„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №246 |
|
2020 წლის 5 ოქტომბერი ქ. თბილისი |
საქართველოს საბაჟო კოდექსის 66-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 155-ე მუხლის მე-7 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6 1. 2020 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს საბაჟო კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა არ ხდება და მის ნაცვლად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საბაჟო ორგანოს წარედგინება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები. 2. 2020 წლის 1 ნოემბრამდე საბაჟო ორგანოსთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 155-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა არ ხდება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|