„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულისზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2020 წლის 30 სექტემბერი ქ. ხონი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახემძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით“.
2. ამავე მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქრთველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ და საქრთველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დადგენილი ზომების მიღება“.
3. ამავე მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქრთველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 431, 432, 513, 533, 55-ე, 552, 553, 556, 771, 772, 825, (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1191,125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 1254,1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 1534, 1561, 159-ე, 1591 მუხლების, საქრთველოს ორგანული კანონის „საქრთველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში, საქრთველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის, 46-ე მუხლის საფუძველზე“.
|