სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის მიმართ მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №240
სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.033.017376
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/10/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.09.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის"
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების მიზნით, თამაშობის ორგანიზატორის/ნებართვის მაძიებლის, თამაშების მიმწოდებლის/ნებართვის მაძიებლისა და შერჩეული პირის უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრის შესახებ მოთხოვნების/სტანდარტების, დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ „მომსახურების ხარისხის წესების“ დამტკიცების შესახებ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის მიმართ მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება
№240
2020 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის მიმართ მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 25 ივნისის №6487-IIს (სარეგისტრაციო კოდი: 040170310.05.001.019926) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მოთხოვნები სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის მიმართ“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
მოთხოვნები სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის მიმართ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემა.
მუხლი 2🔗. კონტროლის ელექტრონული სისტემის მოთხოვნები
1. სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის (შემდგომში – „სისტემა“) მეშვეობით შესაძლებელი უნდა იყოს მასში ჩართული ყველა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორთან, ასევე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მფლობელთან თამაშობების ორგანიზებისთვის/მიწოდებისთვის გამოყენებული/გამოსაყენებელი პროგრამული უზრუნველყოფისა და აღჭურვილობის აქტივობის კონტროლი.
2. მონაცემები, რომლებიც კონტროლდება და გენერირდება სისტემის მეშვეობით, საქმიანობის მიმართულების მიხედვით სულ მცირე უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების შესახებ:
ა.ა) ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი);
ა.ბ) ნებართვის ნომერი;
ა.გ) ავტორიზაციის სერტიფიკატის ნომერი;
ა.დ) ჯამური GGR;
ა.ე) RTP (გაცემის პროცენტი);
ბ) ინფორმაციას სათამაშო აპარატების შესახებ (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა):
ბ.ა) ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი);
ბ.ბ) ნებართვის ნომერი ობიექტ(ებ)ის მიხედვით;
ბ.გ) ავტორიზაციის სერტიფიკატ(ებ)ის ნომერი;
ბ.დ) ობიექტ(ებ)ი და მათში განთავსებული სათამაშო აპარატების რაოდენობა;
ბ.ე) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომუშავე სათამაშო აპარატების რაოდენობა ობიექტ(ებ)ის მიხედვით;
ბ.ვ) განთავსებული ფსონების ჯამური თანხა;
ბ.ზ) მოთამაშეებზე გაცემული მოგება ჯამურად;
ბ.თ) ჯამური GGR;
ბ.ი) RTP (გაცემის პროცენტი);
გ) ინფორმაციას ტოტალიზატორების შესახებ (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა);
გ.ა) ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი);
გ.ბ) ნებართვის ნომერი;
გ.გ) გამოყენებული POS ტერმინალ(ებ)ის ჩამონათვალი;
გ.დ) ავტორიზაციის სერტიფიკატ(ებ)ის ნომერი;
გ.ე) დაბეჭდილი ბილეთების რაოდენობა;
გ.ვ) განთავსებული ფსონების ჯამური თანხა;
დ) ინფორმაციას კონტროლის ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ხარვეზებისა და ინციდენტების (კონტროლის ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ნებისმიერი შეუსაბამობა ან/და საეჭვო მოქმედება, რომელიც მომდინარეობს ნებართვის მფლობელის/მისი სისტემებისგან/აღჭურვილობისგან) შესახებ:
დ.ა) ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი);
დ.ბ) ნებართვის ნომერი;
დ.გ) გამოყენებული POS ტერმინალ(ებ)ის ჩამონათვალი (თუ ინციდენტი უკავშირდება ტოტალიზატორს);
დ.დ) ავტორიზაციის სერტიფიკატ(ებ)ის ნომერი;
დ.ე) კონკრეტული ობიექტი, სადაც მოხდა ინციდენტი;
დ.ვ) ინციდენტში ჩართული აპარატის საქარხნო ნომერი (თუ ინციდენტი უკავშირდება სათამაშო აპარატ(ებ)ს);
დ.ზ) ინციდენტის აღწერა;
ე) ინფორმაციას მოქმედი და გაუქმებული ავტორიზაციის სერტიფიკატების შესახებ;
ვ) კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია სისტემის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის.
მუხლი 3🔗. კონტროლის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების მოთხოვნები
1. სისტემა უნდა ფუნქციონირებდეს უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში.
2. საჭიროების შესაბამისად, სისტემის ჯეროვნად ფუნქციონირებისა და კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, სისტემაში პერიოდულად უნდა კეთდებოდეს განახლებები.
3. სისტემას უნდა ჰქონდეს ტექნიკური შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში ყოველი კონკრეტული ტრანზაქციის ან ტრანზაქციების ჯგუფის შესახებ ინფორმაციის დროულ მიწოდებას სსიპ – შემოსავლების სამსახურისათვის. ამ მიზნებისთვის, ტრანზაქცია არის ნებართვის მფლობელის სთამაშო სისტემაში ან აპარატში განხორციელებული ნებისმიერი ქმედება (რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მოთამაშის მიერ განთავსებული ყოველი კონკრეტული ფსონით, ყოველი კონკრეტული გაცემული ჯეკპოტით და ა. შ.). ამავე მიზნებისთვის, ინფორმაცია არის ასეთი ტრანზაქციების ერთობლიობა.
4. სისტემაში არსებული ინფორმაცია დაცული უნდა იყოს დაკარგვის, წაშლის, დაზიანებისა თუ სხვა მსგავსი შემთხვევებისაგან. ინფორმაციის დაკარგვის შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს მისი აღდგენა დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, სათადარიგო და საიმედო ასლებიდან.
5. სისტემის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში დაცული უნდა იყოს ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნები.
6. სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.