თავი VI — ინტერესთა შეუთავსებლობა და კონფიდენციალურობის დაცვა
1. არ შეიძლება შრომის ინსპექტორს ჰქონდეს ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებული ობიექტის მიმართ ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი. თუ შრომის ინსპექტორს ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებული ობიექტის მიმართ ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს. ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. შრომის ინსპექტორის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს თანამდებობიდან მის გათავისუფლებას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პასუხისმგებლობას.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2206 – ვებგვერდი, 15.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (05.10.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. არ შეიძლება შრომის ინსპექტორს ჰქონდეს ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებული ობიექტის მიმართ ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი. თუ შრომის ინსპექტორს ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებული ობიექტის მიმართ ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს. ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „საჯარკო დაწესებრულებაშფციინტერესთ წინა შეუთავსღმდეგ ბლრძობლისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. შრომის ინსპექტორის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს თანამდებობიდან მის გათავისუფლებას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პასუხისმგებლობას.
Law of Georgia „ON THE LABOUR INSPECTION SERVICE“, მუხლი 18, №7178-Iს, 29.09.2020, სარეგისტრაციო კოდი 270160000.05.001.020211 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5003057/muxli-18/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია