„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1959
2020 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის („კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი“):
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის:
ო.ა) ის მოსამსახურეები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან;
ო.ბ) საკარანტინე სივრცეებში განთავსებული ბრალდებულები/ მსჯავრდებულები საცხოვრებელ საკნებში შესახლებამდე;“;
ა.ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ წესის პირველი პუნქტის „ო.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან მორიგეობის ვადის გათვალისწინებით, გეგმურად − 14 დღეში ერთხელ.“;
გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ წესის პირველი პუნქტის „თ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება ჩატარდეს პჯრ მეთოდით (პულირების გზით), ხოლო შესაბამისი პერსონალის გადამზადების შემდგომ, მაგრამ არა უგვიანეს 2020 წლის 1 ნოემბრისა, ანტიგენ-ანტისხეულის სწრაფი ტესტით დადებითი შედეგის მიღებისას, გაკეთდეს პჯრ მეთოდით.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე, ხოლო განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 6 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია