📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №636
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017130
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,688 სიტყვა · ~18 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 30.09.2020 სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 30.09.2020 სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 30.09.2020 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იურიდიული მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 96% 09.07.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 12.07.2019

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №636 2020 წლის 30 სექტემბერი ქ. თბილისი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ პატიმრობის კოდექსის 7​1 მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3129 კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის  ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №140 ბრძანება.  3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური)  პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს (შემდგომ – მთავარი სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მთავარი სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 1. მთავარი სამმართველო არის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული. 2. მთავარ სამმართველოს აქვს საკუთარი ბეჭედი და შტამპი. მუხლი 3🔗 1. მთავარი სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,  საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომ – მინისტრი) და სამსახურის გენერალური დირექტორის (შემდგომ – გენერალური დირექტორი) სამართლებრივი აქტებით. 2. მთავარი სამმართველო ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის, გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის წინაშე. მუხლი 4🔗 მთავარი სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა №260. თავი II მთავარი სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები მუხლი 5🔗 1. მთავარი სამმართველოს ამოცანებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანა და კომპეტენციის ფარგლებში ექსტრადიციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების დაცვა; ბ) პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 2. მთავარი სამმართველოს ფუნქციებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის, აგრეთვე ექსტრადიციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებისა და მათთან დაკავშირებული დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, გენერალური დირექტორის ბრძანებით, პენიტენციური დაწესებულებებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა; გ) კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოების ღონისძიებებსა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; დ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დევნისა და ძებნის ღონისძიებების განხორციელება; ვ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის სისტემაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და მატერიალურ ფასეულობათა (მათ შორის, სამსახურის ბალანსზე რიცხული ობიექტების) დაცვა; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვაში მონაწილეობა; თ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების გახორციელება; ი) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; მ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი III მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები მუხლი 6🔗 1. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) ანალიტიკური განყოფილება; ბ) ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: ბ.ა) თბილისის პირველი განყოფილება; ბ.ბ) თბილისის მეორე განყოფილება; ბ.გ) თბილისის მესამე განყოფილება; ბ.დ) ქუთაისის განყოფილება; ბ.ე) ბათუმის განყოფილება; გ) შტაბი (სამმართველო), რომლის შემადგენლობაშია: გ.ა) ტრანსპორტის განყოფილება; გ.ბ) სამორიგეო განყოფილება; გ.გ.) პირადი შემადგენლობის გადამზადების განყოფილება. 2. საჭიროების შემთხვევაში მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეული ვალდებულია, ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს მთავარი სამმართველოს სხვა სტრუქტურულ ერთეულს. მუხლი 7🔗 1. ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველო: ა) უზრუნველყოფს მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობით და წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის დაცვით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას/გადაყვანას პენიტენციური დაწესებულებებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის სხვა ადგილებში; ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექსტრადიციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას; გ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის პროცესთან დაკავშირებული მატერიალურ-ტექნიკური საკითხების ორგანიზებას; დ) ამუშავებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანასთან/გადაყვანასთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტაციას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ერთეულს; ე) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანისას/გადაყვანისას უსაფრთხოების ზომების დაცვას; ვ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უცხო პირებისაგან იზოლირებას, აგრეთვე მათთვის აკრძალული/არანებადართული ნივთებისა და საგნების გადაცემის აღკვეთას; ზ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვას და გაქცევის მცდელობის აღკვეთას; თ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დევნაში მონაწილეობას; ი) საჭიროებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იყენებს სპეციალურ საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს; კ) სავარაუდო ან/და მოსალოდნელი საფრთხის არსებობისას ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისა და ექსტრადიციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებისას, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უზრუნველყოფს ესკორტირების ჯგუფის გაძლიერებას დამატებითი შიდა ან/და გარე რესურსებით; ლ) უზრუნველყოფს საექსპერტო დაწესებულებაში და სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში/სამკურნალო დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას და დაცვას; მ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანას შესაბამის დაწესებულებაში შექმნილი ესკორტის ჯგუფის გაძლიერებას საჭიროების   შემთხვევაში; ნ) საჭიროების შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებათა განხორციელებაში; ო) საჭიროების  შემთხვევაში კანონმდებლობით  დადგენილი  წესით, მონაწილეობს პენიტენციურ დაწესებულებაში  კრიზისული ვითარების მართვაში; პ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; რ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და  შესაბამის რეაგირებას; ს) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს თბილისის პირველი განყოფილება: ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებზე გაყვანას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულებიდან დაწესებულებაში გადაყვანას; გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას გამოცდებზე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით, სოციალურ აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად (კულტურული და სპორტული ღონისძიებები), სამსახურის ადგილობრივი საბჭოს სხდომის ზეპირ მოსმენაზე, აგრეთვე, დაწესებულების გარეთ მიმდინარე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად; დ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს საექსპერტო დაწესებულებაში, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას/გადაყვანას და დაცვას; უზრუნველყოფს შესაბამის სამართალდამცავი ორგანოებიდან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოს სტაციონარში განთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადმობარებას, საგუშაგოს მოწყობას, უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას; ე) უზრუნველყოფს საექსპერტო დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანასა და დაცვას; ვ) საჭიროების შემთხვევაში გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოდან ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის საქართველოში ეტაპირებას, აგრეთვე სხვა სახელმწიფოსთვის ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაცემას; ზ) საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს მთავარი სამმართველოს სხვა განყოფილებებს; თ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამის რეაგირებას; ი) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; კ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 3. ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს თბილისის მეორე განყოფილება: ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებზე გაყვანას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარეთ; ბ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულებიდან დაწესებულებაში გადაყვანას; გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას გამოცდებზე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით, სოციალურ აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად (კულტურული და სპორტული ღონისძიებები), სამსახურის ადგილობრივი საბჭოს სხდომის ზეპირ მოსმენაზე, აგრეთვე, დაწესებულების გარეთ მიმდინარე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად; დ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს საექსპერტო დაწესებულებაში, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას/გადაყვანას და დაცვას; უზრუნველყოფს შესაბამის სამართალდამცავი ორგანოებიდან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოს სტაციონარში განთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადმობარებას, საგუშაგოს მოწყობას, უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას; ე) უზრუნველყოფს საექსპერტო დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანასა და დაცვას; ვ) საჭიროების შემთხვევაში გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოდან ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის საქართველოში ეტაპირებას, აგრეთვე სხვა სახელმწიფოსთვის ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაცემას; ზ) საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს მთავარი სამმართველოს სხვა განყოფილებებს; თ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამის რეაგირებას; ი) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; კ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 4. ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს თბილისის მესამე განყოფილება: ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულებიდან დაწესებულებაში გადაყვანას; ბ) უზრუნველყოფს საექსპერტო დაწესებულებაში, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას/გადაყვანას და დაცვას; უზრუნველყოფს შესაბამის სამართალდამცავი ორგანოებიდან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოს სტაციონარში განთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადმობარებას, საგუშაგოს მოწყობას, უსაფრთხოების ნორმების დაცვას და შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას; გ) სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში ბრალდებულის/მსჯავრდებულის საქართველოს სახალხო დამცველთან და სპეციალურ პრევენციულ ჯგუფთან შეხვედრისას უზრუნველყოფს უსაფრთხოების დაცვას; სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მნახველთან და ადვოკატთან შეხვედრისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მათ შემოწმებას/დათვალიერებას, ვიზუალურ კონტროლსა და უსაფრთხოების დაცვას; დ) საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას უწევს მთავარი სამმართველოს სხვა განყოფილებებს; ე) საჭიროების შემთხვევაში, გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოდან ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის საქართველოში ეტაპირებას, აგრეთვე სხვა სახელმწიფოსთვის ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაცემას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამის რეაგირებას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; თ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 5. ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს თბილისის მესამე განყოფილების პირადი შემადგენლობის სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება სამ ცვლაში. განსაკუთრებულ სიტუაციაში, ხელმძღვანელობის ბრძანებით, შესაძლებელია პირადი შემადგენლობის სამუშაო გრაფიკი განისაზღვროს ყოველდღიურად. 6. ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს ბათუმის განყოფილება: ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებზე გაყვანას, როგორც წესი, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე; ბ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულებიდან დაწესებულებაში გადაყვანას, როგორც წესი, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე; გ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას გამოცდებზე, განსაკუთრებულ პირად გარემოებებთან დაკავშირებით, სოციალურ აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად (კულტურული და სპორტული ღონისძიებები), სამსახურის ადგილობრივი საბჭოს სხდომის ზეპირ მოსმენაზე, აგრეთვე, დაწესებულების გარეთ მიმდინარე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად; დ) უზრუნველყოფს საექსპერტო დაწესებულებაში, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას/გადაყვანას და დაცვას; უზრუნველყოფს შესაბამის სამართალდამცავი ორგანოებიდან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოს სტაციონარში განთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადმობარებას, საგუშაგოს მოწყობას, უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას; ე) სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში ბრალდებულის/მსჯავრდებულის საქართველოს სახალხო დამცველთან და სპეციალურ პრევენციულ ჯგუფთან შეხვედრისას უზრუნველყოფს უსაფრთხოების დაცვას; სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მნახველთან და ადვოკატთან შეხვედრისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მათ შემოწმებას/დათვალიერებას, ვიზუალურ კონტროლსა და უსაფრთხოების დაცვას; ვ) საჭიროების შემთხვევაში, გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოდან ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის საქართველოში ეტაპირებას, აგრეთვე სხვა სახელმწიფოსთვის ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაცემას; ზ) საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს მთავარი სამმართველოს სხვა განყოფილებებს; თ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამის რეაგირებას; ი) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; კ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 7. ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს ქუთაისის განყოფილება: ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებზე გაყვანას, როგორც წესი, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე; ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას გამოცდებზე, განსაკუთრებულ პირად გარემოებებთან დაკავშირებით, სოციალურ აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად (კულტურული და სპორტული ღონისძიებები), სამსახურის ადგილობრივი საბჭოს სხდომის ზეპირ მოსმენაზე, აგრეთვე დაწესებულების გარეთ მიმდინარე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად; გ) უზრუნველყოფს საექსპერტო დაწესებულებაში, სამსახურის სამკურნალო დაწესებულებასა და სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას/გადაყვანას და დაცვას; უზრუნველყოფს შესაბამის სამართალდამცავი ორგანოებიდან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოს სტაციონარში განთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადმობარებას, საგუშაგოს მოწყობას, უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას; დ) სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში ბრალდებულის/მსჯავრდებულის საქართველოს სახალხო დამცველთან და სპეციალურ პრევენციულ ჯგუფთან შეხვედრისას უზრუნველყოფს უსაფრთხოების დაცვას; სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მნახველთან და ადვოკატთან შეხვედრისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მათ შემოწმებას/დათვალიერებას, ვიზუალურ კონტროლსა და უსაფრთხოების დაცვას; ე) საჭიროების შემთხვევაში გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოდან ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის საქართველოში ეტაპირებას, აგრეთვე სხვა სახელმწიფოსთვის ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაცემას; ვ) საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას უწევს მთავარი სამმართველოს სხვა განყოფილებებს; ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამის რეაგირებას; თ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ი) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 8🔗 1. მთავარი სამმართველოს შტაბი (სამმართველო): ა) უზრუნველყოფს სამსახურის სისტემაში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვას, შენახვასა და გაცემას საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით; ბ) მონაწილეობს საგანგებო სიტუაციებში საბრძოლო  ოპერაციების მომზადებასა და ჩატარებაში; გ) მონაწილეობს უსაფრთხოების ღონისძიებებისა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და განხორცილებაში; დ) ადგენს მორიგეობის გრაფიკებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი სამმართველოს უფროსს; ე) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და  შესაბამის რეაგირებას; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. შტაბის (სამმართველოს) ტრანსპორტის განყოფილება: ა) უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობისა და მატერიალურ პასუხიმგებლობაზე კონტროლს; სატრანსპორტო საშუალებების პერიოდულ დათვალიერებას მათი დროული შეკეთების მიზნით; ბ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესზე დროულად მიყვანას განსაზღვრული მარშუტის დაცვით; გ) უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებაზე მუდმივი მეთვალყურეობის განხორციელებას არასარეჟიმო ტერიტორიაზე; დ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას/გადაყვანას ექსტრადიციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აგრეთვე ესკორტირების ჯგუფის დახმარებას უსაფრთხოების დაცვის მიზნით; ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ელექტრონულ მონიტორინგს მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე; ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და  შესაბამის რეაგირებას; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 3. შტაბის (სამმართველოს) სამორიგეო განყოფილება: ა) კონტროლს უწევს მთავარ სამმართველოზე რიცხული შეიარაღების, საბრძოლო მასალის და სპეციალური საშუალებების შენახვას, დაცვას და უფლებამოსილ პირთათვის იარაღის გაცემის წესის დაცვას; ბ) უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს შეუფერხებელ კავშირგაბმულობას, მთავარ სამმართველოში დაცვის ტექნიკური საშუალებების დანერგვას, დაცვის ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფას, სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით; გ) წარმართავს ორგანიზაციულ საქმიანობას სამსახურებრივ-საშტატო იარაღით, საინჟინრო-ქიმიური, საიმიტაციო და სპეციალური საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით; უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოზე რიცხული შეიარაღების, საბრძოლო მასალის და სპეციალური საშუალებების გამართულ მდგომარეობაში ყოფნასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ესკორტის ოფიცრებზე/ოფიცრებისგან სამსახურებივ-საშტატო იარაღის დადგენილი წესით გაცემას/მიღებას; დ) კონტროლს უწევს ხელმძღვანელობისაგან შემოსული ინფორმაციის დროულად მიღებასა და ამ ინფორმაციის შემსრულებლამდე დროულად მიწოდებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 4. პირადი შემადგენლობის გადამზადების განყოფილება: ა) ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა პროფესიულ (სპეციალურ) და ფიზიკურ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას; შეიმუშავებს წვრთნის  პროგრამებს, ორგანიზებას უწევს შეკრებებსა და მეცადინეობებს; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს სასწავლო მეთოდური შეკრებების, მეცადინეობების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების პროცესს; კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების გეგმის შემუშავებაში; გ) დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით, მონაწილეობს სპეციალური ტაქტიკური სწავლების მომზადებასა და ჩატარებაში, აგრეთვე, საგანგებო სიტუაციების დროს, დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში; დ) ამზადებს წინადადებებს შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღებისა და დანერგვის თაობაზე; ე) საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს მთავარი სამმართველოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და  შესაბამის რეაგირებას; თ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 9🔗 1. მთავარ სამმართველოში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის ანალიტიკური განყოფილება. 2. ანალიტიკური განყოფილება: ა) უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის მიღებასა და მთავარი სამმართველოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებზე განაწილებას; ბ) უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს განყოფილებების სამოქმედო ყოველდღიური ესკორტირების განაცხადის მომზადებას; გ) უზრუნველყოფს ესკორტირების განაცხადის წარმოების დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით დაყოფასა და მაღალი რისკის მქონე ბრალდებულების/მსჯავრდებულების შესახებ ინფორმაციის მთავარი სამმართველოს უფროსისათვის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდებას; დ) აწარმოებს სადღეღამისო ოპერატიულ კრებსს; ე) აწარმოებს ოპერატიულ აღრიცხვას და უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაციას; ვ) უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში შემოსული ინფორმაციის სტატისტიკურ აღრიცხვას, განზოგადებასა და ანალიზს; შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ზ) უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში არსებული დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარქივებას; თ) უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო ურთიერთობასა და მათთვის სამართლებრივი აქტების გაცნობას; ი) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; კ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და  შესაბამის რეაგირებას; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. თავი IV მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი მუხლი 10🔗 1. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. მთავარი სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს მთავარ სამმართველოს, წყვეტს მთავარი სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს მთავარი სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია მთავარ სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) თვალყურს ადევნებს მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; გ) ანაწილებს მოვალეობებს მთავარი სამმართველოს სტრუქტურულ ერთეულებს შორის; დ) ანაწილებს მთავარ სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას; ე) პერიოდულად აანალიზებს მთავარი სამმართველოს საქმიანობას და გენერალურ დირექტორს/გენერალური დირექტორის კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გენერალურ დირექტორს/გენერალური დირექტორის კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გენერალურ დირექტორს/გენერალური დირექტორის კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილების საჭიროების შესახებ; თ) გენერალურ დირექტორს/გენერალური დირექტორის კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მთავარი სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; ი) პერიოდულად ისმენს ანგარიშს მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; კ) კომპეტენციის ფარგლებში, გენერალური დირექტორის/გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის წინაშე წარადგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ; ლ) უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერას/ვიზირებას; მ) ახორციელებს კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნისას მთავარი სამმართველოს უფროსის  მოვალეობას, გენერალური დირექტორის ბრძანებით, ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეთა მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი. 4. მთავარი სამმართველოს უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარ სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორის/გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის  წინაშე. მუხლი 11🔗 1. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეები: ა) ხელს უწყობენ მთავარი სამმართველოს უფროსს მათზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულებაში; ბ) ზედამხედველობას უწევენ მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევენ მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერას/ვიზირებას; დ) ასრულებენ მთავარი სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ე) ხელმძღვანელობენ და ზედამხედველობენ კონკრეტული დავალების შესასრულებლად შექმნილი ჯგუფების საქმიანობას; ვ) ახორციელებენ კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეები კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარ სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებული არიან მთავარი სამმართველოს უფროსის და გენერალური დირექტორის/გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის წინაშე. მუხლი 12🔗 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს მოვალეობებსა და საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას; ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) უზრუნველყოფს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერას ან/და ვიზირებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ან/და გენერალური დირექტორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური დირექტორის/გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის, მთავარი სამმართველოს უფროსისა და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებას; ე) მთავარი სამმართველოს უფროსის თანხმობით, აკომპლექტებს კონკრეტული დავალების შესრულებისთვის ჯგუფს და განსაზღვრავს ჯგუფის უფროსს; ვ) ახორციელებს კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეებისა და მთავარი სამმართველოს უფროსის  წინაშე. მუხლი 13🔗 1. ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილეები: ა) ხელს უწყობენ სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულებაში; ბ) ზედამხედველობენ სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერას ან/და ვიზირებას; დ) სამმართველოს უფროსის დავალებით ახორციელებენ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. სამმართველოს უფროსის მოადგილეები კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულები არიან  სამმართველოს უფროსის, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეებისა და მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე. მუხლი 14🔗 1. სამმართველოში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ზედამხედველობს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) უზრუნველყოფს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ე) სამმართველოს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მუშაობის შესახებ; ვ) ახორციელებს კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსისა და სამმართველოს უფროსის მოადგილეების წინაშე. მუხლი 15🔗 1. მთავარი სამმართველოს ანალიტიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. მთავარი სამმართველოს ანალიტიკური განყოფილების  უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ზედამხედველობს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) უზრუნველყოფს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ე) მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მუშაობის შესახებ; ვ) ახორციელებს კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მთავარი სამმართველოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი შესაბამის განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილეების წინაშე. მუხლი 16🔗 1. მთავარ სამმართველოში სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებული არიან უშუალო უფროსის წინაშე. 3. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. მუხლი 17🔗 1. მთავარი სამმართველოს უფროსის წარდგინების საფუძველზე გამოცემული გენერალური დირექტორის ბრძანებით, მთავარი სამმართველოს ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს მოსამსახურეებს, წელიწადში არაუმეტეს ორჯერ, შეიძლება დაუწესდეთ ფიზიკური მომზადების ნორმატივების ჩაბარების ვალდებულება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკით“ გათვალისწინებული ფიზიკური მომზადების ნორმატივების ფარგლებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები ერთი თვით ადრე უნდა იქნენ გაფრთხილებული ფიზიკური მომზადების ნორმატივების ჩაბარების ვალდებულების შესახებ. 3. მიღებული შედეგის გაუმჯობესების მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოსამსახურეს შესაძლებლობა ეძლევა, გადააბაროს ფიზიკური მომზადების ნორმატივები ერთხელ, 3 თვის ვადაში. 4. ფიზიკური მომზადების ნორმატივების ჩაუბარებლობა შეიძლება გახდეს არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. თავი V     მთავარი სამმართველოს საქმიანობის ორგანიზება მუხლი 18🔗 1. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები, როგორც წესი, საქმიანობას ახორციელებენ სამორიგეო ცვლაში. 2. სამორიგეო ცვლის შემადგენლობას განსაზღვრავს და მორიგეობის გრაფიკებს ამტკიცებს მთავარი სამმართველოს უფროსი. 3. ცვლაში მომუშავე მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა. 24-საათიან ცვლაში მომუშავე მოსამსახურის დასვენების დრო არ უნდა იყოს 48 საათზე ნაკლები. 4. ყოველი ახალი მორიგეობის დაწყებისას, დილით, შესაბამისი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილეების ხელმძღვანელობით ტარდება მოწყობა. სამმართველოს თითოეული განყოფილების უფროსი კითხულობს სიას და აღრიცხავს პირად შემადგენლობას. 5. სიის ამოკითხვის შემდეგ, შესაბამისი სამმართველოს უფროსი მოახსენებს მთავარი სამმართველოს უფროსს და მის მოადგილეებს არსებული ვითარების შესახებ. მუხლი 19🔗 1. ყოველი დავალების შესრულებისთვის განყოფილების უფროსი სამმართველოს უფროსთან ან მის მოადგილესთან შეთანხმებით ქმნის ჯგუფს/ჯგუფებს და განსაზღვრავს ჯგუფის უფროსს. 2. სამმართველოს მოსამსახურის სხვა სამმართველოს ჯგუფში მიმაგრების საკითხს წყვეტს მთავარი სამმართველოს უფროსი ან  მისიმოადგილე. 3. საგუშაგოებზე განთავსებული ჯგუფების საქმიანობასთან, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანასთან/გადაყვანასთან და ექსტრადიციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან, აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში მონახულებასთან, მათთვის ამანათის გადაცემასთან დაკავშირებით უფლებამოსილი მოსამსახურე ავსებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის უწყისს. 4. განყოფილებაში შესაძლოა შეიქმნას ერთი ან რამდენიმე ჯგუფი, რომელიც, როგორც წესი, შედგება სამმართველოს 3 ან მეტი მოსამსახურისაგან. ჯგუფი, როგორც წესი, ყალიბდება ერთი განყოფილების მოსამსახურეებისაგან. გამონაკლის შემთხვევებში, მთავარი სამმართველოს უფროსის ან მისი თანხმობით, შესაძლებელია ჯგუფში სხვა განყოფილების მოსამსახურის ჩართვა. 5. დავალების შესრულებისას ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი. 6. ჯგუფის შეიარაღებას, აღჭურვილობასა და სამოქმედო არეალს განსაზღვრავს განყოფილების  უფროსი  სამმართველოს უფროსთან, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სამმართველოს უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით. მუხლი 20🔗 1. მთავარი სამმართველოს თითოეული ინტერვენციის შესახებ, მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ტვირთის გაცილების და დაცვის ობიექტზე საგუშაგოების შექმნის საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს გენერალური დირექტორი. 2. გადაუდებელი აუცილებლობისას, თუ სასამართლოს აპარატი ან სხვა უწყება სატელეფონო ზარის მეშვეობით ითხოვს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ჩართვას ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის პროცესში, უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამორიგეო განყოფილებას აღნიშნულ საკითხს ათანხმებს დეპარტამენტის დირექტორთან და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სატელეფონო ზარის საშუალებით ატყობინებს მთავარ სამმართველოს, რის შემდეგაც მთავარი სამმართველო მონაწილეობას იღებს ესკორტირების პროცესში. დეპარტამენტის დირექტორის ზეპირი თანხმობა მთავარი სამმართველოს ესკორტირების პროცესში მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ჩართვასთან დაკავშირებით წერილობით ფორმდება ესკორტირების დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. მუხლი 21🔗 1. განსაკუთრებულ შემთხვევებში, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია სამმართველოს იმ მოსამსახურეთა, რომლებიც არ არიან სამორიგეო ცვლაში სამსახურში, გამოძახება ან სამმართველოს სრული შემადგენლობის სამსახურში გამოძახება. 2. იმ სამმართველოს მოსამსახურეთა სამსახურში გამოძახების შესახებ, რომლებიც არ არიან სამორიგეო ცვლაში, გადაწყვეტილებას იღებს მთავარი სამმართველოს უფროსი ან მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო სამმართველოს სრული შემადგენლობის გამოძახების შესახებ – მთავარი სამმართველოს უფროსი. 3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, შესაძლებელია მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა გაძლიერებული მუშაობის რეჟიმზე გადაყვანა. გადაუდებელ შემთხვევებში, გენერალური დირექტორი ბრძანებას გასცემს ზეპირად, რაც წერილობით ფორმდება ვითარების შეცვლიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. მუხლი 22🔗 სამმართველოს უფროსის მიერ გაცემული დავალების შესრულებისთანავე განყოფილების უფროსი შესაბამის სამმართველოს უფროსს მოახსენებს შესრულებული დავალების შესახებ ინფორმაციას.