ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე არტოს ბაღისთვის კომპოზიტორის, საზოგადო მოღვაწის გია ყანჩელის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 01.10.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №292
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016573
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/10/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.10.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირთან VII კვარტალში კორპ. №3 მიმდებარედ არსებული უსახელო სკვერისთვის ექიმის იოსებ ჟორდანიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვახტანგ მახალდიანის შესახვევისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ექიმის გიორგი ვენეცკის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ასპინძის II ქუჩისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ექიმის ქეთევან გულაღაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე არტოს ბაღისთვის კომპოზიტორის, საზოგადო მოღვაწის გია ყანჩელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №292
2020 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე არტოს ბაღისთვის კომპოზიტორის, საზოგადო მოღვაწის გია ყანჩელის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის - “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე არტოს ბაღს მიენიჭოს კომპოზიტორის, საზოგადო მოღვაწის გია ყანჩელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე