2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნებში დამატებითი საარჩევნო ყუთის გამოყენების შესახებ

მიღების თარიღი 09.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №42/2020
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016514
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/10/2020
matsne.gov.ge 320 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 28.03.2018 ლალი ანთიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 89% 26.02.2021 საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 24.05.2019 საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 21.09.2015 საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 19.08.2016

დოკუმენტის ტექსტი

2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნებში დამატებითი საარჩევნო ყუთის გამოყენების შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №42/2020 2020 წლის 9 ოქტომბერი ქ. თბილისი 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნებში დამატებითი საარჩევნო ყუთის გამოყენების შესახებ 2020 წლის 31 ოქტომბერს, ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ერთდროულად ტარდება საქართველოს პარლამენტის მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნები. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთდროულად გაიმართება საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. შესაბამისად, კენჭისყრის დღეს, ამომრჩეველს გადაეცემა საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის განკუთვნილი რამდენიმე სახის საარჩევნო ბიულეტენი. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, 2020 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულია 50 საარჩევნო სუბიექტი, კერძოდ, 2 საარჩევნო ბლოკი და 48 პოლიტიკური პარტია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო უბნებში, სადაც ერთდროულად გაიმართება საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნები, კენჭისყრაში ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის მონაწილეობის შემთხვევაში, შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი საარჩევნო ყუთის გამოყენება. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ერთდროულად ტარდება საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის უმაღლესი საბჭოს/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნები, საჭიროების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია საქართველოს მოქალაქეთა არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით უფლებამოსილია გამოიყენოს დამატებითი საარჩევნო ყუთი. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებითი საარჩევნო ყუთი უნდა დაილუქოს და მასში საკონტროლო ფურცელი მოთავსდეს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. საკონტროლო ფურცელს ხელს აწერს ის ამომრჩეველი, რომლის საარჩევნო ბიულეტენები პირველად უნდა მოთავსდეს აღნიშნულ საარჩევნო ყუთში. დამატებითი საარჩევნო ყუთის დალუქვისა და მასში მოთავსებული საკონტროლო ფურცლის მონაცემები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-10 ან მომდევნო გვერდებზე. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი