„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№604
სარეგისტრაციო კოდი
010340000.10.003.022324
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/09/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №604

2020 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/08/2016, 010340000.10.003.019470) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი განსაზღვრავს დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოებს, დამოწმებას დაქვემდებარებულ დოკუმენტებს, დამოწმების წესსა და პროცედურას.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. აპოსტილით დამოწმებისას დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტურობა; ელექტრონული დოკუმენტის შემთხვევაში – კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის საფუძველზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის ნამდვილობა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმომწერის/შტამპის დამტანის უფლებამოსილება.“.

3. მე-3 მუხლის:

) მე-2 – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება როგორც დოკუმენტის დედანი, ისე ელექტრონული დოკუმენტის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული მატერიალური ამონაბეჭდი ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ან სათანადო წესით დამოწმებული მატერიალური ასლი.

3. დოკუმენტის ასლის აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტის დამოწმების ფურცელზე ან დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის/ბეჭდის/შტამპის ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად დამოწმებას.

4. დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის/ბეჭდის/შტამპის ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად დამოწმებას.“;

) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ელექტრონული დოკუმენტი აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოდგენილია ISO 32000 სტანდარტის შესაბამისი ფორმით. ელექტრონული დოკუმენტის წარმოდგენისას შესაძლებელია, მოთხოვნილ იქნეს დროის კვალიფიციური აღნიშვნის დატანა და სერტიფიკატების ავტომატური შემოწმების დასტურის არსებობა.“.

4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მატერიალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება ხორციელდება დამცავი საშუალებებით აღჭურვილი თვითწებადი ქაღალდის დოკუმენტზე დაკვრით, ხოლო ელექტრონული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება ხორციელდება ISO 32000 სტანდარტის შესაბამისი ფორმით დაგენერირებულ დოკუმენტზე – ელექტრონულ აპოსტილზე, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ელექტრონული დოკუმენტის დართვით.“.

5. მე-7 მუხლის:

) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი უფლებამოსილია, განცხადება დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ წარადგინოს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. მატერიალური დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ ელექტრონული ფორმით მიმართვა, განმცხადებლის ხელმოწერის გარეშე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შესაძლებელია, წარადგინოს საზღვარგარეთ მყოფმა პირმა იმ შემთხვევაში, თუ მატერიალური დოკუმენტი გაცემულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ და ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.“;

) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 2პუნქტები:

„21. ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების შესახებ განცხადება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შესაძლებელია, წარადგინოს პირმა იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ დოკუმენტთან ერთად წარდგენილი იქნება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით, ან თუ განცხადება წარდგენილია შესაბამის ვებგვერდზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

22. მოთხოვნა ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ განიხილება არაუმეტეს ერთი სამუშაო დღის ვადაში. თუ წარდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის საჭირო ფორმალურ საფუძვლებს, აღნიშნულის თაობაზე განმცხადებლის მიერ არჩეული ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ეცნობება განმცხადებელს. შეტყობინებაში აღინიშნება მომსახურების საფასურის გადახდის წესი, ვადა და ოდენობა. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;

) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. განმცხადებლის მოთხოვნით, აპოსტილით დამოწმებული მატერიალური დოკუმენტი შეიძლება, გაიცეს განცხადებაში მითითებულ პირზე ან გაეგზავნოს განმცხადებელს ფოსტით. საფოსტო ხარჯებს ანაზღაურებს განმცხადებელი. ელექტრონული აპოსტილით დოკუმენტის დამოწმების შემთხვევაში, ელექტრონული აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი აიტვირთება უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.“.

6. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ დოკუმენტი ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას, შესაბამისი ორგანოები ადგენენ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას, ხელმომწერის უფლებამოსილებას, დოკუმენტის ბეჭდით ან შტამის დამოწმების შემთხვევაში – მის ავთენტურობას, ხოლო ელექტრონული დოკუმენტის შემთხვევაში – კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის საფუძველზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შესრულების ფაქტს და ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის ნამდვილობას.“.

7. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის“ – „ქვეპუნქტები:

„თ) ელექტრონულ დოკუმენტზე დასმული ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატი არ არის გაცემული კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ;

ი) ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის დასმის პერიოდში ვერ დგინდება ელექტრონულ დოკუმენტზე დასმული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის სტატუსი, ან ხელმოწერა/შტამპი დასმულია ვადაგასული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატით;

კ) ელექტრონული დოკუმენტი არ არის წარდგენილი ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით.“.

8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12

1. უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებელი პირი დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის საჭირო მონაცემების შედარებისა და შესწავლისათვის იყენებს სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის/ლეგალიზაციისათვის საჭირო მონაცემთა ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) არსებული ბეჭდების, შტამპებისა და ხელმოწერების ნიმუშებს, ასევე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის თაობაზე დაცულ ინფორმაციას.

2. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში არ ინახება შესაბამისი ინფორმაცია, აპოსტილი შეიძლება, დასმულ იქნეს დოკუმენტზე მხოლოდ სათანადო ნიმუშებისა და ინფორმაციის მოძიების შემდეგ.

3. თუ აპოსტილით დასამოწმებლად წარდგენილ მატერიალურ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა არ შეესაბამება მონაცემთა ბაზაში არსებული შესაბამისი ხელმოწერის ნიმუშს, აპოსტილით დამოწმება შეიძლება, განხორციელდეს მატერიალური დოკუმენტის გამცემი ორგანოდან/დაწესებულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში.

4. თუ შესაბამისი დაწესებულებიდან ვერ ხერხდება აპოსტილით დასამოწმებლად წარდგენილ მატერიალურ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის ან/და ხელმომწერი პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მატერიალური დოკუმენტის აპოსტილით დამმოწმებელი ორგანო უფლებამოსილია, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, დაადგინოს აპოსტილით დასამოწმებელ მატერიალურ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ბეჭდის ან შტამპის ავთენტურობა და განახორციელოს მატერიალური დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება, რის შესახებაც გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება.“.

9. მე-14 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აპოსტილით დამოწმების ფაქტი რეგისტრირდება ელექტრონულ რეესტრში, სადაც აღინიშნება:

ა) განმცხადებლის ვინაობა;

ბ) აპოსტილის უნიკალური ნომერი;

გ) აპოსტილის შემსრულებელი ორგანოს დასახელება;

დ) აპოსტილის დასმის თარიღი;

ე) აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებულ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა.“;

) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტრონულ რეესტრს უნდა ჰქონდეს სათანადო პროგრამული მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს მის გამართულ წარმოებას, მონაცემთა ავთენტურობას, უსაფრთხოებასა და დაცვას არასანქცირებული წვდომისგან.

4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, აპოსტილის შემსრულებელი პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გადაამოწმოს, შეესაბამება თუ არა აპოსტილში აღნიშნული მონაცემები ელექტრონულ რეესტრში არსებულ მონაცემებს.“.

10. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.

11. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16

1. მატერიალურ დოკუმენტზე დასმული აპოსტილი არის თვითწებადი ქაღალდი, რომელზეც დატანილია 10X10 ზომის შტამპი შესაბამისი ტექსტით. თვითწებადი ქაღალდი დაფარულია ოთხი სხვადასხვა ტიპის ექსკლუზიური, გილიოშური დამცავი ბადით, რომლის ხაზების ნაწილი მიკროტექსტია. დამცავი ბადე შესრულებულია ასლის გადაღების საწინააღმდეგო და მანათობელი საღებავით. წარწერები „საქართველო“ და „Georgia“ შესრულებულია უხილავი საღებავით (დანართი №1).

2. ელექტრონულ დოკუმენტზე ელექტრონული აპოსტილი არის ISO 32000 სტანდარტის შესაბამისი ფორმით გენერირებული დოკუმენტი (დანართი №1).

3. დოკუმენტების აპოსტილის ქვეშ შესაძლოა, მიეთითოს საჯარო დაწესებულების ელექტრონული გვერდის მისამართი, სადაც განთავსებულია აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების შესახებ მონაცემთა ბაზა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, ელექტრონული აპოსტილის შემთხვევაში, დოკუმენტის აპოსტილის ქვეშ შესაძლებელია, მიეთითოს სწრაფი გამოხმაურების შტრიხკოდი/QR code შესაბამისი ტექსტით.“.

12. მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მატერიალურ დოკუმენტზე აპოსტილი დაისმება დოკუმენტზე არსებულ თავისუფალ ადგილზე ან მის მეორე გვერდზე ან მასზე დამაგრებულ ჩანართზე.

2. ჩანართი მიკერებული უნდა იქნეს მატერიალურ დოკუმენტზე ლენტით, რომელთა განცალკევება დაზიანების გარეშე შეუძლებელი იქნება. აღნიშნული წესი გამოიყენება მაშინაც, თუ მატერიალურ დოკუმენტს მყარი გარეკანი აქვს.“.

13. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №1

 

APOSTILLE

 

(Convention de La Haye du 5 octobre 1961)

 

1. ქვეყანა /Country: საქართველო /Georgia

 

    მოცემული ოფიციალური დოკუმენტი /This public document

 

2. ხელმოწერილია /has been signed by:--------------------------------- --------- ------------------

 

------------------/----------------------------------------------------------------------- --- ---------- 

 

3. რომლის თანამდებობაც არის / acting in the capacity of: -------------- ------------------ -----

 

----------------/-------------------------------------------------- -- ------------------------------------

 

------------------------------------------------------------------ -- -------------------------------------

 

4. დამტკიცებულია / bears the seal/stamp of ------------- ----------- ------------------------------

 

---------------------------/---------------------------------- ---- ---------------------------------------

 

---------------------------------------------------------- ---- -------------------------------------------

 

ბეჭდით / შტამპით

 

დამოწმებული /Certified

 

5. ადგილი /  at:                              6. თარიღი / the --------------------

 

7. დამოწმებულია /by:

 

8. № -------------

 

9. ბეჭდის / შტამპის ადგილი /Seal/stamp 

 

10. ხელმოწერა/ signature    

“.             

მუხლი 2
2020 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია