„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№611
სარეგისტრაციო კოდი
470000000.10.003.022331
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №611

2020 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №20 დანართის (ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა):

1. მე-3 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის დიაგნოსტიკას/ მკურნალობას;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)  2020 წლის 23 მაისიდან „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების დანართ №1-ითა და დანართ №2-ით, ასევე „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 სექტემბრის № 01-467/ო ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულებების,  ხოლო 2020 წლის 23 მაისამდე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილების  მე-2 მუხლის №1 და №2 დანართებით, ასევე 2020 წლის 18 აპრილამდე „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 მარტის №01-126/ო და  „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, ე. წ. „ცხელების კლინიკებად“ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 მარტის №01-136/ო ბრძანებებით განსაზღვრული დაწესებულებების მობილიზება დადგენილი წესით, სამინისტროს მითითების შესაბამისად;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სულ − 76 ერთეული) შრომის ანაზღაურებას 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;“;

დ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) COVID-19-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას „საქართველოს მთავრობასა და ვაქცინების გლობალურ ალიანსს (GAVI ALLIANCE)  შორის გასაფორმებელი შეთანხმების (COMMITMENT AGREEMENT) თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 სექტემბრის №1783 განკარგულებით მოწონებული საქართველოს მთავრობასა და ვაქცინების გლობალურ ალიანსს  (GAVI ALLIANCE) შორის დადებული შეთანხმებით  აღებული ვალდებულებების  უზრუნველყოფის გზით.“.

2. მე-4 მუხლის  „ვ“  ქვეპუნქტის „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.გ) ამავე ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხა ანაზღაურდება განმახორციელებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და საწოლების რაოდენობის მიხედვით და მოიცავს სამედიცინო პერსონალის ხელფასებს (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ/სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოწვეული კონსულტანტებისა), კომუნალურ და ასევე საკანცელარიო/სამეურნეო ხარჯებს. ამასთან, აღნიშნული დაწესებულებების მიერ მომსახურების გაწევის (მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება)  შემთხვევაში, ფაქტობრივი ხარჯით წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ პაციენტის მკურნალობასთან ან/და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული ხარჯები (მ.შ., კვების ჩათვლითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოწვეული კონსულტანტების შრომის ანაზღაურება (ასეთის არსებობის შემთხვევაში));“.

3. მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „გ“ ქვეპუნქტის:

დ.ა) „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება და 2020 წლის 23 მაისიდან „იზოლაციისა და კარანტინის   წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების დანართ №1-ითა და დანართ №2-ით, ასევე „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 სექტემბრის № 01-467/ო ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულებები, ხოლო 2020 წლის 23 მაისამდე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილების მე-2 მუხლის (სამედიცინო დაწესებულებათა მობილიზაცია) დანართ №1-ითა და დანართ №2-ით და  2020 წლის 18 აპრილამდე „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 მარტის №01-126/ო და „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, ე. წ. „ცხელების კლინიკებად“ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 მარტის № 01-136/ო ბრძანებებით განსაზღვრული დაწესებულებები;

დ.ბ) „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია 2020 წლის 23 მაისიდან „იზოლაციისა და კარანტინის  წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების დანართ №1-ით, ასევე „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 სექტემბრის №01-467/ო ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულებები, ხოლო 2020 წლის 23 მაისამდე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილების მე-2 მუხლის (სამედიცინო დაწესებულებათა მობილიზაცია) დანართ №1-ითა და 2020 წლის 18 აპრილამდე „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 მარტის №01-126/ო ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულებები;“.

4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“, „ზ“, ზ​ 1“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სამინისტრო.“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 239,000.0 ათასი ლარით, მათ შორის:

ა)  პროგრამული კოდი: 27 03 03 11 01 − ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები − 109,650.0 ათასი ლარი  (განმახორციელებელი − სამინისტრო);

ბ) პროგრამული კოდი: 27 03 03 11 02 – ახალი კორონავირუსით  (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვისთვის გასატარებელი ღონისძიებები – 74,000.0 ათასი ლარი (განმახორციელებელი − სააგენტო);

გ) პროგრამული კოდი: 27 03 03 11 03 − ახალი კორონავირუსით  (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის ცენტრის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები − 37,050.0 ათასი ლარი  (განმახორციელებელი – ცენტრი);

დ) პროგრამული კოდი: 27 03 03 11 04 − მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების მართვა (WB)“ – 300.0 ათასი ლარი (განმახორციელებელი − სამინისტრო);

ე) პროგრამული კოდი: 27 03 03 11 05 – COVID-19-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა – 18,000.0 ათასი ლარი (განმახორციელებელი − სამინისტრო).“.

მუხლი 2
  • დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
  • 2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 9 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

     

     


    პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია