„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№607
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.022326
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/10/2020

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №607

2020 წლის 1 ოქტომბერი 

 ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-11 მუხლის:         

1. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული პირები სასაზღვრო პუნქტებზე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს, აგრეთვე (გარდა ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სსიპ – შემოსავლების სამსახურის ეპიდემიოლოგების მიერ ჩაღრმავებულ გამოკითხვასა და აღრიცხვას „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №454 დადგენილებით დამტკიცებული „დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსული მგზავრის სააღრიცხვო ბარათის“ (დანართი №9) შევსებით, რომელიც ასევე წარმოადგენს გადაწყვეტილებას აღნიშნული პირების იზოლაციის შესახებ.“.

2. მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურებისაგან (გარდა თერმული სკრინინგისა) თავისუფლდებიან:

ა) ამ წესების 11​2 მუხლის შესაბამისად საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსული უცხოელი ვიზიტორები;

ბ) „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით განსაზღვრული პირები, რომლებიც ექვემდებარებიან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე სპეციალური ელექტრონული ანკეტის შევსებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 10 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.10.2020.
როდის იქნა მიღებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.10.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №607. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.022326.
რამდენი მუხლისგან შედგება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №607, 01.10.2020, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022326 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5006277/