სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №635
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.017129
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.09.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.06.2015
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №635
2020 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
პატიმრობის კოდექსის 71 მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3129 კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
1. დეპარტამენტი არის სამსახურის სპეციალურ დანაყოფებში შემავალი სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომ – მინისტრი) და სამსახურის გენერალური დირექტორის (შემდგომ – გენერალური დირექტორი) სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორის წინაშე, რომელიც მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.
მუხლი 5🔗
1. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
2. დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. №27.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვისა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული ცალკეული ფუნქციების უშუალო შესრულება.
მუხლი 7🔗
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიან მართვაში გენერალური დირექტორის საქმიანობის ხელშეწყობა;
ბ) პენიტენციურ დაწესებულებათა განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსება;
დ) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების უზრუნველყოფა;
ე) პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის, უსაფრთხოების, პენიტენციურ დაწესებულებათა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა;
ვ) პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაცია;
ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის, ექსტრადიციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებისა და მათთან დაკავშირებული დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებების გეგმის შემუშავება და განხორციელება;
თ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის უზრუნველყოფა;
ი) დაწესებულებაში მიღებული/დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების შემოწმების უზრუნველყოფა;
კ) საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების, დოკუმენტების და საკვები პროდუქტების (შემდგომ – აკრძალული/არანებადართული ნივთები) აღმოჩენის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება; აკრძალული/არანებადართული ნივთების მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთა, ამ საქმიანობის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება;
ლ) უსაფრთხოების ღონისძიებებისა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმების შემუშავება და განხორციელება;
მ) საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებათა განხორციელება;
ნ) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეთა უსაფრთხოების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა;
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება და პენიტენციურ დაწესებულებათა უსაფრთხოების სამსახურების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის წარმართვა;
პ) პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენა, აღკვეთა, პრევენცია და უსაფრთხოების დაცვა;
ჟ) პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმების შემუშავება და განხორციელება;
რ) პენიტენციურ დაწესებულებათა გარე უსაფრთხოების, გარე პერიმეტრის, მათ შორის, გარე აკრძალული ზოლის, დაცვა;
ს) სამსახურის სისტემის ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების დახმარება;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ფ) დაწესებულებაში შემსვლელ/დაწესებულებიდან გამომსვლელ პირთა (გარდა ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა) შემოწმების უზრუნველყოფა;
ქ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მინისტრისა და გენერალური დირექტორისთვის წარდგენა;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ყ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოება;
შ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებების, მოთხოვნებისა და საჩივრების განხილვა და მათზე რეაგირება;
ჩ) წვევამდელთა მიერ სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის გავლის ორგანიზება;
ც) პენიტენციურ დაწესებულებათა საჭიროებების განსაზღვრა და საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვა;
ძ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის სისტემაში იარაღის აღრიცხვა, შენახვა და გაცემა;
წ) სამსახურის სისტემაში არსებული მატერიალური ფასეულობების (მათ შორის, სამსახურის ბალანსზე რიცხული ობიექტების) დაცვა, შესაბამისი ტექნიკური უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და განხორციელება;
ჭ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა;
ხ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
მუხლი 8🔗
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) უსაფრთხოების მთავარი სამმართველო;
ბ) გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველო;
გ) ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველო.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და მინისტრის მიერ დამტკიცებული სტრუქტურული ერთეულის დებულებით.
მუხლი 9🔗
1. უსაფრთხოების მთავარი სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვას;
ბ) შეიმუშავებს და ახორციელებს უსაფრთხოების ღონისძიებებისა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმებს;
გ) საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და წარმართავს პენიტენციურ დაწესებულებათა უსაფრთხოების სამსახურების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული კრიზისული ვითარების მართვაში;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებაში;
ზ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, აგრეთვე – პენიტენციური დაწესებულებებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანას;
თ) უზრუნველყოფს დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენას, აღკვეთას, პრევენციას და უსაფრთხოების დაცვას პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს პენიტენციური დაწესებულებების დღის განრიგის შემუშავებაში;
კ) შეიმუშავებს და ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმებს;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, დახმარებას უწევს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნაში;
მ) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღებას, შეკრებას, დამუშავებას, გაანალიზებასა და ამ ინფორმაციის უფლებამოსილი პირებისა და ორგანოებისთვის მიწოდებას, აგრეთვე, დეპარტამენტის დირექტორისა და გენერალური დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროულ მიწოდებას დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელებისათვის;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგანგებო სიტუაციის დროს პენტენციური დაწესებულებებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის პროცესში;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა არაგეგმური გაყვანა/გადაყვანის ორგანიზებას, მიზნობრივი და ოპერატიული გეგმების ამოქმედებას;
პ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ მომსახურებას;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამზადებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებისათვის, გაყვანისა და გადაყვანისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტებს;
რ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოებას, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მონაცემების დამუშავებასა და მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოებას;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს მსჯავრდებულთა რისკების შეფასებაში; ახორციელებს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ტ) ახორციელებს შეწყალებისა და ამნისტიის აქტების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზებას; უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ამნისტიასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადებასა და დანიშნულებისამებრ გაგზავნას;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასა და კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ფ) უზრუნველყოფს დაწესებულებაში მიღებული/დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების შემოწმებას;
ქ) იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს აკრძალული/არანებადართული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში; უზრუნველყოფს მათი მიღების არხების გამოვლენასა და აღკვეთას, ამ საქმიანობის კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში;
ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან;
შ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეთა უსაფრთხოებას;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებებს, მოთხოვნებსა და საჩივრებს, მთავარ სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს მათზე რეაგირებას;
ც) ახორციელებს კანონმდებლობით და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) სამართლებრივი რეჟიმის სამმართველო;
ბ) ოპერატიული სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია:
ბ.ა) ოპერატიული განყოფილება;
ბ.ბ) ოპერატიული აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილება;
ბ.გ) სამორიგეო განყოფილება;
გ) ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველო;
დ) სპეციალური აღრიცხვის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია:
დ.ა) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;
დ.ბ) მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის სამსახურებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.
მუხლი 10🔗
1. გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ფუნქციებია:
ა) პენიტენციურ დაწესებულებათა, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებებისა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და მის განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) სამსახურის სისტემაში არსებული მატერიალური ფასეულობების (მათ შორის, სამსახურის ბალანსზე რიცხული ობიექტების) დაცვა, შესაბამისი ტექნიკური უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და განხორციელება;
დ) პენიტენციურ დაწესებულებაში შემსვლელ/დაწესებულებიდან გამსვლელ პირთა (გარდა ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა) აღრიცხვა და შემოწმება;
ე) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების დაცვა და მათი მეთვალყურეობა;
ვ) სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის გავლის ორგანიზება;
ზ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე, მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენის, აღკვეთის, პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა;
ი) დასაცავ ობიექტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღება, დამუშავება, შეკრება, გაანალიზება და შესაბამისი რეაგირება, ინფორმაციის შესაბამისი პირებისა და ორგანოებისათვის მიწოდება; მთავარი სამმართველოს სტრუქტურულ ერთეულებს შორის ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლა და გავრცელება;
კ) დასაცავ ობიექტებზე არსებული ვითარების პერიოდული შემოწმება და კონტროლი, პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების შემოწმება და წარმოებული დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, ხარვეზების აღმოფხვრა, ფაქტის წერილობით დაფიქსირება და ამ ფაქტის ხელმძღვანელობისთვის მოხსენება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმების შემუშავება და განხორციელება;
მ) გადაუდებელ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულებიდან გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ დევნის განხორციელება;
ნ) მთავარ სამმართველოში შემოსულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებების, მოთხოვნებისა და საჩივრების განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება;
ო) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებების განხორციელება;
პ) სამსახურის სისტემის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ჟ) ინტერნეტთან სამსახურის შეუფერხებელი კავშირისა და სამსახურის მოსამსახურეთა ინტერნეტრესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა;
რ) სამსახურის უსაფრთხოების სისტემების ვიბრო-სეისმური და ბუფერული ზონების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ს) სამსახურის სისტემაში კომპიუტერული ქსელების, ელექტრონული ბაზების გამართული მუშაობისა და კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა; სამსახურის სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
ტ) პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკურ უზრუნველყოფა და კონტროლი; სამსახურის სისტემაში ტექნიკური საშუალებების და პროგრამული საშუალებების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და პროგრამული საშუალებების ფუნქციონირების პერიოდული შემოწმება მათი გამართული მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით;
უ) ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის კონტროლის პროცესის შედეგად დაარქივებული მასალის მოხსნა, ფიქსაცია და ანალიზი;
ფ) სამსახურსა და პენიტენციურ დაწესებულებებში, აგრეთვე მათზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებში ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური უზრუნველყოფა (დაზიანებული აპარატურის შეცვლა, დაზიანების აღმოფხვრა და ახალი აპარატურის მონტაჟი); პენიტენციურ დაწესებულებებში, აგრეთვე მათზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებში საჭირო ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მონტაჟის პროექტების შედგენა;
ქ) სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის, აგრეთვე სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მოსამსახურის სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება;
ღ) სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე სასაშვო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა და სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი;
ყ) პენიტენციურ დაწესებულებებში სატელევიზიო მაუწყებლობის მიწოდების ტექნიკური უზრუნველყოფა;
შ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში გასამართი თათბირებისა და სამუშაო შეხვედრების ტექნიკური უზრუნველყოფა;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ, სატელეფონო საუბრის განხორციელებისთვის პატიმრობის კოდექსისა და შესაბამისი დაწესებულების დებულებით განსაზღვრული წესის შესრულებაზე კონტროლი;
ც) პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელთან კოორდინაციით, ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სატელეფონო საუბრის დროის ლიმიტის შემცირებაზე ან გაზრდაზე კონტროლი; პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის წახალისების/დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ კორესპონდენციის, აგრეთვე, პატიმრობის კოდექსის და პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, ბრალდებულთა მიმართ უფლებამოსილი ორგანოებიდან სატელეფონო კავშირის შეზღუდვის შესახებ შემოსული კორესპონდენციის კონტროლი და მათზე რეაგირება;
ძ) პენიტენციურ სისტემაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის უზრუნველყოფა, ასევე უსაფრთხოების სისტემების გამართულ ფუნქციონირებაზე მეთვალყურეობა;
წ) საჭიროების შემთხვევაში, მთავარ სამმართველოში შემავალ დანაყოფებთან ერთად, პენიტენციური დაწესებულებების პერიმეტრზე განთავსებული ტექნიკური საშუალებების შემოწმება და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ჭ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ხ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების გახორციელება.
2. გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია №5, №6, №7, №8, №9, №11, №12, №15, №16 და №17 განყოფილებები;
ბ) გარე დაცვის დასავლეთის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია №2, №3, №13, №14 განყოფილებები;
გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო;
დ) ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამმართველო;
ე) წვევამდელთა მომზადების განყოფილება.
მუხლი 11🔗
1. ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველო:
ა) შეიმუშავებს და ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის, ექსტრადიციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებისა და მათთან დაკავშირებული დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებებს;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებათა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს უსაფრთხოების ღონისძიებებსა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში;
დ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებათა განხორციელებაში;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნას;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, იცავს სამსახურის სისტემაში არსებულ შენობა-ნაგებობებს და მატერიალურ ფასეულობებს (მათ შორის, სამსახურის ბალანსზე რიცხულ ობიექტებს);
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობს პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვაში;
თ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში;
კ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამსახურის სისტემაში მიღებული/არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შემოწმებას, სათანადო წესით აღრიცხვას, მთავარი სამმართველოსთვის გადაცემული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის სათანადო პირობებში შენახვასა და დასაწყობებას, აგრეთვე, სამსახურის სისტემაში არსებული საიარაღო მარაგებისა და მათი აღრიცხვის, გაცემის, შენახვის და დასაწყობების კონტროლს;
ლ) უზრუნველყოფს სამსახურის სისტემაში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის უფლებამოსილ მოსამსახურეებზე გაცემას; ზედამხედველობასა და კონტროლს უწევს ქვედანაყოფებში მოსამსახურეთა მიერ იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის სწორ ექსპლოატაციას;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დევნაში;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან;
პ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) ანალიტიკური განყოფილება;
ბ) ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია:
ბ.ა) თბილისის პირველი განყოფილება;
ბ.ბ) თბილისის მეორე განყოფილება;
ბ.გ) თბილისის მესამე განყოფილება;
ბ.დ) ქუთაისის განყოფილება;
ბ.ე) ბათუმის განყოფილება;
გ) შტაბი (სამმართველო), რომლის შემადგენლობაშია:
გ.ა) ტრანსპორტის განყოფილება;
გ.ბ) სამორიგეო განყოფილება;
გ.გ) პირადი შემადგენლობის გადამზადების განყოფილება.
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი
მუხლი 12🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორის წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) აძლევს მითითებებსა და დავალებებს დეპარტამენტის მთავარ სამმართველოებს, სამმართველოებსა და განყოფილებებს;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის;
დ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას მთავარ სამმართველოებს შორის;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, გენერალურ დირექტორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისების შესახებ;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და გენერალურ დირექტორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
თ) წარადგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახდენს მათ ვიზირებას;
კ) ცალკეულ შემთხვევებში, გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით, დეპარტამენტთან ან პენიტენციურ დაწესებულებასთან ქმნის გაძლიერებული დაცვის ჯგუფებს;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
მ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ერთიან მართვას;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო მის მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 13🔗
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.
2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის საკურატორო სფეროებს განსაზღვრავს გენერალური დირექტორი.
3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახდენს მათ ვიზირებას;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს, ასრულებს გენერალური დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ მითითებებს და დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და გენერალური დირექტორის წინაშე.
მუხლი 14🔗
1. დეპარტამენტში სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამსახურის საშტატო ნუსხით განსაზღვრული მოსამსახურეები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება კანონმდებლობით და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.