„საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 2 ივლისის №43 ბრძანებით დამტკიცებული „მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის წესში“ ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№93
სარეგისტრაციო კოდი
180.012.003.942
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 63(70), 01/12/1999

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი       180.012.003.942    

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება №93

1999 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 2 ივლისის №43 ბრძანებით დამტკიცებული „მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის წესში” ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის “სამეწარმო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ”  საფუძველზე საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 2 ივლისის №43 ბრძანებით დამტკიცებულ “მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლში

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეგულარული მარშრუტი – მარშრუტი, რომელზეც სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლა წარმოებს მოძრაობის განრიგის შესაბამისად”;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი;

გ) მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მარშრუტი – პუნქტებს შორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლისათვის დადგენილი გზასავალი”;

დ) ამოღებულ იქნეს  მე-5 პუნქტი;

ე) მე-6 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოძრაობის განრიგი – მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლის დროისა და პერიოდულობის განმსაზღვრელი ცხრილი”.

2. მე-3 მუხლში

ა) მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ბ” ქვეპუნქტი;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10 ტერიტორიული საკონკურსო კომისია ხელმძღვანელობს ამ წესით და საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციით”;

გ) მე-17 პუნქტის „ა” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „დადგენილ ვადაში”.

3. მე-5 მუხლში

ა) მე-5 პუნქტში სიტყვა “საოლქო” შეიცვალოს სიტყვით – „საოქმო”;

ბ) მე-5 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში და მე-8 პუნქტში სიტყვა “ნებართვა-ხელშეკრულება” შეიცვალოს სიტყვით “ხელშეკრულება”.

4. მე-6 მუხლში

ა) 1-ლი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვა “ნებართვა-ხელშეკრულება” შეიცვალოს სიტყვით „ხელშეკრულება";

ბ) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს “დ” ქვეპუნქტი;

მ. ადეიშვილი