისკების იდენტიფიცირება, გაზომვა და კომუნიკაცია; გ) უზრუნველყოს ინვესტიციაზე ამონაგებისა და  აღებული რისკების მონიტორინგი, იმისათვის, რომ შეფასდეს, რამდენად ადეკვატურად არის კომპენსირებული გაწეული რისკები; და დ) უზრუნველყოფილი იყოს საინვესტიციო რისკის გამოთვლის სისტემებისა და ფუნქციების სათანადო ორგანიზაციული დამოუკიდებლობა  საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების ფუნქციებისგან. 46. საინვესტიციო საბჭო აყალიბებს სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს საინვესტიციო სამსახურში ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმების არსებობას. 47. საინვესტიციო პოლიტიკის, აქტივების განთავსების სტრატეგიის, აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის შერჩევისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრისას, ასევე მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებისა და საპენსიო აქტივების მართვისას წარმოშობილი სხვა საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, საინვესტიციო საბჭო მხედველობაში მიიღებს რისკების როგორც ხარისხობრივ, ასევე რაოდენობრივ მახასიათებლებს. 48. საპენსიო სააგენტოს საქმიანობაში არსებობს შემდეგი კატეგორიის ძირითადი რისკები: ა) საინვესტიციო რისკი – მოსალოდნელი ამონაგებიდან ნეგატიური გადახრის ალბათობა, რომელიც თავის მხრივ შესაძლოა გამოწვეულ იქნეს საბაზრო რისკით, ინფლაციის რისკით, საკრედიტო რისკით, კონტრაჰენტის რისკით, ლიკვიდურობის რისკითა და შეფასების რისკით; ბ) საოპერაციო რისკი – ზარალის დადგომის ალბათობა, რომელსაც ადგილი აქვს არაადეკვატური ან გაუმართავი შიდა პროცესების, სისტემების, პერსონალის ან გარე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად; გ) სამართლებრივი, მარეგულირებელი და შესაბამისობის რისკი – ზარალის დადგომის ალბათობა, რომელიც წარმოადგენს 1. მარეგულირებელ ან/და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შეუსაბამობის 2. სახელშეკრულებო პირობების არასწორი ინტერპრეტაციის ან/და შეუსრულებლობის ან/და 3. კანონმდებლობის, მარეგულირებელი აქტებისა და შიდა პოლიტიკის ცვლილების შედეგს; დ) რეპუტაციული რისკი – ზარალის დადგომის ან მიზნობრივზე დაბალი ამონაგების მიღების ალბათობა, რომელსაც ადგილი აქვს შელახული რეპუტაციის ან ნდობის დაკარგვის შედეგად. 49. სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურა ეფუძნება „დაცვის სამი ხაზის“ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სიცხადეს და გამჭვირვალობას რისკების ფლობასთან და რისკებზე ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით. „რისკების მართვის ჩარჩოს“ დოკუმენტი, რომელიც ასახულია ან ასახული იქნება საპენსიო სააგენტოს დებულებაში, განსაზღვრავს იმ ორგანიზაციულ წყობას, რომლის მიხედვითაც  საინვესტიციო საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი ადგენს და იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს რისკების სტრატეგიასთან და რისკების მართვის მიდგომასთან დაკავშირებით. 50. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი შეუმშავებს და საინვესტიციო საბჭო ამტკიცებს „პორტფელის რისკის მართვის ჩარჩოს“, რომელიც მკაფიოდ ჩამოაყალიბებს და ასახავს პროცესებს, რომლის მეშვეობითაც დგინდება საინვესტიციო რისკის აპეტიტი და მისი შესაბამისი რისკის ლიმიტები. დოკუმენტი ასევე უნდა მოიცავდეს საინვესტიციო რისკის კლასიფიკაციას, საინვესტიციო რისკის საზომ მეთოდოლოგიებს, საინვესტიციო რისკის მოპყრობის გზებს და შიდა კონტროლის მექანიზმებსა და იმ პროცედურებს, რომლის მეშვეობითაც ხდება საინვესტიციო რისკის მონიტორინგი და ანგარიშგება. დოკუმენტი ასევე უნდა განსაზღვრავდეს პერიოდული სტრეს-ტესტისა და სცენარული ანალიზის მეთოდოლოგიასა და პირობებს.  საინვესტიციო საბჭო უზრუნველყოფს „პორტფელის რისკის მართვის ჩარჩოს“ დოკუმენტის პერიოდულ გადახედვას, ამ პოლიტიკის 98-ე მუხლის („გადასინჯვა“) შესაბამისად. 51. მთავარი რისკის ოფიცერი (CRO) შეიმუშავებს საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის მართვის პოლიტიკას, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგს: კიბერუსაფრთხოების და ინფორმაციის უსაფრთხოების ჩარჩოს, ბიზნეს უწყვეტობის ჩარჩოს,  ადამიანური რისკების  ჩარჩოს, სწავლებისა და შესაძლებლობების პროცესებს, თაღლითობის, ქრთამის და კორუფციის რისკების ჩარჩოს, მხილების, ინტერესთა კონფლიქტის, სამართლებრივი შესაბამისობის ჩარჩოს და რეპუტაციული რისკისა და კომუნიკაციის პოლიტიკას. საინვესტიციო საბჭო პასუხისმგებელია მხოლოდ საინვესტიციო სტრუქტურულ სამსახურში წარმოშობილ რისკებზე, მაგრამ, რამდენადაც საოპერაციო სტრუქტურული ერთეულებიდან წარმოშობილ რისკებს შესაძლოა ჰქონდეს კასკადური  გავლენა საინვესტიციო საქმანობაზე, საინვესტიციო საბჭო გადახედავს საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის მართვის პოლიტიკის დოკუმენტს კომენტირების მიზნით და შესაბამის კომენტარებს წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცების მიზნით. 52. საინვესტიციო საბჭო განსაზღვრავს რისკის აპეტიტს და რისკის ლიმიტებს როგორც ეს ამ დოკუმენტშია აღნიშნული და მოელის, რომ საინვესტიციო სამსახური არ დაარღვევს აღნიშნულ ლიმიტებს (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხვა რამ არ არის გარკვევით მითითებული, ან როგორც აღწერილია პოლიტიკის 41-ე მუხლში). საინვესტიციო სამსახური, როგორც დაცვის პირველი ხაზი, პასუხისმგებელია საინვესტიციო საქმიანობის შედეგად წარმოშობილი რისკების მართვაზე. მთავარი რისკების ოფიცერი წარმოადგენს დაცვის მეორე ხაზს, რომელიც პასუხისმგებელია გაზომოს, შეაფასოს, მონიტორინგი გაუწიოს და მოახდინოს შესაბამისობის ანგარიშგება მიმდინარე საინვესტიციო პორტფელის რისკის პროფილის სააგენტოს რისკის აპეტიტთან და რისკის ლიმიტებთან მიმართებაში. რისკების ანგარიშგება ნათლად უნდა ასახავდეს მიმდინარე რისკის პოზიციებს, ხელმოწერილი უნდა იყოს რისკების მთავარი ოფიცრის მიერ და დროულად უნდა იქნეს გაზიარებული საინვესტიციო საბჭოსთვის, უფროსი საინვესტიციო ოფიცრისთვისა და დირექტორისთვის. 53. მთავარი რისკის ოფიცრის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები სავალდებულო ხასიათის არ არის უფროსი საინვესტიციო ოფიცრისათვის. რისკის ანგარიშებში ასახული ნებისმიერი საგანგაშო მაჩვენებლები სასწრაფოდ უნდა იქნეს განხილული საინვესტიციო საბჭოს მიერ, რომელიც ყოველთვის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი დამოუკიდებლობა კანონის შესაბამისად. 54. საინვესტიციო პორტფელი ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და შეზღუდვებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, როდესაც მოხდება სპეციალიზებულ დეპოზიტართან ხელშეკრულების გაფორმება, ფულადი სახსრებისა და დეპოზიტების მაქსიმუმ 75% ჯამური განთავსებები უნდა შეივსოს სხვა ინვესტიციებით გონივრულ ვადებში და პრაქტიკულობიდან გამომდინარე, კანონის (მუხლი 27🔗, პუნქტი 12(ა)) შესაბამისად. 55. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილი რისკის ლიმიტების გადასინჯვა მოხდება „პორტფელის რისკის მართვის ჩარჩოს“ დამტკიცებისთანავე.    მეტრიკა რისკის ლიმიტი საზომი მაქსიმალური ლიმიტები ანგარიშგება 1-წლიანი უარყოფითი გადახრის რისკი 5% -იანი ალბათობა, რომ საბაზრო რისკის გამო ბენჩმარკ პორტფელის მოსალოდნელი ამონაგებიდან უარყოფითი გადახრა 1 წელიწადში იქნება 15%-ზე მეტი იზომება ბენჩმარკ პორტფელის მოსალოდნელი ამონაგების განაწილების მიხედვით ანგარიშგებას საინვესტიციო სამსახური და მთავარი რისკების ოფიცერი ყოველთვიურად ახორციელებენ საინვესტიციო საბჭოს წინაშე. საინვესტიციო ჰორიზონტის უარყოფითი გადახრის რისკი 5%-იანი ალბათობა, რომ საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოს საინვესტიციო პორტფელს არ ექნება დადებითი რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით).   იზომება საინვესტიციო პორტფელის მოსალოდნელი ამონაგების განაწილების მიხედვით  (ინფლაციის გათვალისწინებით) ანგარიშგებას საინვესტიციო სამსახური და მთავარი რისკების ოფიცერი ყოველთვიურად ახორციელებენ საინვესტიციო საბჭოს წინაშე. აქტიური რისკის ბიუჯეტი საინვესტიციო პორტფელისთვის აქტიური რისკის განსაზღვრა ხდება „პორტფელის რისკის მართვის ჩარჩოს“ მიხედვით იზომება ფაქტობრივ საინვესტიციო პორტფელისა და ბენჩმარკ პორტფელის მოსალოდნელ ამონაგებს შორის ცდომილების მიხედვით ანგარიშგებას საინვესტიციო სამსახური და მთავარი რისკების ოფიცერი ყოველთვიურად ახორციელებენ საინვესტიციო საბჭოს წინაშე. სექტორის კონცენტრაცია მაკროეკონომიკური შოკის მიმართ მაღალი მგრძნობელობის და ფასების მერყეობის გამო საინვესტიციო საბჭო ადგენს ლიმიტებს კონკრეტული სექტორისთვის, საჭიროების შემთხვევაში იზომება აქტივების წმინდა ღირებულებიდან მაქსიმალური პროცენტულობით უნდა განისაზღვროს „პორტფელის რისკის მართვის ჩარჩოში“ ანგარიშგებას საინვესტიციო სამსახური და მთავარი რისკების ოფიცერი ყოველთვიურად ახორციელებენ საინვესტიციო საბჭოს წინაშე. ფასიანი ქაღალდების კონცენტრაცია კანონისა და საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, კონცენტრაციის ლიმიტები დგინდება ნებისმიერი ფასიანი ქაღალდისთვის გარდა საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკისა და მინიმუმ AA-საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ ემიტირებული ფასიანი ქაღალდებისა იზომება მაქსიმალური პროცენტის განსაზღვრით აქტივების წმინდა ღირებულებიდან, საპენსიო აქტივებიდან  ან რეგულაციით გათვალისწინებული სხვაგვარი მეთოდით ერთი ემიტენტი ან ჯგუფი: (ა) საპენსიო აქტივების 15% და  (ბ) მიმოქცევაში არსებული მთლიანი ფასიანი ქაღალდების 10% (არ ვრცელდება ნაღდ ფულზე და საბანკო დეპოზიტზე) ერთი ემისია: ბრუნვაში არსებული ერთი ემისიის ქვეშ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების 20% ანგარიშგებას საინვესტიციო სამსახური და მთავარი რისკების ოფიცერი ყოველთვიურად ახორციელებენ საინვესტიციო საბჭოს წინაშე. ვადიანი დეპოზიტების და სადეპოზიტო სერტიფიკატების კონცენტრაცია ერთ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში ინვესტიციის ჭარბი კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით იზომება ბანკის მთლიანი საკუთარი კაპიტალის პროცენტულობის მიხედვით (საქართველოს ეროვნული ბანკის პილარ 3-ის კვარტალურ ანგარიშზე დაყრდნობით) ბანკის მთლიანი საკუთარი კაპიტალის მაქსიმუმ 20%, რომლის შეფასებაც ხორციელდება ინვესტიციის განხორციელების დროს ანგარიშგებას საინვესტიციო სამსახური და მთავარი რისკების ოფიცერი  ახორციელებს საინვესტიციო საბჭოს წინაშე. ლიკვიდურობა საპენსიო სააგენტოს უნდა შეეძლოს ფულადი ნაკადების  გადინებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დაკმაყოფილება, ძლიერი რყევების დროსაც; კონკრეტული ლიმიტები უნდა განისაზღვროს „პორტფელის რისკის მართვის ჩარჩოს“ ფარგლებში.  მაღალლიკვიდური აქტივების პროპორცია, რაც საინვესტიციო სამსახურმა უნდა შეინარჩუნოს, დადგინდება  ლიკვიდურობის რისკის მართვის მოდელების მიხედვით, რომელიც მოიცავს მოკლევადიანი ლიკვიდურობის ტესტებს საინვესტიციო პორტფელის მიმართ. ანგარიშგებას საინვესტიციო სამსახური და მთავარი რისკების ოფიცერი ყოველთვიურად ახორციელებენ საინვესტიციო საბჭოს წინაშე. საკრედიტო რისკი იმ ფასიან ქაღალდებს, რომელშიც მოხდება საპენსიო აქტივების ინვესტირება,  უნდა ჰქონდეთ პოლიტიკის „საინვესტიციო მანდატის“ სექციით (მუხლი 26🔗)  განსაზღვრული მინიმალური რეიტინგი. გარდა ამისა, ნაღდი ფული და დეპოზიტი შესაძლებელია განთავსდეს მხოლოდ, სულ მცირე, B- (ან ეკვივალენტურ) რეიტინგის მქონე რეზიდენტ კომერციულ ბანკებში ან, სულ მცირე  A-/A3 (ან ეკვივალენტური ) რეიტინგის მქონე არარეზიდენტ ფინანსურ ინსტიტუტებში. შესყიდვის დროს სულ მცირე, ერთ-ერთი გლობალური სარეიტინგო სააგენტოს (Standard and Poors, Moody’s, Fitch Ratings, Scope Ratings)  რეიტინგის შესაბამისად ანგარიშგებას საინვესტიციო სამსახური და მთავარი, რისკების ოფიცერი ყოველთვიურად ახორციელებენ საინვესტიციო საბჭოს წინაშე. კონტრაჰენტის რისკი კონტრაჰენტის რისკის ლიმიტები განისაზღვრება „პორტფელის რისკის მართვის ჩარჩოში“ ანგარიშგებას საინვესტიციო სამსახური და მთავარი რისკების ოფიცერი ყოველთვიურად ახორციელებენ საინვესტიციო საბჭოს წინაშე. ინვესტიციების ღირებულების შეფასება 56. საპენსიო აქტივების ინვესტირება, ადმინისტრირება და მენეჯმენტი უნდა განხორციელდეს გონივრულად, ყველა მონაწილის სასარგებლოდ, შესაბამისი კანონმდებლობის და რეგულაციების დაცვით. 57. კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №258/04 ბრძანების მოთხოვნის შესაბამისად, საპენსიო სააგენტოს ფინანსური ანგარიშები უნდა მომზადდეს  „სამართლიანი ღირებულების“  პრინციპის დაცვით, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), აგრეთვე სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის მიერ შემუშავებული პორტფელის შეფასების პრინციპებისა და  საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობასთან დაკავშირებული გლობალური სტანდარტების (GIPS) სრულ შესაბამისობაში. სამართლიანი ღირებულება განისაზღვრება როგორც ფასი, რასაც გამყიდველი მიიღებდა ბაზრის მონაწილისგან შეფასების დღეს. 58. შეფასების დღისათვის საპენსიო სააგენტოს მთლიანი აქტივები განისაზღვრება როგორც საპენსიო სააგენტოს საკუთრებაში არსებული ყველა აქტივის ჯამი. საპენსიო სააგენტოს აქტივების წმინდა ღირებულება განისაზღვრება, როგორც საპენსიო აქტივებსა და საპენსიო ვალდებულებებს შორის სხვაობა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №258/04 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად. 59. საინვესტიციო პორტფელში შემავალი საბანკო დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები უნდა შეფასდეს შეფასების დღეს არსებული საბალანსო ღირებულებით (ნომინალურ ღირებულებას დამატებული დარიცხული სარგებელი შეფასების დღის მდგომარეობით და გამოკლებული ნებისმიერი გაუფასურება). 60. უცხოურ ვალუტაში დენომინირებული საინვესტიციო პორტფელის აქტივების შეფასება უნდა განხორციელდეს შეფასების დღეს მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით. 61. ფასიანი ქაღალდების სამართლიანი ღირებულება შეიძლება დადგინდეს სხვადასხვა მიდგომით და სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ფასების წყაროს იერარქიის განსაზღვრისას საინვესტიციო საბჭო ითვალისწინებს მონაცემების სიზუსტეს, სანდოობას, ერთიანობასა და მის ამომწურავ ხასიათს. მონაცემების ხსენებული იერარქია კლებადი თანმიმდევრობით მოცემულია ქვემოთ. შესაძლო მონაცემებიდან ინვესტიციის სამართლიანი ღირებულების განსაზღვრისათვის გამოიყენება ის მონაცემები, რომელიც მათ შორის ყველაზე მაღალ იერარქიულ საფეხურზე დგას. ა)   დონე 1: კვოტირებული ფასები აქტიურ ბაზრებზე  იდენტური აქტივებისთვის; ბ)   დონე 2: ბაზარზე დაკვირვებადი სხვა მონაცემები  (ე.ი. კვოტირებული ფასების გარდა); გ)  დონე 3: ის მონაცემები, რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდება ბაზარზე. 62. კვოტირებული საბაზრო ფასის მქონე ინვესტიციები მოიცავს ნებისმიერ ინვესტიციას, რომელიც დაშვებულია ლისტინგში და აქტიურად ივაჭრება რეგულირებად ბირჟაზე ან ალტერნატიულ სავაჭრო პლატფორმაზე. ასეთ აქტივებს განეკუთვნება, მაგალითად, აქციები, ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტები, ფიუჩერსები და ოფციები და სხვა. მიიჩნევა, რომ შეფასების დღისთვის ფასიანი ქაღალდი აქტიურად ივაჭრება, თუ ამ აქტივზე გარიგება დაიდო უკანასკნელი 20 სავაჭრო დღის განმალობაში. ამ ტიპის ინვესტიციებისთვის სამართლიანი ფასი უნდა დაადგინოს საპენსიო სააგენტოს სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა სანდო გარე წყაროებზე დაყრდნობით, საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული მითითებების შესაბამისად და მისი განსაზღვრა უნდა მოხდეს კვოტირებულ ფასზე მითითებით (1 დონის მონაცემები). 63. თუ ფასიანი ქაღალდებით არ ხდება აქტიურად ვაჭრობა, ფასიანი ქაღალდის შეფასება უნდა მოხდეს ბაზარზე დაკვირვებადი სხვა მონაცემების მიხედვით, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად, სადაც ბაზარზე დაკვირვებადი მონაცემები მოიცავს: საპროცენტო განაკვეთებს, საკრედიტო სპრედს, ასევე შედარებადი ინვესტიციების ფასებს, რომლებიც აქტიურად ივაჭრება ბაზრებზე და სხვა. ამ დონის შეფასებებისათვის შემუშავდება რისკზე დაფუძნებული შეფასების მეთოდები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო და სამართლიანი შეფასება. ამ ტიპის ინვესტიციებისათვის საინვესტიციო აქტივის სამართლიანი ღირებულება შეიძლება მიღებულ იქნეს ალტერნატიული წყაროდან და აღნიშნული უნდა ეცნობოს სპეციალიზებულ დეპოზიტარს (მე-2 დონის მონაცემი). აღნიშნული მითითებები შეიძლება იყოს ორი სახის:   ა) შიდა ფასწარმოქმნის მეთოდი – საინვესტიციო სამსახური სპეციალიზებულ დეპოზიტარს პირდაპირ აძლევს მითითებებს დეტალური შეფასების მეთოდის თაობაზე მის მიერ შემუშავებული  შეფასების შიდა მეთოდებზე დაყრდნობით; ბ) კონკრეტულ ფასის წყაროზე მითითება – საინვესტიციო სამსახური სპეციალიზებულ დეპოზიტარს მიუთითებს მესამე მხარის ფასწარმოქმნის წყაროზე, როგორიცაა, მაგალითად, ბროკერები, კონტრაჰენტები ან სხვა დამოუკიდებელი შემფასებლები. 64. მონაცემები, რომელთა იდენტიფიცირებაც ბაზარზე ვერ ხდება, თავისი სუბიექტურობის გამო წარმოადგენს ყველაზე უმნიშვნელო და ნაკლებად საიმედო ფაქტორს სამართლიანი ღირებულების განსაზღვრისას. საჯარო ლისტინგში დაშვებული ფინანსური ინსტრუმენტების შემთხვევაში, ამ კატეგორიის მონაცემების გამოყენება, შესაძლებლობის ფარგლებში, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. 65. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ან სხვა შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებულ ღია საფონდო ინსტრუმენტში განხორციელებული ინვესტიციის სამართლიანი ღირებულების შეფასება უნდა მოხდეს ინვესტიციის ერთეულის უახლესი ფასის საფუძველზე, რომელიც ეყრდნობა ფონდის აქტივების წმინდა სამართლიან ღირებულებას. 66. არასაბირჟო (OTC) დერივატივების სამართლიანი ღირებულება (რომელიც გამოიყენება ჰეჯირებისთვის) უნდა დადგინდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ან შიდა ფასწარმოქმნის მეთოდის გამოყენებით, ან კონკრეტულ წყაროზე მითითების გზით, საინვესტიციო სამსახურის მიერ გაცემული ინსტრუქციის შესაბამისად. 67. მესამე მხარის, დამოუკიდებელი შემფასებლების (ფასის მომწოდებლები) შერჩევა, პრიორიტეტების მინიჭება და განხილვა შესაძლებელია ყველაზე შესაფერისი და ზუსტი შეფასების მიზნებისათვის. დამოუკიდებელი შემფასებლები უნდა შეირჩეს საინვესტიციო საბჭოს მიერ და მათი შეფასება უნდა მოხდეს სხვადასხვა კუთხით, მათ შორის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, შესაძლებლობის, საერთაშორისო რეპუტაციის, დამოუკიდებლობისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.   68. საპენსიო სააგენტოს აქტივების წმინდა ღირებულების გაანგარიშება ხდება ყოველი სამუშაო დღისთვის და მისი შედეგები სათანადო წესით უნდა ეცნობოს სპეციალიზებულ დეპოზიტარს, რომელიც პასუხისმგებელია შეამოწმოს აღნიშნული გაანგარიშებების შესაბამისობა კანონთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ აქტებთან და საპენსიო სააგენტოს შიდა დოკუმენტებთან. 69. ყველა სამართლიანი ღირებულების განახლება მოხდება ისეთი პერიოდულობით, რაც გამომდინარეობს პრაქტიკული მიზანშეწონილობიდან, მონაცემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული შეზღუდვების და სხვა ნებისმიერი შემაფერხებელი ფაქტორის გათვალისწინებით. ძირითადი ინვესტიციების კატეგორიების შეფასების მინიმალური სიხშირე მოცემულია ქვემოთ ცხრილში (გაითვალისწინეთ, რომ შეფასების სიხშირის მიუხედავად, ინვესტიციის სამართლიანი ღირებულების მნიშვნელოვანი ცვლილების ნებისმიერი შემთხვევის გამოძიება დაუყოვნებლივ მოხდება): სამართლიანი ღირებულების იერარქია  მინიმალური სიხშირე დონე 1 ყოველ სამუშაო დღეს დონე 2 ყოველთვიური დონე  3 კვარტალური 70. შეფასების მეთოდოლოგიის, სიხშირისა და მესამე მხარის დამოუკიდებელი შემფასებლის აყვანის პროცესის დეტალურ აღწერას შეიმუშავებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი „ინვესტიციების შეფასების ჩარჩოს“ ფარგლებში და ამტკიცებს საინვესტიციო საბჭო. 71. შეფასების მეთოდოლოგიის გაუმჯობესება უნდა განხორციელდეს უწყვეტად. ასევე საჭიროების შემთხვევაში, კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან ერთად საინვესტიციო აქტივების სახეობების ზრდისას. შეფასების მეთოდოლოგიის ნებისმიერი ცვლილება სათანადო წესით უნდა ეცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევა 72. საინვესტიციო საბჭო სპეციალიზებულ დეპოზიტარს ირჩევს საპენსიო სააგენტოსათვის სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების გაწევის მიზნით. შერჩევის პროცესი და მინიმალური კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობას და რეგულაციებს, მათ შორის, კანონსა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №259/04 ბრძანებას. სპეციალიზებული დეპოზიტარი მომსახურებას ახორციელებს ყველა საპენსიო აქტივთან მიმართებაში. 73. შერჩევის პროცესში დეტალურად მოწმდება კანდიდატის გამოცდილება და ცოდნა, საჭირო ადამიანური რესურსების, ტექნოლოგიისა და სისტემების არსებობა, ანგარიშსწორებისა და ტრანზაქციის დამუშავების შესაძლებლობები,  გამოყენებული ქვედეპოზიტარები, რისკის მართვასა და ზოგადი ორგანიზაციული მმართველობის მიდგომები. კანონის შესაბამისად, საჭიროების არსებობისას საინვესტიციო საბჭოს შეუძლია რამდენიმე სპეციალიზებული დეპოზიტარის არჩევა. სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცედურა განისაზღვრება საინვესტიციო საბჭოს საქმიანობის წესში (პროცედურაში), რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეროვნული ბანკი. 74. სპეციალიზებულ დეპოზიტართან ნებისმიერი შეთანხმება მკაფიოდ უნდა განისაზღვროს  წერილობითი ფორმით. საჭიროების შემთხვევაში,  აღნიშნული უნდა მოიცავდეს კონკრეტულ დებულებებს, რომელიც დეპოზიტარს დააკისრებს ორგანიზაციული მმართველობისა და პროცედურების მინიმალურ სტანდარტებთან შესაბამისობის ვალდებულებას, რაც ეხება თაღლითობის, მექრთამეობისა და ფულის გათეთრების თავიდან აცილებას. 75. საპენსიო აქტივები შეინახება სპეციალიზებულ დეპოზიტართან საპენსიო სააგენტოს შესაბამის ანგარიშზე. საპენსიო აქტივები სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა შეინახოს სეგრეგირებულ ანგარიშებზე. 76. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ვალდებულია საინვესტიციო საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის შეფასება. აქტივების მმართველი კომპანიები 77. საინვესტიციო საბჭომ გარკვეული საპენსიო აქტივების ინვესტირებისათვის შეიძლება შეარჩიოს აქტივების მმართველი კომპანიები. შერჩევის პროცესი და მინიმალური კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობას და რეგულაციებს, მათ შორის, კანონსა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №257/04 ბრძანებას. 78. საინვესტიციო საბჭო აქტივების მმართველი კომპანიის ძიებისა და შერჩევისას გამოიყენებს ისეთ მიდგომას, რაც უზრუნველყოფს დამოუკიდებელ შეფასებას ობიექტური წყაროებიდან და საშუალებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რათა შეფასდეს ნებისმიერი პოტენციური აქტივების მმართველი კომპანია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ა) კონკრეტული მანდატის შესრულებისა და საინვესტიციო შესაძლებლობის გამოყენების კომპეტენცია. ამ დროს ყურადღება ექცევა, თუ რა შესაძლებლობები შემოაქვს აქტივების მმართველ კომპანიას ინვესტიციების თვალსაზრისით, რისი შეფასებაც ხდება გადაწვეტილების მიღებისთვის საჭირო გონივრულობის კვლევის პროცესში. ბ) საპენსიო სააგენტოს პარტნიორობისათვის შესაფერისობა, მათ შორის, მათი ზოგადი საქმიანობის შესახებ საინვესტიციო საბჭოს მოსაზრება; მათი დამოკიდებულებები და გამოცდილება ინვესტიციების განხორციელებისას (მათ შორის პასუხისმგებლიანი ინვესტირებისას) და მათი მზაობა და შესაძლებლობა, გაუზიარონ ცოდნა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის, პროცესებისა და ანალიზის ინსტრუმენტების შექმნის მხარდასაჭერად. 79. ნებისმიერი  ინვესტიციის განხორციელებამდე ან მესამე მხარის საინვესტიციო პროცესში ჩართვამდე უნდა განხორციელდეს შესაბამისი გონივრულობის კვლევა (due diligence) კორპორატიული მმართველობის რისკებთან მიმართებაში. გონივრულობის კვლევის სათანადო დონე განსხვავებულია სხვადასხვა გარემოებაში და ამიტომ, საინვესტიციო საბჭომ და უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გადაწყვეტილებები კვლევის დეტალურობასთან დაკავშირებით უნდა მიიღონ ინდივიდუალურად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. მიდგომა უნდა იყოს რისკისა და ორგანიზაციის ზომის პროპორციული. საჭიროების შემთხვევაში, ზოგიერთი მაღალი რისკის მქონე ტრანზაქცია, ინდუსტრია, იურისდიქცია ან ქვეყანა შეიძლება შეიზღუდოს. აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის დეტალური პროცედურა განისაზღვრება საინვესტიციო საბჭოს საქმიანობის წესში, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეროვნული ბანკი. 80. მესამე მხარეებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს ჩამოყალიბებული მკაფიოდ, წერილობითი ფორმით. შესაბამის შემთხვევაში, აღნიშნული უნდა მოიცავდეს კონკრეტულ დებულებებს, რომელიც მოითხოვს მინიმალურ სტანდარტებთან და პროცედურებთან შესაბამისობას თაღლითობის, მექრთამეობის, კორუფციისა და ფულის გათეთრების თავიდან აცილების მიზნით. პასუხისმგებლიანი ინვესტირების ჩარჩო 81. საპენსიო სააგენტოს სურვილია, რომ მხარი დაუჭიროს კომპანიებსა და ორგანიზაციებს ისეთი პოლიტიკისა და პრაქტიკის დამკვიდრებაში, რომელიც აძლიერებს მათ გრძელვადიანი ფინანსური შედეგების გაუმჯობესებით, მათ შორის პასუხისმგებლიანი კორპორატიული და ორგანიზაციული ქცევის წახალისებით, რასაც გულისხმობს  გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით („ESG”) ფაქტორებს. საპენსიო სააგენტოს მიაჩნია, რომ კომპანიები, რომლებიც ეფექტიანად მართავენ „ESG” ფაქტორებს, უფრო მეტი ალბათობით ქმნიან ღირებულებას გრძელვადიან პერსპექტივაში. აღსანიშნავია, რომ „ESG” ფაქტორების მნიშვნელობა განსხვავებულია სხვადასხვა ინდუსტრიისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. 82. საპენსიო სააგენტო მხარს უჭერს პასუხისმგებლიან საქმიანობას იმ კომპანიებში, რომლებშიც ახორციელებს ინვესტიციებს. საპენსიო სააგენტო კომპანიებში ინვესტირებას, პირდაპირ ან სხვა მსგავსი საინვესტიციო მიზნების მქონე ინვესტორებთან ერთად, მიიჩნევს ეფექტიან საშუალებად, რომ დადებითი ცვლილებები გამოიწვიოს კომპანიაში და დაეხმაროს მათ გრძელვადიანი ფინანსური შედეგების გაუმჯობესებაში. ზოგადად, საპენსიო სააგენტოს მიაჩნია, რომ კორპორატიული ჩართულობა და ESG ფაქტორების ინტეგრირება საჯარო და კერძო ინვესტიციების შეფასებასა და მართვაში უფრო უკეთესად შეესატყვისება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მიზნებს, ვიდრე კომპანიების გამორიცხვა სკრინინგის კრიტერიუმებით. 83. საინვესტიციო საბჭო და საინვესტიციო სამსახური ცდილობს გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობითი საკითხების ინტეგრირებას ინვესტიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რადგანაც მათ სწამთ, რომ ეს არსებითია გრძელვადიანი ამონაგების მისაღებად. გარდა ამისა, საინვესტიციო საქმიანობა განხორციელდება იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს ზოგადად საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. 84. გრძელვადიან მფლობელებს და კრედიტორებს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით, საკუთარ მოვალეობად მიგვაჩნია აღნიშნული აქტივების დაცვა კარგი მმართველობისა და საოპერაციო ანგარიშვალდებულების წახალისების გზით. ამიტომ, საინვესტიციო საბჭო მოამზადებს და დაამტკიცებს „გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით“ (ESG) პოლიტიკას, რომელიც გამოყენებული იქნება საინვესტიციო საქმიანობაში და გახდება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის განუყოფელი ნაწილი. პასუხისმგებლობები 85. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ვალდებულია განახორციელოს როგორც ამ პოლიტიკით, ისე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. 86. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ვალდებულია საინვესტიციო საბჭოს მიაწოდოს რეკომენდაციები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ საინვესტიციო საბჭომ შეძლოს პოლიტიკის დოკუმენტის საჭიროებისამებრ განახლება და მისი საინვესტიციო საქმიანობასთან რელევანტურობის შენარჩუნება. 87. უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა უნდა ჩამოაყალიბოს საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურა და გუნდი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საინვესტიციო საბჭოს. 88. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ვალდებულია შეიმუშაოს საინვესტიციო სამსახურის წლიური ბიუჯეტი და წარუდგინოს საინვესტიციო საბჭოს, რომელიც განიხილავს ბიუჯეტს და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მისი დამტკიცების მიზნით. 89. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ვალდებულია საპენსიო აქტივების ინვესტირება განახორციელოს კანონისა და შესაბამისი რეგულაციების, ამ პოლიტიკისა და შიდა პროცედურების დაცვით. 90. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი პასუხისმგებელია  რისკისა და ამონაგების ადეკვატურ ბალანსზე. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი უნდა ფლობდეს, აკონტროლებდეს და მართავდეს საინვესტიციო სამსახურის მიერ აღებულ რისკებს. 91. უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა საინვესტიციო საბჭოს დროულად უნდა აცნობოს ამ პოლიტიკისა და მარეგულირებლის მიერ დაწესებული ან კანონით გათვალისწინებული  სხვა შეზღუდვების დარღვევის შესახებ. 92. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ამზადებს ამ პოლიტიკით გათვალისწინებულ დოკუმენტებს („აქტივების განთავსების სტრატეგიის ჩარჩოს“, „საინვესტიციო პორტფელის ფორმირების ჩარჩოს“, „პორტფელის რისკის მართვის ჩარჩოს“, და „ინვესტიციების შეფასების ჩარჩოს“) და წარუდგენს მათ საინვესტიციო საბჭოს დასამტკიცებლად. 93. საინვესტიციო სამსახურმა საინვესტიციო საქმიანობა უნდა განახორციელოს საიმედო, ეფექტიანი და კარგად დოკუმენტირებული საოპერაციო პროცესებით. 94. საინვესტიციო სამსახურზე ვრცელდება გონივრულობის სტანდარტი. ის საპენსიო აქტივებს ფლობს როგორც ნდობითი ვალდებულების მქონე პირი დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესებიდან გამომდინარე და მათ სასარგებლოდ. 95. მთავარი რისკის ოფიცერი ამოწმებს სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობას, საინვესტიციო საბჭოს მიერ დამტკიცებულ გაანგარიშების მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით. 96. მთავარი რისკის ოფიცერი აფასებს საინვესტიციო სამსახურის მეთოდოლოგიებისა და პროცედურების ეფექტიანობას და ანგარიშვალდებულია უშუალოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე. ანგარიშგება 97. სრულყოფილ ანგარიშგებას კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც ის ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის საინვესტიციო საბჭოს, სამეთვალყურეო საბჭოს, საპენსიო სააგენტოსა და მარეგულირებელს  აძლევს შემოსავლიანობის, აქტივების განაწილების, სტრატეგიებისა და მთლიანად ფონდთან დაკავშირებული საკითხების შეფასების შესაძლებლობას. სავალდებულოა შემდეგი საჯარო ანგარიშებისა და ინფორმაციის მომზადება რეგულარულად: ანგარიში/ინფორმაცია აღწერა სიხშირე პასუხისმგებლობა პორტფელის ყოველთვიური შედეგები ფონდის შედეგები ყოველ თვე უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და სპეციალიზებული დეპოზიტარი შესაბამისობის ყოველთვიური ანგარიში შესაბამისობის ანგარიში ყოველ თვე მთავარი რისკის ოფიცერი და სპეციალიზებული დეპოზიტარი წლიური ანგარიში აუდირებული წლიური ანგარიშები ფონდის  შედეგებისა და შესაბამისობის ანგარიშებთან ერთად წლიურად უფროსი საინვესტიციო ოფიცერი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ცვლილებები საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში საჭიროების შემთხვევაში უფროსი საინვესტიციო ოფიცერი აქტივების წმინდა ღირებულებისა და ერთეულის ფასთან დაკავშირებული სიახლეები დღიური აქტივების წმინდა  ღირებულება და ერთეულის ფასი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშისთვის ყოველდღიური საპენსიო სააგენტო ღია საფონდო ინსტრუმენტებში და აქტივების მმართველი კომპანიების მეშვეობით  ინვესტირების გეგმა 3-წლიან პერიოდზე გათვლილი გეგმა აქტივების მმართველი კომპანიებისა და ღია საფონდო ინსტრუმენტების მეშვეობით განთავსებული თანხების მთლიან წლიურ ინვესტიციაში წილობრივ პროპორციასთან დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში საინვესტიციო საბჭო გადასინჯვა 98. პოლიტიკის დოკუმენტების გადასინჯვის მინიმალური სიხშირე განსაზღვრულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში: დოკუმენტები სიხშირე​1 საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი წლიურად პორტფელის რისკის მართვის ჩარჩო წლიურად ინვესტიციების შეფასების ჩარჩო წლიურად აქტივების განთავსების სტრატეგიის ჩარჩო წლიურად საინვესტიციო პორტფელის ფორმირების ჩარჩო წლიურად გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი პოლიტიკა წლიურად ​1დოკუმენტის გადასინჯვა მოხდება კანონსა და საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ  კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში.