სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 09.10.2020
ძალის დაკარგვა 21.03.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №183/04
სარეგისტრაციო კოდი 220060000.18.011.016511
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/10/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,044 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.10.2020 მიღება
21.03.2024 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (14)
პირი
როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი
მუხლი 2
რეზიდენტი ფიზიკური პირი
საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, ინდივიდუალური მეწარმე
მუხლი 2
არარეზიდენტი ფიზიკური პირი
უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ
მუხლი 2
რეზიდენტი იურიდიული პირი
იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
მუხლი 2
არარეზიდენტი იურიდიული პირი
იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
მუხლი 2
რეგისტრირებული
შექმნილი – იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე – ფიზიკური პირის შემთხვევაში
მუხლი 2
კლიენტი
პირი, რომელიც სგს-თან საქმიან ურთიერთობას ამყარებს ან დებს ერთჯერად გარიგებას მისი მომსახურებით სარგებლობის მიზნით
მუხლი 2
საბლანკო სესხი
სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს გირაო ან იპოთეკა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან ღირებულების მიუხედავად იგი არ არის სწორად რეგისტრირებული
მუხლი 2
ოჯახის წევრი
პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა
მუხლი 2
ოფშორული ზონა
წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ქვეყნები/ტერიტორიები
მუხლი 2
პოლიტიკურად აქტიურ პირებთან ასოცირებული პირები
„ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის  21-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირები
მუხლი 2
აგენტი/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ,,ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა  და ვერიფიკაციის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები
მუხლი 2
პორტირებული კლიენტი
პორტფელის შეძენის შედეგად დამატებული კლიენტი
მუხლი 2
პორტირებული სესხი
პორტფელის შეძენის შედეგად დამატებული კლიენტის სასესხო ვალდებულება.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება  №183/04 2020 წლის 9 ოქტომბერი ქ. თბილისი სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 52​2 მუხლის პირველი პუნქტის და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ლ“ ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი თანდართულ დანართებთან ერთად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი მუხლი 1🔗. წესის მიზანი და მოქმედების სფერო 1. ,,სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) მოიცავს ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ,,სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებს განმარტებას, ასევე სესხის გამცემი სუბიექტების მიერ დამატებით მოსაწოდებელი ინფორმაციის წარმოდგენის წესს. 2. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დისტანციური ზედამხედველობის (შემდგომში – დისტანციური ზედამხედველობა) მიზანია, საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ დადგენილი წესით, გაანალიზდეს სესხის გამცემ სუბიექტში (შემდგომში – სგს) არსებული ფულის გათეთრებისა  და ტერორიზმის დაფინანსების რისკები და აღნიშნულის გათვალისწინებით გატარდეს შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები. 3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი სგს-ები ეროვნულ ბანკს აწვდიან ინფორმაციას ამ წესით დადგენილი ფორმითა და ვადებში. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება წესის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; ბ) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, ინდივიდუალური მეწარმე; გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ; დ) რეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) არარეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) რეგისტრირებული – შექმნილი – იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე – ფიზიკური პირის შემთხვევაში; ზ) კლიენტიპირი, რომელიც სგს-თან საქმიან ურთიერთობას ამყარებს ან დებს ერთჯერად გარიგებას მისი მომსახურებით სარგებლობის მიზნით; თ) საბლანკო სესხი – სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს გირაო ან იპოთეკა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან ღირებულების მიუხედავად იგი არ არის სწორად რეგისტრირებული; ი) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა; კ) ოფშორული ზონა – წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ქვეყნები/ტერიტორიები; ლ) პოლიტიკურად აქტიურ პირებთან ასოცირებული პირები – „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის  21-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირები; მ) აგენტი/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ,,ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა  და ვერიფიკაციის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები; ნ) პორტირებული კლიენტი – პორტფელის შეძენის შედეგად დამატებული კლიენტი; ო) პორტირებული სესხი – პორტფელის შეძენის შედეგად დამატებული კლიენტის სასესხო ვალდებულება. მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებები 1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება სგს-ს მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება სგს-ს მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად. 2. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით. 3. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ გარიგებებს (ოპერაციებს). უცხოურ ვალუტაში განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, გარიგების (ოპერაციის) შესრულების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით. 4. ანგარიშგების არც ერთ ველში არ აისახება ინფორმაცია სგს-ს მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ კლიენტისგან მიღებული საკომისიოს, ასევე ჯარიმების, საურავების და დარიცხული პროცენტების (სარგებლის) შესახებ.  5. ანგარიშგებაში პორტფელის შეძენის შესახებ აისახება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარიგების თანხების ოდენობა, ხოლო სგს-ს მიერ სესხების გაცემის შემთხვევაში მხოლოდ ათვისებული თანხების შესახებ ინფორმაცია და არ მოიცავს რესტრუქტურიზებულ სესხებს. სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ანგარიშგების ფორმაში აისახება კლიენტის მიერ  რეფინანსირების შედეგად და თავდაპირველად ათვისებულ თანხების ოდენობას შორის სხვაობა. 6. ჯგუფური სესხის შესახებ სესხის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, ფორმაში ინფორმაცია აისახება ყველა მსესხებლის შესახებ, ხოლო ათვისებული თანხა მიეთითება ერთ–ერთი მსესხებლის (რომელიც უფრო მაღალი რისკის მატარებელია) მონაცემებში. 7. თუ კლიენტს საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის კატეგორიის შესაბამისად. 8. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-11 მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 9. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა (და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფლობს სგს), ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა  და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით. მუხლი 4🔗. ანგარიშგების ფორმები ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს: ა) ინფორმაცია სგს-ს შესახებ (ფორმა №1) ბ) ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ  (ფორმა №2); გ) ინფორმაცია პროდუქტების/გარიგებების შესახებ (ფორმა №3); დ) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №4); ე) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობის შესახებ (ფორმა №5); ვ) ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №6); ზ) ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №7); თ) ინფორმაცია შეძენილი პორტფელის შესახებ (ფორმა N8); ი) ინფორმაცია  მოზიდული სახსრების შესახებ (ფორმა №9); კ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ  (ფორმა №10); ლ) ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №11); მ) ინფორმაცია ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №12). მუხლი 5🔗. ინფორმაცია სგს-ს შესახებ (ფორმა №1) 1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს სგს-ს დასახელებას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ(ებ)ის (10% და მეტი), ბენეფიციარი მესაკუთრე პირ(ებ)ის, დირექტორ(ებ)ის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის, არსებული ფილიალების და შვილობილი საწარმოების (ფინანსური ინსტიტუტების), ასევე ეროვნული ბანკის ბოლო შემოწმების თარიღის (ადგილზე ინსპექტირების) შესახებ ინფორმაციას. 2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ბენეფიციარი მესაკუთრე პირების, დირექტორების, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციის ანგარიშგებაში ასახვისას, მიეთითება საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მოქალაქეობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი/ნომერი და რეგისტრაციის ქვეყანა). 3. ფილიალების შესახებ ანგარიშგებაში მიეთითება რაოდენობა, ხოლო შვილობილი საწარმოების (ფინანსური ინსტიტუტების) არსებობის შემთხვევაში – თითოეული მათგანის დასახელება. 4. ანგარიშგების ფორმაში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვით. მუხლი 6🔗. ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2)    1. ანგარიშგების ფორმა შედგება ფაქტორებისა და ქვეფატორებისგან.  რისკის დონეების და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს  კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) მოცულობის შესახებ ინფორმაცია. 2. ანგარიშგების ფორმის შევსების მიზნით, სგს-მ  უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით. 3. ანგარიშგების ფორმა მოიცავს კლიენტი იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს, მათ შორის, იმ პირების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საქმიან (სახელშეკრულებო) ურთიერთობაში იმყოფებიან სგს-თან, მიუხედავად იმისა,  მოხდა თუ არა სესხის ათვისება საანგარიშო პერიოდში. ასევე, იმ პირების შესახებ მონაცემებს, რომლებთანაც საანგარიშო პერიოდში შეწყდა საქმიანი (სახელშეკრულებო) ურთიერთობა. 4. ანგარიშგების ფორმა ასევე მოიცავს საანგარიშო პერიოდში პორტფელის შეძენის შედეგად პორტირებული კლიენტების მხოლოდ რაოდენობრივ მაჩვენებელს, მიუხედავად იმისა,  განახორციელეს თუ არა ამ პირებმა ოპერაცია. ხოლო სასესხო ვალდებულების მოცულობის შესახებ ინფორმაცია აისახება იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში მოხდა პორტირებული კლიენტის მიერ უშუალოდ სგს-გან სესხის აღება. მუხლი 7🔗. ინფორმაცია პროდუქტების/გარიგებების შესახებ (ფორმა №3) 1. ანგარიშგების ფორმაში აისახება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია. 2. მთლიანი ბრუნვის მონაცემებში, ველში „სულ“ აისახება სგს-ს მიერ გაცემული სესხების საერთო რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია. 3. ანგარიშგების ფორმაში დიფერენცირებულად აისახება ინფორმაცია სესხების შესახებ, რომელთა უზრუნველყოფას წარმოადგენს ანტიკვარიატი, ხელოვნების ნიმუშები, საკოლექციო საგნები, ძვირფასი ლითონები და ქვები, ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალება ან/და უძრავი ქონება. 4. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია სესხების შესახებ, რომელთა თანხის ოდენობა ერთჯერადი გარიგების, ან/და საანგარიშო პერიოდში ერთი კლიენტის მიერ დადებულ გარიგებათა ერთობლიობის შემთხვევაში საბლანკო  სესხის შემთხვევაში აღემატება 10 000-ს, ძვირფასი ლითონებით ან/და ქვებით, საკოლექციო ნივთებით, ასევე, ანტიკვარით ან/და ხელოვნების ნიმუშებით და ტექნიკით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში 10 000 ლარს (ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში). 5. თუ სესხის უზრუნველყოფა არის შერეული (მოიცავს, მაგალითად, ტექნიკას და ძვირფას ლითონებს), სესხის მოცულობა აისახება ფორმით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ-ერთ ქვეფაქტორში. 6. უძრავი ქონებით და სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხები მოიცავს ინფორმაციას სესხების შესახებ, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს მესამე პირთა უძრავი ქონება/სატრანსპორტო საშუალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირი არის კლიენტის ოჯახის წევრი, ან კლიენტი იურიდიული პირის დამფუძნებელი/დამფუძნებლის ოჯახის წევრი. 7. იმ შემთხვევაში, თუ სესხი ერთდროულად უზრუნველყოფილია ტექნიკით, ძვირფასი ლითონებით/ქვებით, ანტიკვარიატით საკოლექციო ნივთებით ან/და ხელოვნების ნიმუშებით და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებით, მონაცემები აისახება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ ინფორმაციაში. 8. იმ შემთხვევაში, თუ სესხი უზრუნველყოფილია ტექნიკით, ძვირფასი ლითონებით/ქვებით, ანტიკვარიატით, საკოლექციო ნივთებით, ხელოვნების ნიმუშებით ან/და სატრანსპორტო საშუალებით, მონაცემები აისახება სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ ინფორმაციაში. 9. იმ შემთხვევაში, თუ სესხი ერთდროულად უზრუნველყოფილია სატრანსპორტო საშუალებით ან/და უძრავი ქონებით, მონაცემები აისახება მხოლოდ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ ინფორმაციაში. 10. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით, სესხების კლასიფიცირება და ფორმაში ასახვა ხდება, თუ საანგარიშო პერიოდში სესხი უზრუნველყოფილი იყო უზრუნველყოფის რომელიმე ზემოჩამოთვლილი საშუალებით, მიუხედავად იმისა, საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის უზრუნველყოფა რეალიზებულია თუ არა. მუხლი 8🔗. ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №4) 1. ანგარიშგების ფორმაში, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს გარიგებები (ოპერაციები). 2. ანგარიშგების ფორმაში არ აისახება ინფორმაცია შეძენილი პორტფელის შედეგად პორტირებული კლიენტების რეზიდენტობისა და მათ მიერ სესხის აღების ოპერაციების შესახებ, თუ მათ პორტირების შემდეგ გარიგება (ოპერაცია) არ განუხორციელებიათ. 3. ანგარიშგების ფორმა მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს და განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. 4. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია პირთა შესახებ, რომელთა რეგისტრაციის ქვეყნები/ტერიტორიები არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით). მუხლი 9🔗. ინფორმაცია კლიენტთა  რეზიდენტობის შესახებ (ფორმა №5) 1. ანგარიშგების ფორმაში აისახება რეზიდენტობის მიხედვით იმ კლიენტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქმიან ურთიერთობაში იმყოფებიან სგს-თან, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ გარიგება (ოპერაცია) საანგარიშო პერიოდში. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა სგს-თან. 2. ანგარიშგების ფორმაში აისახება რეზიდენტობის მიხედვით, პორტფელის შეძენის შედეგად პორტირებულ კლიენტთა შესახებ ინფორმაციაც. 3. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია პირთა შესახებ, რომელთა რეგისტრაციის  ქვეყნები/ტერიტორიები არ არის მოცემული ფორმაში  (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით). მუხლი 10🔗. ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №6) 1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია განხორციელდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად. 2. ანგარიშგების ფორმაში აისახება მონაცემები იმ ორგანიზაციის შესახებ (რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), რომელსაც დაეყრდნო სგს პირის იდენტიფიკაციისას, ასევე, ამ ფორმით იდენტიფიცირებული კლიენტების რაოდენობა და განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ მონაცემები. 3. კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ტრანზაქცია. ანგარიშგების ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყვიტეს ურთიერთობა სგს-თან. მუხლი 11🔗. ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №7) 1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ასევე, სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობისა და გარიგებების (ოპერაციების) მოცულობის შესახებ ინფორმაციას. 2. პირების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა (მათ შორის, პორტირებულმა) საანგარიშო პერიოდში ტრანზაქცია. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც სგს-თან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. 3. პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო, მარკეტინგული და სხვა მსგავსი ტიპის პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, გარდა საადვოკატო, საბუღალტრო და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისა. 4. აზარტული თამაშების საქმიანობების განმახორციელებელი პირები მოიცავს კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ლატარიის ბილეთების გაყიდვას, აზარტული თამაშების ავტომატების ექსპლუატაციას, ვირტუალური აზარტული თამაშების ვებგვერდების ექსპლუატაციას, ბუკმეკერობას და ფსონების დადების საქმიანობას, კაზინოების ფუნქციონირებასთან („მცურავი კაზინოების“ ჩათვლით). 5. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობა (წარმოება/რეალიზაცია) ასევე მოიცავს ძვირფასეულობის მაღაზიებს. 6. ანტიკვარულ ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობა (წარმოება/რეალიზაცია) ასევე მოიცავს ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებს და აუქციონის მომწყობ პირებს.  7. ანგარიშგების ფორმაში არ აისახება ინფორმაცია ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ეწევიან ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას. 8. ფორმაში არ აისახება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომელთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის/ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციებად/ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა. 9. ქიმიკატების და ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია მოიცავს ფეთქებადი ნივთიერებების, არაორგანული და ორგანული ძირითადი ქიმიკატების, სამრეწველო აირების ან/და აზოტის ნაერთების მწარმოებელ კომპანიებს. 10. ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები მოიცავს იურიდიულ პირებს, რომელთა ერთ-ერთი საქმიანობას წარმოადგენს ვირტუალური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა, კასტოდიანური მომსახურება ან/და სავაჭრო პლატფორმის ორგანიზება. 11. თუ პოლიტიკურად აქტიური ან/და მასთან ასოცირებული პირი ამავდროულად არის მაღალშემოსავლიანი პირი, ინფორმაცია აისახება ველში „პოლიტიკურად აქტიური პირები“. 12. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, აისახება როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის (გარიგების), ასევე, კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) ჯამური მოცულობა.  13. გარიგების დადების მცდელობის საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგების გაგზავნის შემთხვევაში, გარიგებების მოცულობაში აისახება როგორც ამ კონკრეტული ოპერაციის (გარიგების) თანხა, ასევე გარიგების მონაწილე კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) ჯამური მოცულობა. 14. კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირები არიან, არ მოიცავს ასეთ ზონებში რეგისტრირებულ პირებს. 15. ანგარიშგების ფორმაში რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირების დადგენა საჭიროებს ვერტიკალურ ჭრილში ორი და მეტი იურიდიული პირის შესწავლას. საწარმოს ფილიალი ან/და წარმომადგენლობა არ განიხილება იურიდიულ პირად. 16. თუ კლიენტი ერთდროულად არის ფორმით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტორში. გამონაკლისს წარმოადგენს ფაქტორები ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა  საეჭვო სტატუსით“, „კლიენტები, რომელთა მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურაში ფიქსირდება პოლიტიკურად აქტიური ან/და მასთან ასოცირებული პირი“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირია“, „რეზიდენტი კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე არარეზიდენტი პირია“, ,,რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, სადაც ქვეფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემები უნდა გამეორდეს, თუ კლიენტის მახასიათებლები შეესაბამება 2 ან მეტ ფაქტორს ერთდროულად. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი ამავდროულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ამ ორივე ფაქტორში. 17. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდროულად შეესაბამება ამ მუხლის მე-16 პუნქტში ჩამოთვლილ ფაქტორებს, ინფორმაცია აღირიცხება ყველა მათგანში. 18. სგს-ის მიერ ანგარიშგების ფორმაში ასევე ასახული უნდა იქნეს მის მიერ საქმიანობის თუ სხვა კრიტერიუმების (გეოგრაფიული რისკი, ორგანიზაციული ფორმა და სხვ.) მიხედვით, მაღალი რისკის მატარებლად განსაზღვრული კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ კრიტერიუმი განსხვავდება ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგან. მუხლი 12🔗. ინფორმაცია შეძენილი პორტფელის შესახებ (ფორმა N8)   1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია, საანგარიშო პერიოდში, ფინანსური ინსტიტუტების ან/და სხვა პირებისაგან პორტფელის შეძენასთან დაკავშირებული გარიგებების შესახებ. 2. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია ორგანიზაციის ტიპის შესახებ (ფინანსური ინსტიტუტი/სხვა), ვისგანაც სგს-მ შეიძინა პორტფელი, მათი რეზიდენტობისა და შესაბამისი ქვეყნის კოდის მითითებით. 3. რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება/კოდი უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების/კოდის იდენტური. 4. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია პორტირებული კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებლებისა და მათი სასესხო ვალდებულებების მოცულობის შესახებ. მუხლი 13🔗. ინფორმაცია მოზიდული სახსრების შესახებ (ფორმა №9) 1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს ინფორმაციას სგს-ს დამფუძნებლებისა და არარეზიდენტი  ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდული სახსრების (მხოლოდ ათვისებული თანხების) შესახებ. 2. ანგარიშგების ფორმაში დიფერენცირებულად აისახება ინფორმაცია იმ პირთა შესახებ (დამფუძნებელი/არარეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტი), ვისგანაც მოხდა სახსრების მოზიდვა.  3. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია სგს-ს მიერ მხოლოდ საანგარიშო პერიოდში მოზიდული სახსრების შესახებ. 4. რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება/კოდი უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების/კოდის იდენტური. მუხლი 14🔗. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №10) 1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი თითოეული ანგარიშგების შესახებ ინფორმაციას. 2. სგს-მ ფორმის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება გარიგების მონაწილე კლიენტების რეზიდენტობის და გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით. 3. ანგარიშგების ფორმაში, სვეტში ,,პროდუქტის/გარიგების ტიპი“ აისახება, თუ რა ტიპის უზრუნველყოფა იქნა გამოყენებული სესხის უზრუნველყოფის საშუალებად, რომლის შესახებაც გაიგზავნა ანგარიშგება საეჭვო სტატუსით (მაგ.: საბლანკო სესხი, ტრანსპორტით უზრუნველყოფილი სესხი, ძვირფასი ლითონით უზრუნველყოფილი სესხი და ა.შ.). 4.   იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი. მუხლი 15🔗. ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №11) 1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც, საანგარიშო პერიოდში, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დაედო ყადაღა. 2. ანგარიშგების ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა გარიგებების აღსრულებაც შეჩერდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე საანგარიშო პერიოდში. 3. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია პირთა შესახებ, რომელთა რეგისტრაციის  ქვეყნები/ტერიტორიები არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით). მუხლი 16🔗. ინფორმაცია ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №12)  1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ეროვნული ბანკის, როგორც ადგილზე შემოწმების, ასევე დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად განსაზღვრული რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  და მათი შესრულების მდგომარეობა. 2. ანგარიშგების ფორმაში უნდა აისახოს თოთოეული რეკომენდაცია, დადგენილი შესრულების ვადა, შესრულების მდგომარეობა, გატარებული ზომები და შესრულების თარიღი. 3. თითოეული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ანგარიშგების ფორმაში აღწერილი გატარებული ზომების შესახებ ინფორმაცია გარკვევით უნდა ასახავდეს სგს-ს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს. მუხლი 17🔗. სგს-ს მიერ დამატებით წარმოსადგენი ინფორმაცია 1. ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, კონტროლის სისტემის დისტანციური შეფასების მიზნით, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში, სგს ეროვნულ ბანკს  წარუდგენს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სგს-ში არსებულ ყველა პოლიტიკა–პროცედურას და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას, ასევე სხვა დამატებით ინფორმაციას, რომლის წარდგენასაც ეროვნული ბანკი მიიჩნევს მიზანშეწონილად ზედამხედველობის პროცესში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა შესაძლებელია მოხდეს კითხვარის სახით, რომლის ფორმას განსაზღვრავს ეროვნული ბანკიმუხლი 18🔗. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები 1. სგს ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის: ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) - არაუგვიანეს 31 ივლისისა; ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) - არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა. 2. ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად. 3.  კონკრეტული სგს-ს ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, მენეჯმენტში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია განხორციელდეს ანგარიშგების ან/და დამატებითი ინფორმაციის ვადაზე ადრე გამოთხოვა. ამასთან, ანგარიშგების/ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს სგს-ს ფულის გათეთრებისა  და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ. 4. ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, სგს ვალდებულია იქონიოს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირებას. მუხლი 19🔗. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი 1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სგს-ები, ამ წესის მე-18 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, შევსებულ ანგარიშგებას ტვირთავს ,,AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომ – პორტალი). 2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე. 3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა. 4. სგს, მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს, პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით წარუდგენს ამ წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 5. სგს-სგან დამოუკიდებელი მიზეზით, პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ან/და ამ წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის მიწოდება ხდება ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge. მუხლი 20🔗. გარდამავალი დებულებები 1. სგს-ის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის პირველადი წარმოდგენა განხორციელდეს არაუგვიანეს 2021 წლის 31 იანვრისა, სადაც აისახება 2020 წლის მეორე ნახევრის  მონაცემები. 2. ეროვნული ბანკისთვის ანგარიშგების პირველადი მიწოდება მოხდეს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge.