📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №631
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017125
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,823 სიტყვა · ~14 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 30.09.2020 სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 23.05.2019 სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 30.09.2020 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 01.04.2019 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 96% 31.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №631 2020 წლის 30 სექტემბერი ქ. თბილისი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ პატიმრობის კოდექსის 7​1 მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3129 კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №142 ბრძანება.  3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (შემდგომ – მთავარი სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მთავარი სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 1. მთავარი სამმართველო არის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული. 2. მთავარ სამმართველოს აქვს საკუთარი ბეჭედი და შტამპი. მუხლი 3🔗 1. მთავარი სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომ – მინისტრი) და სამსახურის გენერალური დირექტორის (შემდგომ – გენერალური დირექტორი) სამართლებრივი აქტებით. 2. მთავარი სამმართველო ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის, გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის მოადგილის წინაშე. მუხლი 4🔗 მთავარი სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა №60. თავი II მთავარი სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები მუხლი 5🔗 მთავარი სამმართველოს ამოცანებია: ა) პენიტენციურ დაწესებულებათა (შემდგომ – დაწესებულება) გარე უსაფრთხოების, გარე პერიმეტრის, მათ შორის გარე აკრძალული ზოლის დაცვა; ბ) სამსახურის სისტემის ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) დაწესებულებაში შემსვლელ/დაწესებულებიდან გამსვლელ პირთა (გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის) შემოწმება; დ) საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების, დოკუმენტების და საკვები პროდუქტების (შემდგომ – აკრძალული/არანებადართული ნივთები) მოხვედრის აღკვეთა და პრევენცია; ე)  სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების დაცვა და მათი მეთვალყურეობა. მუხლი 6🔗 მთავარი სამმართველოს ფუნქციებია: ა) დაწესებულებათა, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებებისა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და მის განხორციელებაში მონაწილეობა; გ) სამსახურის  სისტემაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და მატერიალური ფასეულობების (მათ შორის, სამსახურის ბალანსზე რიცხული ობიექტების) დაცვა, შესაბამისი ტექნიკური უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და განხორციელება; დ) დაწესებულებაში შემსვლელ/დაწესებულებიდან გამსვლელ პირთა (გარდა ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა) აღრიცხვა და შემოწმება; ე)  სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების დაცვა და მათი მეთვალყურეობა; ვ) სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის გავლის ორგანიზება; ზ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის უზრუნველყოფა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენის, აღკვეთის, პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა; ი) დასაცავ ობიექტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღება, დამუშავება, შეკრება, გაანალიზება და შესაბამისი რეაგირება, ინფორმაციის შესაბამისი პირებისა და ორგანოებისათვის მიწოდება; მთავარი სამმართველოს სტრუქტურულ ერთეულებს შორის ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლა და  გავრცელება; კ) დასაცავ ობიექტებზე არსებული ვითარების პერიოდული შემოწმება და კონტროლი, პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების შემოწმება და წარმოებული დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, ხარვეზების აღმოფხვრა, ფაქტის წერილობით დაფიქსირება და ამ ფაქტის ხელმძღვანელობისთვის მოხსენება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმების შემუშავება და გახორციელება; მ) გადაუდებელ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულებიდან გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ დევნის განხორციელება; ნ) მთავარ სამმართველოში შემოსულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებების, მოთხოვნებისა და საჩივრების განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება; ო) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებების განხორციელება; პ) სამსახურის სისტემის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა; ჟ) ინტერნეტთან სამსახურის შეუფერხებელი კავშირისა და სამსახურის მოსამსახურეთა ინტერნეტრესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა; რ)  სამსახურის უსაფრთხოების სისტემების ვიბრო-სეისმური და ბუფერული ზონების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ს) სამსახურის სისტემაში კომპიუტერული ქსელების, ელექტრონული ბაზების გამართული მუშაობისა და კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა; სამსახურის სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა; ტ) დაწესებულებებში არსებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკურ უზრუნველყოფა და კონტროლი; სამსახურის სისტემაში ტექნიკური საშუალებების და პროგრამული საშუალებების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და პროგრამული საშუალებების ფუნქციონირების პერიოდული შემოწმება მათი გამართული მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით; უ) ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის კონტროლის პროცესის შედეგად დაარქივებული მასალის მოხსნა, ფიქსაცია და ანალიზი; ფ) სამსახურსა და დაწესებულებებში, აგრეთვე მათზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებში ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური უზრუნველყოფა (დაზიანებული აპარატურის შეცვლა, დაზიანების აღმოფხვრა და ახალი აპარატურის მონტაჟი); დაწესებულებებში, აგრეთვე მათზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებში საჭირო ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მონტაჟის პროექტების შედგენა; ქ) სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის, აგრეთვე სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებსა და დაწესებულებებში განთავსებული მოსამსახურის სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება; ღ) სამსახურის დაწესებულებების ტერიტორიაზე სასაშვო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა და სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი; ყ) დაწესებულებებში სატელევიზიო მაუწყებლობის მიწოდების ტექნიკური უზრუნველყოფა; შ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში გასამართი თათბირებისა და სამუშაო შეხვედრების ტექნიკური უზრუნველყოფა; ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ, სატელეფონო საუბრის განხორციელებისთვის პატიმრობის კოდექსისა და შესაბამისი დაწესებულების დებულებით განსაზღვრული წესის შესრულებაზე კონტროლი; ც) დაწესებულების ხელმძღვანელთან კოორდინაციით, ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სატელეფონო საუბრის დროის ლიმიტის შემცირებაზე ან გაზრდაზე კონტროლი;  დაწესებულებიდან მიღებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის წახალისების/დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ კორესპონდენციის, აგრეთვე, პატიმრობის კოდექსის და დაწესებულების დებულების შესაბამისად, ბრალდებულთა მიმართ უფლებამოსილი ორგანოებიდან სატელეფონო კავშირის შეზღუდვის შესახებ შემოსული კორესპონდენციის კონტროლი და მათზე რეაგირება; ძ) პენიტენციურ სისტემაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის უზრუნველყოფა, ასევე უსაფრთხოების სისტემების გამართული მეთვალყურეობა; წ) საჭიროების შემთხვევაში, მთავარ სამმართველოში შემავალ დანაყოფებთან ერთად, დაწესებულებების პერიმეტრზე განთავსებული ტექნიკური საშუალებების შემოწმება და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ჭ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა; ხ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების გახორციელება. თავი III მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები მუხლი 7🔗 მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია, №5, №6, №7, №8, №9, №11, №12, №15, №16 და №17 განყოფილებები; ბ) გარე დაცვის დასავლეთის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია №2, №3, №13, №14 განყოფილებები; გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო; დ) ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამმართველო; ე) წვევამდელთა მომზადების განყოფილება. მუხლი 8🔗 1. ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველო და გარე დაცვის დასავლეთის სამმართველო, მათი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებენ სამსახურებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გაანალიზებას, ამზადებენ დასკვნებს თავისი ამოცანების დროული და სრული შესრულების თაობაზე, მთავარი სამმართველოს უფროსს წარუდგენენ წინადადებებს დაცვის განაწილების თაობაზე; ბ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სამსახურის სისტემის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დაცვას; გ) უზრუნველყოფენ დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვას (შემდგომ – დასაცავი ობიექტები); დ) ახორციელებენ ღონისძიებებს დაცვის ტექნიკური საშუალებების დანერგვის, დაცვის ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფისა და სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით; ე) ამზადებენ წინადადებებს შეიარაღებაში არსებული ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე; ვ) კონტროლს უწევენ დასაცავ ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას; ზ) მონაწილეობენ მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების გადამზადების, სწავლების პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავებაში; თ) ორგანიზებას უწევენ სასწავლო მეთოდური შეკრებების, მეცადინეობების, მოსამსახურეთა გადამზადების პროცესს; ი) დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მონაწილეობენ ტაქტიკური სპეციალური სწავლების მომზადებასა და ჩატარებაში, აგრეთვე, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით, – საგანგებო სიტუაციების დროს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში; კ) ორგანიზებას უწევენ მთავარი სამმართველოს სტრუქტურულ ერთეულებს შორის კავშირსა და კოორდინირებულ საქმიანობას; ლ) უზრუნველყოფენ პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულების კონტროლსა და პრაქტიკული დახმარების გაწევას; მ) მონაწილეობენ მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების გეგმის შემუშავებაში; ნ) მონაწილეობენ შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ო) უზრუნველყოფენ სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და  შესაბამის რეაგირებას; პ) ახორციელებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველოსა და გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს განყოფილებები: ა) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სამსახურის სისტემის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დაცვას, მათ შორის უზრუნველყოფენ დაწესებულებათა გარე აკრძალულ ზოლში უსაფრთხოების დაცვასა და მეთვალყურეობას; ბ) უზრუნველყოფენ დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვას; გ) უზრუნველყოფენ დაწესებულებაში შემსვლელ/დაწესებულებიდან გამსვლელ პირთა (გარდა ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა) აღრიცხვასა და შემოწმებას; დ) ახორციელებენ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების დაცვასა და მათ მეთვალყურეობას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობენ მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მომზადების, სწავლების პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავებაში; ვ) მონაწილეობენ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებაში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ შესაბამის სამმართველოში/განყოფილებებში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და  შესაბამის რეაგირებას; თ) ახორციელებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 9🔗 ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სამსახურის სისტემის კიბერუსაფრთხოებას; ბ) უზრუნველყოფს ინტერნეტთან სამსახურის შეუფერხებელ კავშირს და სამსახურის მოსამსახურეთა ინტერნეტრესურსებზე წვდომას; გ) უზრუნველყოფს სამსახურის უსაფრთხოების სისტემების ვიბრო-სეისმური და ბუფერული ზონების გამართულად ფუნქციონირებას; დ) უზრუნველყოფს სამსახურის სისტემაში კომპიუტერული ქსელების, ელექტრონული ბაზების გამართულ მუშაობასა და კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნას; უზრუნველყოფს სამსახურის სისტემას თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით; ე) ახორციელებს დაწესებულებებში არსებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირებას, მათზე დაშვების ტექნიკურ უზრუნველყოფასა და კონტროლს; პერიოდულად ამოწმებს სამსახურის სისტემაში პროგრამული საშუალებების ფუნქციონირებას მათი გამართული მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით; ვ) ახორციელებს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის კონტროლის პროცესის შედეგად დაარქივებული მასალის მოხსნას, ფიქსაციასა და ანალიზს; ზ) ახორციელებს სამსახურსა და დაწესებულებებში (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებში) ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკურ უზრუნველყოფას (დაზიანებული აპარატურის შეცვლა, დაზიანების აღმოფხვრა და ახალი აპარატურის მონტაჟი); შეიმუშავებს დაწესებულებებისათვის (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებში) საჭირო ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მონტაჟის პროექტებს; თ) ახორციელებს სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის, აგრეთვე სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებსა და დაწესებულებებში განთავსებული მოსამსახურის სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირებას; ი) ახორციელებს სამსახურის დაწესებულებების ტერიტორიაზე სასაშვო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ტექნიკურ უზრუნველყოფასა და სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლს; კ) ახორციელებს დაწესებულებებში სატელევიზიო მაუწყებლობის მიწოდების ტექნიკურ უზრუნველყოფას; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამსახურში გასამართი თათბირებისა და სამუშაო შეხვედრების ტექნიკურ უზრუნველყოფას; მ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და  შესაბამის რეაგირებას; ო) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 10🔗 ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამმართველო: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ, სატელეფონო საუბრის განხორციელებისთვის პატიმრობის კოდექსის და შესაბამისი დაწესებულების დებულებით განსაზღვრული წესის შესრულებაზე კონტროლს; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს  სხვა სახელმწიფო ორგანოებთან  ინფორმაციის გაცვლის მიზნით; გ) უზრუნველყოფს დაწესებულების ხელმძღვანელთან კოორდინაციით, ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სატელეფონო საუბრის დროის ლიმიტის შემცირებაზე ან გაზრდაზე კონტროლს; დაწესებულებიდან მიღებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის წახალისების/დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ კორესპონდენციის, აგრეთვე, პატიმრობის კოდექსის და დაწესებულების დებულების შესაბამისად, ბრალდებულთა მიმართ უფლებამოსილი ორგანოებიდან სატელეფონო კავშირის შეზღუდვის შესახებ შემოსული კორესპონდენციის კონტროლსა და მათზე რეაგირებას; დ) უზრუნველყოფს პენიტენციურ სისტემაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასა და კონტროლს, ასევე უსაფრთხოების სისტემების გამართული მუშაობის მეთვალყურეობას;    ე) საჭიროების შემთხვევაში, მთავარ სამმართველოში შემავალ დანაყოფებთან ერთად, დაწესებულებების პერიმეტრზე ახორციელებს განთავსებული ტექნიკური საშუალებების შემოწმებასა და მათ გამართულ ფუნქციონირებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და  შესაბამის რეაგირებას; თ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 11🔗 წვევამდელთა მომზადების განყოფილება: ა) უზრუნველყოფს დაცვის ტექნიკური საშუალებების დანერგვას, დაცვის ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფას, სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით; ბ) ამზადებს წინადადებებს შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღებისა და დანერგვის თაობაზე; გ) უზრუნველყოფს წვევამდელთა/სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მომზადების, სწავლების პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავებას; დ) უზრუნველყოფს წვევამდელთა/სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზებას უწევს სასწავლო მეთოდური შეკრებების, მეცადინეობების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების პროცესს; ვ) დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით, მონაწილეობს სპეციალური ტაქტიკური სწავლების მომზადებაში, ჩატარებასა და საგანგებო სიტუაციების დროს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში; ზ) უზრუნველყოფს წვევამდელთა/სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა პირველად სამხედრო და სპეციალურ მომზადებას, მთავარი სამმართველოს სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის პრაქტიკული დახმარების გაწევას; თ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების გეგმის შემუშავებაში; ი) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; კ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და  შესაბამის რეაგირებას; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. თავი IV მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი მუხლი 12🔗 1. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. მთავარი სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს საქმიანობას, წყვეტს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; გ) მთავარი სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან და დაწესებულებებიდან, აგრეთვე, სხვა საჯარო დაწესებულებებიდან; დ) უფლებამოსილია მოითხოვოს მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ანგარიშები გაწეული საქმიანობისა და არსებული მდგომარეობის თაობაზე; ე) დეპარტამენტის დირექტორს ან/და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა თანამდებობაზე დაწინაურების, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, აგრეთვე მთავარი სამმართველოს სტრუქტურისა და შტატების სრულყოფისა და მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს მოქალაქეებისა და მოსამსახურეების განცხადებებსა და წინადადებებს; ზ) შეიმუშავებს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართლებრივ აქტებს ან მონაწილეობს მათ შემუშავებაში; თ) დეპარტამენტის დირექტორს ან/და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ი) კოორდინაციას უწევს მთავარი სამმართველოს გამგებლობაში არსებულ საკითხებზე მიმდინარე და სტრატეგიული გეგმების შემუშავებას; კ) ანაწილებს მთავარ სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას; მთავარი სამმართველოს ფუნქციებიდან გამომდინარე, აძლევს დავალებებს მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეებს; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენს მთავარ სამმართველოს; მ) ასრულებს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 3. მთავარი სამმართველოს უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარ სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის, გენერალური დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის  მოადგილის წინაშე. 4. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნისას მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეების მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. მუხლი 13🔗 1. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს მთავარი სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულებაში; ბ) ზედამხედველობას უწევს მთავარ სამმართველოში მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; დ) ასრულებს გენერალური დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და გენერალური დირექტორის/დეპარტამენტის დირექტორის  მოადგილისა და მთავარი სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ე) ახორციელებს კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარ სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის  მოადგილის წინაშე. მუხლი 14🔗 1. მთავარ სამმართველოში სტრუქტურული ერთეულის სახით შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს მოვალეობებსა და საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას; ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი  დისციპლინის დაცვას; გ) უზრუნველყოფს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერას ან ვიზირებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში, აკონტროლებს გენერალური დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მთავარი სამმართველოს უფროსისა და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას; ე) ახორციელებს კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისთვის ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის  მოადგილის წინაშე. 4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი შესაბამისი სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსისა და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი შესაბამისი სამმართველოს ერთ-ერთი მოსამსახურე. მუხლი 15🔗 1. სამმართველოს უფროსს (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსებისა) ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე, კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულებაში; ბ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) უზრუნველყოფს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; დ) ახორციელებს კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის, მთავარი სამმართველოს უფროსისა და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის წინაშე. მუხლი 16🔗 1. სამმართველოში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ზედამხედველობს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) უზრუნველყოფს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ე) სამმართველოს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მუშაობის შესახებ; ვ) ახორციელებს კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსისა და სამმართველოს უფროსის მოადგილის წინაშე. მუხლი 17🔗 1. მთავარი სამმართველოს წვევამდელთა მომზადების განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს მოვალეობებსა და საქმეებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზებას; ზედამხედველობს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას; გ) უზრუნველყოფს განყოფილების მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერას ან ვიზირებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში, აკონტროლებს გენერალური დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მთავარი სამმართველოს უფროსისა და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას; ე) ახორციელებს კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისთვის ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას ასრულებს გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი შესაბამისი განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე. მუხლი 18🔗 1. მთავარ სამმართველოში სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან უშუალო უფროსის წინაშე. 3. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. მუხლი 19🔗 1. მთავარი სამმართველოს უფროსის წარდგინების საფუძველზე გამოცემული გენერალური დირექტორის ბრძანებით, მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველოსა და გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს მოსამსახურეებს, წელიწადში არაუმეტეს ორჯერ, შეიძლება დაუწესდეთ ფიზიკური მომზადების ნორმატივების ჩაბარების ვალდებულება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკით“ გათვალისწინებული ფიზიკური მომზადების ნორმატივების ფარგლებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები ერთი თვით ადრე უნდა იქნენ გაფრთხილებული ფიზიკური მომზადების ნორმატივების ჩაბარების ვალდებულების შესახებ. 3. მიღებული შედეგის გაუმჯობესების მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოსამსახურეს შესაძლებლობა ეძლევა, გადააბაროს ფიზიკური მომზადების ნორმატივები ერთხელ, 3 თვის ვადაში. 4. ფიზიკური მომზადების ნორმატივების ჩაუბარებლობა შეიძლება გახდეს არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.