📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №632
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017126
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,187 სიტყვა · ~16 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 30.09.2020 სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 30.09.2020 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 26.12.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 26.12.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 29.04.2024

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება  №632 2020 წლის 30 სექტემბერი ქ. თბილისი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ პატიმრობის კოდექსის 7​1 მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3129 კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 სექტემბრის №125 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის  სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (შემდგომ – მთავარი სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მთავარი სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 მთავარი სამმართველო არის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული. მუხლი 3🔗 მთავარი სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომ – მინისტრი) და სამსახურის გენერალური დირექტორის (შემდგომ - გენერალური დირექტორი) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 4🔗 მთავარი სამმართველო ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე. თავი II მთავარი სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები მუხლი 5🔗 მთავარი სამმართველოს ამოცანებია: ა) პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა; ბ) პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურული და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) პენიტენციურ სისტემაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა. მუხლი 6🔗 მთავარი სამმართველოს ფუნქციებია: ა) პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომ – დაწესებულება) უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეგროვება, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორისთვის/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისთვის წარდგენა; ბ) უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულებებში და საკნებში/საკნის ტიპის საცხოვრებელში გადანაწილების პროცესის კოორდინაცია, ანალიზი, მათ შორის, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადასაყვანი მსჯავრდებულის პიროვნების შესწავლა, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორის/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისთვის წარდგენა; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სამრეწველო მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების აღკვეთის, აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსების თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი ნივთებისა და სათავსების, აგრეთვე დაწესებულებათა საცხოვრებელი, სასწავლო/სარეკრეაციო და საწარმოო სივრცეების დათვალიერების, საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების, დოკუმენტების და საკვები პროდუქტების (შემდგომ - აკრძალული/არანებადართული ნივთები) ამოღების კოორდინაცია, შესაბამისი ვითარების ანალიზი და წინადადებების შემუშავება; ე) ზედამხედველობა და კონტროლი საინჟინრო და ტექნიკური საშუალებების პერიოდული შემოწმება, მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით; ვ) დაწესებულებების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე, ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარებაზე კონტროლი; ზ) დაწესებულებებში კრიმინალური გავლენების გამოვლენა და ანალიზი, კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლების და სამართლებრივი რეჟიმის  სისტემატურად დამრღვევი  პირების გამოვლენა და აღრიცხვა; თ) დაწესებულებებში შექმნილი ვითარების საერთო კონტროლი, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორისთვის/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისთვის წარდგენა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების აღრიცხვა და დაცვა; ლ) დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების განლაგების გეგმების შედგენა და მათი შესრულების კოორდინაცია; მ) დაწესებულებებში უსაფრთხოების ფუნქციების განმახორციელებელ პირთათვის სპეციალური სამსახურებრივი მითითებების მიცემა და მათი შესრულების შეფასება; ნ) დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების, დოკუმენტების და საკვები პროდუქტების (შემდგომ – აკრძალული/არანებადართული ნივთები) მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთა, ამ საქმიანობის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; ო) კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების დროს სამსახურის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; პ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისა და ექსტრადირებისას საშიშროების რისკების შეფასება და დაწესებულებებისათვის და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის მათი აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების წარდგენა; ჟ) უსაფრთხოების მიზნით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ საკითხის შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; რ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ს) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის დაცვის, კანონმდებლობით განსაზღვრული შეხვედრების განხორციელების ზედამხედველობა; ტ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსებისა და სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელების კოორდინაცია, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორისთვის/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისთვის წარდგენა; უ) დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილების, მათ მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენების დაცვაზე კონტროლის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება; ფ) დაწესებულებების თანამშრომელთა და დაწესებულებებში შემსვლელ/მყოფ პირთა მიერ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის კოორდინაცია, ანალიზი; შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორისთვის/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისთვის წარდგენა; ქ) საჭიროების შეთხვევაში, დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უშუალო დაგეგმვა და განხორციელება დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად, აგრეთვე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებისთვის კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენა; ღ) დაწესებულებების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების და უსაფრთხოების განყოფილებების საქმიანობის კოორდინაცია, კონტროლი, სათანადო წინადადებების შემუშავება; ყ) დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში არსებული პრაქტიკის პერიოდული ანალიზი, ანალიზის შედეგად არსებული ხარვეზების აღმოჩენა და მათი გადაჭრის სტრატეგიული გეგმების შემუშავება; შ) პენიტენციურ სისტემაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერის საერთო კოორდინაცია და ანალიზი; ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების ტერიტორიაზე შემსვლელ პირთა დაშვების საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ც) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება; ძ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; წ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. თავი III მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები მუხლი 7🔗 მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) სამართლებრივი რეჟიმის სამმართველო; ბ) ოპერატიული სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: ბ.ა) ოპერატიული განყოფილება; ბ.ბ) ოპერატიული აღრიცხვისა და ანალიზის  განყოფილება; ბ.გ) სამორიგეო განყოფილება; გ) ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველო; დ) სპეციალური აღრიცხვის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: დ.ა) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება; დ.ბ) მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის სამსახურებრივი უზრუნველყოფის განყოფილება. მუხლი 8🔗 1. სამართლებრივი რეჟიმის სამმართველო: ა) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულებების დებულებებისა და დღის განრიგის დაცვის ზედამხედველობასა და კონტროლს; ბ) უზრუნველყოფს დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილების, მათ მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენებაზე კონტროლის კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას; გ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სამრეწველო მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების აღკვეთას, აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსების თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთის კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას; დ) აკონტროლებს ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარებას; ე) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი ნივთებისა და სათავსების, აგრეთვე დაწესებულებათა საცხოვრებელი, სასწავლო/სარეკრეაციო და საწარმოო სივრცეების დათვალიერების, აგრეთვე აკრძალული/არანებადართული ნივთების ამოღების კოორდინაციასა და ანალიზს; უზრუნველყოფს სათანადო წინადადებების შემუშავებას; ვ) ახორციელებს დაწესებულებების თანამშრომელთა და დაწესებულებებში მყოფ პირთა მიერ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის კოორდინაციას, ანალიზს; უზრუნველყოფს შესაბამისი წინადადებების შემუშავებასა და დეპარტამენტის დირექტორისთვის/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისთვის წარდგენას; ზ) საჭიროების შეთხვევაში, უზრუნველყოფს დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უშუალო დაგეგმვასა და განხორციელებას დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად, აგრეთვე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებისთვის კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენას; თ) ახორციელებს დაწესებულებების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის განყოფილებების საქმიანობის კოორდინაციას, კონტროლსა და წინადადებების შემუშავებას; ი) ახორციელებს დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის დაცვის სფეროში არსებული პრაქტიკის პერიოდულ ანალიზს, ანალიზის შედეგად არსებული ხარვეზების აღმოჩენასა და უზრუნველყოფს მათი გადაჭრის სტრატეგიული გეგმების შემუშავებას; კ) აკონტროლებს დაწესებულებების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვას; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებას; მ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ნ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 9🔗 1. ოპერატიული სამმართველო: ა) უზრუნველყოფს დაწესებულებებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეგროვებას, ანალიზსა და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას; ბ) აკონტროლებს დაწესებულებების ტერიტორიაზე წარმოებულ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებს; გ) ახორციელებს დაწესებულებებში კრიმინალური გავლენების გამოვლენასა და ანალიზს, კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლების და სამართლებრივი რეჟიმის სისტემატურად დამრღვევი პირების გამოვლენასა და აღრიცხვას; დ) უზრუნველყოფს დაწესებულებებში შექმნილი ვითარების საერთო კონტროლს, ანალიზსა და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას; ე) ახორციელებს დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების განლაგების გეგმების შედგენას და მათი შესრულების კოორდინაციას; ვ) ახორციელებს დაწესებულებებში უსაფრთხოების ფუნქციების განმახორციელებელ პირთათვის სპეციალური სამსახურებრივი მითითებების მიცემას, მათ წინაშე ცალკეული ოპერატიული ამოცანების დასმის მიზნით და მათი შესრულების შეფასებას; ზ) უზრუნველყოფს დაწესებულებაში მიღებული/დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების შემოწმებას; ახორციელებს დაწესებულებაში აკრძალული/არანებადართული ნივთების მიღების არხების გამოვლენისა და აღკვეთის უზრუნველყოფის კოორდინაციას, ანალიზსა და უზრუნველყოფს წინადადებების შემუშავებას; თ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკნებსა და საერთო საცხოვრებელში განაწილების პროცესის კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადასაყვანი მსჯავრდებულის პიროვნების შესწავლას, შესაბამისი წინადადებების შემუშავებასა და დეპარტამენტის დირექტორისთვის/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისთვის წარდგენას; ი) უზრუნველყოფს დაწესებულებებისათვის და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისა და ექსტრადირებისას საშიშროების რისკების შეფასებას და წინადადებების წარდგენას; კ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განმახორციელებელ ორგანოებთან; მ) საჭიროების შეთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის/მთავარი სამმართველოს უფროსის დავალებით, ახორციელებს დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უშუალო დაგეგმვას დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად, აგრეთვე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებისთვის ადგილზე შესაბამისი დახმარების აღმოჩენას; ნ) უზრუნველყოფს დაწესებულებების უსაფრთხოების განყოფილებების საქმიანობის კოორდინაციას, კონტროლსა და წინადადებების შემუშავებას; ო) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დეპარტამენტში არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების აღრიცხვასა და დაცვას; პ) ახორციელებს დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში არსებული პრაქტიკის პერიოდულ ანალიზს, ანალიზის შედეგად არსებული ხარვეზების აღმოჩენასა და მათი გადაჭრის სტრატეგიული გეგმების შემუშავებას; ჟ) ახორციელებს დეპარტამენტსა და დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზაციული საკითხების კონტროლს, კოორდინაციასა და ანალიზს, ანალიზის შედეგად არსებული ხარვეზების აღმოჩენას და მათი გადაჭრის სტრატეგიული გეგმების შემუშავებას; რ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებას; ს) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ტ) უზრუნველყოფს უსაფრთხოების მიზნით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ საკითხის შესწავლას და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას; უ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. ოპერატიული სამმართველოს ოპერატიული განყოფილება: ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკნებსა და საერთო საცხოვრებელში განაწილების პროცესის კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას; უზრუნველყოფს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადასაყვანი მსჯავრდებულის პიროვნების შესწავლას, შესაბამისი წინადადებების შემუშავებასა და დეპარტამენტის დირექტორის/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისთვის წარდგენას; ბ) აკონტროლებს დაწესებულებების ტერიტორიაზე წარმოებულ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებს; გ) ახორციელებს დაწესებულებებში კრიმინალური გავლენების გამოვლენასა და ანალიზს, კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლების და სამართლებრივი რეჟიმის სისტემატურად დამრღვევი პირების გამოვლენასა და აღრიცხვას; დ) უზრუნველყოფს დაწესებულებებში შექმნილი ვითარების საერთო კონტროლს, ანალიზსა და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას; ე) ახორციელებს დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების განლაგების გეგმების შედგენას და მათი შესრულების კოორდინაციას; ვ) ახორციელებს დაწესებულებებში უსაფრთხოების ფუნქციების განმახორციელებელ პირთათვის სპეციალური სამსახურებრივი მითითებების მიცემას მათ წინაშე ცალკეული ოპერატიული ამოცანების დასმის მიზნით და მათი შესრულების შეფასებას; ზ) უზრუნველყოფს დაწესებულებაში მიღებული/დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების შემოწმებას; ახორციელებს დაწესებულებაში აკრძალული/არანებადართული ნივთების მიღების არხების გამოვლენისა და აღკვეთის უზრუნველყოფის კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას; თ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განმახორციელებელ ორგანოებთან; ი) უზრუნველყოფს დაწესებულებებისა და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანისა/გადაყვანისა და ექსტრადირებისას საშიშროების რისკების შეფასებას და წინადადებების წარდგენას; კ) საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის/მთავარი სამმართველოს უფროსის დავალებით, ახორციელებს დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უშუალო დაგეგმვას დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად, აგრეთვე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებისთვის ადგილზე შესაბამისი დახმარების აღმოჩენას; ლ) ახორციელებს დაწესებულებების უსაფრთხოების განყოფილებების საქმიანობის კოორდინაციას, კონტროლსა და წინადადებების შემუშავებას; მ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებას; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ო) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 3. ოპერატიული სამმართველოს ოპერატიული აღრიცხვისა და ანალიზის  განყოფილება: ა) უზრუნველყოფს დაწესებულებებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეგროვებას, ანალიზსა და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განმახორციელებელ ორგანოებთან; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დეპარტამენტში არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების აღრიცხვასა და დაცვას; დ) ახორციელებს დეპარტამენტსა და დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზაციული საკითხების კონტროლს, კოორდინაციასა და ანალიზს, ანალიზის შედეგად არსებული ხარვეზების აღმოჩენას და მათი გადაჭრის სტრატეგიული გეგმების შემუშავებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 4. ოპერატიული სამმართველოს სამორიგეო განყოფილება: ა) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა არაგეგმური გაყვანის/გადაყვანის ორგანიზებას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს მიზნობრივი და ოპერატიული გეგმების მოქმედებაში მოყვანას; გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და პენიტენციურ დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გაცვლასა და  გავრცელებას; დ) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღებას, შეკრებას, დამუშავებას, გაანალიზებასა და აღნიშნული ინფორმაციის უფლებამოსილი პირებისა და ორგანოებისთვის მიწოდებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელებაში; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს საგანგებო სიტუაციის დროს პენიტენციური დაწესებულებებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის პროცესში; ზ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ მომსახურებას; თ) ადგენს დაწესებულების მიხედვით ყოველდღიურ ოპერატიულ ცნობას და დღე-ღამის განმავლობაში მომხდარ დარღვევათა სტატისტიკურ ანგარიშს; ი) მორიგეობის დროს დაწესებულებაში მოშიმშილეთა რაოდენობას  შესახებ ინფორმაციას აწვდის განყოფილების უფროსს; კ) რეაგირებას ახდენს მოქალაქეებისგან, სამედიცინო დაწესებულებებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ისგან“ მიღებულ შეტყობინებებზე;  ლ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 10🔗 ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველო: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურში ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის, კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის შენახვის (დაარქივების) საერთო კოორდინაციას და ანალიზს; ბ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსებისა და სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელების კოორდინაციას, ანალიზს, შესაბამისი წინადადებების შემუშავებასა და დეპარტამენტის დირექტორისთვის/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისთვის წარდგენას; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების დროს, მონაწილეობს  დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში; დ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და მათზე შესაბამის რეაგირებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ვ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 11🔗 1. სპეციალური აღრიცხვის სამმართველო: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამზადებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებისათვის, გაყვანისა და გადაყვანისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოებას, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მონაცემების დამუშავებასა და მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს მსჯავრდებულთა რისკების შეფასებაში; ახორციელებს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას; დ) ახორციელებს შეწყალების, ამნისტიის, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ შესაბამისი აქტების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზებას; უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ამნისტიასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადებასა და დანიშნულებისამებრ გაგზავნას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, იხილავს სამმართველოში შემოსულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებებს, მოთხოვნებსა და საჩივრებს და ახორციელებს შესაბამის რეაგირებას; ვ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამზადებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებისათვის, გაყვანისა და გადაყვანისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოებას, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მონაცემების დამუშავებასა და მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოებას; გ) ახორციელებს შეწყალების, ამნისტიის, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ შესაბამისი აქტების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზებას; უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ამნისტიასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადებასა და დანიშნულებისამებრ გაგზავნას; დ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს სამმართველოში შემოსულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებებს, მოთხოვნებსა და საჩივრებს და ახორციელებს შესაბამის რეაგირებას; ე) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სამსახურებრივი უზრუნველყოფის განყოფილება: ა) ორგანიზებას უწევს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სხდომის გამართვას; ბ) შეიმუშავებს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სხდომის ოქმისა და გადაწყვეტილების პროექტებს; გ) ახორციელებს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის საქმიანობის საერთო ანალიზს, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას; დ) მსჯავრდებულის რისკების შეფასებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ამუშავებს და უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, შენახვას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს შემოსულ კორესპონდენციებს და ახდენს შესაბამის რეაგირებას; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. თავი IV მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი მუხლი 13🔗 1. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. მთავარი სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს მთავარი სამმართველოს საქმიანობას, წყვეტს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; გ) მთავარი სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად უფლებამოსილია დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან  და დაწესებულებებიდან, აგრეთვე, სხვა საჯარო დაწესებულებებიდან მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია; დ) უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ანგარიშები გაწეული საქმიანობისა და არსებული მდგომარეობის თაობაზე; ე) წარადგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე მთავარი სამმართველოს სტრუქტურისა და შტატების სრულყოფის, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; ვ) აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს მოქალაქეებისა და მოსამსახურეების განცხადებებსა და წინადადებებს; თ) შეიმუშავებს ან/და მონაწილეობს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული სამართლებრივი აქტების მომზადებაში; ი) წარადგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; კ) კოორდინაციას უწევს მთავარი სამმართველოს გამგებლობაში არსებულ საკითხებზე მიმდინარე და სტრატეგიული გეგმების შემუშავებას; ლ) ანაწილებს მთავარ სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას; მთავარი სამმართველოს ფუნქციებიდან გამომდინარე, აძლევს დავალებებს მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეებს; მ) კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს მთავარ სამმართველოს; ნ) ასრულებს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 3. მთავარი სამმართველოს უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარ სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისას ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე. 4. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში - გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. მუხლი 14🔗 1. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს მთავარი სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; დ) მთავარი სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მთავარ სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე. მუხლი 15🔗 1. მთავარ სამმართველოში სტრუქტურული ერთეულის სახით შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას, წყვეტს სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; დ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; ე) კონტროლს უწევს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; ვ) მთავარი სამმართველოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მუშაობის შესახებ; ზ) მთავარი სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საქმიანობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; ი) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; კ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ლ) მონაწილეობს სამმართველოს გამგებლობაში არსებულ საკითხებზე მიმდინარე და სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში; მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის დავალებების შესრულებას. 3. სამმართველოს უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მთავარი სამმართველოს უფროსისა და  მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის წინაშე. 4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, ხოლო ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს შემთხვევაში - სამმართველოს უფროსის მოადგილე. მუხლი 16🔗 1. სამმართველოში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას, წყვეტს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მხრივ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) წარმოადგენს განყოფილებას დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; დ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; ე) კონტროლს უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; ვ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მუშაობის შესახებ; ზ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად; ი) ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციას განყოფილების მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; კ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს უფროსის, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის დავალებების შესრულებას. 3. განყოფილების უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისას ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე. მუხლი 17🔗 1. მთავარ სამმართველოში სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეები, რომლებსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 3. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან უშუალო უფროსის წინაშე. 4. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.