ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 07.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №181/04
სარეგისტრაციო კოდი 220020040.18.011.016509
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/10/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.10.2020 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (3)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეტანილია აქტით
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| კლასი/წილობრივი ფასიანი ქაღალდის ტიპი „ფქსსნ“–კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) | ხმის უფლების რაოდენობა[7] |
| პირდაპირი | არაპირდაპირი |
| ფინანსური ინსტრუმენტის ტიპი | ვადის მოსვლის თარიღი8 |
| დასახელება[12] | ხმის უფლების წილი % |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
- ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ ანგარიშის წარდგენისა და ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენისა და მისი ცვლილებების საჯაროობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 22.02.2010
- ,,ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან განთავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანება 25.05.2009
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
ბრძანება (2)
- ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ ანგარიშის წარდგენისა და ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენისა და მისი ცვლილებების საჯაროობის წესის დამტკიცების თაობაზე 22.02.2010
- “ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან განთავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის“ დამტკიცების თაობაზე 05.08.2016
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებისა და ფლობის წესის დამტკიცების თაობაზე ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვისა და ანგარიშის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე ინსაიდერული ვაჭრობის, ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნებისა და ბაზრის მანიპულაციასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№181/04
2020 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 52-ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-11, მე-14, 141, მე-15 და 32-ე მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №78/04 ბრძანება;
ბ) „ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ ანგარიშის წარდგენისა და ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენისა და მისი ცვლილებების საჯაროობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №21/01 ბრძანება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესი
თავი
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო
1. ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მოთხოვნებს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის (შემდგომში – ემიტენტი) შესახებ პერიოდული ინფორმაციის გამჭვირვალობის, მიმდინარე ინფორმაციის, მათ შორის, წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობის და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის შესახებ.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) „უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის, მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული წესით“ გათვალისწინებულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ განვითარების ორგანიზაციებზე;
ბ) „უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის, მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული წესით“ გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟებზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტებზე და ამ ემიტენტების მიერ გამოშვებული საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელებზე, თუ მათ მიერ ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი ინფორმაციის ეკვივალენტური ინფორმაცია მომზადებული, შესაბამისი პირებისთვის წარდგენილი (მათ შორის, მარეგულირებელი ორგანოსთვის) და საჭიროების შემთხვევაში, გასაჯაროებული იქნება იმ ფორმითა და იმ ვადებში, როგორც ეს განსაზღვრულია იმ უცხო ქვეყნის მარეგულირებელი კანონმდებლობით, რომლის აღიარებულ საფონდო ბირჟაზეც არის განთავსებული შესაბამისი ემიტენტის ფასიანი ქაღალდი;
გ) საწარმოებზე, რომლებიც არსებულ აქციონერებს საჯარო შეთავაზების გზით, დივიდენდის სახით სთავაზობენ იმავე კლასის ფასიან ქაღალდებს, რომელთა მფლობელებსაც წარმოადგენენ აღნიშნული აქციონერები და ამ ფასიან ქაღალდებზე, თუ აღნიშნული საწარმო სხვა გზით არ გახდა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი.
დ) საწარმოებზე, რომლებიც არსებულ თანამშრომლებსა და არსებული ან ყოფილი მმართველი ორგანოს წევრებს, თანამშრომელთა ანაზღაურების სქემის მეშვეობით საჯარო შეთავაზების გზით სთავაზობენ ან/და უნაწილებენ ფასიანს ქაღალდებს და ამ ფასიან ქაღალდებზე, თუ აღნიშნული საწარმო სხვა გზით არ გახდა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი.
3. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე წარმონაქმნებზე.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) რეგულირებადი ინფორმაცია – ყველა ის ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-14, 141 მუხლების, VII თავისა და ამ წესის შესაბამისად მოეთხოვება ემიტენტს და ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც ახორციელებს ფასიანი ქაღალდის საჯარო შეთავაზებას (მათ შორის, ემიტენტის თანხმობის გარეშე);
ბ) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) – ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული და გამოცემული სრული სტანდარტები, რომლებიც მოიცავს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს (ფასს), ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს (ბასს) და ფინანსური ანგარიშგების ინტერპრეტაციების საერთაშორისო საბჭოს (IFRIC) მიერ ან ინტერპრეტაციების მუდმივმოქმედი კომიტეტის (SIC) მიერ მიღებულ ინტერპრეტაციებს;
გ) კონტროლი – ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად განსაზღვრული კონტროლი;
დ) მნიშვნელოვანი გავლენა – ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად განსაზღვრული მნიშვნელოვანი გავლენა;
ე) კონტროლირებადი სუბიექტი (კონტროლს დაქვემდებარებული სუბიექტი) – ერთ-ერთი შემდეგი სუბიექტი:
ე.ა) სუბიექტი, რომელშიც პირს გააჩნია ხმათა უმრავლესობა;
ე.ბ) სუბიექტი, რომელშიც პირი არის წილის მფლობელი ან მმართველი ორგანოს წევრი და მას, ან მის კონტროლს დაქვემდებარებულ სხვა სუბიექტს აქვს უფლება დანიშნოს ან გაათავისუფლოს სუბიექტის მმართველი ორგანოს წევრთა უმრავლესობა (მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ ამ უფლებას ახორციელებს სხვა პირის სახელით, მაგრამ საკუთარი ან მის კონტროლს დაქვემდებარებული სხვა სუბიექტის ინტერესებისათვის);
ე.გ) სუბიექტი, რომელშიც პირის არის წილის მფლობელი ან მმართველი ორგანოს წევრი და იგი მმართველი ორგანოს სხვა წევრებთან/წილის სხვა მფლობელებთან შეთანხმების საფუძველზე დამოუკიდებლად აკონტროლებს სუბიექტის ხმის უფლების უმრავლესობას;
ე.დ) სუბიექტი, რომელზეც პირს შეუძლია განახორციელოს ან ახორციელებს მნიშვნელოვან გავლენას ან კონტროლს;
ვ) ინფორმაციის გასაჯაროება (გამოქვეყნება) – ინფორმაციის გამოქვეყნება ემიტენტის, საფონდო ბირჟის ან საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდის, სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ან სხვა ისეთი საშუალებების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ინვესტორთათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ზ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი (შუამავალი) – საბროკერო კომპანია, კომერციული ბანკი, ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია, რომელთა საქმიანობასაც ზედამხედველობს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესებით;
თ) ხმის უფლების მქონე საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდის ან ფინანსური ინსტრუმენტის არაპირდაპირი ფლობა (არაპირდაპირი ფლობა) – ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევები.
ი) ემიტენტი –კანონის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული პირი. დეპოზიტარული ხელწერილის შემთხვევაში ემიტენტად მიიჩნევა იმ ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, რომლებიც აღნიშნული დეპოზიტარული ხელწერილითაა წარმოდგენილი.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
თავი II
პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნები
მუხლი 3🔗. წლიური ანგარიში
1. ემიტენტი ვალდებულია მოამზადოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში, რომელიც მოიცავს:
ა) აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშგებას, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად;
ბ) მმართველობის ანგარიშგებას, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად;
გ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ემიტენტის პასუხისმგებელი პირების (მათი ვინაობისა და მოვალეობების/უფლებამოსილებების სრულად და ნათლად მითითებით) განცხადებას, რომ:
გ.ა) შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები სრულად, სწორად და სამართლიანად ასახავს ემიტენტისა და კონსოლიდაციის შემთხვევაში, ყველა შესაბამისი სუბიექტის აქტივებს, ვალდებულებებს, ფინანსურ მდგომარეობასა და მოგება-ზარალს;
გ.ბ) მმართველობის ანგარიშგება სამართლიანად და ამომწურავად მიმოიხილავს ემიტენტისა და კონსოლიდაციის შემთხვევაში, ყველა შესაბამისი სუბიექტის საქმიანობის განვითარებას, შედეგებსა და მდგომარეობას, ასევე არსებული ძირითადი რისკების აღწერას.
2. ემიტენტის წლიური ფინანსური ანგარიშგება მზადდება და მისი აუდიტირება ხორციელდება საზოგადოებრივი დაინტერესების პირისთვის (შემდგომში – „სდპ“) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. თუ ემიტენტი წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მშობელ საწარმოს, ემიტენტის წლიური ფინანსური ანგარიშგება მზადდება კონსოლიდირებულად და ინდივიდუალურად. თუ ასეთი ემიტენტის ყველა შვილობილი საწარმო ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად არაარსებითია ინდივიდუალურად და ერთობლივად და აღნიშნული დასტურდება საწარმოს პასუხისმგებელი პირებისა და აუდიტორის მიერ, წლიური ფინანსური ანგარიშგება მზადდება ინდივიდუალურად, მხოლოდ მშობელი საწარმოსთვის.
4. მმართველობის ანგარიშგება მომზადებული და აუდიტორის მიერ მიმოხილული უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სდპ-სათვის განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით. მმართველობის ანგარიშგება უნდა მომზადდეს ინდივიდუალურად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ემიტენტს მოეთხოვება კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
5. მმართველობის ანგარიშგება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხებისა, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ემიტენტის კაპიტალში მმართველი ორგანოს წევრების წილობრივი მონაწილეობის შესახებ.
6. ემიტენტი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წლიური ანგარიში ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს ყოველი სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ მაგრამ არაუგვიანეს 15 მაისისა. ემიტენტმა უნდა უზრუნველყოს წლიური ანგარიშის საჯაროდ ხელმისაწვდომობა, სულ მცირე, ათი წლის განმავლობაში. თუ ემიტენტის ფინანსური წელი განსხვავდება სამეურნეო წლისგან, წლიური ანგარიშის წარდგენა და გამოქვეყნება უნდა განხორციელდეს ფინანსური წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა.
7. წლიურ ანგარიშს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადების დაცვით წარადგენს და აქვეყნებს ის ემიტენტიც, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა სამეურნეო წლის განმავლობაში. თუ ემიტენტი საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საანგარიშგებო თარიღის შემდგომ, წლიური ანგარიშის წარდგენა სავალდებულოა ხელმისაწვდომობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს შეთავაზების პირობების დოკუმენტის დამტკიცებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 4🔗. ნახევარი წლის ანგარიში
1. საჯარო წილობრივი ან საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდის ემიტენტი ვალდებულია მოამზადოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს ნახევარი წლის ანგარიში, რომელიც მოიცავს:
ა) ნახევარი წლის ფინანსურ ანგარიშგებას, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად;
ბ) შუალედურ მმართველობის ანგარიშგებას, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;
გ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ემიტენტის პასუხისმგებელი პირების (მათი ვინაობისა და მოვალეობების/უფლებამოსილებების სრულად და ნათლად მითითებით) განცხადებას, რომ:
გ.ა) შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები სრულად, სწორად და სამართლიანად ასახავს ემიტენტისა და კონსოლიდაციის შემთხვევაში, ყველა შესაბამისი სუბიექტის აქტივებს, ვალდებულებებს, ფინანსურ მდგომარეობასა და მოგება-ზარალს;
გ.ბ) მმართველობის ანგარიშგება სამართლიანად და ამომწურავად მიმოიხილავს ემიტენტისა და კონსოლიდაციის შემთხვევაში, ყველა შესაბამისი სუბიექტის საქმიანობის განვითარებას, შედეგებსა და მდგომარეობას, ასევე არსებული ძირითადი რისკების აღწერას.
2. ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება უნდა მომზადდეს შუალედური ანგარიშგებების მიმართ არსებული შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) , კერძოდ ბასს 34-ის შესაბამისად. თუ ემიტენტის უკანასკნელი წლიური ფინანსური ანგარიშგება მომზადდა კონსოლიდირებულად და ინდივიდუალურად, ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგებაც უნდა მომზადდეს ორივე სახით. სხვა შემთხვევაში, ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება მზადდება ინდივიდუალურად, მხოლოდ მშობელი საწარმოსთვის.
3. თუ ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება აუდიტირებული ან მიმოხილულია აუდიტორის მიერ, ემიტენტმა უნდა წარადგინოს სრული აუდიტირებული ან მიმოხილული ანგარიში. ნახევარი წლის ფინანსურ ანგარიშგებას უნდა ჰქონდეს მითითება იმის შესახებ, არის თუ არა აუდიტირებული ან მიმოხილული.
4. შუალედური მმართველობის ანგარიშგება სულ მცირე უნდა მოიცავდეს სამეურნეო წლის პირველი 6 თვის განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების აღწერასა და ანალიზს, მათ გავლენას ნახევარი წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე და ასევე სამეურნეო წლის დარჩენილი 6 თვისათვის ემიტენტის წინაშე არსებული ძირითადი რისკებისა და გამოწვევების ამომწურავ მიმოხილვას. შუალედური მმართველობის ანგარიშგება უნდა მომზადდეს ინდივიდუალურად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ემიტენტს მოეთხოვება კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
5. საჯარო წილობრივი ან სასესხო ფასიანი ქაღალდის ემიტენტი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნახევარი წლის ანგარიში ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე. ემიტენტმა უნდა უზრუნველყოს ნახევარი წლის ანგარიშის საჯაროდ ხელმისაწვდომობა სულ მცირე ათი წლის განმავლობაში. თუ ემიტენტის ფინანსური წელი განსხვავდება სამეურნეო წლისგან, ნახევარი წლის ანგარიშის წარდგენა და გამოქვეყნება უნდა განხორციელდეს შესაბამისი ნახევარი წლის პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.
6. ნახევარი წლის ანგარიშს ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული წარდგენის ვადების დაცვით წარადგენს ის ემიტენტიც, რომელიც საჯარო წილობრივი ან სასესხო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა სამეურნეო წლის განმავლობაში. თუ ემიტენტი საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საანგარიშგებო თარიღის შემდგომ, ნახევარი წლის ანგარიშის წარდგენა სავალდებულოა ხელმისაწვდომობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს შეთავაზების პირობების დოკუმენტის დამტკიცებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
თავი III
მიმდინარე ინფორმაცია; წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობა
მუხლი 5🔗. საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდის ემიტენტი და მფლობელი
1. ამ თავის მიზნებისათვის, წილობრივი ფასიანი ქაღალდის მფლობელად ჩაითვლება პირი, რომელიც პირდაპირ, ან არაპირდაპირ ფლობს:
ა) თავისი სახელითა და საკუთარი ინტერესებისთვის ემიტენტის მიერ გამოშვებულ წილობრივ ფასიანი ქაღალდებს;
ბ) თავისი სახელით და სხვა პირის ინტერესებისთვის ემიტენტის მიერ გამოშვებულ წილობრივ ფასიანი ქაღალდებს;
გ) დეპოზიტარულ ხელწერილს. ამ შემთხვევაში დეპოზიტარული ხელწერილის მფლობელი მიიჩნევა იმ წილობრივი ფასიანი ქაღალდის მფლობელად, რომელიც აღნიშნული დეპოზიტარული ხელწერილითაა წარმოდგენილი.
2. ამ წესის მე-6-მე-8 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ ემიტენტზე, რომლის ხმის უფლების მქონე წილობრივი ფასიანი ქაღალდები განთავსდა საჯარო შეთავაზების გზით ან/და დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე, აგრეთვე ასეთი ემიტენტის ხმის უფლების მქონე საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელებზე.
მუხლი 6🔗. შეტყობინება მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ
1. იმ ემიტენტის წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელი, რომელსაც გამოშვებული აქვს ხმის უფლების მქონე საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს და აღნიშნულ ემიტენტს წარუდგინოს შეტყობინება, თუ მის მფლობელობაში არსებული ემიტენტის ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების წილი მიაღწევს, გადააჭარბებს ან ჩამოსცდება შემდეგ ზღვრულ ოდენობას: 5 %-ს, 10 %-ს, 15 %-ს, 20 %-ს, 25 %-ს, 30 %-ს, 50 %-ს, 75 %-ს. აღნიშნული შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ამ პუნქტით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების როგორც არსებულ მფლობელს, აგრეთვე ყოფილ მფლობელს (ზღვრული ოდენობის ჩამოცდენისას).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ეკისრება აგრეთვე პირს ან ურთიერთშეთანხმებით მოქმედ პირთა ჯგუფის თითოეულ წევრს, რომელსაც:
ა) ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აქვს უფლება შეიძინოს, განკარგოს ან განახორციელოს ხმის უფლება;
ბ) ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობილი ფინანსური ინსტრუმენტი აძლევს უფლებას, შეთანხმების საფუძველზე მიიღოს ან შეიძინოს ხმის უფლების მქონე საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდი, ან ანიჭებს მსგავს უფლებას.
3. ხმის უფლების წილის გაანგარიშება ამ წესის მე-6-მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა მოხდეს ხმის უფლების მქონე ყველა წილობრივი ფასიანი ქაღალდის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაშიც, თუ ხმის განკარგვის ან განხორციელების უფლება შეჩერებულია (აღნიშნული არ მოიცავს იმ წილობრივ ფასიან ქაღალდებს, რომელთა ხმის უფლებაც ხმის დათვლის მიზნებისთვის მხედველობაში არ მიიღება). ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ასევე უნდა იქნეს წარდგენილი ერთი და იმავე კლასის, ხმის უფლების მქონე წილობრივი ფასიანი ქაღალდების მიხედვით, ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდის მფლობელს ეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუ მის მფლობელობაში არსებული ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების წილი მიაღწევს, გადააჭარბებს ან ჩამოსცდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობებს ხმის უფლებათა ხელახალი გადანაწილების შედეგად ან ამ წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამჟღავნებული ინფორმაციის საფუძველზე.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის ვალდებულება ეკისრება საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტსაც, როდესაც მის მფლობელობაში არსებული ხმის უფლების მქონე საკუთარი ფასიანი ქაღალდების წილი მიაღწევს, გადააჭარბებს ან ჩამოსცდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ოდენობებს (გარდა იმ წილობრივი ფასიანი ქაღალდებისა, რომელთა ხმის უფლებაც ხმის დათვლის მიზნებისთვის მხედველობაში არ მიიღება).
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება:
ა) წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელზე, რომელიც აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს მხოლოდ კლირინგის ან ანგარიშსწორების მიზნებისთვის ფლობს, ან/და წილობრივი ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელზე, თუ მას ამ წილობრივ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით ხმის უფლება შეუძლია განახორციელოს მხოლოდ წერილობითი ან ელექტრონული ფორმით გაცემული მითითებების საფუძველზე;
ბ) კომერციული ბანკის ან საბროკერო კომპანიის მიერ სავაჭრო მიზნით ფლობილ ფასიან ქაღალდებზე, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები:
ბ.ა) სავაჭრო მიზნით ფლობილი ფასიანი ქაღალდების ხმის უფლებების წილი არ აღემატება 5%-ს;
ბ.ბ) არ ხდება სავაჭრო მიზნით ფლობილი ფასიანი ქაღალდების ხმის უფლების განხორციელება ან გამოყენება.
მუხლი 7🔗. მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ შეტყობინება დამატებით შემთხვევებში
1. ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ვალდებულება აგრეთვე ვრცელდება პირზე, ან ურთიერთშეთანხმებით მოქმედ პირთა ჯგუფის თითოეულ წევრზე, რომელსაც აქვს უფლება შეიძინოს, განკარგოს ან განახორციელოს ხმის უფლება, ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი საფუძვლით:
ა) პირს ან მის კონტროლირებად სუბიექტს, ხმის უფლების მქონე სხვა პირთან გააჩნია შეთანხმება, რომელიც მხარეებს ავალდებულებს ხმის უფლების ერთობლივი განხორციელების საფუძველზე შეიმუშავონ და განახორციელონ განგრძობითი ხასიათის მქონე საერთო პოლიტიკა შესაბამისი ემიტენტის მართვასთან მიმართებით;
ბ) პირს ან მის კონტროლირებად სუბიექტს, ხმის უფლების მქონე სხვა პირთან გააჩნია შეთანხმება ხმის უფლების დროებით გადაცემასთან დაკავშირებით;
გ) პირის ან მისი კონტროლირებადი სუბიექტის სასარგებლოდ უფლებრივად დატვირთულია ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდები, რის საფუძველზეც იგი განკარგავს, ან განცხადებულად აქვს ხმის უფლების განხორციელების განზრახვა;
დ) პირის ინტერესებისთვის, ხმის უფლებას თავისი სახელით ფლობს მესამე პირი (მათ შორის, თუ პირს ნომინალურ მფლობელობაში აქვს წილობრივი ფასიანი ქაღალდები, რომლის ხმის უფლების განხორციელებაც პირს შეუძლია წილობრივი ფასიანი ქაღალდის მფლობელთაგან კონკრეტული მითითებების მიღების გარეშე);
ე) პირს, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია თავისი დისკრეციით განახორციელოს ხმის უფლება, შესაბამისი წილობრივი ფასიანი ქაღალდის მფლობელთაგან კონკრეტული მითითებების მიღების გარეშე.
2. ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ვალდებულება ვრცელდება იმ პირზეც, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს:
ა) ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც შესაბამისი ვადის დადგომისას შეთანხმების საფუძველზე ანიჭებს მფლობელს უპირობო ან დისკრეციულ უფლებას, შეიძინოს ხმის უფლების მქონე საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები; ასეთ შემთხვევაში, შეტყობინების ვალდებულება წარმოიშობა უპირობო ან დისკრეციული უფლების მინიჭებისას დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 4 სამუშაო დღისა;
ბ) ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც მფლობელს ანიჭებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფინანსური ინსტრუმენტის მსგავს, უფლებას, მიუხედავად იმისა ითვალისწინებს თუ არა ანგარიშსწორებას რეალური მიწოდების განხორციელებით.
3. ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული შეტყობინება უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-6 მუხლისა და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობილი ფასიანი ქაღალდებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ფინანსური ინსტრუმენტების ტიპების მიხედვით ჩაშლას.
4. ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება ვრცელდება ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც ამ წესის მე-6 მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებისა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ფლობილი ხმის უფლების წილი მიაღწევს, გადააჭარბებს ან ჩამოსცდება ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობას.
5. თუ პირი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური ინსტრუმენტების მეშვეობით მიიღებს ხმის უფლების მქონე საჯარო წილობრივ ფასიან ქაღალდს, და შედეგად, მის მფლობელობაში არსებული საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ხმის უფლების წილი მიაღწევს, გადააჭარბებს ან ჩამოსცდება ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობას, ხმის უფლების შესახებ შეტყობინების წარდგენა უნდა მოხდეს ხელახლა.
მუხლი 8🔗. მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ შეტყობინების პროცესი
1. ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ფორმა განისაზღვრება დანართი №1-ით.
2. ემიტენტთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნა სავალდებულოა დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 4 სამუშაო დღისა, მას შემდეგ რაც წილობრივი ფასიანი ქაღალდის მფლობელი ან ამ წესის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პირი შეიტყობს:
ა) ხმის უფლების შეძენის ან განკარგვის ფაქტის შესახებ ან ხმის უფლების განხორციელების შესაძლებლობის გაჩენის შესახებ;
ბ) ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის შესახებ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შეტყობინების გაგზავნა სავალდებულოა იმ შემთხვევაშიც, თუ გარემოებათა გათვალისწინებით პირს უნდა სცოდნოდა აღნიშნული ფაქტის დადგომის თაობაზე, იმის მიუხედავად, თუ ფაქტობრივად რა თარიღით გახდა შესაძლებელი ხმის უფლების შეძენა, განკარგვა ან განხორციელება. იმავე ქვეპუნქტით დადგენილ შემთხვევაში ითვლება, რომ პირმა ხმის უფლების შეძენის, განკარგვის ან ხმის უფლების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ შეიტყო არაუგვიანეს გარიგების შემდგომ ორი სამუშაო დღისა.
4. ემიტენტი ვალდებულია:
ა) ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების ჯამური ოდენობის ან ჯამური ხმის უფლებების ცვლილების შემთხვევაში, გაასაჯაროოს ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად კალენდარული თვის ბოლო დღის მდგომარეობით, კალენდარული თვის ბოლო დღის მომდევნო სამუშაო დღეს შემდეგი ინფორმაცია:
ა.ა) ხმის უფლების მქონე საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების კლასების მიხედვით აგრეგირებული აქციებისა და ხმათა ოდენობა;
ა.ბ.) ხმის უფლების მქონე საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების აქციებისა და ხმათა ჯამური ოდენობა;
ა.გ) სააქციო კაპიტალის ჯამური ოდენობა;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გამოაქვეყნოს აღნიშნული შეტყობინება. შეტყობინების გასაჯაროების შეფერხების გარეშე, ემიტენტი ვალდებულია გადაამოწმოს მიღებული ინფორმაციის შესაბამისობა ჯამურად ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდებისა და ჯამური ხმის უფლებების ოდენობასთან, ხოლო უზუსტობის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.
5. საბროკერო კომპანიის ან კომერციული ბანკის მშობელი საწარმო არ არის ვალდებული განახორციელოს ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლების მიხედვით მის მფლობელობაში არსებული ხმის უფლებების აგრეგირება იმ ხმის უფლებებთან, რომელსაც ასეთი საბროკერო კომპანია ან კომერციული ბანკი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს კლიენტების პორტფელების მეშვეობით, თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა:
ა) საბროკერო კომპანიას ან კომერციულ ბანკს შეუძლია ამ ხმის უფლების განხორციელება მხოლოდ წერილობით ან ელექტრონული ფორმით მიღებული მითითების საფუძველზე, ან დანერგილი აქვს შესაბამისი მექანიზმები, რომლითაც უზრუნველყოფს პორტფელის ინდივიდუალური მართვის მომსახურების სხვა მომსახურებებისგან გამიჯვნას;
ბ) საბროკერო კომპანია ან კომერციული ბანკი მშობელი საწარმოსგან ან მშობელი საწარმოს კონტროლს დაქვემდებარებული სუბიექტისგან დამოუკიდებლად განკარგავს წილობრივი ფასიანი ქაღალდის ხმის უფლებას.
6. ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის მშობელი საწარმო არ არის ვალდებული განახორციელოს ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლების მიხედვით მის მფლობელობაში არსებული ხმის უფლებების აგრეგირება იმ ხმის უფლებებთან, რომელსაც ასეთი აქტივების მმართველი კომპანია ან საინვესტიციო კომპანია მშობელი საწარმოს ან მის კონტროლს დაქვემდებარებული სუბიექტისგან დამოუკიდებლად განკარგავს.
7. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის მშობელმა საწარმომ, რომელსაც სურს ისარგებლოს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი გამონაკლისით, საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს მტკიცებულება, რომ:
ა) ორგანიზაციული სტრუქტურის მიხედვით, შუამავალი მშობელი საწარმოსგან დამოუკიდებლად განკარგავს ან ახორციელებს წილობრივი ფასიანი ქაღალდების ხმის უფლებას;
ბ) პირი, რომელიც ხმის უფლების განკარგვის ან გამოყენების შესახებ იღებს გადაწყვეტილებას, მოქმედებს დამოუკიდებლად;
გ) თუ მშობელი საწარმო ან მშობელი საწარმოს კონტროლს დაქვემდებარებული საწარმო წარმოადგენს შუამავლის კლიენტს ან ფლობს წილს შუამავლის მიერ მართულ აქტივებში, მათ შორის არსებობს მკაფიოდ გაწერილი მანდატი გაშლილი მკლავის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობის შესახებ.
8. ერთზე მეტი პირის მიერ შეტყობინების წარდგენა შესაძლებელია ერთობლივად, რის შესახებაც დაუყონებლივ ეცნობება საქართველოს ეროვნულ ბანკს და შესაბამის ემიტენტს. თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს ეცნობა ერთზე მეტი პირის მიერ საერთო შეტყობინების თაობაზე, თუმცა შეტყობინება არ განხორციელდა, პირებს დაეკისრებათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საერთო შეტყობინების წარდგენის შემთხვევაში თითოეული პირი პასუხისმგებელია თავის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე.
9. პირს, რომელიც წარმოადგენს წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელს, შეუძლია არ წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეტყობინება, თუ შეტყობინება წარადგინა მისმა მშობელმა საწარმომ, ან თუ მშობელი საწარმო თავად არის წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელის კონტროლირებადი სუბიექტი და შეტყობინება წარადგინა მისმა მშობელმა საწარმომ.
მუხლი 9🔗. ემიტენტის მიმართ დამატებითი მოთხოვნები
1. ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა საჯარო ფასიანი ქაღალდების ყველა მფლობელის მიმართ, რომლებიც თანაბარ პირობებში იმყოფებიან.
2. საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია:
ა) დაუყონებლივ გაასაჯაროოს ნებისმიერი ცვლილება სხვადასხვა კლასის წილობრივი ფასიანი ქაღალდის უფლებებთან დაკავშირებით. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ასევე იმ დერივატივებზე, რომლებიც გამოშვებულია ემიტენტის მიერ და მფლობელს ანიჭებს უფლებას ამ ემიტენტის წილობრივ ფასიან ქაღალდებზე;
ბ) გამოაქვეყნოს ინფორმაცია წილობრივ ფასიან ქაღალდებზე დივიდენდების განაწილებისა და გადახდის, ასევე ახალი წილობრივი ფასიანი ქაღალდების გამოშვების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია აქციათა განთავსების, შეძენის, კონვერტაციის, ან გაუქმების შესახებ.
3. ემიტენტი, გარდა წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტისა, ვალდებულია გაასაჯაროოს:
ა) ნებისმიერი ცვლილება საჯარო ფასიანი ქაღალდის მფლობელის უფლებებთან დაკავშირებით, მათ შორის, ისეთი ცვლილებები ფასიანი ქაღალდის პირობებში, რომლებმაც შესაძლოა არაპირდაპირი გავლენა იქონიოს ფასიანი ქაღალდის მფლობელის უფლებებზე ან რომლებიც გამომდინარეობს სასესხო პირობებისა და საპროცენტო განაკვეთების ცვლილებიდან;
ბ) ინფორმაცია სასესხო ფასიანი ქაღალდის საპროცენტო განაკვეთის, პერიოდული გადახდების, კონვერტაციის/გადაცვლის, ყიდვის ან გაუქმების უფლების, ან დაფარვის შესახებ.
4. ემიტენტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ყველა იმ პირობის შექმნა და იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც საჭიროა საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელთა უფლებების სათანადოდ განსახორციელებლად, აგრეთვე უზრუნველყოს მათთვის მიწოდებული მონაცემების მთლიანობა და ურთიერთშესაბამისობა;
ბ) გამოაქვეყნოს და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ფასიანი ქაღალდების მფლობელებს მიაწოდოს ინფორმაცია საერთო კრების ადგილის, დროის, დღის წესრიგისა და საერთო კრებაში მონაწილეობის მიღების უფლების შესახებ, ხოლო საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება გამოაქვეყნოს სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მეშვეობით;
გ) შესაძლებლობა მისცეს წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელებს ხმის უფლება განახორციელონ წარმომადგენლის მეშვეობით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო სასესხო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს, განახორციელონ მათთვის აღნიშნული ფასიანი ქაღალდების პირობების შესაბამისად მინიჭებული უფლებები;
დ) აგენტად დანიშნოს ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება ფასიანი ქაღალდების მფლობელთა უფლებების განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური მომსახურება.
5. ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ემიტენტს უფლება აქვს გამოიყენოს ელექტრონული საშუალებები, თუ ამის შესახებ მიღებულ იქნება საერთო კრების გადაწყვეტილება და დაკმაყოფილებულია სულ მცირე შემდეგი მოთხოვნები:
ა) ელექტრონული საშუალებების გამოყენება არ არის დამოკიდებული ფასიანი ქაღალდის მფლობელის, მისი წარმომადგენლის, ან წილობრივი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა მოქალაქეობაზე ან ბინადრობის ადგილზე;
ბ) ფასიანი ქაღალდის მფლობელთათვის ან ხმის უფლების გამოყენებაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ პირთათვის ინფორმაციის დროულად და ეფექტურად მიწოდებისთვის დანერგილია იდენტიფიცირების შესაბამისი ზომები;
გ) ემიტენტთან შესაბამისი კომუნიკაციის საფუძველზე, ფასიანი ქაღალდების მფლობელებს ნებისმიერ დროს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოითხოვონ ინფორმაციის წერილობით მიწოდება.
6. ანგარიშვალდებული საწარმოს 1%-ზე ნაკლები წილის მფლობელი აქციონერი საერთო კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციას გაეცნობა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული შეტყობინების მეშვეობით.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების მიმართ ვრცელდება მხოლოდ საჯარო ფასიან ქაღალდებთან მიმართებით.
მუხლი 10🔗. ინფორმაციის წარდგენა და გასაჯაროება
1. ემიტენტი ან ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს ფასიანი ქაღალდის საჯარო შეთავაზებას, ვალდებულია ამ წესით განსაზღვრული რეგულირებადი ინფორმაცია საქართველოს ეროვნულს ბანკს წარუდგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cm.corporate@nbg.gov.ge (გარდა ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული წლიური და ნახევარი წლის ანგარიშებისა). საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაასაჯაროოს მისთვის წარდგენილი რეგულირებადი ინფორმაცია.
2. ემიტენტი ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ წლიურ და ნახევარი წლის ანგარიშებს საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების ვებგვერდზე (www.reportal.ge):
ა) ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული წლიური ანგარიშის ანგარიშგების ვებ-გვერდზე წარდგენა ხორციელდება „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანების შესაბამისად, სდპ-სთვის განსაზღვრული მოთხოვნათა დაცვით;
ბ) ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ნახევარი წლის ანგარიშის ანგარიშგების ვებ-გვერდზე წარდგენა ხორციელდება ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი ემიტენტის მიერ ანგარიშგების ვებგვერდზე ამ წესის შესაბამისად წარდგენილ ნახევარი წლის ანგარიშს ელექტრონული ფორმით აქვეყნებს - მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემიტენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნული ვადის დენა ჩერდება და ახლიდან აითვლება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრისა და ნახევარი წლის ანგარიშის საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ხელახლა წარდგენისთანავე.
4. ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება, რომელიც ეგზავნება ემიტენტს, ამავდროულად წარედგინება საქართველოს ეროვნულს ბანკს ელექტრონული ფორმით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cm.corporate@nbg.gov.ge. ემიტენტს არ ევალება საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ფასიანი ქაღალდების მფლობელებისგან მიღებული ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული შეტყობინება.
მუხლი 11🔗. სატენდერო შეთავაზება
თუ პირი ან პირთა ჯგუფი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, სატენდერო შეთავაზების გზით შეიძინოს ხმის უფლების მქონე წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი წილი, აღნიშნულმა პირმა ან პირთა ჯგუფმა დაუყონებლივ უნდა გაასაჯაროოს გადაწყვეტილება და აცნობოს ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ წესის დანართი №4-ით გათვალისწინებული ფორმით.
თავი IV
ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნა
მუხლი 12🔗. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნა
1. ემიტენტი ვალდებულია ფასიანი ქაღალდების საჯაროდ შეთავაზებამდე შეარჩიოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3, მე-5-მე-7, მე-9 და მე-10 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.
2. თუ ემიტენტი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ შეარჩევს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, მას რეგისტრატორს უნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მუხლის შესაბამისად.
3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა, რომელთაც სურვილი აქვთ აწარმოონ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ემიტენტების ფასიანი ქაღალდების რეესტრი, საქართველოს ეროვნული ბანკისგან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარადგინონ განაცხადი აღნიშნულის თაობაზე. აღნიშნული შეტყობინება უნდა შეიცავდეს ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც რეგისტრატორი შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას რეესტრის წარმოების შესახებ. მიღებული განაცხადებიდან, ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოება დაევალება იმ რეგისტრატორს, რომელიც პირველი წარადგენს განაცხადს. თუ აღნიშნულ ვადაში არც ერთი რეგისტრატორი არ გააკეთებს განაცხადს, საქართველოს ეროვნულ ბანკი რეგისტრატორს თავად შეარჩევს თანმიმდევრული როტაციის პრინციპით.
4. საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ემიტენტისთვის შერჩეულ რეგისტრატორს არ აქვს უფლება უარი თქვას მისი ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებაზე. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაში თანხმობას გასცემს რეგისტრატორის მხრიდან დასაბუთებული მიზეზის საფუძველზე.
დანართი №1: შეტყობინების ფორმა მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ
მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ განსაზღვრული შეტყობინება (იგზავნება ემიტენტთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან)
1. ემიტენტის დასახელება[1]:
2. შეტყობინების წარდგენის მიზეზი (გთხოვთ მონიშნოთ შესაბამისი ველი/ველები):
[ ] ზღვრული ოდენობის მიღწევა, გადაჭარბება ან ჩამოცდენა;
[ ] ფინანსური ინსტრუმენტის ყიდვა ან გაყიდვა;
[ ] გარკვეული მოვლენის საფუძველზე ხმის უფლების ცვლილება.
[ ] სხვა (გთხოვთ მიუთითოთ)[2]:
3. მონაცემები იმ პირის შესახებ, რომელსაც აქვს შეტყობინების ვალდებულება[3]:
დასახელება:
ქვეყანა, სადაც პირის იურიდიული მისამართია:
4. წილობრივი ფასიანი ქაღალდის მფლობელების სრული სახელი/დასახელება (თუ განსხვავდება მე-3 პუნქტისაგან):
5. ზღვრული ოდენობის მიღწევის, გადაჭარბების ან ჩამოცდენის თარიღი[4]:
6. შეტყობინების ვალდებულების მქონე პირი/პირების ჯამური პოზიცია (ერთობლივი შეტყობინების შემთხვევაში, უნდა მოხდეს შეტყობინების განმახორციელებელი ყველა პირისთვის აგრეგირებული ინფორმაციის გამჟღავნება)[5]:
წილობრივი ფასიანი ქაღალდის შესაბამისი ხმის უფლება % (ჯამი 7.ა)
ფინანსური ინსტრუმენტების შესაბამისად არსებული ხმის უფლება %
(7.ბ.ა + 7.ბ.ბ)
ჯამი ორივე გრაფის მიხედვით % (7.ა + 7.ბ)
ემიტენტის ხმის უფლების ჯამური რაოდენობა[6]
ზღვრული ოდენობის მიღწევის/გადაჭარბების/ჩამოცდენის თარიღისათვის არსებული პოზიცია (%)
პოზიცია წინა შეტყობინების მიხედვით (%)
7. ინფორმაცია ზღვრული ოდენობის მიღწევის, გადაჭარბების ან ჩამოცდენის თარიღისათვის არსებული მდგომარეობის შესახებ (ერთობლივი შეტყობინების შემთხვევაში, უნდა მოხდეს შეტყობინების განმახორციელებელი ყველა პირისთვის აგრეგირებული ინფორმაციის გამჟღავნება):
ა) წილობრივი ფასიანი ქაღალდის შესაბამისი ხმის უფლება
კლასი/წილობრივი ფასიანი ქაღალდის ტიპი
„ფქსსნ“–კოდი
(ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ხმის უფლების რაოდენობა[7]
ხმის უფლების წილი %
პირდაპირი
არაპირდაპირი
პირდაპირი
არაპირდაპირი
ქვეჯამი ა
ბ.ა): ფინანსური ინსტრუმენტები ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად
ფინანსური ინსტრუმენტის ტიპი
ვადის მოსვლის თარიღი[8]
ინსტრუმენტის საფუძველზე უფლების განხორციელების პერიოდი[9]
ხმის უფლების რაოდენობა, რომლის შეძენა შესაძლებელია ინსტრუმენტის საფუძველზე უფლების განხორციელების შემთხვევაში
ხმის უფლების წილი %
ქვეჯამი ბ.ა
ბ.ბ): ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მფლობელს ანიჭებს მსგავს უფლებას
ფინანსური ინსტრუმენტის ტიპი
ვადის მოსვლის თარიღი8
უფლების განხორციელების პერიოდი
ნაღდი ან უნაღდო ანგარიშწორება
ხმის უფლების რაოდენობა
ხმის უფლების წილი %
ქვეჯამი ბ.ბ
8. ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთაც აქვთ შეტყობინების ვალდებულება (მონიშნეთ შესაბამისი ველი) (ერთობლივი შეტყობინების შემთხვევაში, ინფორმაციის გამჟღავნება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, შეტყობინების განმახორციელებელი ყველა იმ პირის ჭრილში, რომელთა მფლობელობაში არსებული საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების პროცენტული წილი აჭარბებს ამ წესით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობებს):
[ ] შეტყობინების ვალდებულების მქონე პირი არ აკონტროლებს ისეთ სუბიექტს,რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს შესაბამისი ემიტენტის წილს და ამასთანავე შეტყობინების ვალდებულების მქონე პირი არ არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ კონტროლირებადი სუბიექტი[10];
[ ] კონტროლირებადი სუბიექტების მთლიანი სქემა, რომლის მიხედვითაც ხმის უფლების ან/და ფინანსური ინსტრუმენტების ფლობა ხორციელდება; გთხოვთ, ჩამონათვალი დაიწყოთ საბოლოო მაკონტროლებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მითითებით [11]:
დასახელება[12]
ხმის უფლების წილი %
ფინანსური ინსტრუმენტების შესაბამისი ხმის უფლების წილი %
ჯამი
9. ხმის უფლების წარმომადგენლის მეშვეობით განკარგვის შემთხვევაში: [მფლობელი წარმომადგენლის სახელი] მიერ ხმის უფლების [% და რაოდენობა] ფლობა შეწყდება [თარიღი].
10. დამატებითი ინფორმაცია[13]:
11. შეტყობინების წარდგენის თარიღი
12. ხელმოწერა
[1] ემიტენტის სრული დასახელება, ასევე იდენტიფიცირებისათვის საჭირო სხვა მონაცემი, რომელიც უნდა იყოს ზუსტი და უტყუარი (მაგ:. დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი, ქვეყანა, სადაც იურიდიული მისამართია, ფაქტობრივი მისამართი). საჯარო ფასიანი ქაღალდის სტატუსის მქონე დეპოზიტარული ხელწერილების შემთხვევაში, ემიტენტად ჩაითვლება იმ ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, რომლებიც წარმოდგენილია დეპოზიტარული ხელწერილებით.
[2] სხვა მიზეზი შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი შეტყობინება, ფასიანი ქაღალდის მახასიათებლის ცვლილება (მაგ. ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის ვადა დასრულდა).
[3] შემდეგი პირების სრული სახელი: (ა) წილობრივი ფასიანი ქაღალდის მფლობელი; (ბ) პირი, რომელსაც უფლება აქვს შეიძინოს, განკარგოს ან განახორციელოს ხმის უფლება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ან (გ) ფინანსური ინსტრუმენტის მფლობელი ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
[4] ზღვრული ოდენობის მიღწევის ან გადაკვეთის თარიღად ითვლება შეძენის ან გაყიდვის თარიღი (გარიგების თარიღი), ან თარიღი, როდესაც ადგილი ჰქონდა ცვლილების გამომწვევ ნებისმიერ სხვა მოვლენას. როდესაც ზღვრული ოდენობა გადაიკვეთება პასიურად, თარიღი, როდესაც მოხდა ცვლილების გამომწვევი შესაბამისი კორპორაციული ქმედება.
[5] მფლობელს შეუძლია არ გაამჟღავნოს წილის ზუსტი ოდენობა, როდესაც ფლობილი წილი ჩამოსცდება მინიმალურ ზღვრულ ოდენობას. ასეთ შემთხვევაში უნდა მიეთითოს რომ ფლობილი წილი არის 5%-ზე დაბალი.
[6] ხმის უფლების ჯამური ოდენობა უნდა ითვალისწინებდეს ყველა ხმის უფლების მქონე წილობრივ ფასიან ქაღალდს, მათ შორის, დეპოზიტარულ ხელწერილს, რომელიც წარმოადგენს ასეთ ფასიან ქაღალდს, იმ შემთხვევაშიც, თუ განკარგვის უფლება შეჩერებულია ან ხმის დათვლის მიზნებისთვის მხედველობაში არ მიიღება.
[7] წილობრივი ფასიანი ქაღალდის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობის შემთხვევაში, გთხოვთ მიუთითოთ ხმის უფლების რაოდენობა და პროცენტული წილი ცალ-ცალკე, შესაბამის სვეტებში, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, დატოვეთ შესაბამისი უჯრა ცარიელი.
[8] თარიღი, როდესაც პირის უფლება შეიძინოს ხმის უფლება ფინანსური ინსტრუმენტის მეშვეობით, ხდება განხორციელებადი.
[9] თუ ფინანსურ ინსტრუმენტს გააჩნია მსგავსი პერიოდი, – გთხოვთ დააკონკრეტოთ – მაგ.: ყოველ 3 თვეში ერთხელ, დაწყებული [თარიღიდან].
[10] თუ შეტყობინების ვალდებულების მქონე პირი აკონტროლებს სხვა სუბიექტს და/ან თვითონ არის კონტროლირებადი სუბიექტი, ამ შემთხვევაში მართებულია, მეორე არჩევანის მონიშვნა.
[11] იმისათვის რომ ბაზარს ჰქონდეს სრული ინფორმაცია ჯგუფის მფლობელობის შესახებ, სავალდებულოა კონტროლირებადი სუბიექტების სქემის/სტრუქტურის გამჟღავნება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მხოლოდ შვილობილი საწარმოს მიერ ხდება ზღვრული ოდენობის მიღწევა ან გადაკვეთა და შვილობილი საწარმო თვითონ ახორციელებს შეტყობინებას. ხმის უფლების ან/და ფინანსური ინსტრუმენტის სხვადასხვა სქემით ფლობის შემთხვევაში, თითოეული სქემა/სტრუქტურა უნდა იქნეს გამჟღავნებული ცალ-ცალკე, გამოყოფილად (სხვადასხვა სტრუქტურებს შორის, ერთი ცარიელი ველის გამოტოვების მეშვეობით).
[12] ყველა კონტროლირებადი სუბიექტის სახელი, რომელთა მეშვეობითაც ხმის უფლება ან/და ფინანსური ინსტრუმენტი არის ფლობილი, მიუხედავად მათ მიერ მინიმალური ზღვრული ოდენობის მიღწევის ან გადაკვეთის ფაქტისა.
[13] მაგალითი: წინა შეტყობინების ჩასწორება.
დანართი №2: მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ შეტყობინების დანართი
(აღნიშნული ფორმა წარედგინება მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს)
1. შეტყობინების ვალდებულების მქონე პირის მონაცემები
ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი და პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმა, დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი:
საკონტაქტო მისამართი (იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი):
ელ.ფოსტა:
ტელეფონი/ფაქსი:
სხვა საჭირო ინფორმაცია (მაგ.:იურიდიული პირის საკონტაქტო პირი)
2. შეტყობინების განმახორციელებელი პირის ვინაობა (თუ განსხვავდება შეტყობინების ვალდებულების მქონე პირისგან)
ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, და პირადი ნომერი.
იურიდიული პირის შემთხვევაში - სამართლებრივი ფორმა, დასახელება და სადენტიფიკაციო კოდი
საკონტაქტო მისამართი (იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი):
ელ.ფოსტა:
ტელეფონი/ფაქსი:
სხვა დამატებითი ინფორმაცია (მაგ.: ფუნქციური ურთიერთობა იმ პირთან, რომელსაც აქვს შეტყობინების ვალდებულება)
3. დამატებითი ინფორმაცია:
ხელმოწერა:________________________ თარიღი:________________
დანართი №3: ემიტენტის მიერ ჯამური ხმის უფლებისა და კაპიტალის გასამჟღავნებელი ფორმა
ემიტენტის დასახელება[1]:
შეტყობინების განმახორციელებელი პირის ვინაობა (თუ ემიტენტის სახელით შეტყობინება ხდება სხვა პირის მიერ)
ემიტენტის საწესდებო კაპიტალის შემადგენელი საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ოდენობა (კლასების მიხედვით და ჯამურად)
ემიტენტის საწესდებო კაპიტალის შემადგენელი საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ხმის უფლების ჯამური ოდენობა, შეჩერებული ხმის უფლების ჩათვლით (გარდა იმ წილობრივი ფასიანი ქაღალდებისა, რომელთა ხმის უფლებაც ხმის დათვლის მიზნებისთვის მხედველობაში არ მიიღება (კლასების მიხედვითდა ჯამურად)[2]
ცვლილების გამომწვევი მიზეზი[3]
ცვლილების თარიღი
წინა შეტყობინების მიხედვით (შევსება ნებაყოფლობითია)
წილობრივი ფასიანი ქაღალდების ჯამური ოდენობა
ხმის უფლების ჯამური ოდენობა
განკარგვადი ხმის უფლების ჯამური ოდენობა
ხელმოწერა:________________________ თარიღი:________________
[1] ემიტენტის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი (საჯარო ფასიანი ქაღალდის სტატუსის მქონე დეპოზიტარული ხელწერილების შემთხვევაში, ემიტენტად ჩაითვლება იმ ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, რომლებიც წარმოდგენილია დეპოზიტარული ხელწერილებით);
[2] ჯამური ხმის უფლების შესახებ დამატებითი დეტალების მოწოდების მიზნით, ემიტენტმა უნდა გამოიყენოს შემდეგი წესები:
“ხმის უფლების ჯამური ოდენობა” მოიაზრებს ემიტენტის საწესდებო კაპიტალის შემადგენელი წილობრივი ფასიანი ქაღალდების ხმის უფლების ჯამურ ოდენობას, შეჩერებული ხმის უფლების ჩათვლით. “სულ კაპიტალი” არის ემიტენტის სააქციო კაპიტალი.
ხმის უფლების ჯამური რაოდენობა ასევე უნდა მოიცავდეს, ემიტენტის იმ წილობრივი ფასიანი ქაღალდების ხმის უფლებას, რომელსაც ემიტენტი თვითონ ფლობს და რომლის ხმის უფლებაც შეჩერებულია/ რომლებიც ხმის დათვლის მიზნებისთვის მხედველობაში არ მიიღება.
[3] მაგალითად, კაპიტალის ზრდა ან კლება.
დანართი №4: შეტყობინება ფასიანი ქაღალდების სატენდერო შეთავაზების შესახებ
1. შეტყობინების განმახორციელებელი პირის ვინაობა (ფიზიკური პირის შემთხვევაში, სახელი. გვარი, და პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმა, დასახელება და სადენტიფიკაციო ნომერი).
2. იმ ემიტენტის რეკვიზიტები, რომლის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდის შესყიდვაც სურს შემთავაზებელს (დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი).
3. ფასიანი ქაღალდების კლასი და რაოდენობა, რომლის შესყიდვაც სურს შემთავაზებელს („ფქსსნ“ ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. ფასი, რომლითაც შემთავაზებელს ფასიანი ქაღალდების შესყიდვა სურს.
5. მოცემული ემიტენტის მიერ გამოშვებული ყოველი ფასიანი ქაღალდის კლასი და როგორც პროცენტული, ასევე რიცხობრივი რაოდენობა, რომლის რეგისტრირებული მფლობელიც არის შემთავაზებელი.
6. სატენდერო შეთავაზების ვადები:
ა) რა თარიღიდან იწყება სატენდერო განცხადებების მიღება;
ბ) რა თარიღამდე იღებს შემთავაზებელი განცხადებებს;
გ) რა ვადაში გასცემს განცხადებას პასუხს;
დ) ანგარიშსწორების პირობები და ვადები.
7. ვადასტურებ, რომ:
ა) სატენდერო შეთავაზება შედგება მხოლოდ მაშინ, თუ ამ განცხადებაში აღნიშნული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის გაყიდვაზე მივიღებ თანხმობას;
ბ) თუ შეიცვლება სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობა, გაკეთდება სატენდერო შეთავაზების განახლებული ვერსია და გავრცელდება ხელახლა;
გ) თუ მივიღებ ამ განცხადებით გათვალისწინებულზე მეტი ფასიანი ქაღალდის შესყიდვის თანხმობას, ფასიანი ქაღალდები შესყიდული იქნება თანაბარწილად, პროცენტულობის ან რაოდენობის მიხედვით.
8. სატენდერო შეთავაზების აგენტის რეკვიზიტები;
9. შენიშვნები
ხელმოწერა:________________________ თარიღი:________________
დანართი №5: ნახევარი წლის ანგარიშის ანგარიშგების ვებგვერდზე (www.reportal.ge) რეგისტრაცია, წარდგენა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროება
I. ზოგადი მოთხოვნები
1. სუბიექტი ნახევარი წლის ფინანსურ ანგარიშგებას საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ელექტრონული ფორმით, ანგარიშგების ვებგვერდის (www.reportal.ge) გამოყენებით.
2. ანგარიშგების წარსადგენად სუბიექტმა ვებგვერდზე პირველადი ავტორიზაცია უნდა გაიაროს „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანების შესაბამისად.
II. ანგარიშგების დამატება
1. უფლებამოსილი მომხმარებელი ანგარიშგების წარდგენას იწყებს სუბიექტის გვერდზე ანგარიშგების ჩანართში ანგარიშგების დამატების ღილაკზე დაჭერით. აღნიშნული ქმედების შემდგომ, სუბ-გვერდზე „ანგარიშგება“, ივსება ინფორმაცია სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდის, საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მშობელი საწარმოს (მათ შორის, ჯგუფის შექმნის თარიღი), საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის შესაბამისი სტატუსის და სახის შესახებ (მათ შორის, ინფორმაცია შესაბამისი ტიპის სდპ სტატუსის შესახებ).
2. ინფორმაცია სუბიექტის სტატუსის, როგორც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის შესახებ, აისახება ავტომატურად.
3. სუბიექტი უფლებამოსილია შეცვალოს მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ავტომატურად მითითებული მონაცემები, თუ ანგარიშგების წარდგენის დროისთვის ეს მონაცემები არასწორია.
III. სუბიექტისა და ჯგუფის ზომითი კატეგორიის განსაზღვრა
1. ანგარიშგების პანელში, ზომითი კატეგორიის განსაზღვრის ჩანართში, ინფორმაცია ავტომატურად ივსება წინა წლის წლიური ანგარიშის პანელის შესაბამისად. წინა წლის წლიური ანგარიშის არ არსებობის შემთხვევაში, სუბიექტს ავტომატურად ენიჭება მეოთხე ზომითი კატეგორია.
2. ზომითი კატეგორიის განსაზღვრის შემდეგ ავტომატურად გენერირდება წარსადგენი ინფორმაციის ჩანართები, რომლის თითოეული ველი სუბიექტმა სრულად უნდა შეავსოს ანგარიშგების გადაგზავნამდე.
IV. ზოგადი ინფორმაცია სუბიექტის შესახებ
1. სუბიექტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის ჩანართი ივსება „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანების შესაბამისად.
2. კონსოლიდირებული ციფრული ფორმების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ჩანართი ავტომატურად ივსება ინდივიდუალური ციფრული ფორმების ზოგადი ინფორმაციის შევსებული ჩანართიდან.
V. აუდიტორის დამატება
1. თუ, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება ან შუალედური მმართველობის ანგარიშგება მიმოხილული ან აუდიტირებულია აუდიტორის მიერ, აუდიტორის დამატების ჩანართის შევსება სავალდებულოა.
2. სუბიექტის მიერ აუდიტორის დამატება ხდება „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანების შესაბამისად.
VI. ციფრული ფორმები
1. ციფრული ფორმების ჩანართში სუბიექტი/ჯგუფი ვალდებულია მიუთითოს მის მიერ გამოყენებული სტანდარტი, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის განსაზღვრულია ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (IFRS).
2. ციფრული ფორმების ჩანართში სუბიექტი ვალდებულია აირჩიოს მისთვის შესაფერისი შემდეგი ციფრული ფორმებიდან ერთ-ერთი:
ა) ფინანსური ინსტიტუტების ციფრული ფორმები (გარდა მზღვეველებისა);
ბ) მზღვეველების ციფრული ფორმები;
გ) არაფინანსური ინსტიტუტების ციფრული ფორმები.
3. თუ სუბიექტი წარმოადგენს ჯგუფის მშობელ საწარმოს და ამ წესის მიხედვით მოეთხოვება კონსოლიდირებული ნახევარი წლის ანგარიშის წარდგენა, იგი ვალდებულია აირჩიოს მისთვის შესაფერისი კონსოლიდირებული ციფრული ფორმებიდან ერთ-ერთი:
ა) ფინანსური ინსტიტუტების კონსოლიდირებული ციფრული ფორმები (გარდა მზღვეველებისა);
ბ) მზღვეველების კონსოლიდირებული ციფრული ფორმები;
გ) არაფინანსური ინსტიტუტების კონსოლიდირებული ციფრული ფორმები.
4. ელექტრონულად შესავსები ინდივიდუალური/კონსოლიდირებული ციფრული ფორმების ძირითადი კომპონენტებია:
ა) ინდივიდუალური/კონსოლიდირებული ფინანსური მდგომარეობა;
ბ) ინდივიდუალური/კონსოლიდირებული საქმიანობის შედეგები;
გ) ინდივიდუალური/კონსოლიდირებული ფულადი სახსრების მოძრაობა;
დ) ინდივიდუალური/კონსოლიდირებული კაპიტალის მოძრაობა;
ე) განმარტებითი შენიშვნები.
VII. ციფრული ფორმების შევსება
1. სუბიექტი ციფრული ფორმების შევსებამდე მიუთითებს, ანგარიშგება ხორციელდება ერთეულ თუ ათასეულ ლარებში.
2. სუბიექტი ვალდებულია ელექტრონულად სრულად შეავსოს მის მიერ არჩეული ინდივიდუალური და ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, კონსოლიდირებული ციფრული ფორმების შესაბამისი კომპონენტების ყველა არანულოვანი მუხლი, სუბიექტისთვის ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით მომზადებული და ჩანართში „ანგარიშგების ატვირთვა“ - ატვირთული ანგარიშის შესაბამისად.
3. უცხოურ ვალუტაში აღრიცხული თანხები წარმოდგენილი უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში - ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად.
VIII. ანგარიშგებების ატვირთვა
1. სუბიექტი ვალდებულია ანგარიშგების ატვირთვის ჩანართში ატვირთოს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება, შუალედური მმართველობის ანგარიშგება და არსებობის შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა სრულად, ერთ დოკუმენტში, ხოლო ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მშობელი საწარმოს კონსოლიდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგება (გარდა აღნიშნული წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული გამონაკლისისა) და არსებობის შემთხვევებში, აუდიტორული დასკვნა სრულად, ერთ დოკუმენტში.
2. ნახევარი წლის ანაგრიშზე ხელმოწერის შესრულება/შტამპის დასმა ხორციელდება ელექტრონულად „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. სუბიექტი ასევე უფლებამოსილია ნახევარი წლის ანაგრიშზე შეასრულოს პირადი ხელმოწერა.
3. სუბიექტმა ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ანგარიში უნდა ატვირთოს „pdf” ფორმატში, რომელშიც შესაძლებელია ტექსტის ძიება, მონიშვნა და კოპირება, ხოლო პირადი ხელმოწერის შემთხვევაში ის გვერდები, რომლებზეც მოცემულია პირადი ხელმოწერები, დამატებით, წარმოდგენილი უნდა იყოს ამავე დოკუმენტში, შესაბამის ხელმოუწერელ გვერდებამდე ან გვერდების შემდგომ, დასკანერებულ „pdf” ფორმატში.
4. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ნახევარი წლის ანგარიში სუბიექტმა უნდა წარადგინოს ქართულ ენაზე. თუ წარსადგენი ანგარიში შედგენილია უცხო ენაზე, სუბიექტმა უნდა ატვირთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი და უცხო ენაზე შედგენილი ანგარიში.
5. სუბიექტი უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშგებებთან ერთად წარადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული ანგარიშგებების უცხო ენაზე/ენებზე თარგმანი.
6. პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მაქსიმალური დასაშვები მოცულობა არის 50 მეგაბაიტი.
IX. აუდიტორის მიერ ინფორმაციის დადასტურება
1. თუ სუბიექტი წარადგენს აუდიტირებულ ან მიმოხილულ ინდივიდუალურ ან კონსოლიდირებულ ანგარიშგებას და ამ წესის შესაბამისად დაამატა აუდიტორი, მის მიერ გადასაგზავნ ღილაკზე დაჭერით აუდიტორს ელექტრონული ფოსტის მისამართზე ავტომატურად ეგზავნება შეტყობინება და ბმული. ვებგვერდზე მიეთითება ამ პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების აუდიტორისთვის გადაგზავნის თარიღი.
2. აუდიტორი ვალდებულია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიღებულ ბმულზე გადასვლით გაიაროს ერთჯერადი ავტორიზაცია ანგარიშგების პორტალზე პირადი ნომრისა და პაროლის მითითებით. ერთჯერადი ავტორიზაციის გავლის შემდეგ აუდიტორი უფლებამოსილია, მართოს ანგარიშგების ვებგვერდზე თავისი გვერდი ერთი ან ერთზე მეტი სუბიექტისთვის.
3. აუდიტორი ვალდებულია სუბიექტის მიერ ანგარიშგების აუდიტორისთვის გადაგზავნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადასტუროს ან ხარვეზი დაუდგინოს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სუბიექტის მიერ ამ წესის შესაბამისად შევსებული ნახევარი წლის ინდივიდუალური ან/და კონსოლიდირებული ციფრული ფორმები არსებითად შეესაბამება სუბიექტის მიერ აუდიტორისათვის მიწოდებულ სამუშაო დოკუმენტაციასა და აუდიტორის მიერ ხელმოწერილი აუდიტირებული ან მიმოხილული ინდივიდუალური ან კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შესაბამის ფორმებს;
ბ) სუბიექტის მიერ ამ წესის შესაბამისად ატვირთული, ხელმოწერილი აუდიტირებული ან მიმოხილული ინდივიდუალური ან/და კონსოლიდირებული ანგარიშგებები შეესაბამება აუდიტორის მიერ ხელმოწერილ შესაბამის ანგარიშგებებს.
4. აუდიტორი მიუთითებს ანგარიშგებების ან/და კონსოლიდირებული ანგარიშგებების აუდიტორული დასკვნის თარიღს.
5. თუ აუდიტორი ხარვეზს დაუდგენს სუბიექტის მიერ მასთან გადაგზავნილ ზემოაღნიშნულ ინფორმაციას, იგი ვალდებულია შესაბამის ველში აღწეროს შეუსაბამობის არსი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ვებგვერდზე და სუბიექტს გაეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
6. აუდიტორის მიერ შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, სუბიექტი ვალდებულია აღმოფხვრას დადგენილი შეუსაბამობა. ამ შემთხვევაში აუდიტორს თავიდან ეგზავნება ელექტრონული ფოსტით შეტყობინება სუბიექტის მიერ ანგარიშგების აუდიტორისთვის გადაგზავნის თაობაზე. აუდიტორი ვალდებულია დაადასტუროს ან ხარვეზი დაუდგინოს ზემოაღნიშნულ ინფორმაციას მე-3 პუნქტით დადგენილი წესითა და ვადაში. ვებგვერდზე მიეთითება ამ პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების აუდიტორისთვის ხელახლა გადაგზავნის თარიღი.
7. აუდიტორი ვალდებულია მიუთითოს მის მიერ ხელმოწერილი ფინანსური ანგარიშგების ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტორულ დასკვნაში გამოთქმული შემდეგი მოსაზრებებიდან ერთ-ერთი:
ა) არამოდიფიცირებული მოსაზრება;
ბ) პირობითი მოსაზრება;
გ) უარყოფითი მოსაზრება;
დ) მოსაზრების გამოთქმაზე უარი;
ე) არამოდიფიცირებული მოსაზრება მნიშვნელოვან გარემოებათა ამსახველი აბზაცით;
ვ) არამოდიფიცირებული მოსაზრება სხვა გარემოებათა ამსახველი აბზაცით.
8. აუდიტორის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ანგარიშგებები ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ვებგვერდზე და სუბიექტს გაეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
X. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი ანგარიშგებების გადამოწმება
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებების კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შერჩევით გადამოწმებას რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან სუბიექტის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაადგინოს ხარვეზი სუბიექტის მიერ წარდგენილ ან გამოქვეყნებულ ინფორმაციაში და სუბიექტს მოსთხოვოს წარდგენილ ან გამოქვეყნებულ ანგარიშგებებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. ხარვეზის შესახებ სუბიექტს ეცნობება ვებგვერდზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე. საქართველოს ეროვნული ბანკი სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხარვეზის აღმოფხვრის სირთულის გათვალისწინებით, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ოდენობით.
3. სუბიექტი ვალდებულია ვებგვერდზე აღმოფხვრას ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ხარვეზი და ხელახლა წარადგინოს ანგარიშგება.
4. წარდგენილ ინფორმაციაში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, თუ სუბიექტის მიერ წარდგენილი ანგარიშგება უკვე გამოქვეყნებულია ვებგვერდზე, ანგარიშგების ხელახლა წარდგენისას ვებგვერდზე ხელმისაწვდომია როგორც თავდაპირველად, ასევე ხელახლა ატვირთული ანგარიშგებები.